Facebook Messenger Viber Twitter თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა თითქმის 1 წელია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 2017 წლის 21 ივლისს ის აზერბაიჯანიდან ტაქსტით თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა. შემთხვევის დროს გარდაიცვალა ტაქსის მძღოლი, ვანო ზოდელავა კი უმძიმესი მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანეს და დღემდე უგონო მდგომარეობაშია, როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ექიმები პროგნოზებს ვერ აკეთებენ.
"კალეიდოსკოპის" ამბებს შორის გასაოცრად ნიჭიერ ნიგერიელ ბიჭუნასთან ერთად არის ზაფხულის სიცხესთან გასამკლავებელი ერთი საუცხოო მეთოდი. მას ყველა ვიცნობთ - თუმცა მასშტაბები მართლაც უჩვეულოა.
სულ მცირე 90 ადამიანი, მათ შორის დეპუტატობის კანდიდატი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაშავდა ორი 25 ივლისს დანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებული ორი აფეთქების შედეგად. პოლიციის განცხადებით, ერთი თავდასხმა სამხრეთდასავლეთის ქალაქ ყეთაში განხორციელდა, სადაც თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა კამპანიის მანქანების კოლონასთან. რამდენიმე ადამიანი კი მანამდე აფეთქებას ემსხვერპლა, რომლის სამიზნე საცხოვრისის და შრომის ყოფილი მინისტრის, აკრამ ხან დურანის მანქანების კოლონა იყო. დურანი უვნებლად გადაურჩა აფეთქებას.
Facebook Messenger Viber Twitter ახალი ინფორმაცია ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. კურიერმა მოიპოვა ის ჩვენება, რომელიც ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა გამოძიებას მისცა, ჩვენებიდანი ირკვევა, რომ ბრალდებული ლორა სმიტის მოკვლასაც აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან გაქცევა დააპირა და ხევში გადავარდა ის მიხვდა, რომ ქალი მაინც დაიღუპებოდა. კურიერის წყაროს ცნობით, სამხარაულის ექსპერტიზის წინასწარ დასკვნაში საუბარია ასევე […]
“საჯარო აქტივობა დავასრულე”, - უთხრა ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, როცა ის 13 ივლისს სვეტიცხოველში მივიდა. რას აპირებს გიორგი კვირიკაშვილი, განაწყენებულია თუ არა ის? - ეს შეკითხვები ჯერ ისევ პასუხგაუცემლად რჩება. ასევე პასუხგაუცემელია მთავარი შეკითხვა: რატომ გადადგა გიორგი კვირიკაშვილი? მართალია, მიზეზებზე ლაპარაკისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს ახსენებდნენ, მაგრამ, ბევრის აზრით, ეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. Читать дальше...
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ოფიციალურად წაუყენა ბრალი რუსეთის დაზვერვის 12 თანამშრომელს 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერებზე ჰაკერული თავდასხმების განხორციელების გამო. გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როზენსტინმა განაცხადა, ამ შემთხვევაში ბრალდება არ აცხადებს, რომ დანაშაულთან კავშირი ჰქონდეს ამერიკის რომელიმე მოქალაქეს.
პაკისტანში სულ მცირე 74-მდე გაიზარდა 25 ივლისს დანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებული ორი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი. დაღუპულებს შორისაა დეპუტატობის კანდიდატი, სირაი რაისანიც, დაჭრილია 150-ზე მეტი პირი. პოლიციის განცხადებით, სამხრეთდასავლეთის ქალაქ ყეთაში თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა კამპანიის მანქანების კოლონასთან. 13 ივლისს უფრო ადრე სულ მცირე ოთხი ადამიანი დაღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნეც სხვა კანდიდატი იყო. პოლიცია ამბობს, რომ თავდასხმა იყო საცხოვრისის და შრომის ყოფილი მინისტრის... Читать дальше...
სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულს ადვოკატი მკვლელობის საქმის სრულიად განსხვავებულ ვერსიაზე ლაპარაკობს.
როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში?
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანეთს სთხოვა ირანზე ზეწოლის შენარჩუნება და დასძენს, რომ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან შეთანხმდა იმის თაობაზე, რომ ირანმა ვერასოდეს უნდა მოიპოვოს ატომური იარაღი. ტრამპმა და მეიმ ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს, ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ. მეის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ის, თუ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ირანთან მიმართებით. სხვა საკითხებთან ერთად ლიდერები რუსეთსაც შეეხნენ და მეიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერის გამო... Читать дальше...
პაკისტანში სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა და ბევრი დაიჭრა 25 ივლისს დანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებული ორი აფეთქების შედეგად. დაღუპულებს შორისაა დეპუტატობის კანდიდატი, სირაი რაისანიც, დაჭრილია 150-ზე მეტი პირი. პოლიციის განცხადებით, სამხრეთდასავლეთის ქალაქ ყეთაში თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა კამპანიის მანქანების კოლონასთან. 13 ივლისს უფრო ადრე სულ მცირე ოთხი ადამიანი დაღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნეც სხვა კანდიდატი იყო. პოლიცია ამბობს, რომ თავდასხმა იყო საცხოვრისის და შრომის ყოფილი მინისტრის... Читать дальше...
13 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გიორგი ჭეხანი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი და მარიკა არევაძე, ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი.
არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთს მიმართა თხოვნით დააპატიმროს და ექსტრადაცია გაუკეთოს ირანის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ალი აკბარ ველაიათის. არგენტინა ამ თხოვნის მიზეზად ასახელებს იმ როლს, რომელიც, ბუენოს-აირესის აზრით, ვილაიეთიმ შეასრულა ამ ქალაქში 1994 წელს მომხდარ აფეთქებაში, რასაც 85 ადამიანი ემსხვერპლა. ველაიეთი, რომელიც ამჟამად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველია, 12 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით, რომლის დროსაც ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში ინიცირებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტში, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ზალკალიანის განცხადებით, სანამ ეს სია ფორმალურად იქნებოდა დამტკიცებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „ევროპარლამენტის... Читать дальше...
პაკისტანში ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დეპუტატობის კანდიდატის ჩათვლით ბევრი დაიჭრა ორი თავდასხმის შედეგად, რომლებიც 25 ივლისის არჩევნებს უკავშირდება. პოლიციის განცხადებით, სამხრეთდასავლეთის ქალაქ ყეთაში თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა კამპანიის მანქანების კოლონასთან, რასაც 10 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, დაიჭრა 30-ზე მეტი, დეპუტატობის კანდიდატის, სირაი რაისანის ჩათვლით. პოლიცია იუწყება, რომ რაისანი, რომელიც ბალოჩისტან ავამის პარტიის წევრია, საავადმყოფოშია გადაყვანილი. 13 ივლისს უფრო ადრე სულ... Читать дальше...
13 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ბრიუსელიდან ჩაერთო ზვიად აძინბაია, ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრი.
აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, პოლიციამ მოკლა ერთ-ერთი პირი პოლიციელთა მკვლელობის საქმის ორი ეჭვმიტანილიდან. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ივლისს განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, 1988 წელს დაბადებული რასად ბოიუკისიევი, ლიკვიდირებულ იქნა ჩრდილოდასავლეთის ქალაქ შამკირში, როცა წინააღმდეგობას უწევდა მის დაპატიმრებას. სამინისტრო 11 ივლისს აცხადებდა, რომ დააკავა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, ფარუხ ყასიმოვი. მაღალი რანგის ორი პოლიციელი დანით მოკლეს იმ დროს, როცა პოლიციელები 10 ივლისს დაუპირისპირდნენ... Читать дальше...
ვაშინგტონში გავლენიან კანონმდებლებს შორის განგაში და სიბრაზე გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფრაზამ, რომ რუსეთი "კონკურენტია" და არა "მტერი". რამდენიმე კანონმდებელმა 12 ივლისს განაცხადა, რომ მათ აშფოთებს ტრამპის მზაობა უგულებელყოს რუსეთის მიერ გადადგმული მანკიერი ნაბიჯები. კანონმდებლები ტრამპს აფრთხილებენ რბილი დამოკიდებულებით არ მოეკიდოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 16 ივლისს ჰელსინკიში დანიშნულ სამიტზე. "პუტინი არ არის ამერიკის მეგობარი, და არც უბრალო კონკურენტი. პუტინი ამერიკის მტერია - არა იმიტომ... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დაასრულა კონსულტაციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობასა და ოპოზიციასთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარსადგენად. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის შეხვდება უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით მყოფი „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და სხვა კანდიდატების დასახელების შემთხვევაში, მათაც შეხვდება. მარგველაშვილის თქმით, მზად არის მოისმინოს სამოქალაქო საზოგადოების პოზიციაც. პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ... Читать дальше...
უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის დედამ შვილის შეწყალების თხოვნით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. რადიოსადგურმა „ეხო მოსკვიმ“ გამოაქვეყნა ლუდმილა სენცოვას წერილი, რომელიც 22 ივნისითაა დათარიღებული. „ოლეგის უდანაშაულობაში დარწმუნებას არ დაგიწყებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის მჯერა. უბრალოდ, ვიტყვი, რომ მას არავინ მოუკლავს. ოთხი წელი საპატიმროში უკვე მოიხადა. მას ელოდებიან შვილები, რომლებიც მამის გარეშე ბედნიერი ვერ იქნებიან“- აღნიშნავს რეჟისორის დედა. ივნისის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტს... Читать дальше...
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. მისი სუვერენიტეტის მთავარი საფრთხე - რუსეთია. ეგზისტენციალური თუ არსობრივი პრობლემების მიუხედავად, ქართველი ერი განაგრძობს არსებობას.
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტს, ამას თავად იტყვის. ზურაბიშვილმა უარყო, რომ ამ თემაზე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „რისი თქმაც მინდა, გეტყვით იმ დღეს, როცა მე გადავწყვეტ. ყველას დაგიბარებთ და ყველას გეტყვით. მაქვს ბრიფინგების გამოცდილება და ბრიფინგს ჩავატარებ“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა. მისი ინფორმაციით, განცხადებას ალბათ, თვის ბოლომდე გააკეთებს. დღეს სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია... Читать дальше...
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა მცხეთაში, სადაც სვეტიცხოვლობის საეკლესიო დღესასწაულისადმი მოძღვნილ წირვას დაესწრო. ჟურნალისტებმა გიორგი კვირიკაშვილის ჰკითხეს, როგორ აფასებს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ გუნდს და აპირებს თუ არა საჯარო აქტივობის გაგრძელებას. „რა პოლიტიკაზეა საუბარი, დღესასწაულზე ვარ მოსული. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. საჯარო აქტივობა დავასრულე, არაერთხელ ვთქვი“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ზუსტად ერთი თვის წინ... Читать дальше...
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილობრივი მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი ჰყავს. ამასთან, პარტიის წარმომადგენლები კანდიდატის ვინაობას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციამდე არ ასახელებენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ მათი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აწარმოებს კონსულტაციებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარსადგენად. Читать дальше...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი პეტრე ზამბახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვერ მიიღებს „ღირსეულ და სწორ გადაწყვეტილებას“ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვერ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც სჭირდება მოსახლეობას, დაასაქმებს ხალხს და მოაგვარებს სოციალურ პრობლემებს. „სამწუხაროდ, ის ჩართულია „ქართული ოცნების“ თამაშში“ - განუცხადა ჟურნალისტებს პეტრე ზამბახიძემ. შეკითხვას, ჰყავს თუ არა „ევროპულ საქართველოს" კანდიდატი... Читать дальше...