Facebook Messenger Viber Twitter სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” მთავრობასა და პრეზიდენტს სატელევიზიო დებატისთვის საეთერო დროს სთავაზობს. ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. “საქართველოს პრეზიდენტს და ქართულ ოცნებას რუსთავი 2 სთავაზობს ღია დებატებს პირდაპირ ეთერში, მათთვის სასურველ ფორმატში, სამშაბათს, 22:00 საათზე.”- წერს გვარამია.
Facebook Messenger Viber Twitter “ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა და წარმომადგენელმა რომ ახსენოს მოსკოვის პროსპექტი ვიფიქრებ რომ აბსოლუტური უფლება აქვს ამ თემაზე ისაუბროს. 2004 წლის გმირია ზაზა დამენია, ეროვნული გმირია. 2008 წელს რუსეტთან გვქონდა ომი, 2004 დან 2008 წლამდე მოსკოვის პროსპექტისთვის სახელი არ შეუცვლიათ. 2009წელს, 10,11, 12-ში რატომ არ გადაარქვეს მოსკოვის პროსპექტს სახელი? ხომ არის ამაში […]
ჩეხეთში დამზადებული ნერვული აგენტი, რომელიც პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა სატელევიზიო ინტერვიუში "ნოვიჩოკის" სახელით აღწერა, შეიცავდა სხვა ტიპის ტოქსინს, განსხვავებულს იმისგან, რომელიც, ბრიტანეთის განცხადებით, გამოყენებულ იქნა ყოფილი აგენტის მოსაწამლად - იუწყება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. "ნოვიჩოკი" პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა. ბრიტანეთმა ის ამოიცნო იმ მომწამვლელ აგენტში, რომელიც 4 მარტს, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში გამოიყენეს სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას წინააღმდეგ. ლონდონი მოწამვლაში ადანაშაულებს რუსეთს. Читать дальше...
სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრა გამართა რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირისა და საქართველოს ელჩებთან და მათ აცნობა, რომ მუშაობს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე. "ელჩებს ვაცნობე შეთანხმებები, რომლებსაც მივაღწიეთ შიდაპოლიტიკური კრიზისის განსამუხტად" - ამბობს ფაშინიანი 3 მაისს ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს: "ასევე განვიხილეთ რამდენიმე ორმხრივი შეთანხმების საკითხები. სომხეთში აკრედიტირებულ ელჩებთან შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება". 3 მაისს ფაშინიანი მეორედ... Читать дальше...
16 წლისას რომ დაენებებინა ჩოგბურთისთვის თავი, ამ ასაკში მწვრთნელისთვის საჭირო ცოდნას ვერ მოაგროვებდა, ასე ფიქრობს მადრიდში მცხოვრები ჩოგბურთის მწვრთნელი, სპორტის თეორეტიკოსი, ლექსების ავტორი და მთარგმნელი გიორგი მარგიშვილი. რადიო თავისუფლების გადამღები ჯგუფი, ოქროპირ რუხაძე, ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად, ეწვია გიორგი მარგიშვილის მიერ დაარსებულ ჩოგბურთის აკადემიას, რეზიდენციას, სადაც ოჯახური გარემო ექმნებათ ახალგაზრდა სპორტსმენებს, და კორტებს მადრიდის გარეუბანში.
სომხეთს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიასპორა ჰყავს და შესაბამისად, გამორჩეულია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანებით. ნიკო ლაპარაკობს ზილჯიანების ოჯახზე, სონა ნორსესიანსა და ანჯელა სარაფიანზე - სომხური წარმომავლობის ნაკლებად ცნობილ, მაგრამ გამორჩეულ სამეულზე.
მუშებმა უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე იმის გამო, რომ, მათი თქმით, დამსაქმებელი მათ შრომით უფლებებს არღვევს და, უკვე რამდენიმე თვეა, კვირაში 74 საათს, თვეში კი 29 დღეს ამუშავებს და, ამასთანავე, ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ანაზღაურებს.
პარლამენტი განიხილავს მთავრობის სამშვიდობო საკანონმდებლო ინიციატივას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. ინიციატივის განხორციელება იგეგმება სამი ძირითადი მიმართულებით: ვაჭრობა გამყოფი ხაზების გასწვრივ; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და გამარტივებული მექანიზმები საამისოდ კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა.
დღეს "კალეიდოსკოპში" დიდი ტალღის პრიზსა და სერფინგის ბრაზილიელ რეკორდსმენზე ვილაპარაკებთ, ასევე ვესტუმრებით პრაღას, რომელიც პირველ მაისს შეყვარებული წყვილების თავშეყრის ადგილად იქცევა ხოლმე.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობაზე რჩება. ფედერაციის აღმასკომის სხდომა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა და აღმასკომის წევრებმა მხარი დაუჭირეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის განთავისუფლებას, ქევხიშვილის გადაყენების ინიციატივამდე კი საქმე არ მისულა. აღმასკომის წევრ შოთა ხაბარელის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტის საკითხის დაყენებამდე აუცილებლად შეხვდებიან სპორტსმენებს, მოისმენენ მათ არგუმენტებს, სიტუაციას უკეთ შეისწავლიან და საუკეთესო გამოსავალსაც მოძებნიან. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter „დედათქვენი დაგეხატათ პრეზერვატივზე- მეთქი, წამოხტა და მოსამართლეს უთხრა, შეურაცხყოფას მაყანებენო, ანუ დაადასტურა, რომ ეს შეურაცხყოფაა“ ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში ისაა, რომ ლიბერალური ინტერნაციონალის მარიონეტებს აქვთ უზურპირებული ხელისუფლება. მინდა ზურგსუკან მდგარ ძალებს ვუთხრა, რომ თამარ მეფე ყველა ქართველის დედაა და უფრო მეტია ვიდრე დედამისი და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანის დედა“, – ამის შესახებ […]
ზუგდიდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. ისინი აპროტესტებენ მცირე ავტოსადგურების მომრავლებას ქალაქში და ამბობენ, რომ პროცესი კანონის ფარგლებში არ კონტროლდება.
აიკრძალოს აბორტი, სამშვილიანი ოჯახი ჩაითვალოს მრავალშვილიანად, სავალდებულო გახდეს კერძო თუ საჯარო დამსაქმებლისათვის 6 თვემდე დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვების მკურნალობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფომ აიღოს.
კრემლი მიესალმა ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის განცხადებას, რომ ჩეხეთი მცირე რაოდენობით აწარმოებდა "ნოვიჩოკის" კატეგორიაში მყოფ ნერვულ აგენტს - რომელიც, ბრიტანეთის განცხადებით, გამოყენებულ იქნა რუსეთის ყოფილი აგენტის მოსაწამლად. კრემლი აცხადებს, რომ ზემანის სიტყვები ძირს უთხრის ლონდონის პოზიციას. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა 4 მაისს თქვა, ზემანის სიტყვები "დამაჯერებელი ილუსტრაციაა", რომ ბრიტანეთის პოზიცია საფუძველს სრულიად მოკლებულიაო. ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში... Читать дальше...
გადაცემის სტუმრები არიან თეკლე ქველაძე და ნინო ბექიშვილი "მწერალთა სახლიდან".
4 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" კობა ნადირაძე, სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების მონიტორინგის საბჭოს წევრი.
„ანარეკლების“ თვის შემაჯამებელ გადაცემაში „აპრილი - 2018” “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე და გოგი გვახარია გასული თვის მნიშვნელოვან მოვლენებს შეაჯამებენ. მეზობელ სომხეთში მიმდინარე რევოლუციური პოლიტიკური ძვრები, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა, დასაქმების პრობლემები საქართველოში, აგარის ქარხნის თანამშრომლების ბედი, ტყიბულელი მუშების შრომითი უსაფრთხოების საკითხები და სახელმწიფოს უნარი დაიცვას... Читать дальше...
„შენი იდეა ქალაქის მერს“ - პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა ჯგუფი თბილისის მთავრობას სთავაზობს წყლის ტრანსპორტის განვითარების გეგმას, რომლის მიხედვითაც, მდინარის გასწვრივ გაშენებული უბნები (ორთაჭალიდან დიღომამდე) ერთმანეთს წყლის ავტობუსებით დაუკავშირდებიან.
2018 წლის 13 ოქტომბერს საწყლოსნო საცურაო კომპლექსს 40 წელი უსრულდება. ხუთი წელია, კომპლექსი აღარ ფუნქციონირებს და აუზებში წყლის ნაცვლად ბალახი ბიბინებს.
4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული ბრენდი „აიისა“ და მას ბაზრიდან პროდუქციის ამოსაღებად ერთი კვირის ვადა მისცა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ვარჯიშს წყვეტს და საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს, სანამ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს. სპორტსმენებმა საგანგებო განცხადება მოამზადეს, რომელშიც წერია, რომ დავით ქევხიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოში ძიუდოს არ აქვს მომავალი, რაც დასტურდება ბოლო წლებში დაფიქსირებული საერთო შედეგებით. „რაც კი წარმატება გვქონდა, ყველა მხოლოდ ჩვენი - სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომით მიიღწეოდა და არა ფედერაციის მხარდაჭერით. Читать дальше...
4 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ თუთბერიძე, IDFI-ს პროექტის მენეჯერი.
სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა 50-მდე მუშამ. ისინი აცხადებენ რომ დამსაქმებელი მათ შრომით უფლებებს არღვევს და უკვე რამდენიმე თვეა კვირაში 74 საათს, თვეში კი 29 დღეს ამუშავებს, ხოლო ზეგანაკვეთურის ანაზღაურება არ ხდება. გაფიცულების თქმით, 1 მაისიდან მათ ახალი შრომითი ხელსეკრულებებზე უნდა მოეწერათ ხელი, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა პირობა დღემდე არ შეასრულეს. გაფიცული მუშები სამუშაოს ასრულებდნენ თურქულ კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთისთვის", რომლის დამკვეთი თავის მხრივ, „საქართველოს გზების დეპარტამენტია.“ უწყებაში აცხადებენ... Читать дальше...
ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩართულობას იძიებს, სასამართლო სხდომაზე 70 ადამიანის გაძახებას აპირებს. სწორედ ამდენი უწყება გაუგზავნა მან ადამიანებს, რომლებიც ვირჯინიის შტატის სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ. მოსმენა ქალაქ ალექსანდრიის სასამართლოში 10 ივლისს გაიმართება. სასამართლოში გამოძახებულებს ევალებათ წარადგინონ დოკუმენტებიც, თუმცა არ ზუსტდება, რა ტიპის დოკუმენტები. სასამართლომ... Читать дальше...
ზუგდიდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილთა თქმით, დღეს დილიდან მხოლოდ ორი მიკროავტობუსი გაემგზავრა ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით, თავად კი მუშაობის გაგრძელებას დროებით არ აპირებენ. მძღოლები ხელისუფლებისგან მოითხოვენ გაკონტროლდეს სატრანსპორტო სფერო, რადგან ქალაქში რამდენიმე არალიცენზირებული მიკროავტოსადგომი ფუნქციონირებს. აქციის მონაწილეების თქმით, ამ პირობებში მათ მუშაობაში ხელი ეშლებათ მგზავრების სიმცირის გამო. ფიქრობენ, რომ ეს შეგნებულად ხდება და „ვიღაცას“ ამ ბიზნესის მონოპოლიზება სურს. Читать дальше...