Facebook Messenger Viber Twitter ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მის მიმართ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით დაკავებული პირის საქმესთან დაკავშირებით ე.წ ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე იმყოფებოდა, სადაც უცნაური და მისთვის გაუგებარი მოვლენის მომსწრე გახდა. ამ საკითხზე ის ვრცლად საუბრობს პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “კვლავ ძალიან დიდი სტატუსის დაწერა მიწევს,მაგრამ საინტერესოა.ვისაც ნერვი გეყოფათ,წაიკითხეთ..გაინტერესებთ,როგორ გრძელდება ჩემი ამბავი ,მას მერე,რაც ის მანიაკი […]
2018 წლის 30 მაისს კიევში, უკრაინის უშიშროების სამსახურში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც, პირდაპირი ტელეეთერის დროს, ილაპარაკა რუსმა ჟურნალისტმა, არკადი ბაბჩენკომ.
რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება უკრაინელი სამართალდამცავებისთვის არ არის პირველი შემთხვევა.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე სარჩელის არსებითი განხილვა.
Facebook Messenger Viber Twitter სირიის ხელისუფლების მიერ, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ქართულ სოციალურ სივრცეში გაჩნდა მოსაზრებები, საქართველოში მცხოვრები სირიელი ლტოლვილების დეპირტაციის შესახებ. აღნიშნულ საკითხს ეხმიანება მწერალი პაატა ქურდაძე. “ამ საბრალო სირიელების ლანძღვას და დაცინვას თავს თუ დაანებებთ ცუდი არ იქნება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა ბაშარ ალ-ასადმა აღიარა […]
ქაბულში მოიგერიეს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოწყობილი თავდასხმა, რომლის მსვლელობაშიც ერთი პოლიციელი და ყველა თავდამსხმელი დაიღუპნენ. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმა დაიწყო აფეთქებით, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპლექსის პირველ ბლოკპოსტთან, რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს უშიშროების ძალებს. თავდასხმაში, რომელზე პასუხისმგებლობაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, მონაწილეობდა შვიდი შეიარაღებული პირი. შინაგან საქმეთა... Читать дальше...
უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ ჰრიცაკის განცხადებით, რუსეთის პრესსამსახურების დაკვეთით, რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო უნდა მოეკლა უკრაინის მოქალაქეს, რომელსაც 40 ათასი დოლარი გადაუხადეს. უკრაინის ტელეარხ "ჰრომოდსკეს" ცნობით, ამის შესახებ ჰრიცაკმა განაცხადა 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ ბაბჩენკო ცოცხალია. წინა დღეს, 29 მაისს გავრცელდა ცნობა კიევში ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ. უშიშროების სამსახურის ბრიფინგზე, რომელიც პირდაპირ ეთერში აჩვენეს, თვითონ ბაბჩენკოც მივიდა და განაცხადა... Читать дальше...
უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ ჰრიცაკის განცხადებით, რუსი ჟურნალისტი და კრემლის ოპონენტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია. წინა დღეს, 29 მაისს გავრცელდა ცნობა კიევში ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ. მაგრამ 30 მაისის ბრიფინგზე, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამართა, ბაბჩენკო პირდაპირ ეთერში გამოჩნდა და განაცხადა, რომ ცნობები მისი მკვლელობის შესახებ იყო ნაწილი ოპერაციისა, რომელსაც ორი თვე ამზადებდნენ. როგორც ბრიფინგის დროს ჰრიცაკმა უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთის უშიშროების სამსახურს გაცემული ჰქონდა დავალება... Читать дальше...
გარდაბანში დაიწყო 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განცხადება - სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე - გავრცელდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომასა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. სამინისტროს ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინის საკითხის გეგმიური განხილვა იყო დანიშნული, საქართველოს საკითხზეც ილაპარაკეს. უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა დაგმო სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების ფაქტი და ხაზი... Читать дальше...
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია, ვკითხულობთ განცხადებაში. უცვლელია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თაობაზე. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას ახსოვდეთ... Читать дальше...
კრემლის კრიტიკით ცნობილი ბრიტანელი ბიზნესმენი ბილ ბრაუდერი 30 მაისს დააკავეს ესპანეთში, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. პოლიციის წყაროს ცნობით, ის რუსეთის მოთხოვნით დააკავა ესპანეთის პოლიციამ, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ რუსეთის მოთხოვნა ბიზნესმენის დაკავების შესახებ ვადაგასული იყო. ინფორმაციას ბრაუდერის დაკავებისა და გათავისუფლების შესახებ ავრცელებს როიტერსი. ბრაუდერმა წამოიწყო კამპანია, რათა გამოავლინოს რუსეთში კორუფციის ფაქტები და დაისაჯონ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი თქმით, დამნაშავენი არიან 2009 წელს სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში... Читать дальше...
იტალია მორიგი პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც არჩევნებში გამარჯვებული პოპულისტური პარტიები „ჩრდილოეთი ლიგა“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ კოალიციური მთავრობის ფორმირების გზაზე ქვეყნის პრეზიდენტის მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდნენ.
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერსა და დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო – სომხეთის ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგისათვის მზადყოფნა გამოთქვა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების... Читать дальше...
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკელე ნიკოლეტიმ უკრაინის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს კიევში რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა და მიიღოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა დაგმო ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმაც. მისი განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჟურნალისტებზე თავდასხმების შესაჩერებლად, რადგან ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. უკრაინის ხელისუფლებას არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაში დამნაშავეთა... Читать дальше...
„ამნესტი ინტერნეიშენალი“ ეხმაურება არკადი ბაბჩენკოს მკვლელობას და აცხადებს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის პოლიტიკის კრიტიკოსთა მიმართ უკრაინაში არსებულ სიკვდილის საფრთხეს. „არკადი ბაბჩენკოს საზარელმა მკვლელობამ უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს. უკრაინის ხელისუფლებამ ყველა კენჭი უნდა გადააბრუნოს, ვიდრე არ გამოავლენს ამ მკვლელობის ჩამდენს და არ წარადგენს მას მართლმსაჯულების წინაშე. უკრაინის მთავრობა ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ იყვნენ. ჩვენ... Читать дальше...
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გმობენ კიევში რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობას. პესკოვის თქმით, მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ჩატარდება რეალური და არა საჩვენებელი გამოძიება. „ტრაგედია მოხდა, დაიღუპა რუსეთის მოქალაქე. მას ჰყავდა დიდი ოჯახი, რომელმაც მარჩენალი დაკარგა. ვუსამძიმრებთ ნათესავებს და ახლობლებს“ - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა. კრემლის პრესმდივნის თქმით, ბოლო ხანს უკრაინა გახდა ჟურნალისტებისთვის საშიში ადგილი, სადაც მათ კლავენ და აძევებენ და ამას... Читать дальше...
გერმანიის ყოველდღიურ გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, გერმანიაში გააქტიურდნენ საქართველოდან ჩასულების „ქურდული ბანდები“. „ბილდი“, რომელიც გერმანიის ყველაზე მაღალტირაჟიანი ტაბლოიდია, ამ თემაზე წერს 29 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „როდის შეაჩერებს პოლიტიკა ქართულ ქურდულ ბანდებს?“ გამოცემა ეყრდნობა პოლიციისაგან მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „საქართველოს მოქალაქეები არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობენ ქურდობასთან დაკავშირებული დანაშაულების სფეროში“. სტატიაში ნათქვამია, რომ კანონი... Читать дальше...
დღევანდელი გადაცემის სტუმარია ელენე მეჩიტოვა - ფესტივალის დამფუძნებელი.
კახეთში ტურისტული ობიექტები აქტიური მუშაობისთვის ემზადებიან. რამდენად არის დაცული დამსვენებელთა უსაფრთხოება კონკრეტულ ობიექტებზე და ვინ უნდა გააფრთხილოს ადამიანები მოსალოდნელ შედეგებზე?
ქაბულში თავდასხმა მოხდა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. პოლიციის ინფორმაციით, სამმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რის შემდეგაც რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და სამინისტროში შეღწევას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდვანმა ნაჯიბ დანიშმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობა, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ლიკვიდირებულია შვიდივე თავდამსხმელი. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პოლციელი. ქაბულში მომხდარ თავდასხმამდე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ავღანეთის ლოგარის პროვინციაში, პოლიციის შენობასთან. Читать дальше...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,5% შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ზრდამ 5,5%. „საქსტატის“ მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის... Читать дальше...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში ადგილობრივმა მოსახლეობამ სალოცავში მისვლა ვერ მოახერხა.
არის თუ არა საქართველოს მედია თავისუფალი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის თვალსაზრისით თუ მედიას მთავრობა აკონტროლებს? ამ შეკითხვაზე შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი კვლევის ანგარიშის თანახმად, გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ მედია ნაწილობრივ თავისუფალია. 19% მიიჩნევს, რომ არცთუ ისე ძალიან, ხოლო 17% ფიქრობს, რომ აბსოლუტურად თავისუფალია. კითხვაზე, რატომ ფიქრობთ, რომ მედია არ არის თავისუფალი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის მხრივ... Читать дальше...
IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% “ქართულ ოცნებას” არასდროს მისცემდა ხმას, იგივე შეკითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს. 24% - ნაციონალური მოძრაობას ასახელებს. დემოკრატიულ მოძრაობას კი - 10%. 9% ხმას არასოდეს მისცემდა ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გორჩს“. რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს? ამ კითხვის პასუხად 27% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს. 17% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ კი-7%. 5% ხმას მისცემდა „ლეიბორისტულ პარტიას“. Читать дальше...