საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ იგი ჩავა აჭარაში და კანონმდებლობის მიხედვით გამართავს კონსულტაციებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხზე. ეს პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც თავის ნებით თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. საქართველოს მმართველმა კოალიცია „ქართული ოცნებამ“ ამ პოსტზე წარადგინა თორნიკე რიჟვაძე, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. იგი აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე... Читать дальше...
სომხეთის წყალმომარაგების კომპანია პირობას დებს, რომ სრულად აღდგება წყლის მიწოდება დედაქალაქის მოსახლეობისათვის, რომელიც სარეკორდო გვალვების გამო წყლის ნაკლეობას განიცდის. ერევნის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი ფრანგული კომპანია „ვეოლია“ აცხადებს, რომ 7 ივლისს წყალმომარაგებაში შეფერხება აღმოიფხვრება. შაბათს სომხეთში ვარდავარა, რელიგიური ფესტივალი იმართება, რომლის დროსაც ადამიანები ტრადიციის მიხედვით ერთმანეთს წყლით წუწავენ. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემაში შეფერხება სომხეთში გამოიწვია მაღალმა ტემპერატურამ... Читать дальше...
ბელგიის საფეხბურთო ნაკრებმა ანგარიშით 2:1 დაამარცხა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ფეხბურთში, ბრაზილია და პირველად მოიპოვა ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 10 ივლისს ბელგიის ნაკრები დაუპირისპირდება საფრანგეთს, რომელმაც პარასკევს ანგარიშით 2:0 სძლია ურუგვაის ეროვნულ გუნდს.
Facebook Messenger Viber Twitter სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ სუპერმარკეტ “ნიკორა”-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ თანამშრომლებს აკისრებენ თაროზე განთავსებული ვადაგასული პროდუქციის განთავსებას. “ჩვენ ვაკისრებთ თანამშრომელს იმ პროდუქციის შეძენას, რომელიც დევს თაროზე და არის ვადაგასული. ის საქონელი, რომელიც იხსნება თაროდან და საწყობში მიდის, მაგაზე თანამშრომელს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება” – ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მას „საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები“ აქვს ნატოს სამიტიდან, რომელიც 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება. „არაწევრი ქვეყნების ფორმატში საქართველო მონაწილეობს ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს თემატიკა ცალკე ფორმატში განიხილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შემუშავებული დღის წესრიგი იმ პროგრესს ასახავს, რომელსაც საქართველომ... Читать дальше...
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია გმობს რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამნაშავედ სცნო „უცხოეთის აგენტების“ შესასახებ სადაო კანონის დარღვევაში და დააკისრა ფულადი ჯარიმის, 100 ათასი რუბლის (1600) დოლარის გადახდა. ‘სასამართლოს განაჩენი ცხადყოფს, რომ კანონი „უცხოეთის აგენტებზე“ დაუსაბუთებლად აფერხებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების საქმნიანობას და სივრცეს უხშობს მედიის თავისუფლებას რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია ეუთოს... Читать дальше...
„მე დავით უსუფაშვილს გუშინ ტელეფონით ვესაუბრე, ჩვენ ერთმანეთს ნატო-ს სამიტის შემდეგ შევხვდებით,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 6 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა. პარასკევს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ის წერილის სულისკვეთებას „ვითარების შეფასების“ ნაწილში იზიარებს. „აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ეს წერილის ერთი ნაწილია. Читать дальше...
გასული 2017 წლის 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელა ვიდემიმართვა, რომელშიც საუბარია მათ წინააღმდეგ გაჩარებულ მედიაომზე. „თემირლანში მე კი არა მთელი ხეობაა დარწმუნებული. მე ვიცი, თუ რა ოცნებები ჰქონდა ჩემს შვილს და რა მომავალს ისახავდა თავისთვის. ბოლო ეტაპზე, რასაც სახელმწიფო გვიცხადებს ამ მედიების პირით, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ფართხალი“, - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში მალხაზ მაჩალიკაშვილი... Читать дальше...
სამი ბავშვი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ავღანეთის ჩრდილოეთში, ღაზნის პროვინციაში გზაზე დამონტაჟებული ორი ნაღმის აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6 ივლისს ორივე ინცინდენტი ერთიმეორის მიყოლებით გილანის რაიონში მოხდა. აფეთქებისას ბავშვები მოედანზე თამაშობდნენ. იუწყებიან, რომ დაჭრილი ბავშვების მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურად თორნიკე რიჟვაძე წარადგინა. დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მმართველი გუნდი რიჟვაძის კანდიდატურაზე მისი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გამო შეჩერდა. თავად თორნიკე რიჟვაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს და პოლიტიკურ კრიზისს არ შექმნის. იგი აჭარის მთავრობის სათავეში ჩადგომის შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების განახლებას გეგმავს. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter კურიერის წამყვანმა დიანა ჯოჯუამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე ინფორმაციის წაკითხვისას სიტყვა ოდიოზური გამოიყენა. როგორც უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში წერია, სიტყვას “ოდიოზური” რამდენიმე განმარტება აქვს – ეს არის საძულველი, ვინც ან რაც უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, მეტისმეტად უსიამოვნო და არასასურველი.
ყოველი წლის ზაფხულში რუსეთის ქალაქ ტომსკის მცხოვრებთა მცირე ჯგუფი 550-კილომეტრიან გზას გადის მდინარე ობის შუაგულში მდებარე ნაზინსკის კუნძულისაკენ, რათა გვირგვინებით შეამკოს იქ აღმართული ხის ჯვარი.
ანტუან გრიზმანის ერთი გოლისა და საგოლე გადაცემის წყალობით სარანგეთის ნაკრებმა ანგარიშით 2:0 დაამარცხა ურუგვაის ეროვნული გუნდი და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი 6 ივლისს რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართა. საფრანგეთის ნაკრებისათვის ეს არის საუკეთესო შედეგი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც გუნდი ფინალამდე გავიდა, მაგრამ პენლებში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან. 10 ივლისს საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალურ მატჩს გამართავს ან ბრაზილიასთან ან ბელგიასთან. Читать дальше...
თურქეთის სასამართლომ არშემდგარ გადატრიალებასთან კავშირის გამო ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა გაზეთ „ზემანის“ ექვს ჟურნალისტს, რამაც გამოიწვია შეშფოთება თურქეთში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების გამო. სტამბოლის სასამართლომ 6 ივლისს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პუბლიცისტ მუმტაზერ თურკონეს და გამოცემის ანკარის ბიუროს უფროსს, მუსტაფა ონალს. აწ უკვე აკრძალული გამოცემის ჟურნალისტებს იბრაჰიმ კარაიეგინს 9, ხოლო მის კოლეგებს ალი ბულაკს, საჰინ აპაის და აჰმეტ თურან ალკანს 8-8 წლით პატიმრობა შეეფარდათ. Читать дальше...
კიდევ ერთი ახალგაზრდა დააკავეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები 24 წლის გიორგი ქუჯოშვილი სოფლის განაპირას რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და არცევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. ქუჯოშვილს ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებენ. არცევიდან მას ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანენ. 6 ივლისს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ეს საქართველოს მოქალაქის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. დღეს დილით ცნობილი გახდა... Читать дальше...
სამცხე-ჯავახეთში ერთდროულად პირუტყვის სამი სახის დაავადება გავრცელდა – ნოდურალური დერმატიტი, ემკარი და პასტეროლოზი. სპეციალისტები მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, ადგილობრივები კი აქცენტს მიყენებულ ზარალზე აკეთებენ.
მთავარი პროკურორის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე დაიკავებს, - ასეთია არამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მოლოდინი.
მთავარი პროკურორის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე დაიკავებს, - ასეთია არამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მოლოდინი.
აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პასპორტების შეცვლის პროცესმა ბევრი არააფხაზი ეროვნების ადამიანი მოქალაქეობის გარეშე დატოვა. ისინი ვერ ასაბუთებენ აფხაზეთში ცხოვრების ფაქტს 1994-1999 წლებში, რასაც მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება ითხოვს. საქმე ისაა, რომ გალის რაიონში დევნილების დაბრუნების მასობრივი პროცესი 1999 წლიდან დაიწყო, 2004 წელს კი გალის რაიონის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა. ამ ვითარების შესაცვლელად, 2013 წელს კანონში ჩაემატა პუნქტი ბინადრობის ცენზის შესახებ.
6 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ნინო ჩიხლაძე, საია-ს იურისტი, პროექტ "ილაპარაკე'-ს მენეჯერი და ანუნა ბუკია, პროექტის იდეისა და კონცეფციის ავტორი.
არის თუ არა კავშირი ჭუბერის ხევში 5 ივლისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასა და მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში, მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას შორის?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა მოლაპარაკებების გასამართად, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კონცენტრირებული იქნება ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზიის პროცესსა და ორ ქვეყანაში შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ფეხენიანის აეროპორტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დახვდნენ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონგ ჰო და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კიმ იონგ ჩოლი. მაიკ პომპეოს ვიზიტის ფონია 12 ივნისის უმაღლესი დონის შეხვედრა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტებს შორის,... Читать дальше...
ქუთაისში ტრანსპორტის მოსაცდელები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეა. გარეუბნებში, საიდანაც ცენტრამდე რამდენიმე მიკროავტობუსი და ავტობუსი მოძრაობს, მოქალაქეებს წვიმის ან გაუსაძლისი სიცხის დროს ტრანსპორტის ლოდინი ღია ცის ქვეშ უწევთ.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შიდა ქართლში დააკავეს კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
არაეთიკურს უწოდებს სამოქალაქო აქტივისტის ზვიად დევდარიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია რამდენიმე ქალის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ რა ფორმით ითხოვს დევდარიანი მათგან ბოდიშის მოხდას სასამართლოში. „ასეთი ფეისბუქ აქტივობა არა ეთიკურია, არანაირ ნორმაში არ ჯდება ეს ქილიკი და სქრინების დადება სარჩელის ელექტრონული ვერსიიდან - „ნახეთ რას გვიჩივისო და ა.შ.კეთილი ინებონ და ფეისბუქზე წერის ნაცვლად, კანონით დადგენილი წესით, 10 დღის ვადაში ჩაგვაბარონ წერილობითი შესაგებელი. დააფიქსირონ პოზიცია... Читать дальше...