Facebook Messenger Viber Twitter ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის განცხადებით, მის გადაცემაში თაკო ჩარკვიანის მოწვევისა და გრიგოლ ვაშაძის შესახებ დასმული კითხვების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ცალკეული მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ლანძღავენ. “ვიდეოს კომენტარებში ნაცები მლანძღავენ, ყურში არ შეიშვება.”– წერს მერებ მეტრეველი სოც.ქსელში. ამავე თემაზე: ჰკითხეთ ეს ვაშაძეს?- თაკო ჩარკვიანისა და მერაბ მეტრეველის კამათი (ვიდეო)
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა ის ქართველი ექსპერტები, რომლებმაც ნატოს განვლილი სამიტის შეფასების დროს განაცხადეს, რომ ქვეყანას ალიანსის უმაღლესი დონის შეხვედრისგან არაფერი მნიშვნელოვანი არ მიუღია. „ ვლადიმერ პუტინისთვის იმდენად მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, რომ ნატო-ს სამიტიდან გავიდა ერთი კვირა და ორჯერ გააკეთა კომენტარი ნატო-ზე და საქართველოზე. რაც პუტინისთვის მნიშვნელოვანია, გავიგე, რომ ქართველი ექსპერტების რადარს ქვემოთ მოხდა, თუმცა რა ნიშნულს და შედეგს მივაღწიეთ ამ სამიტზე, მე... Читать дальше...
„დღეს მთავარი კითხვის ნიშანია, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ვიდრე ამ კითხვას შეინარჩუნებ, მანამდე ხარ აქტუალური“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი განმარტებით, პასუხის არგაცემით კითხვაზე, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, იგი პოლიტიკურ ელიტას ეხმარება. „რატომ არ ასახელებს „ქართული ოცნება კანდიდატს? იმიტომ, რომ არ იციან, როგორი კანდიდატი დაასახელონ. მათ აწყობთ ჩემგან მოისმინონ, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა დებატები ტელეკომპანია “იბერია”-ს გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” – ერთმანეთს დუპირისპირდნენ “პატრიოტთა ალიანსი”-ს წევრი ადა მარშანია და “აფხაზთა კრების” თავმჯდომარე მალხაზ პატარაია. კამათი მალხაზ პატარაიას ბრალდებას მოჰყვა, როდესაც მან პატრიოტთა ალიანსი რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
ბოლოს ყველა მიდის. ზოგი ხმაურით, ზოგი ჩუმად... ვინ წავიდა ყველაზე ეფექტურად?
საფრანგეთის პრეზიდენტის უფროს თანაშემწეს უსაფრთხოების საკითხებში, ალექსანდ ბენალს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. 1 მაისს ბენალი ვიდეოკამერმა იმ დროს დააფიქსირა, როდესაც მაღალჩინოსანი თავს დაესხა პარიზში მიმდინარე დემონსტრაციის ერთ-ერთ მონაწილეს. პარასკევს ბენალი დააკავეს და დაკითხეს საზოგადოების ზეწოლის შემდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ დაწყებული ბენალის გათავისუფლების პროცედურა,
მძინარე მზეთუნახავმა გაიღვიძა! - ასეთი მხატვრული სახე მოიშველია ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, როცა გამოეხმაურა გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ. რატომ ალაპარაკდა ის ცნობილი ზღაპრის გმირზე, ან რისთვის სჭირდებათ ევროკავშირის წევრებს თავდაცვითი კავშირი, როცა არსებობს ნატო?
რატომ გახდა საჭირო ევროკავშირის თავდაცვითი ძალების შექმნა, როცა არსებობს ნატო, რომლის წევრებს შორისაც ევროკავშირის ბევრი ქვეყანაა? ხომ არ ხდება ფუნქციების დუბლირება? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს წარმომადგენელი ევროკავშირში, ნატალი საბანაძე.
სულ მცირე 14 კაცი, მათ შორის რამდენიმე ქალი და ბავშვი დაიღუპა ავღანეთისა და აშშ-ის სამხედრო ავიაციის იერიშის შედეგად ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაში. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნის ავიაციის მოქმედებამ გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამერიკულმა სარდლობამ განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა მათი ავიაცია მომხდარზე პასუხისმგებელი. სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ სახმელთო ძალების ოპერაციის მხარდასაჭერად, რომელიც 19 ივლისს დაიწყო ყუნდუზის პროვინციაში.
გერმანიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ავტობუსში დანით დაჭრა, სულ ცოტა, 14 ადამიანი. ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ ტერორიზმს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ლიუბეკში მომხდარი ამ თავდასხმის მოტივად. ცნობების თანახმად, დაჭრილებიდან ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი გაზეთი „ლიუბეკერ ნახრიხტენი“ თავდამსხმელს მოიხსენიებს 30 წელს გადაცილებულ ირანელად, თუმცა ეს ცნობა სხვა წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.
ისრაელის პარლამენტის არაბი წევრებისა და პალესტინელების მიერ ახალი კანონპროექტი შეფასებულ იქნა როგორც „რასისტული“ კანონი, რომელიც აკანონებს „აპარტეიდს“.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლული სმითების ოჯახს სამშობლოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიასვენებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენა კიევის გავლით ხორციელდება. 20 ივლისს კი სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ბრალდებულის დასაკითხად ციხეში გამომძიებლები და ადვოკატი იმყოფებოდნენ. ადვოკატ დავით გირგვლიანის თანახმად, მალხაზ კობაურმა გამომძიებლებს იმ ორი პირის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია... Читать дальше...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გაათავისუფლებას მოაწერა ხელი. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს. გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა 2015- 2017 წლებში. 20 ივლისამდე მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი იყო.
რუსეთის ელჩი აშშ-ში აცხადებს, რომ ჰელსინკიში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა კონკრეტული წინადადებები განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე. ელჩმა ანატოლი ანტონოვმა 20 ივლისს აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბლუმბერგის წყაროს ცნობით, პუტინმა ამერიკელ კოლეგას თითქოს შესთავაზა რეფერენდუმის ჩატარება აღმოსავლეთ უკრაინის ორ რეგიონში, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. „ეს საკითხი განიხილებოდა“, - თქვა ანტონოვმა, რომელსაც მხედეველობაში ჰქონდა... Читать дальше...
გერმანიის კანცლერი ანგელ ამერკელი აცხადებს, რომ იგი იმუშავებს მისი ქვეყნის და აშშ-ის ურთიერთობების განვითარეზე, რომელსაც კანცლერმა უწოდა „ზეწოლის ქვეშ არსებული“, მაგრამ „მნიშვნელოვანი“ ურთიერთობები. აღნიშნული განცხადება ანგელა მერკელმა გააკეთა 20 ივლისს გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბერლინი გააკრიტიკა რუსეთთან ენერგეტიკის საკითხში თანაშომლობისათვის. ტრამპს მხედველობაში ჰქონდა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი, 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზასადენი... Читать дальше...
სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, დაიღუპა ტურისტული ნავის გადაყირავებისა და ჩაძირვის შედეგად მისურის შტატში მდებარე ტბაზე. საავადმყოფოებში გადაყვანილია შვიდი კაცი. მაშველები განაგრძობენ უგზოუკვლოდ დაკარგულთა, დაახლოებით სამი კაცის, ძებნას. ამფიბიას კლასის მოტორიანი ნავი 19 ივლისს ტეიბლ-როკის ტბაზე შტორმში მოყვა, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, გახდა კიდეც ტრაგედიის მიზეზი.
Facebook Messenger Viber Twitter ”დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში თავს ვეღარ ხედავდა, რაც კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოიხატებოდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიეღო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. „დავით ჭიჭინაძე პარლამენტის წევრად რჩება. არ ვიცი, მომავალში თავს სად მოიაზრებს, დამოუკიდებელ კანდიდატად თუ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ეს მისი გადასაწყვეტია. უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი […]
20 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირმა მგელაძე, შვეიცარიაში მოღვაწე ფიზიკოსი, მკვლევარი, პედაგოგი, სახელმძღვანელოს ავტორი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება 2018 წლის მარტიდან მიმდინარეობს. პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საქმეში, რომლის გამოც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოიკითხა, გამოძიების ინტერესის საგანია მისი... Читать дальше...
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი და ულტრამემერჯვენე პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი მიიჩნევს, რომ რუსეთმა კანონიერად მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო რევოლუციას უკრაინაში, იტალიელმა პოლიტიკოსმა, უწოდა „ყალბი“. ამის შესახებ ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელშიც სალვინიმ კვლავ გაიმეორა, რომ იგი ემხრობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროპული სანქციების გაუექმებას. „მათ ვერ მოიტანეს სარგებელი და, არსებული მონაცემებით, ზიანი მიაყენეს იტალიის ექსპორტს“, - განაცხადა მატეო სალვინიმ. Читать дальше...
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში 60 წყვილი დაქორწინდა ერთად ისლამური წესის მიხედვით. ქორწინების ორგანიზატორების თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ისლამური ქორწინება ევროპაში. სარაევოს ისთიქლალის (დამოუკიდებელი) მეჩეთის იმამმა განაცხადა, რომ მასობრივი ქორწინებით სურდათ შეეგულიანებინათ ახალგაზრდები შეექმნათ ოჯახები და თავიდან აეცილებინათ ქორწინების მაღალი ხარჯები. მასობრივი ქორწინება ორგანიზებული იყო ბოსნია-ჰერცეგოვინის ისლამური თემის, გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლების და მათი დაფინასებით... Читать дальше...
შხამიანი გველის, გიურზას მიერ დაკბენილი ორი მამაკაცი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან გაწერეს.
ეს ქალი, სავარაუდოდ, რუსი აგენტია. აშშ-ის პროკურორების თქმით, 29 წლის მარია ბუტინა ცდილობდა ეწარმოებინა „ზემოქმედების ფარული კომპანია“, რომლის სამიზნეც, ბრალდების თანახმად, პოლიტიკური პირები და იარაღის ეროვნული ასოციაცია (NRA) იყო.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ზომიერად ოპტიმისტურადაა განწყობილი“ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან პირველი საუბრით, რომელიც მისდამი 5 ივლისს გამოქვეყნებულ მიმართვას მოჰყვა. პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შესახებ დავით უსუფაშვილმა 19 ივლისს, საღამოს განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში, დღეს, 20 ივლისს კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა მომავალი კვირის განმავლობაში. „ვარ ზომიერად ოპტიმისტურად განწყობილი იმის თაობაზე... Читать дальше...
20 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი.