დედა შვილის ნატო და გურამ კვეზერელების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. დედის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვნეს, შვილის კი დედის დაკრძალვიდან 2 წლის შემდეგ კასრში ჩაბეტონებული. 2004 წელს ამავე მკვლელობაში ბრალდებულმა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ფულის მითვისების მიზნით მოკლა და შემდეგ დააბეტონა. მკვლელობების ავტორი გიორგი ყუფარაძე, ზედმეტსახელად „ბეტონა“ ქვეყნიდან გაქცეული იყო, იგი ათენში დააკავეს და ქართულ მხარეს […]
სომხეთში დასრულდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა დაახლოებით 48,63%-მა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს აქტიურობა უფრო მაღალი იყო და ეს მაჩვენებელი შეადგენდა 60,84%-ს. პარლამენტის 101 ადგილისათვის სულ 11 პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის, მათ შორისაა ნიკოლ ფაშინიანის „ჩემი ნაბიჯი“ და სომხეთის რესპუბლიკური პარტია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მსხვილი ფრაქცია ჰქონდა. რესპუბლიკური... Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის თანამდებობას დატოვებს თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი, თადარიგის გენერალი ჯონ კელი. მისი შემცვლელი, ტრამპის თქმით, ორ დღეში გახდება ცნობილი. მანამდე მედიაში უკვე დასახელდა ფავორიტის ვინაობა. ნიკ აირსი, ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის აპარატის ამჟამინდელი ხელმძღვანელი. ტრამპმა კელის უწოდა „შესანიშნავი ადამიანი“ და მადლობა გადაუხადა კარგი სამსახურისათვის. მაგრამ ტელეკომპანია „ენბისის“ ცნობით, კელის ბოლო ხანს კონფლიქტი მოუვიდა პირველ ლიდისთან... Читать дальше...
ევროკავშირის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ირანის ახალი რაკეტები შესაძლოა საფრთხეს უქადდეს ევროკავშირის ტერიტორიას. ამის შესახებ გაზეთი „ველტი“ იუწყება ევროკავშირის სადაზვერვო სტრუქტურებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, 2018 წელს თეირანმა განახორციელა საშუალო და მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების არანაკლებ 13 გამოცდა, რაც შარშანდელზე ორჯერ მეტია. იუწყებიან, რომ თითოეული რაკეტის სიშორე 2 ათას კილომეტრს შეადგენს, რაც საკმარისია ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში სამიზნეების გასანადგურებლად. პასუხად თეირანი აცხადებს... Читать дальше...
„ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ წლებია გასული და არის რისკი წლების მანძილზე მტკიცებულებების განადგურებისა. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება იმის შეფასება, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ კი მედიასაშუალებებს უთხრა... Читать дальше...
საქართველოს პარლამენტმა მე-4 და მე-5 მოწვევის (1995-2001 წწ) პარლამენტის თავმჯდომარისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. დამსწრეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილი და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებმა მიმართეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიას მიერ სახელმწიფოებრიობის... Читать дальше...
სულ მცირე 8 ავღანელი სამხედრო დაიღუპა ავღანეთის დასავლეთით მდებარე ფარას პროვინციაში, არმიის საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. პროვინციის საბჭოს წევრებმა დადულა ღანიმ და გულ აჰმად ფაქირიმ ადგილობრივ მედიას აცნობეს, რომ ექსტრემისტებმა მძევლად აიყვანეს 9 სამხედრო მოსამსახურე და თან წაიღეს ნადავლი, საგუშაგოზე არსებული იარაღი და ტყვია-წამალი. თალიბანის წარმომადგენელმა ქარი იოსუფ აჰმადიმ ტვიტერით გაარცელა ვიდეო, რომელზეც, მისი თქმით, აღბეჭდილი არიან დატყვევებული ავღანელი ჯარისკაცები. Читать дальше...
არც მთავრობის, არც პარტიის და არც პარლამენტის მიმართულებით საკადრო ცვლილებებზე საუბარს საფუძველი არა აქვს, ეს საკითხები არ განიხილება - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. იგი ამბობს,რომ მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ „სპეკულაციაა“, რათა საკუთარი მარცხიდან აქცენტი სხვა რამეზე გადაიტანოს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ახალი ფორმირებულია და პროგრამის შესაბამისად მუშაობს, გუნდს კი მუდმივი განახლება და გაძლიერება... Читать дальше...
დღეს, საქართველოს პარლამენტში, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით მოეწყო. პარლამენტში მიწვეულ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა. „ზურაბ ჟვანიამ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართული […]
ბრიტანეთის დაზვერვამ შეადგინა სია იმ რუსი ოლიგარქებისა, რომლებზეც გავრცელდება მომეტებული ზეწოლა. გაზეთ „ტელეგრაფის“ თანახმად, გაერთიანებული სამეფოს სპეცსამსახურები შეღუდვებს დაუწესებენ 6 რუს ბიზნესმენს, რომელსაც მიიჩნევენ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულებად. საუბარია ალიშერ უსმანოვზე, რომან აბრამოვიჩზე, ოლეგ დერიპასკაზე, იგორ სეჩინზე, არკადი და ბორის როტენბერგებზე. მათი ფინანსური აქტივები დაექვემდებარება დამატებით შემოწმებას. გავრცელებული ცნობით, ეს სია, რომელსაც მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, მოკავშირეებს გადაეცემათ. Читать дальше...
9 დეკემბერი უფლებადამცველების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებაში უფლებადამცველების განსაკუთრებულ როლზე საგანგებოდ ამახვილებენ ყურადღებას.
25 ნოემბერს შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან, მოხდა ინციდენტი, რომლის შემდეგაც 24-ით გაიზარდა რუსეთის მიერ დაპატიმრებული უკრაინელების რიცხვი. ათობით უკრაინელს, მათ შორის რეჟისორ ოლეგ სენცოვს, უფლებადამცველები პოლიტიკური ნიშნით დევნილებად მიიჩნევენ.
შაბათს ევროპელმა სოციალ-დემოკრატებმა ნიდერლანდების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანს ტიმერმანსი დაასახელეს თავიანთ ძირითად კანდიდატად ევროკომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე, რომელიც 2019 წელს გაიმართება. მის კანდიდატურას ევროპელი სოციალისტების ყრილობაზე ლისაბონში, მხარი დაუჭირა დელეგატების უმრავლესობამ. იუწყებიან, რომ ტიმერმანსს, რომელსაც ამჟამად ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უჭირას, კონკურენტები არ ყოლია. მისმა ერთადერთმა პოტენციურმა მოწინააღმდეგემ, სლოვაკმა მაროშ შეფჩოვიჩმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. Читать дальше...
აშშ-მა და ევროკავშირმა მწუხარება გამოხატეს ცნობილი რუსი უფლებათდამცველის, ლიუდმილა ალექსეევას გარდაცვალების გამო. მოსკოვის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე 91 წლის ასაკაში მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში, 8 დეკემბერს გარდაიცვალა. „მისი გაბედული საქმიანობა რეპრესიებისა და უსამართლობის მსხვერპლთა ინტერესების დაცვის საქმეში, ყველასათვის სამაგალითოა“, - ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. მწუხარება გამოხატეს რუსეთის ოპოზიციის ლიდერებმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ... Читать дальше...
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპემ ახალი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით მიმართა საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კვლავ გრძელდება ანტისამათავრობო დემონსტრაციები. 8 დეკემბრის ღამით გაკეთებულ სატელევიზო მიმართვაში ფილიპემ განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის განიხილოს და გაიზიაროს დემონსტრანტების შეშფოთება ცხოვრების გაძვირებასთან დაკავშირებით. „იქნება პრეზიდენტ მაკრონის გამოსვლა და იგი ისაუბრებს იმ ზომებზე, რაც ამ დიალოგს ხელს შეუწყობს“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა. Читать дальше...
ირანის უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრეს 10 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ქვეყნის დასავლეთში კვირის ბოლოს მომხდარ თავდასხმასთან კავშირში. „მოპოვებული გვაქვს კარგი სამხილები და საზოგადოების დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ მოთავეებამდე გავალთ“, - უთხრა 9 დეკემბერს სისტან-ბელუჯისტანის პროვინციის პოლიციის უფროსმა, ჰოსეინ აშტარიმ სააგენტო „ირნას. სულ მცირე პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა და 40 ადამიანი დაიჭრა 6 დეკემბერს, საპორტო ქალაქ ჩეჰბეჰარის პოლიციის სამმართველოს გარეთ მომხდარი აფეთქების შედეგად. Читать дальше...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა აღმოჩნდება „გაურკევეველ ვითარებაში“, თუ კანონმდებლები მხარს არ დაუჭერენ იმ გარიგებას „ბრექსიტის“ თაობაზე, რომლის გარშემოც ტერეზა მეიმ მოლაპარაკება გამართა ევროკავშირთან. გაზეთ „მეილთან“ 9 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ მისი წინადადებების უარყოფის შემთხვევაში ქვეყანა „სერიოზულ გაურკვევლობაში“ აღმოჩნდება. მან გააფრთხილა პარლამენტარები, რომ მათმა მოქმედებამ შესაძლოა ქვეყანა მიიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე და არსებობს „რეალური საფრთხე, რომ "ბრექსიტი" არ შედგეს“. Читать дальше...
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით მოათავსეს. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, შემდეგ კი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. იგი ამბობდა, რომ სამინისტრომ სკოლის დირექტორის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოითხოვა... Читать дальше...
თბილისის ნაწილში ინაუგურაციის დღეს არაფერი იცვლება-განაცხადა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისათვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა, ლაშა ჟვანიამ. მისი თქმით, არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის დღეს მთაწმინდის პანთეონსა და სხვა ადგილებს მოინახულებს. „თბილისის ნაწილი როგორ შეიძლება გაუქმდეს. არჩეული პრეზიდენტის სურვილია, როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება, სანამ ინაუგურუცია დაიწყება", - განაცხადა ჟვანიამ. ინაუგურაციის ცერემონიალის რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია... Читать дальше...
საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პერიოდი ერის გამოცდა იყო და მან ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. „ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. ერთი ხმითაც მეტი, რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს. მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს... Читать дальше...
სოფელ ატოცში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სადაც ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პატრულირებს, ადგილობრივმა პოლიციელებმა მოძრაობის ლიდერს დავით ქაცარავას საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებულ ძელებთან ახლოს გამართული ტენტის დაშლა და უკან 30 მეტრით გადატანა მოსთხოვეს. ამ ტენტზე აღმართულია საქართველოს ეროვნული დროშები. დავით ქაცარავამ უარი თქვა პოლიციელთა მოთხოვნის შესრულებაზე და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის მთავრობის დაკვეთას ასრულებს მაშინ , როცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ტენტის გადაადგილებას მოითხოვს. Читать дальше...
პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ირწმუნება, რომ ახლო მომავალში მთავრობაში რაიმე სახის საკადრო ცვლილებას არ ელოდება. „არ ველოდები არანაირ ცვლილებას, განსაკუთრებით პრემიერ- მინისტრის. ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომელიც სამათავრობო ცვლილებების თაობაზე ვრცელდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა. მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაცია მედიაში ვრცელდება, ახლო წარსულში აღნიშნულ […]
შავ ზღვაზე ძლიერი პოზიცია შეიძლება ნიშნავდეს ევროპის კონტინენტზე და არამარტო მასზე - იქნება ეს სამხრეთ კავკასია თუ ბალკანეთი, ცენტრალური ევროპა თუ ახლო აღმოსავლეთი - გავლენის ბერკეტებს.
2016 წელს ვარშავის სამიტმა, რომელზეც ნატო შეთანხმდა შავ ზღვაზე გააქტიურებულიყო, გააჩინა მოლოდინი, რომ ალიანსის როლის გაზრდის შედეგად ნაკლებად დომინანტური გახდებოდა რუსეთის პოზიცია.
სომხეთში დაიწყო ხმის მიცემა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში. საზოგადოებრივი აზრის წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“, არჩევნებში გამარჯვების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. გელაპის წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, რომელიც 1-4 დეკემბერს ჩატარდა და 1100 ამომრჩევლის აზრს ასახავს, ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“ ამომრჩეველთა 69,4 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს. პარლამენტის 101 ადგილისათვის სულ 11 პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის... Читать дальше...