Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პრეზიდენტმა პირველი კონსულტაცია გამართა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის შესარჩევად

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დაასრულა კონსულტაციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობასა და ოპოზიციასთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარსადგენად. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის შეხვდება უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით მყოფი „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და სხვა კანდიდატების დასახელების შემთხვევაში, მათაც შეხვდება. მარგველაშვილის თქმით, მზად არის მოისმინოს სამოქალაქო საზოგადოების პოზიციაც.


პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ "ქართული ოცნებიდან" დავით გაბაიძემ ივარაუდა, რომ პრეზიდენტი მათ მიერ შეთავაზებულ კანდიდატს დაასახელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან ოპოზიციის გაერთიანებას საერთო კანდიდატის მხარდასაჭერად. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, პეტრე ზამბახიძის შეფასებით, მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს. 


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 4 და თითო-თითო „ევროპულ საქართველოს,“ „პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას.“


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 ივლისს დატოვა ზურაბ პატარაძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus