Facebook Messenger Viber Twitter გონიოში 8 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც 100 მეტრის სიღრმეზე იყო შესული. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით მაშველმა მირიან გვიანიძემ მას დროული დახმარება აღმოუჩინა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან "თავდასხმამ" გამოიწვია სამი შვილის დედის სიკვდილი - ქალის, რომელსაც შეხება ჰქონდა იმავე ნერვულ ნივთიერებასთან, რომლითაც მარტში მოწამლეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. კრემლი აცხადებს, რომ მოსკოვის დადანაშაულება აბსურდია. 9 ივლისს უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი 44 წლის ქალის, დონ სტურჯესის გარდაცვალების შესახებ ერთი დღით ადრე. სტურჯესი სამხრეთ ინგლისში დაიღუპა, პოლიციის თქმით ნერვულ გაზ "ნოვიჩოკთან" შეხების შედეგად. Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატოელი მოკავშირეები და მათი თავდაცვითი ხარჯები, რამდენიმე დღით ადრე მანამ, სანამ მონაწილეობას მიიღებს ალიანსის მნიშვნელოვან სამიტში. მისი წინამორბედი პრეზიდენტების მსგავსად, ტრამპიც გამოხატავს უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ ნატოს თავდაცვის ხარჯების ყველაზე დიდი წილი აშშ-ზე მოდის. თუმცა, ტრამპი ამ კრიტიკას ყველაზე მწვავედ გამოთქვამს, როგორც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ისე თეთრ სახლში ყოფნისას. ამასთან, ტრამპს კითხვები აქვს ნატოს ფუნდამენტურ... Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატოელი მოკავშირეები და მათი თავდაცვითი ხარჯები, რამდენიმე დღით ადრე მანამ, სანამ მონაწილეობას მიიღებს ალიანსის მნიშვნელოვან სამიტში. მისი წინამორბედი პრეზიდენტების მსგავსად, ტრამპიც გამოხატავს უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ ნატოს თავდაცვის ხარჯების ყველაზე დიდი წილი აშშ-ზე მოდის. თუმცა, ტრამპი ამ კრიტიკას ყველაზე მწვავედ გამოთქვამს, როგორც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ისე თეთრ სახლში ყოფნისას. ამასთან, ტრამპს კითხვები აქვს ნატოს ფუნდამენტურ... Читать дальше...
თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი, იმ უთანხმოების გამო, რომელსაც იწვევს პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გეგმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. რამდენიმე დღის წინ მინისტრთა კაბინეტი ასევე დატოვა ბრექსიტის მინისტრმა, დევიდ დევისმა. ამ ორი მინისტრის წასვლა მეის პოლიტიკურ დარტყმას აყენებს და მას წარმოაჩენს იმ მთავრობის ლიდერად, რომელიც უუნაროა გაერთიანდეს ბრიტანეთისთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გაურკვეველია მეი ამ სირთულეებთან... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის შეხვედრა “საზოგადოებრვ მაუწყებელში” დასრულდა. სარალიძე სამეურვეო საბჭოს წევრ ირინა ფუტკარაძეს ხორავას ქუჩის მოვლენებთან დაკავშირებით გადაღებული ფილმის ავტორების სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სარალიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” პროგრამულ პრიორიტეტებში აქვს, რომ ჟურნალისტური გამოძიება გავიდეს გარე შესყიდვაზე, რასაც ის არასწორად მიიჩნევს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებ გვერდზე... Читать дальше...
ირანში სოციალური მედიის მომხმარებლები მხარდაჭერას გამოხატავენ იმ ახალგაზრდა ქალის მიმართ, რომელიც დააპატიმრეს ინსტაგრამზე ატვირთული, მისი ცეკვის ამსახველი ვიდეოების გამო. ირანის სოციალურ ქსელებში მომხმარებლები სოლიდარობის ნიშნად აქვეყნებენ თავიანთი ცეკვის ვიდეოებს. მაედე ჰოჯაბრი, რომელსაც ინსტაგრამზე 40000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს და 18-19 წლის არის, ახლახან გამოჩნდა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში და აღიარა მორალური ნორმების დარღვევა. არის ცნობები, რომ მსგავსი ბრალდებით სხვა პირებიც არიან დაკავებული. Читать дальше...
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ გთავაზობთ საუბარს ქართული ლიტერატურის მთავარი შედევრის, „ვეფხისტყაოსნისა“ და ისტორიის მიმართებაზე.
ტაილანდში გრძელდება ოპერაცია დატბორილ მღვიმეში დარჩენილი ცხრა ადამიანის გადასარჩენად. მღვიმეში კვლავ ბრუნდებიან მყვინთავები. ვრცელდება კადრები, რომ მღვიმის შესასვლელს სასწრაფო დახმარების მანქანები ტოვებენ, იმ ფონზე, როცა არის დაუდასტურებელი ცნობები, რომ უკვე მოხერხდა რამდენიმე ბიჭის გამოყვანა. ოპერაციის პირველ დღეს, 8 ივლისს დილით ადრე საერთაშორისო მაშველებმა ოთხი ბიჭი გამოიყვანეს, 12 ბიჭისგან და მათი 25 წლის მწვრთნელისგან შემდგარი ჯგუფიდან, რომლებიც ორ კვირაზე მეტია დასავლეთ ტაილანდის მღვიმეში არიან ჩარჩენილები. Читать дальше...
ევროკავშირი და უკრაინა 9 ივლისს თავიანთ ყოველწლიურ სამიტს გამართავენ და იმსჯელებენ კიევის რეფორმატორულ გეგმებზე, ისევე როგორც რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსირებაზე და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერაზე. სამიტი, რომელიც ბრიუსელში გაიმართება და რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, პირველია მას შემდეგ, რაც სექტემბერში ამოქმედდა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და უკრაინას შორის. თავდაპირველი გეგმით, ეს ხელშეკრულება 2013 წლის ნოემბერში უნდა გაფორმებულიყო... Читать дальше...
კრამლი უარყოფს და აბსურდს უწოდებს მოსაზრებას, რომ შესაძლოა რუსეთი იდგეს ბრიტანეთში ქალის გარდაცვალების ფაქტის უკან - რომელიც, ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, დაიღუპა იმავე ნივთიერებასთან შეხებით, რომლითაც მარტში მოწამლეს რუსეთის ყოფილი აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმიდვანი, დმიტრი პესკოვი, 9 ივლისს გამოვიდა ამ განცხადებებით - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ 44 წლის ქალი, სამი შვილის დედა დონ სტურჯესი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ნერვულ გაზ "ნოვიჩოკთან" შეხების შემდეგ. Читать дальше...
9 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: თამაზ ჯალიაშვილი, ,,უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის" თავმჯდომარე და ტარიელ მურმანიშვილი, ადვოკატი.
მოსკოვის მანეჟის მოედანზე პოლიციამ დააკავა უფლებათდამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელი ოლეგ ორლოვი და „სამოქალაქო დახმარების“ კომიტეტის თავმჯდომარე სვეტლანა განუშკინა, რომლებმაც ერთკაციანი პიკეტები მოაწყვეს ჩეჩნეთში დაპატიმრებული უფლებათდამცველის, ოიუბ ტიტიევის მხარდასაჭერად. ორლოვსა და განუშკინას ხელთ ეპყრათ პლაკატები წარწერით „თავისუფლება ოიუბ ტიტიევს!“ დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებაში, სადაც გაუფორმებენ ოქმს საზოგადოებრივი ღონისძიების ჩატარების შესახებ დადგენილი წესის დარღევის შესახებ. Читать дальше...
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა ავღანეთს. ინფორმაცია ამის თაობაზე რადიო თავისუფლებამ ავღანეთის მთავრობის ანონიმი წყაროსაგან მიიღო. 9 ივლისის ვიზიტი პირველია მაიკ პომპეოსათვის მას შემდეგ, რაც იგი აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი გახდა. მაიკ პომპეო ქაბულში შეხვდება პრეზიდენტ აშრაფ ღანის და დღის ბოლოს ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. ამჟამად ავღანეთში, ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციის რიგებში, 14 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ახორციელებს როგორც ავღანეთის არმიის წვრთნის,... Читать дальше...
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა. „ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის, მე ვარ მისი შვილის ნათლია. გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვიყავით იურისტების ჯგუფი შეკრებილი. ამ ჯგუფში იყო არჩილ კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, ალექსანდრე ბარამიძე, ზაქრო ქუცნაშვილი და მე. ეს იყო საკმაოდ შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტების და ასე შედგა ჩემი ნაცნობობა ბატონ შალვასთან“... Читать дальше...
რუსეთის კინოგაქირავებაში გამოვიდა ფილმი, რომელიც ინგუშეთის ტერიტორიაზე 12 წლის წინ მომხდარ მოვლენებზე გვიამბობს.
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა დღეს შეწყვიტა ერთკვირიანი შიმშილობის აქცია. თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა 2 ივლისს დაიწყო მისი უფლებების ხელყოფისადმი პროტესტის ნიშნად და სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომის მოსაპოვებლად.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელს, ზვიად კუპრავას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე, სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით. თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ, კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალი წაუყენეს ამ მუხლის მეორე, უფრო მძიმე ნაწილით, რომელიც ჯარიმის, ან გამასწორებელი სამუშაოს გარდა ითვალისწინებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. კუპრავამ მედიის წარმომადგენლებს წაუკითხა წინადადება ბრალდებიდან, რომლის თანახმად, „პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად... Читать дальше...
9 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო საბა ბუაძე, "ინფორმციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი.
გადაცემის სტუმარია მარინა კერესელიძე - კინომცოდნე.
ოძეკი ტოჩინოშინი ივლისის ბაშოზე ორი ტურის შემდეგ, ლიდერთა შორისაა. სუმოს ელიტარულ დივიზიონში სეზონის მეოთხე სუპერტურნირი - „ნაგოია ბაშო“ 8 ივლისს დაიწყო. ლევან გორგაძეს საწყის ტურებში მეტოქეებად მეორე მაეგაშირას წოდებით მოჭიდავე მეტოქეები ერგო - იაპონელები იკიოი და ჩიონოკუნი. ორივე ადვილად გაიყვანა დოჰიოდან. 10 ივლისს, მესამე ტურში ქართველი სეკიტორი იაპონელ კომუსუბის - შოჰოზანს დაეჭიდება, რომელსაც აქამდე თხუთმეტჯერ შეხვდა სუპერტურნირებზე და თორმეტჯერ დაამარცხა. უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის მსგავსად, რანგით მეორე, ჯურიო ლიგაშიც დაიწყო შეხვედრები.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში დაიწყო სამუშაოები დროებითი ხიდის მოსაწყობად. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრის ინფორმაციით, დროებითი ხიდი ერთმანეთთან დააკავშირებს მდინარე ნენსკრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, შესაძლებელი გახდება მძიმე ტექნიკის გადაყვანა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების სრულფასოვნად ჩატარება. დროებითი ხიდის აწყობის სამუშაოებს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს. 5 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ დატბორა ჭუბერის თემში შემავალი სოფლები. Читать дальше...
ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხეობაში 6, 7 და 8 ივლისს იპოვეს.
დღევანდელი კვირა დღე ჩვეულებრივი არაა. მსოფლიო ჩემპიონატი გახურებულა, ფეხბურთის ღმერთებს სუფრა გაუშლიათ და ყველა მუზა ამ მაგიდის გარშემო ტრიალებს. ერთი ის არის, მუზა სამსახურად მექცა და ცოტა დამძიმდა. ცხოვრებაა.
ზაზა ფაჩულია „დეტროიტ პისტონსში“ ითამაშებს. ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ცენტრი ახალ კლუბთან უახლოეს დღეებში გააფორმებს ერთწლიან კონტრაქტს და 2,4 მილიონ დოლარს მიიღებს. ფაჩულია დეტროიტში NBA-ის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავა. მან „გოლდენ სტეიტ უორიორზთან“ ერთად ორჯერ მოიპოვა საჩემპიონო ბეჭედი - 2017 და 2018 წლებში. საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2003 წლიდან თამაშობს. დეტროიტი მისთვის მეექვსე გუნდი იქნება. Читать дальше...