Добавить новость

Компания Подмосковья экспортировала в Узбекистан тару на 1,4 млн рублей

Житель Кузбасса приговорен к 2,5 года строгого режима за мошенничество

Загрутдинов: достраивается монолит пересадочного узла станции БКЛ «Авиамоторная»

В Подмосковье подписано соглашение о сотрудничестве в сфере утилизации отходов



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2018

Новости за 15.12.2018

Marshalpress.ge (მარშალ) 

პოლონეთის სენატის მარშალი საქართველოშია

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალინა შიმანსკა საქართველოში ჩამოვიდნენ. პოლონელ სტუმრებს თბილისის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა დახვდა. პოლონეთის სეიმის მარშალი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრი რაიან ზინკე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო, თანამდებობიდან გაათავისუფლოს შინაგან საქმეთა მინისტრი რაიან ზინკე. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა. მოგვიანებით ტრამპმა დასძინა, რომ ახალი მინისტრის ვინაობა მომავალ კვირაში გამოცხადდება. რაიან ზინკე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა, მათ შორის რესპუბლიკელი დეპუტატის, რაულ გრიჯალვას მიმართ გამონათქვამების გამო. ამ უკანასკნელმა მინისტრს ბრალი დასდო უფლებამოსილებების გადამეტებაში, რაზე პასუხადაც ზინკემ მას ალკოჰოლიკი უწოდა. ადრე ზინკეს ბრალი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა ჭუმბურიძე: ბავშვთა ფეხბურთი პრიორიტეტია

10 დეკემბერი ფეხბურთის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ლაპარაკობს ბავშვთა ფეხბურთის გუნდებსა და ქართული ფეხბურთის განვითარების გეგმებზე.

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა გმირთა მემორიალთან

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში, გმირთა მემორიალთან, სადაც რამდენი საათის წინ არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში მოულოდნელად, მედიის წარმომადგენლების გარეშე მივიდა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, მალულად მივიდა გმირთა მემორიალთან. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხვალ ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გამართავს როგორც თელავში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის დაბადება

15 დეკემბერს კიევში გამართულ საეკლესიო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიქმნას უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ირაკლი კობახიძე ლიეტუვის სეიმას სპიკერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის სეიმას სპიკერი ვიქტორას პრანცკიეტისი მიიღო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ეწვია. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ​ლიეტუვის სეიმას სპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ლიეტუვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს სახელით, პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა. მხარეებმა არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევში საეკლესიო კრებაზე გადაწყდა, შეიქმნას უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა, რომ ისტორიულ საეკლესიო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიქმნას უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია. მის წინამძღოლად აირჩიეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო). თავად პოროშენკო, რომელიც ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნის აქტიური მომხრეა, ესწრებოდა კრებას. კრება კიევში, სოფიის ტაძარში გაიმართა. კრებაში მონაწილეობდნენ ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თელავში ყველაფერი მზადაა ინაუგურაციისთვის

​15 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე პრეზიდენტის ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა. რეპეტიციას თავად სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია. არჩეული პრეზიდენტი თელავში დღის მეორე ნახევარში ჩავიდა. გენერალურ რეპეტიციას ღონისძიების მთავარმა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა უხელმძღვანელა, რომელმაც განაცხადა, რომ "ჩატარებული სამუშაოებით კმაყოფილია და ცოტას ნერვიულობს რადგან, ის ადგილი სადაც პროცესი უნდა ჩატარდეს, მათ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს". რეპეტიციის დასრულების შემდეგ კახეთის გუბერნატორმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი გმირთა მემორიალთან ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მივიდა

„საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე წმიდა ილია მართლის საფლავი მოილოცა და პატივი მიაგო მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულ ღვაწლმოსილ ადამიანებს. დღესვე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო”, - ამ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში მოულოდნელად, მედიის წარმომადგენლების გარეშე მივიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აცხადებს, რომ ვენესუელიდან დაბრუნდა მისი ორი ბომბდამშენი ტუ-160

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ვენესუელიდან დაბრუნდა მისი ორი ბომბდამშენი ტუ-160. უწყებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავებმა გადაიფრინეს ატლანტის ოკეანის, კარიბის, ნორვეგიისა და ბარენცის ზღვების აკვატორიები. ცალკეულ ეტაპებზე მათ ნორვეგიის გამანადგურებლების თანხლებით იფრინეს. ვენესუელაში რუსეთის ორი ბომბდამშენის გაგზავნის შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი. თავდაცვის სამინსიტროს განცხადებით, გაიგზავნა ასევე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-124 „რუსლანი“ და შორეული მაგისტრალური ილ-62. უწყების თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აცხადებს, რომ ვენსუელიდან დაბრუნდა მისი ორი ბომბდამშენი ტუ-160

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ვენსუელიდან დაბრუნდა მისი ორი ბომბდამშენი ტუ-160. უწყებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავებმა გადაიფრინეს ატლანტის ოკეანის, კარიბის, ნორვეგიისა და ბარენცის ზღვების აკვატორიები. ცალკეულ ეტაპებზე მათ ნორვეგიის გამანადგურებლების თანხლებით იფრინეს. ვენესუელაში რუსეთის ორი ბომბდამშენის გაგზავნის შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი. თავდაცვის სამინსიტროს განცხადებით, გაიგზავნა ასევე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-124 „რუსლანი“ და შორეული მაგისტრალური ილ-62. უწყების თანახმად... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

დავით კირკიტაძე: ხვალ გამოჩნდება, ვისთან დგას ხალხი 

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად თელავში ნაციონალური მოძრაობის ავტოკოლონა ქვემო ქართლიდანაც ჩავა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტიის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი „შესაძლებელია“ შაბათს ჩავიდეს თელავში, რადგანაც მოსალოდნელია ძირითადი კოლონის შეფერხების მცდელობა თელავისკენ მიმავალ გზაზე. „ის ადამიანები, ვისაც მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯია, არ ჩატარდა პატიოსნად და გაყალბებულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში გრძელდება „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო გამოსვლები

საფრანგეთში გრძელდება ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრაციები ზედიზედ მეხუთე შაბათს იმართება პარიზსა და სხვა ქალაქებში. მას მერე, რაც მთავრობამ უარი თქვა საწვავზე გადასახადების გაზრდაზე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გაიზრდება მინიმალური ხელფასი და მოიხსნება გადასახადი დამატებით სამუშაო საათებზე, ქუჩებში ბევრად ნაკლები ხალხი გავიდა, ვიდრე წინა კვირებში. პარიზის პოლიციის ცნობით, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ერთი კვირის წინ მათი რაოდენობა ათეულათასებით იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

vali.ge-ის ბაზას სამი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე (vali.ge) მონაცემების ერთიან ბაზას 15 დეკემბერს სამი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ეს ორგანიზაციებია: სს „კრედო ბანკი“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge) და შპს „ემ კოლექტორი“ (სესხის გამცემი: Sohocredit.ge). ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოლექტორების ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2018 წლის ათ თვეში თვითმკვლელობამდე მიყვანის 1500-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დანაშაულის სტატისტიკა, რომელიც 2018 წლის 10 თვეს (2018.01.01 – 2018.31.10) მოიცავს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით აღირიცხა განზრახ მკვლელობის 60 შემთხვევა, რომელთაგანაც გაიხსნა 37 ( გახსნის მაჩვენებელი 61,6%, ზრდა 0%). ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობის 70 შემთხვევას. გაიხსნა - 51 ანუ 72,8%. მატება წინა წელთან შედარებით - 34%. საგანგაშოდ, 2,7-ჯერ მოიმატა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2018 წლის ათ თვეში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 1500-ზე მეტი საქმე აღიძრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დანაშაულის სტატისტიკა, რომელიც 2018 წლის 10 თვეს (2018.01.01 – 2018.31.10) მოიცავს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით აღირიცხა განზრახ მკვლელობის 60 შემთხვევა, რომელთაგანაც გაიხსნა 37 ( გახსნის მაჩვენებელი 61,6%, ზრდა 0%). ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობის 70 შემთხვევას. გაიხსნა - 51 ანუ 72,8%. მატება წინა წელთან შედარებით - 34%. საგანგაშოდ, 2,7-ჯერ მოიმატა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებმა. Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

vali.ge-ს ერთიან ბაზას სს „კრედო ბანკის“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და შპს „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge მონაცემები განახლდა – ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით ესენია სს „კრედო ბანკი“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge) და შპს „ემ კოლექტორი“ (სესხის გამცემი: Sohocredit.ge). მათივე ინფორმაციით, კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა […]

Radiotavisupleba.ge 

მაიკ კოენი ამტკიცებს, რომ ტრამპის პირდაპირი მითითებით არღვევდა კანონს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი იურისტი მაიკ კოენი, რომელსაც ახლახან სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამტკიცებს, რომ ტრამპის პირდაპირი მითითებით არღვევდა კანონს. ტელეკომპანია ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კოენმა თქვა, რომ მოქმედებდა ერთგულების გამო ადამიანის მიმართ, რომლის მიმართ ერთგულება არ ღირდა. ასევე მან თქვა, რომ მისი მოქმედებები მიზნად ისახავდა საპრეზიდენტო კანდიდატის „ბინძური საქმეების“ დაფარვას. საქმე ეხება პირველ რიგში თანხის გადახდას ორი ქალისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ინტიმურ კავშირში იმყოფებოდნენ ტრამპთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინაუგურაციის დროს თელავში უნალექო ამინდი იქნება

თელავში 16 დეკემბერს, დილის საათებში მოსალოდნელია ღრუბელი და ნისლი, თუმცა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა 7-8 გრადუსამდე გათბება. - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით. „19 დეკემბერის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობში დათბება და ღამით 3-8 გრადუსი სითბო იქნება, დღისით 15 გრადუსი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევში დაგეგმილია უკრაინის ახალი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა

კიევში, სოფიის ტაძარში, მიმდინარეობს საეკლესიო კრება, რომელზეც დაგეგმილია უკრაინის ახალი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა. სოფიის მოედანზე შეიკრიბნენ ავტოკეფალიის მომხრეები, სცენაზე გამოდიან საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები, რომლებიც ახალი ეკლესიის შექმნას უჭერენ მხარს. საეკლესიო კრებას ესწრება უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნის აქტიური მომხრეა. კრებაში მონაწილეობენ ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია სალომე ზურაბიშვილის გარეშე მიმდინარეობს

ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გარეშე მიმდინარეობს. ინაუგურაციისათვის შერჩეულ ადგილზე არ იმყოფება არც საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი. როგორც რადიო თავისუფლებას ღონისძიების მთავარმა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, ჩავა თუ არა დღის ბოლომდე თელავში ზურაბიშვილი. ადგილზე იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაყოფები, მათ შორის სპეცრაზმის წარმომადგენლები. წინანდლის რეზიდენციას სტუმრობს პატრიარქი ილია მეორე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში ასაკოვანი ქალი მოკლეს

მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში, ერთ-ერთ სახლში ასაკოვანი ქალის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ნათესავების თქმით, ის დღეს დილით გარდაცვლილის ძმისშვილმა ნახა. მას თავის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. სახლის ეზოში აღმოაჩინეს ორმოც, სადაც მეზობლების ვარაუდით, მკვლელი ცხედრის დამარხვას აპირებდა. ამჟამად მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინაუგურაციის გასაპროტესტებლად თელავისკენ საავტომობილო კოლონები დაიძვრება

„საპროტესტო აქციები გაიმართება ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად“, - ამის შესახებ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა, რომლის თქმითაც, საპროტესტო მიტინგები ჩატარდება რამდენიმე ქალაქში, თუმცა ყველაზე მასშტაბური გაიმართება თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად. ამასთან, პროტესტის გამოსათქმელად თელავისკენ მიმავალი კოლონები დაიძვრებიან როგორც დედაქალაქიდან, ასევე დასავლეთ საქართველოდან, შიდა და ქვემო ქართლიდან. „ხვალ იქნება საპროტესტო დღე, საქართველოს სხვადასხვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაციები: პარლამენტი დაუბრუნდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხს

არასამთავრობო ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), „ალტერნატივა ჯორჯია“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, „ღია საზოგადოების ფონდი“ - ღია განცხადებით ეხმაურებიან ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, უცნობი, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ „ეს არ არის ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების პირველი ეპიზოდი მიმდინარე წელს. მაისში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ტრაგიკული ფაქტის შესახებ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერეკლე მეორის სასახლეში ინაუგურაციის სამზადისი სრულდება

თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტორიტორიაზე იმყოფებიან ინაუგურაციის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის წევრები, ასევე თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება და ხვალ დილისთვის ყველაფერი მზად იქნება იმისთვის, რომ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი დადოს.  თელავში იმყოფება მხატვარ-დიზაინერი თამარ ფოცხიშვილი... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Антонов заявил, что спросит власти США, «куда катится Америка в отношениях с РФ»

В Москве началось прощание с Егором Зайцевым

Хорошо занесли?

Экс-главе АФК «Система» Евгению Новицкому предъявили обвинение в хищении средств НПФ «Урал ФД». Его отправили под домашний арест

Музыкальные новости

В рейтинге развития Тамбовская область за 2023 год опустилась на три места

Концертный директор для музыкантов. Концертный директор для певцов. Концертное агентство в Москве. Букинг агентство. Организация концертов и гастролей.

Кинопродюсер.

В "Атомайз" рассказали о смарт-контракте как главной составляющей ЦФА

Новости России

Хорошо занесли?

Глава Следкома Бастрыкин поручил разобраться в деле подростка в Улан-Удэ

Осторожно, ветка закрывается // Поезда на БКЛ теперь будут ходить только по кругу

Антонов заявил, что визиты Путина в КНДР и Вьетнам посадили американцев в лужу

Экология в России и мире

Крупный российский туроператор начал продажи туров в Таиланд со скидками 15%

PREMIER проведет фестиваль «Лето PREMIER» по всей России

Строитель БАМа, работник филиала «Московский» компании «ЛокоТех-Сервис» награжден Почетным знаком за безупречный труд

Есть или не есть кровянку, прокомментировал гастроэнтеролог Садыков

Спорт в России и мире

Самсонова поддержала Андрееску после победы над ней в финале турнира в Хертогенбосхе

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024

Теннисистка Самсонова вышла в финал турнира в Хертогенбосхе

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС

Moscow.media

Бабушка не дошла за внучкой в детсад: в Орле на пешеходном переходе машина сбила женщину-пенсионерку

Axenix перевел разработку платформы In.Plan на сервисы Yandex Cloud

Кураторам платных парковок Екатеринбурга пригрозили уголовным делом

В Красноярском крае будут судить азербайджанца, который в 2006 году избил и изнасиловал певицу











Топ новостей на этот час

Rss.plus






Осторожно, ветка закрывается // Поезда на БКЛ теперь будут ходить только по кругу

В Москве началось прощание с Егором Зайцевым

Экс-главе АФК «Система» Евгению Новицкому предъявили обвинение в хищении средств НПФ «Урал ФД». Его отправили под домашний арест

В ВАО на столичном фестивале «Времена и эпохи» воссоздали атмосферу Средневековья