ოძეკი ტოჩინოშინი ივლისის ბაშოზე ორი ტურის შემდეგ, ლიდერთა შორისაა. სუმოს ელიტარულ დივიზიონში სეზონის მეოთხე სუპერტურნირი - „ნაგოია ბაშო“ 8 ივლისს დაიწყო. ლევან გორგაძეს საწყის ტურებში მეტოქეებად მეორე მაეგაშირას წოდებით მოჭიდავე მეტოქეები ერგო - იაპონელები იკიოი და ჩიონოკუნი. ორივე ადვილად გაიყვანა დოჰიოდან. 10 ივლისს, მესამე ტურში ქართველი სეკიტორი იაპონელ კომუსუბის - შოჰოზანს დაეჭიდება, რომელსაც აქამდე თხუთმეტჯერ შეხვდა სუპერტურნირებზე და თორმეტჯერ დაამარცხა. უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის მსგავსად, რანგით მეორე, ჯურიო ლიგაშიც დაიწყო შეხვედრები. კონკურენციაში ჩაება თეიმურაზ ჯუღელი. გაგამარუს ზედმეტსახელით მოჭიდავე ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ორი ტურის შემდეგ თითო მოგება და წაგებაა.