Завод «Агма» в Чехове расширит производство

Праздник единства и спорта

Почти пять тысяч очередников переехали в новые квартиры по программе реновации

Красноярский депутат Дюков призвал исключить хедлайнеров VK Fest

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2021

Новости за 30.07.2021

Radiotavisupleba.ge 

ჯოკოვიჩმა მოულოდნელი მარცხი განიცადა ოლიმპიურ თამაშებზე და „ოქროს დიდი სლემს“ ვეღარ მოიპოვებს

ნოვაკ ჯოკოვიჩის პრეტენზია, მოეპოვებინა  ჩოგბურთის „ოქროს დიდი სლემი“ დრამატულად დასრულდა, როცა უმაღლესი რანგის სერბი ჩოგბურთელი გერმანიის ალექსანდერ ზვერევთან დამარცხდა ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში. ჯოკოვიჩმა ადვილად მოიგო პირველი სეტი მაგრამ 30 ივლისის მატჩი რუსული წარმოშობის გერმანელი ჩოგბურეთლის გამარჯვებით დასრულდა. ახლა ზვერევი გერმანელი (ჩოგბურთელი) რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრს, კარენ ხაჩანოვს, შეხვდება ფინალში 1 აგვისტოს.   ჯოკოვიჩი ცდილობდა გამხდარიყო პირველი ადამიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მრავალეროვნული „მტკიცე სული“ და კავკასიური გეოპოლიტიკა

რუსეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითად გამოეხმაურა სუვერენული ქვეყნის - საქართველოს - ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც, ამ სახელწოდებისა და შინაარსის წინამორბედი წვრთნების მსგავსად, მხოლოდ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. "ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ნატო თავის ინფრასტრუქტურით არა უბრალოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივაა, არამედ ეხება ჩვენს საზღვრებს. ამას (სწავლებას)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრაზილია გააუქმებს შეთანხმებას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის შეტანის შესახებ

ბრაზილიის მთავრობა გეგმავს რუსული ვაქცინის, "სპუტნიკ V"-ის 10 მილიონი დოზის შეტანის შესახებ მარტში ხელმოწერილი ხელშეკრულების გაუქმებას. ამის შესახებ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. გადაწყვეტილება ბრაზილიის რეგულატორის, სააგენტო Anvisa-ს, მხრიდან რუსული ვაქცინის მოხმარების უფლების გაცემის შეფერხებებთანაა დაკავშირებული. სამინისტროს მიაჩნია, რომ ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანაში შეიძლება ჩატარდეს რუსული ვაქცინის გარეშე. ამასთანავე, ვითარება შესაძლოა, შეიცვალოს, თუკი Anvisa მაინც გასცემს ლიცენზიას "სპუტნიკ V"-ის გამოყენების შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Human Rights Watch მოუწოდებს ირანს საპროტესტო გამოსვლებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისა და დარღვევების გამოძიებისკენ

Human Rights Watch-მა (HRW) მოუწოდა ირანის ხელისუფლებას "დაუყოვნებლივ და უპირობოდ" გაათავისუფლოს ხუზესტანსა და სხვა პროვინციებში წყლის უკმარისობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში დაკავებული ადამიანები და გამოიძიოს მომაკვდინებელი ძალის ბოროტად გამოყენება. დემონსტრაციები 15 ივლისს დაიწყო ათობით მცირე და დიდ ქალაქში ხუზესტანში, პროვინციაში, სადაც მრავალრიცხოვანი ეთნიკურად არაბი მოსახლეობაა. მღელვარება შემდეგ უკვე ირანის სხვა რეგიონებზეც გავრცელდა და თეირანის ნაწილებიც მოიცვა - ირანში ბოლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მმართველი ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს - ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები სასამართლოში მიდიან

გეგმით, ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლას კულტურის სამინისტრო 5 აგვისტოდან იწყებს. ბუნდოვანია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობიდან, რომლის აღდგენაც ექსპერტიზამ “არარენტაბელურად” მიიჩნია, სად წავა ეროვნული საგანძური. მოქმედი თანამშრომლები სამინისტრომ ამ პროცესიდან გამოთიშა.

Radiotavisupleba.ge 

რეფორმები ჰაერში და წარსულში დაბრუნების ბიძგი

„შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ „ქართული ოცნების“ გასვლის შემდეგ, ამ დოკუმენტით განსაზღვრული რეფორმების ისედაც მდორედ მიმდინარე პროცესი, მხოლოდ მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე რჩება დამოკიდებული.

Radiotavisupleba.ge 

ზოგი გავიდა, ნახევარზე მეტი დარჩა - რას ამბობენ მწერლები, ვინც “ლიტერას” კონკურსში რჩებიან

ლიტერას 5 კაციან ჟიურიში მხოლოდ ერთი წევრი რჩება, კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე. სწორედ მისი ჟიურიში ყოფნის გამო თქვა 20-მდე მწერალმა  კონკურსში მონაწილეობაზე და მისწერა წერილი სამინისტროს მოთხოვნით,  უკან გაიხმოს “თავისი კაცი”.

Radiotavisupleba.ge 

ცაგერში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი ნემსაძე დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ცაგერში მერობის კანდიდატად დაასახელა. ნემსაძემ პოლიტიკური კარიერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით დაიწყო. ის 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-დან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. ნემსაძე საკრებულოს წევრად მეორედაც აირჩიეს, თუმცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, მან ირაკლი შიხიაშვილთან და კიდევ ორ დეპუტატთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დატოვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იაპონიამ ტოკიოს გარშემო სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვის მატება გრძელდება

იაპონიამ ტოკიოს მახლობლად სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორონავირუსით დაავადების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო. პანდემია კვლავაც ჩრდილს აყენებს ოლიმპიურ თამაშებს. ახალი საგანგებო ზომები, რომლებიც 30 ივლისს დამტკიცდა, გამოცხადდა მაშინ, როცა ტოკიოში გასული 24 საათის განმავლობაში 3300 ახალი შემთხვევა აღინუსხა, აქედან 17 ადამიანი დაკავშირებული იყო ოლიმპიურ თამაშებთან, რომელიც იაპონიაში მიმდინარეობს ერთი წლის დაგვიანებით, მთელ მსოფლიოში ვირუსის აფეთქების გამო. მიუხედავად იმისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართულმა ოცნებამ" ოზურგეთის მერობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძის ძმა დაასახელა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის ძმა ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მერობის კანდიდატად დაასახელეს. „ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძე იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი, ერთ-ერთი წარმატებული, ძალიან წარმატებული საჯარო მოსამსახურე. ესეც აჩვენებს იმას, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის ოზურგეთი, მისი განვითარება და დარწმუნებულები ვართ, რომ ავთანდილი არა მხოლოდ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, არამედ ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ოზურგეთის შემდგომ განვითარებას“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსული საგამოძიებო საინფორმაციო ჯგუფის მთავარმა რედაქტორმა რუსეთი დატოვა

საგამოძიებო საინფორმაციო ახალი ამბების გამოცემის The Project -ის მთავარმა რედაქტორმა რუსეთი დატოვა ისე, რომ უკან დაბრუნება არ აქვს გეგმაში, და ცდილობს მოახდინოს თავისი თანამშრომელების ევაკუაცია მას მერე, რაც გენერალური პროკურორის სამსახურმა მოსკოვში ჯგუფი  "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადა. აშშ-ში დარეგისტრირებულმა მედია გამოცემამ გამოაქვეყნა კარგად შესწავლილი და ხანდახან უხერხული გამოძიებების სერია რუსეთის მმართველი ელიტის შესახებ. რომან ბადანინმა ნიუ-იორკში, Reuters-თან ინტერვიუში, რომელიც 29 ივლისს გამოქვეყნდა... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

ჰუსეინ ბაკიხანოვს თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა 15 ივლისს უნდა აეღო

აზერბაიჯანელ აქტივისტსა და ბლოგერს, ჰუსეინ ბაკიხანოვს, რომელიც 14 ივლისს, თბილისში გარდაიცვალა, საქართველოში თავშესაფრის მოძიების საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“. 30 ივლისს, ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ჰუსეინ ბაკიხანოვმა ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარების თხოვნით 15 ივნისს მიმართა: „მან მოგვმართა თავშესაფრის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით და მას კონკრეტულად აინტერესებდა ამ პროცედურის გარშემო არსებული სამართლებრივი ასპექტები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტარი თეა წულუკიანზე: თქვენი კულტურის მინისტრის ქცევამ დაგვამუნჯა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქცევა, როცა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, დემოკრატიულ სახელმწიფოს არ შეესაბამება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. "თქვენი კულტურის მინისტრის ქცევამ დაგვამუნჯა, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდანაც ხანდახან მსურს დავინახო მეტი დისტანცია, რადგან ზოგიერთი წარმომადგენელი ძლიერ ზეწოლას განიცდის. ეს არ გამოდგება გამართლებად მინისტრისა, რომლიც მიკროფონს იპარავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე: კვლევები აჩვენებს, რომ შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არსებული კვლევები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში შეუძლია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამეორება და გაუმჯობესებაც კი. „დიახ, 48 პროცენტი. შეგვიძლია ამ შედეგის გამეორება და გაუმჯობესება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, თუმცა წინ არის 2 თვე და წინ არის საარჩევნო კამპანია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კამპანიაზე და მთავარი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საზოგადოებაზე“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორში „ოცნებამ“ მერობის კანდიდატად დაასახელა ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ყველა ქალაქში პარტიის მერობის კანდიდატები დაასახელა. გორში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მერობის კანდიდატად დაასახელა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ის ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონია. გარდა ამისა, ხინჩეგაშვილმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში ჰაკერთა ანონიმურმა ჯგუფმა წვდომას მიაღწია ქვეყნის ყველა საპასპორტო მონაცემზე

ჰაკერთა ანონიმური ჯგუფი ბელარუსში, „კიბერპარტიზანი“ - მოძრაობა წინააღმდეგობის (Супраціў) ნაწილი, ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნის ყველა მოზრდილი მოქალაქის საპასპორტო მონაცემებზე წვდომას მიაღწია. მათ მიერ მოპოვებულ მონაცემთა ბაზაში ინახება 11 მილიონი ჩანაწერი. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეპროექტის არხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“. თავიანთი სიტყვების დასტურად ჰაკერებმა „ტელეგრამით“ გამოაქვეყნეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლიდია ერმოშინას, რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარის ნატალია კაჩაენოვას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებამდე ფინანსური დახმარების შეწყვეტას განიხილავდნენ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ 19 აპრილის ხელშეკრულების გაფორმებამდე ევროკავშირი განიხილავდა საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტას. მან თქვა, რომ ეს საკითხი ისევ განიხილება, თუ "ქართული ოცნება" არ დაუბრუნდება შეთანხმებას. ამ საკითხზე მან "რადიო თავისუფლების" კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა. "19 აპრილის შეთანხმებამდე, მარტში მე საქართველოში ვიყავი და მერე განხილვა გვქონდა ევროპარლამენტში. ჩვენ ვსაუბრობდით იმ დროს შესაძლებლობაზე, შეგვეჩერებინა ფინანსური დახმარება, რა თქმა უნდა, ეს საუბარი შედგა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„თუ ქვეყანას სჭირდება, შეიძლება მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა“, - კობახიძე გახარიას შესახებ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. კობახიძე გამორიცხავს პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერთან გარიგებას. „რაც შეეხება გახარიას, გეტყვით პირდაპირ: არსებობს პოლიტიკასა და პრაქტიკაში მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე. პოლიტიკაში ხდება ასეთი რამ, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან. აქედან გამომდინარე, ეს გამორიცხულია. თუ ქვეყანას სჭირდება, შეიძლება მტერსაც გაურიგდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიოლა ფონ კრამონი: 9 წლის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდით იმავე სიტუაციას, სადაც ვიყავით 9 წლის წინ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველოში იგივე მდგომარეობაა, როგორიც 9 წლის წინ იყო, სანამ "ნაციონალური ხელისუფლება" "ქართული ოცნების" ხელისუფლებით შეიცვლებოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა. "2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ გვქონდა შეშფოთება დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, მაგრამ მოხდა დემოკრატიული წინსვლა და მმართველი პარტია დამარცხდა. 9 წლის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდით იმავე სიტუაციას, სადაც ვიყავით 9 წლის წინ - ეს არის დემოკრატიული განვითარება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში ბერლინელი DJ-ის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში დღეს სავარაუდოდ ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმის გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. კლუბ "ხიდის" რეზიდენტ ბერლინელ დიჯეის, სასცენო სახელით Phase Phatale, ბათუმში, სადაც მას კლუბ Sphere-ში უნდა დაეკრა, მისი თქმით, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაცია თავად მუსიკოსმა გაავრცელა ინსტაგრამზე. მისი თანმხლები და მეგობარი კი, რომელიც იმავე კლუბში ბარში მუშაობდა, ჰყვება, რომ თავს მათ სამი ადამიანი მას შემდეგ დაესხნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: "ლელოსავით" 3 % რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა არანაირი ფორმით არ იქნება დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე. პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან მან განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ შედეგებს ამ თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ექნება: „რომც ავიღოთ 3 პროცენტი ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ყველა ქალაქში დაასახელა მერობის კანდიდატები

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება ადგილობრივ არჩევნებზე მერობის კანდიდატების შესახებ. კობახიძემ საქართველოს ყველა (63) მუნიციპალიტეტში დაასახელა მერობის კანდიდატები. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, კამპანიის ლიდერი თბილისში იქნება კახი კალაძე, რომელიც მერობის კანდიდატია. საქართველოს მასშტაბით კი საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.   მერობის კანდიდატები: რუსთავი - ნინო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი რუხაძე - "ხელისუფლება რომც არ დაუბრუნდეს შეთანხმებას, ის 43% ყველა შემთხვევაში არის ემოციური ზღვარი"

GSAC-ის თანადამფუძნებელი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი რუხაძე თვლის, რომ "„ნაციონალური მოძრაობა“ თუ ახლა მოაწერს ხელს „მიშელის შეთანხმებას“, იქნება კარგი. ეს ხელ-ფეხს გაუხსნის ეს აქტორებს, რომ უფრო მეტი წნეხი იქონიონ „ქართულ ოცნებაზე“. და ზოგადადაც, მოხდება ლუსტრაცია".

Radiotavisupleba.ge 

ეკა აკობია - "ახლავე უნდა დავფიქრდეთ, რადგან ამდენი შეცდომის უფლება ჩვენისთანა მცირე ერს არ აქვს"

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია "ქართული ოცნების" 28 ივლისის გადაწყვეტილების შემდგომ რეალობას აანალიზებს - "ქართული პოლიტიკა შევიდა ისეთ წყლებში, სადაც პარტიული დღის წესრიგი აღარ არის საკმარისი. ზეპარტიულად უნდა მოხდეს საკითხების განხილვა და ელექტორატთან მუშაობა".

Radiotavisupleba.ge 

დისიდენტები ფსიქიატრიულში

ერთ-ერთი ყველაზე არაჰუმანური და შემზარავი მეთოდი, რომელსაც საბჭოთა სისტემა დისიდენტების წინააღმდეგ იყენებდა, ჯანმრთელი ადამიანების ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გამოკეტვა და იძულებითი მკურნალობა იყო. საბჭოთა ფსიქიატრიის სკოლის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, აკადემიკოსმა ანდრეი სნეჟევსკიმ, შექმნა კონცეფცია, რომელსაც სისტემა იოლად იყენებდა, ზოგადად, არასტანდარტულად მოაზროვნეთა და მათ შორის დისიდენტების წინააღმდეგ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ანტისაბჭოთა შეხედულებების მქონე ადამიანებს იოლად გზავნიდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Праздник единства и спорта

В РСА рассказали, сколько переплачивают водители за тех, кто не страхуется по ОСАГО

В Брюсселе вдруг возмутились, почему в ЕС газ в 4 раза дороже, чем в КНР или США. Но кого за это стоит благодарить?

Первое видео замминистра обороны Иванова за решёткой: Даже форму не успел снять - забирали со службы

Музыкальные новости

Президент Азербайджана Ильхам Алиев прибыл в Москву по приглашению Путина

Российские металлурги продолжают внедрять экзоскелеты на производстве

Команда АО "Желдорреммаш" стала призером СпортЛиги ТМХ

Алсу ире белән аерылышканмы?

Новости России

Новые коммерческие дисплеи Hisense получили награду Best of show на выставке ISE 2024

В Брюсселе вдруг возмутились, почему в ЕС газ в 4 раза дороже, чем в КНР или США. Но кого за это стоит благодарить?

Мария Багреева: Москва погасила 72-й выпуск облигаций Городского внутреннего займа

Красноярский депутат Дюков призвал исключить хедлайнеров VK Fest

Экология в России и мире

Хеликс запускает лайт-формат сервиса Helix Express для сдачи анализов в Тамбове

Публичная и тайная жизнь одного из самых ярких российских адвокатов XIX века в новом историческом детективе “Плевако”

«Браво, артисты!»: в Москве было не по погоде жарко

Недосып хуже алкоголизма? Врач Кутушов рассказал к чему может привести хронический недостаток сна

Спорт в России и мире

Легенда тенниса рассказал, готов ли он опять стать тренером Джоковича

Вторая ракетка Казахстана опустилась в чемпионской гонке WTA

«Не хочется ни от кого зависеть». Елена Рыбакина поставила новую цель

Медведев остался лучшим среди россиян в обновлённом рейтинге ATP, Рублёв — восьмой

Moscow.media

Лавров: "США и НАТО одержимы победой над Россией". Комментарии чехов

MONT и «Инновационные Технологии в Бизнесе» помогут усилить киберзащиту заказчиков

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Директор Благотворительного Фонда «Провидение» Елена Осипова стала финалистом премии «Россия - страна возможностей»











Топ новостей на этот час

Rss.plus






Почти пять тысяч очередников переехали в новые квартиры по программе реновации

Первое видео замминистра обороны Иванова за решёткой: Даже форму не успел снять - забирали со службы

Новые коммерческие дисплеи Hisense получили награду Best of show на выставке ISE 2024

«Есть желание»: Шри-Ланка планирует вступить в БРИКС