Мы в Telegram
Добавить новость

Делегация Росгвардии приняла участие в первом дне работы Петербургского международного экономического форума

Академия музыки Николая Агутина даст концерт «Музыка без границ» в Москве

МЧС предупредило о ливне, грозе и граде в Москве

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и почувствовал себя плохо

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2018

Новости за 02.12.2018

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთში მოსახლეობას მიმართეს რუსეთის ტელევიზიის გადამღები ჯგუფის საეჭვო მოქმედების გამო

ბრიტნეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა მოსახლეობას მოუწოდა, სამართალდამცველებს მიმართონ, თუ შეამჩნევენ საეჭვო აქტივობას ქვეყნის სამხედრო ობიექტების მახლობლად. გაზეთ „დეილი მეილის“ ცნობით, ეს მოწოდება მოჰყვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტთან რუსეთის ტელევიზიის გადამღები ჯგუფის ყოფნას. 2 დეკემბერს გავრცელებული ცნობით, თავდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც დაადგინეს, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის კორესპონდენტ ტიმურ სირაზიევის მონაწილეობით მიმდინარეობდა გადაღება ბერკშირში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში საჰაერო თავდასხმისას მოკლეს თალიბანის მაღალი რანგის მეთაური

სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში საჰაერო თავდასხმისას მოკლეს თალიბანის მაღალი რანგის მეთაური, მოლა აბდულმანანი. პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, ხუთი ექსტრემისტი, მათ შორის აბდულმანანი დაიღუპა 1 დეკემბერს ნაუზადის რაიონში მოწყობილი ავიადარტყმის შედეგად. მოლა აბდულმანანი იყო თალიბანის მეთაური ჰელმანდის პროვინციაში. მისი მოკვლა დაადასტურეს თალიბების პრესმდივანმა და ამერიკელმა სამხედროებმა. ჰელმანდში თალიბანის პოზიცია გაძლიერებულია 2014 წელს ქვეყნიდან ნატოს საბრძოლო შენაერთების უდიდესი ნაწილის გასვლის შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა საჭიროა ლუსტრაცია?

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ გამოდის პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის შეტანის ინიციატივით.  არადა, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია არსებობს კანონი ლუსტრაციის შესახებ - კერძოდ, ლუსტრაციის ასპექტის შემცველი „თავისუფლების ქარტია“. რამდენად საჭირო და ქმედითია ის? ლუსტრაციის რა გამოცდილება აქვს ზოგ სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყანას? ლუსტრაცია, როგორც „განწმენდის რიტუალი“ კომუნიზმის დამხობის შემდეგ. ინტერვიუ უკრაინის „ლუსტრაციის სამოქალაქო კომიტეტის“ თავმჯდომარე ალექსანდრა დრიკთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოროშენკო გერმანიასა და მის მოკავშირეებს მოუწოდებს შავ ზღვაში გააქტიურებისაკენ

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გერმანიასა და მის მოკავშირეებს მოუწოდა, გაზარდონ თავიანთი სამხედრო ყოფნა შავ ზღვაში. პოროშენკოს აზრით, ასეთი ნაბიჯი შესაძლებელს გახდის რეგიონში რუსეთის შეკავებას. ამის შესახებ მან განაცხადა მედიაჯგუფ „ფუნკესთან“ ინტერვიუში, რომლის ნაწყვეტების თარგმანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნდა. იქვე პოროშენკო დასავლეთს მოუწოდებს, დაბლოკოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა და დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ხოლო იტალიის გამოცემა „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ბელინგკეტი“: რუსეთმა საერთაშორისო წყლებში გაუხსნა ცეცხლი უკრაინის ხომალდებს

საგამოძიებო ჯგუფ „ბელინგკეტის“ მონაცემებით, ქერჩის სრუტეში 25 ნოემბრის ინციდენტის დროს, როცა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის გემებმა უკრაინის ხომალდებს შეუტიეს, რუსეთმა ცეცხლი გახსნა საერთაშორისო წყლებში. საგამოძიებო ჯგუფი ასეთ დასკვნამდე მივიდა ქერჩის სრუტესთან კონფლიქტის ამსახველი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტო- და ვიდეომასალის შესწავლის საფუძველზე. ჯგუფი აღნიშნავს, რომ უკრაინის კატარღა „ბერდიანსკი“ ყირიმის ნაპირიდან 22,7 კილომეტრში და რუსეთის მიერ თავის ტერიტორიულ წყლებად გამოცხადებული ადგილიდან, დაახლოებით, 500 მეტრში იმყოფებოდა. Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

კახა კალაძემ ებრაელ ხალხს ხანუქა მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაული დღესასწაულის – ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას თბილისის მთავარ სინაგოგაში დაესწრო. დედაქალაქის მერმა ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ებრაელებსა და ქართველებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. „ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს, ხანუქას ვულოცავ. ჩემი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არის სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიების მქონე ადამიანების თანაცხოვრების, ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითი. მე […]

Radiotavisupleba.ge 

ზაზა სარალიძე: ხვალიდან ვიწყებ აქტიურ ბრძოლას

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე 3 დეკემბრიდან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლას აპირებს. ამის შესახებ, მან რადიო თავისუფლებას უთხრა გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ. ​"ამ დღეს ჩემი შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დღეს ჩემს შვილთან ერთად ის საქართველოს ნაწილი მოკვდა, რომლებიც ჩემი შვილის მკვლელებს იცავენ. სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია", - განაცხადა ზაზა სარალიძემ ოპოზიციის აქციაზე გამოსვლისას.

Radiotavisupleba.ge 

ხვალ მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ინფორმაციას დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Radiotavisupleba.ge 

გურამ კაშია „ვიტესიდან“ დიდი პატივით გააცილეს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გურამ კაშია არნემის „ვიტესის“ არენაზე კიდევ ერთხელ გავიდა. 1 დეკემბერს, 31 წლის ქართველ მცველს, რომელიც რვა წლის განმავლობაში (2010-2018) იცავდა „ვიტესის“ ღირსებას და გუნდის კაპიტანიც იყო, გამოსამშვიდობებელი მატჩი მოუწყვეს. ჰოლანდიელი გულშემატკივრები საყვარელ ფეხბურთელს დიდი ოვაციით შეხვდნენ. თავად კაშიამ კი მინდორი აცრემლებულმა დატოვა. კლუბმა ყოფილი კაპიტანი ვერცხლის სპეციალური სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა. კიდევ ერთი შთამბეჭდავი საჩუქარი კაშიამ „ვიტესის“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მან 2 დეკემბერს სპეცოპერაცია ჩაატარა თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში, “გურუსა“ და “ალიანსში“. შშს-ს თანახმად, დაკავებული არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. შსს აცხადებს, რომ სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"პანკისის ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს

"პანკისის ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი" (Youth initiative group of Pankisi) ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმაურება ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს.  "პანკისის ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გაჩენილ ტენდენციას, რომლითაც პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ პანკისში ადგილობრივი საზოგადოების სოლიდარობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ტრაგედიის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ორად არის გაყოფილი და დასუსტებულია. წინამდებარე განცხადებით ჩვენს ჯგუფს... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

გაირკვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოთხი მეტოქე ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში

2 დეკემბერს დუბლინში, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გამოვლინდნენ. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი მეოთხე კალათაში იყო განთესილი. პირველი კალათიდან მეტოქედ შვეიცარია ერგო, მეორე კალათიდან - დანია, მესამედან - ირლანდია, ხოლო მეხუთედან - გიბრალტარი. შესარჩევი ციკლის თამაშები 2019 წლის 21 მარტს დაიწყება და იმავე წლის 19 ნოემბრამდე გაგრძელდება. რვა ტურის შემდეგ, ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მოიპოვებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს „პოლიტიკური კრიზისიდან“ ერთად გამოსვლას

გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს სამუშაო ჯგუფის შექმნას „პოლიტიკური კრიზისიდან“ ერთად გამოსვლის მიზნით. ეს ინიციატივა 2 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე გამოაცხადა გაერიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. ხელისუფლებას პასუხის გასაცემად მისცეს ვადა 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ დღისთვის არიან დანიშნული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. გრიგოლ ვაშაძემ კვლავ გამოაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვებულად არ ცნობს თავის მეტოქეს, სალომე ზურაბიშვილს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი: ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით

თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ეს „ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“. ამ ბრძოლაში ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, მაგრამ იმ წამს, როგორც კი დამიძახებთ, გავჩნდები თქვნს გვერდით, თქვენი ლიდერების გვერდითო, თქვა მან. უფრო ადრე გავრცელებულ მიმართვაში, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ისევე როგორც 2003 წელს მაშინდელ პრეზიდენტს არ მიეცა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საშუალება, ასევე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს „ქურდულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილსო, განაცხადა მან გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან. მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უწოდა "კრიმინალურ- ტერორისტული ოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ" და განაცხადა, რომ ოპოზიცია მუშაობს, რათა სასამართლოს მიმართოს არჩევნების ბათილად ცნობის თხოვნით. "ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის ამოყვანა ჭაობიდან", განაცხადა ვაშაძემ და მთავრობას მიმართ ინიციატივით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუსტრაციის ჩეხური მოდელის თავისებურებები

ჩეხოსლოვაკია იყო ვარშავის ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც 1991 წლის შემოდგომაზე მიიღეს კანონი ლუსტრაციის შესახებ, ლუსტრაციის დიდი აქტი, რომელიც დღემდე მოქმედებს.

Marshalpress.ge (მარშალ) 

კიდევ ჩაიფსა მიხეილმა! – შალვა რამიშვილი

ჟურნალისტი სალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ აქციას ეხმაურება. “დრონი როცა არსებობს “რუსთავი – 2″ ვეღარ ამრავლებს ხალხს. კიდევ ჩაიფსა მიხეილმა!”– წერს შალვა რამიშვილი. შეგახსენებთ რუსთაველის გამზრიზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს, აქციის ორგანიზატორები საპრეზიდენტო არჩევნების ლიგიტიმაციას არ აღიარებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

Radiotavisupleba.ge 

თაკო ჩარკვიანი: ლეგიტიმურობის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს აქციები

თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ აქციები „ლეგიტიმურობის ფარგლებში უნდა გარძელდეს“. წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ვინც დააშინეს, ვისაც ოჯახებში შეუვარდნენ, მათ გამო“ ვდგავართ ამ აქციაზეო, განაცხადა მან. ჩარკვიანის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ “ბილბორდზე სტაფილო რომ დაანახოს, სტაფილოს აარჩევინებს ქართველებს“.

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე გამომსვლელები აკრიტიკებენ საპრეზიდენტო არჩევნებს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ „ენით აღუწერელი საგანგაშო ვითარება“ უწოდა „იმას, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხდებოდა“. მან ახსენა ყალბი დოკუმენტების დაბეჭდვა და ამომრჩევლების მოსყიდვა და განაცხადა, რომ აქციაზე შეკრებილი ადამიანები ვერ შეეგუებიან უსამართლობას. "სალომე ზურაბიშვილი არ იქნება ჩვენი პრეზიდენტი", განაცხადა რიგით მეორე გამომსვლელმა, თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ. ან შევეგუოთ იმას, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ან ვიბრძოლოთ გამარჯვებამდეო, განაცხადა მან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიცია მართავს საპროტესტო აქციას თბილისში, პარლამენტის შენობასთან

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ იმართება გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, რომელზეც მოითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. შეკრებილები აპროტესტებენ, მათი აზრით, დარღვევებით ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მათ შედეგს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას. მოსალოდნელია, რომ აქციის მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართავს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მანამდე გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ, ისევე როგორც 2003 წელს მაშინდელ პრეზიდენტს არ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დიდი 20“-ის სამიტი ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა

არგენტინაში დასრულდა „დიდი 20“-ის - მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვანი 19 ქვეყნისა და ევროკავშირის - სამიტი. მიღებულია ერთობლივი დეკლარაცია, რომელზე მუშაობაც, ცნობების თანახმად, რთული პროცესი იყო. დეკლარაციაში სამიტის მთავრ თემებად სახელდება შრომის ბაზრის გაძლიერება, ინფრასტრუქტურის განვითარება, საკვების პრობლემის მოგვარება და გენდერული თანასწორობა. ტექსტში საუბარია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმის აუცილებლობაზე, ბრძოლაზე გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარიზში 133 ადამიანი დაშავდა საპროტესტო გამოსვლების დროს

პარიზის პოლიციის ცნობით, 133 ადამიანი დაშავდა და 412 ადამიანი დააკავეს გადასახადებისა და ხარჯების ზრდის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე. აქციები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ასევე პარიზის პოლიციის თანახმად, 1 დეკემბრის გამოსვლებზე დაშავებულებს შორის არის 23 პოლიციელი. დაკავებულებიდან 378 ადამიანი პოლიციის განყოფილებებში რჩება. მანამდე ძალადობრივმა პროტესტმა მოიცვა ცენტრალური პარიზის ნაწილი. როგორც იუწყებიან, დემონსტრანტებმა ქუჩებში ბარიკადები აღმართეს, ქვები დაუშინეს პოლიციელებს. ხოლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიცია აქციისთვის ემზადება

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები „ხმამაღალი აქციისთვის“ ემზადებიან რათა გააპროტესტონ ის „რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა“. სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართავს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც მანამდე გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ, ისევე როგორც 2003 წელს იმჟამინდელ პრეზიდენტს არ მიეცა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საშუალება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მატისი აკრიტიკებს პუტინის ქმედებას სარაკეტო ხელშეკრულებასთან და უკრაინასთან მიმართებით

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, როდესაც ის დაადანაშაულა სიცრუეში ცივი ომის პერიოდის სარაკეტო ხელშეკრულებასთან მიმართებით და დაუდევარ ქმედებაში უკრაინასთან შავ ზღვაში კონფრონტაციის დროს. მატისმა 1 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ მოსკოვმა სცადა, ჩარეულიყო აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში. „ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც, უბრალოდ, ვერ ენდობი“, განაცხადა მან კალიფორნიაში, რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Аварийный дом снесли на Быковской улице в Подольске

Лидер движения «Всеармянский фронт», Аршак Карапетян выступил 5 июня 2024 на радио «Аврора» в прямом эфире авторской программы «Другой глобус» с Дарьей Митиной. ВИДЕО

Орловчанка Анастасия Ланина завоевала бронзу на Всероссийских соревнованиях

В Подмосковье состоялся финал национального турнира по конкуру Emerald Stables Cup

Музыкальные новости

Два дня, наполненных театром, музыкой, книгами и наукой, — в Парке Горького во 2-й раз прошел Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

Тысячи активистов разгромили офис Socar в Стамбуле, обвинив «Азербайджан» в поддержке геноцидальной политики Израиля в Палестине

5-летняя дочь Анастасии Заворотнюк пришла на могилу матери

Пушинка из Космоса спасёт либо снесёт США? Научные важные данные. Проект «Святой Ленин».

Новости России

В Москве увеличат штрафы за неоплату проезда по платным дорогам

Песков ответил на угрозы США в адрес Китая из-за дружбы с Россией

Ежегодно в России утилизируют более 6,1 миллиона тонн мусора

Глава СПРФ Шелищ: производители еды экономят не только на упаковке, но и на ингредиентах

Экология в России и мире

Как избежать больших проблем при одиночном путешествии: туристкам дали важные советы по безопасности

Befree запускает сайт для поиска талантов

ГЕРОИЧЕСКОЕ УЧАСТИЕ АРМЯН В СВО. ЧАСТЬ ЧЕТВЕРТАЯ

Скидки на звуковые щетки и зубную пасту для детей от компании "Ревилайн" до 6 июня 2024 года

Спорт в России и мире

Ига Свёнтек одержала 40 побед над теннисистками из топ-10 рейтинга WTA

Потапова о поражении от Свентек на "Ролан Гаррос": организм дал сбой

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции

«Контракта на экипировку у меня до сих пор нет» // Теннисистка Анна Калинская о лучшем сезоне в своей карьере

Moscow.media

На утре.

Студенты Академии Игоря Крутого раскрыли свои таланты

Водитель "Лифана" погибла после аварии с фурой

RooX UIDM защитит от перехвата токенов











Топ новостей на этот час

Rss.plus






Академия музыки Николая Агутина даст концерт «Музыка без границ» в Москве

Синоптик Лесус: в Москве ожидается жара без осадков

В Можайске тестируют заезд автобуса № 56 в Бараново

Делегация Росгвардии приняла участие в первом дне работы Петербургского международного экономического форума