Facebook Messenger Viber Twitter რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ზღაპარი ერთ-ერთი ქართული საბავშვო წიგნიდან, რომელშიც საუბარია სტაფილოსა და ბოლოკის ქორწინებაზე, რომელსაც ჯვარი მღვდელმა კომბოსტომ დაწერა. ზღაპარში მოთხრობილია, რომ ბოლოკმა მის ქორწილში იმდენი იცეკვა, რომ დაღლილობისგან გარდაიცვალა. ზღაპარს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. უცნობია ის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი, თუ უბრალოდ კლასგარეშე საკითხავია.
ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ თეირანისთვის მიუღებელია მის ნაცვლად გადაწყვეტილებები აშშ-მა მიიღოს. როჰანის ეს განცხადებები მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გამოსვლას, რომ აშშ ირანს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. "დღევანდელი მსოფლიოსთვის მიუღებელია ის, რომ მსოფლიოს ნაცვლად გადაწყვეტილებებს აშშ იღებს. ქვეყნებს დამოუკიდებლობა აქვთ" - განაცხადა როჰანიმ ირანის მედიასთან და დასძინა - "რას წარმოადგენთ, რომ ირანის და მსოფლიოს ნაცვლად მიიღოთ გადაწყვეტილებები"? როჰანის ამ... Читать дальше...
23 მაისს გაიმართება სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ღია განხილვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში. ამის შესახებ მან 21 მაისს განაცხადა, ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას: „ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას“. მისივე თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო ინტერესების დაცვის საქმეში, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო ეყრდნობიან ძლიერ, მოქმედებისთვის მზად მყოფ და თავდაცვისუნარიან პარტნიორებს... Читать дальше...
ზურაბ ჭიაბერაშვილი - რუსეთ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმებაზე.
Facebook Messenger Viber Twitter “გერმანიაშიც კი სადაც ყველაფერი რაც ფაშიზმს უკავშირდება აკრძალულია და მკაცრად კონტროლდება, გვხვდება ფაშიტური ორგანიზაციები, მაგრამ ამის გამო გერმანიაზე არავინ ამბობს რომ ის ბნელი და განუვითარებელი ქვეყანაა”, – ამ განცხადებას ა/ო ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი დავით ჩიხელიძე აკეთებს. “გუშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საქართველოში ბნელი იდეების მქონე ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო საქართველო არ არის განვითარებული […]
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთს მოუწოდა „გაიყვანოს თავისი ძალები“ საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და „ამ ორივე რეგიონში თავისუფლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება“. სახელმწიფო მდივანი ამ განცხადებებით გამოვიდა 21 მაისს, ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას. „აშშ ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის მხრიდან ოკუპაციას საქართველოს მიწაზე. რუსეთის მიერ საქართველოში ძალისმიერი შეჭრა წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობის... Читать дальше...
ქვეითი პატრულის ძირითადი ფუნქცია ტურისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ამ ეტაპზე თბილისის ქუჩებში 10 ჯგუფი პატრულირებს და მათი რაოდენობის ზრდა იგეგმება.
ინგა გრიგოლია იმ მამაკაცის დაკავებაზე, რომელიც წლების განმავლობაში ემუქრებოდა და უწყობდა ფსიქოლოგიურ ტერორს.
ქვეითი პატრულის ძირითადი ფუნქცია ტურისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ამ ეტაპზე თბილისის ქუჩებში 10 ჯგუფი პატრულირებს და მათი რაოდენობის ზრდა იგეგმება. ქვეით პატრულის რიგებში მისაღებად ღია კონკურსი გამოცხადებული არ ყოფილა.
ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა, სადაც სახელმწიფო მდივანმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. საქართველოს მთავრობის პრესცენტრის ცნობით, კვირიკაშვილი 21-23 მაისს სტუმრობს აშშ-ს და მონაწილეობს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაში. 23 მაისს, პრემიერ-მინისტრი დაესწრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით... Читать дальше...
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ვაშინგტონი ირანს დაუწესებს ყველაზე მკაცრ სანქციებს, რაც კი აქამდე ყოფილა. "სანქციების ძალა მტკივნეული იქნება, თუ [ირანის] რეჟიმი კურსს არ შეიცვლის" - აცხადებს პომპეო. ვაშინგტონში, კონსერვატიული ორიენტაციის კვლევით ინსტიტუტში, Heritage Foundation-ში წარმოთქმული ეს სიტყვა პომპეოსთვის იყო პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში სახელმწიფო მდივნის პოსტი დაიკავა. ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ... Читать дальше...
კიევში გამართული საერთაშორისო მედიაფორუმი საქართველოში, უკრაინაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში მეოთხე ხელისუფლების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას მიეძღვნა.
პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 19 მაისს... Читать дальше...
პირველი ოპერის თეატრი თბილისში, პირველი ქვის, ე.წ. „მშრალი“, ხიდი, პირველი საზოგადოებრივი შადრევანი, პირველი კაფე, პირველი ბაღი, აღმაშენებლის გამზირის გეგმა, დღევანდელი საკრებულოს შენობა - ეს ყველაფერი თბილისში მოღვაწე იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის, სახელს უკავშირდება - კაცს, ვინც თითქმის 150 წლის წინანდელ თბილისს ევროპული იერი მისცა.
ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ასეული, რომელმაც რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული შეცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 21 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა ქაბულში, “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში. 21-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ქაბულში 7 თვის განმავლობაში იმსახურებს. მისი მთავარი ამოცანაა "მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის უსაფრთხოების დაცვა და ბაზის პერიმეტრის გაკონტროლება.
კვარიათში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. კვარიათის პლაჟზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადად ოთხსართულიანი განაშენიანებაა, ახალი კორპუსის საძირკველი უკვე ჩაყრილია და მშენებლობა მიმდინარეობს, გამოკრულ აბრაზე კი წერია, რომ ამ ადგილას სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს შპს „ტმი“ აშენებს. ფოტოდან ჩანს, რომ ეს კორპუსი 12- სართულიანი იქნება, ნებართვის გამცემი კი ქალაქ ბათუმის მერიაა.
რუსთავის ერთი პატარა ქუჩის მცხოვრებნი მეტალურგიული საწარმო „ჯეოსთილის“ წინააღმდეგ გამოდიან, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი კი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით გააქტიურდა.
რადიკალურმა მოძრაობამ, „თალიბანმა“ ქაბულის მცხოვრებთ მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ „სამხედრო ცენტრებს.“ მოძრაობამ 21 მაისს, ინტერნეტით გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ყოველწლიური საგაზაფხულო იერიშის ფარგლებში გეგმავს შეტევას „მტრების სამხედრო და სადაზვერვო ცენტრებზე“ და არ სურს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ავღანეთის მთავრობამ „თალიბანს“ თებერვალში შესთავაზა სამშვიდობო მოლაპარაკება, რასაც რადიკალური მოძრაობა არ თანხმდება. ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიით იმყოფება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ათასობით სამხედრო... Читать дальше...
დღეს იერუსალიმში გაიხსნა პარაგვაის საელჩო. ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ პარაგვაის პრეზიდენტი, ორასიო კარტესი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. პრეზიდენტმა კარტესმა 21 მაისს უწოდა ისტორიული დღე, რომელიც განამტკიცებს პარაგვაის და ისრაელის კავშირებს. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ პარაგვაის მადლობა გადაუხადა ისრაელის მოქალაქეთა სახელით. იერუსალიმში პარაგვაის საელჩოს გახსნა დაგმო „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ.“ მისი წარმომადგენლის, ხანან აშრავის განცხადებით, პარაგვაის... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 6 ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა. ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტებსა და ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. უმაღლესი დონის სტუმრები საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტთან... Читать дальше...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13,9% შეადგინა. „საქსტატის“ მიერ 21 მაისს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება 2010 წლიდან, როცა ეს მაჩვენებელი შეადგენდა 17,4%-ს. ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შეადგინა შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 65,8%. 2016 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე... Читать дальше...
მოლდავეთის დედაქალაქის, კიშინიოვის მერის ვადამდელი არჩევნების პირველ ტურში ხმების თითქმის 41%-ით გაიმარჯვა პრორუსული „სოციალისტური პარტიის“ კანდიდატმა, იონ ჩებანმა. მეორე ადგილზე ხმების 32%-ით გავიდა პროევროპული პარტიის, „ღირსების და სიმართლის პლატფორმის“ კანდიდატი, ანდრეი ნასტასე. მერის არჩევნების მეორე ტური 3 ივნისს გაიმართება. კიშინიოვის მერის ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2018 წლის თებერვალში ამ თანამდებობიდან გადადგა პროევროპული „ლიბერალური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, კორუფციაში ბრალდებული დორინ კირტოაკე. Читать дальше...
ადევნება-თვალთვალი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია. კანონი გასული წლის ივნისში შევიდა ძალაში. პროკურატურის მონაცემებით, თითქმის 1 წლის განმავლობაში 20 პირს წარედგინა ბრალი, 19 ქალი დაზარალებულადაა ცნობილი.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას განცხადებით მიმართავს.