Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოლეგ სენცოვის დედა პუტინს სთხოვს შვილის შეწყალებას

უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის დედამ შვილის შეწყალების თხოვნით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. რადიოსადგურმა „ეხო მოსკვიმ“ გამოაქვეყნა ლუდმილა სენცოვას წერილი, რომელიც 22 ივნისითაა დათარიღებული. „ოლეგის უდანაშაულობაში დარწმუნებას არ დაგიწყებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის მჯერა. უბრალოდ, ვიტყვი, რომ მას არავინ მოუკლავს. ოთხი წელი საპატიმროში უკვე მოიხადა. მას ელოდებიან შვილები, რომლებიც მამის გარეშე ბედნიერი ვერ იქნებიან“- აღნიშნავს რეჟისორის დედა. ივნისის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტს ოლეგ სენცოვის შეწყალების თხოვნით მიმართა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმაც. თავად ოლეგ სენცოვმა უარი თქვა პრეზიდენტ პუტინისთვის მიემართა შეწყალების თხოვნით.


უკრაინელი რეჟისორი, რომელიც სასჯელს ურალის მხარის ერთ-ერთ კოლონიაში იხდის, 14 მაისიდან შიმშილობს რუსეთის საპატიმროებში მყოფი 64 უკრაინელის გათავისუფლების მოთხოვნით. რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველი ორგანიზაციები ოლეგ სენცოვს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. 13 ივლისს უკრაინელ რეჟისორს 42 წელი შეუსრულდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus