საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა რიგგარეშე ყრილობა დანიშნა. დავით ქევხიშვილის გადაწყვეტილებით, ძიუდოისტები 10 მაისს შეიკრიბებიან, შიდა დაპირისპირების ყველა მიზეზს გააანალიზებენ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ერთობლივად მიიღებენ. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრები კი ყრილობამდე მოცდას არ აპირებენ და ფედერაციის პრეზიდენტს 7 მაისისთვის სთხოვენ მათ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. სპორტსმენების მთავარი მოთხოვნა დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომაა. ნაკრების წევრები... Читать дальше...
აქტივისტური ჯგუფები "თეთრი ხმაურის მოძრაობა" და „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი-ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის" (GeNPUD) საგანგებო განცხადებებს ავრცელებენ და გამოდიან გაფრთხილებით საქართველოში სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის გახშირებული შემთხვევების თაობაზე. "თეთრი ხმაურის მოძრაობა" იუწყება, რომ ახალგაზრდა ასაკის კიდევ 2 პირი გარდაიცვალა თავიანთ სახლებში, ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდგომ, ძილის პერიოდში. „მეგობრებო, მხარდამჭერებო, მომხმარებლებო... Читать дальше...
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ აძვთან გააძლიერეს ე.წ. საზღვრის დაცვა. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ქართულ მხარეს აფრთხილებს, რომ სოფელ აძვის ეკლესიაში რელიგიური ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ და აღკვეთენ საზღვრის დარღვევის მცდელობას - ამ ინფორმაციას ვკითხულობთ დეფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ვებგვერდზე. 6 მაისს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვში აღნიშნავენ გიორგობას, სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია... Читать дальше...
ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე რაიონი, რომელსაც მცირე ხნით თალიბანი დაეპატრონა, კვლავ მთავრობის ძალების კონტროლის ქვეშ არის - განუცხადა რეგიონის მთავრობის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს. ბადახშანის პროვინციის გუბერნატორი, ფაისალ ბეგზადი აცხადებს, რომ 5 მაისს, ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ მთავრობის ძალებმა შეძლეს კოჰისტანის რაიონის დაბრუნება თალიბანისგან. 3 მაისს თალიბანის მებრძოლებმა მოულოდნელი თავდასხმა მოაწყვეს კოჰისტანის რაიონში, რომელიც მდებარეობს პროვინციის დედაქალაქის, ფაიუზ აბადისკენ გზაზე. Читать дальше...
1000-ს გადააჭარბა იმ პირთა რიცხვმა, რომლებიც დააკავეს რუსეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე ლოზუნგით "ის ჩვენი მეფე არ არის" - იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, უფლებადამცველ პორტალ "ОВД-Инфо"-ზე დაყრდნობით. მოსკოვში დააკავეს 592 პირი, ჩელიაბინსკში - 164, სანკტ-პეტერბურგში - 112. ათობით მოქალაქე დააკავეს იაკუტსკში, კრასნოიარსკში, კრასნოდარში, კალუგასა და ნოვოკუზნეცკში. დაკავებულებს შორისაა ოპოზიციის ლიდერი და აქციების ორგანიზატორი, ალექსეი ნავალნი - ის დააკავეს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე... Читать дальше...
რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, უფლებადამცველ პორტალ "ОВД-Инфо"-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე ლოზუნგით "ის ჩვენი მეფე არ არის" დაკავებულია 600-ზე მეტი პირი. დაკავებულებს შორისაა ოპოზიციის ლიდერი და აქციების ორგანიზატორი, ალექსეი ნავალნი. ანტისამთავრობო მიტინგები, რომლებიც ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად მორიგ ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე დაინიშნა, გაიმართა რუსეთის ათობით ქალაქში. ყველაზე ბევრი, 150-150-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს ჩელიაბინსკსა და მოსკოვში. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი მსოფლმხედველობით, მრავალფეროვანი კულტურით, წარსულით, ისტორიით და ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან დამსწრე საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა. “ყველას კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, თუ რა არის ჩვენი მიზანი, სწრაფვა – ეს არის იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, […]
ყირიმში ორი წლით პატიმრობა მიესაჯა აქტივისტ იგორ მოვენკოს, სოციალურ მედიაში გაკეთებული, პროუკრაინული განცხადებების გამო. უფლებადამცველები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებენ. 4 მაისს სევასტოპოლის რუსეთის მიერ კონტროლირებულმა სასამართლომ მოვენკო ექსტრემიზმში სცნო დამნაშავედ. მის მიმართ ბრალდება ეფუძნებოდა კომენტარებს, რომლებიც მოვენკომ 2016 წელს დაწერა სოციალური ქსელის, "ვკონტაქტეს" ჯგუფში "ყირიმი უკრაინაა". უკრაინის უფლებადამცველი ჯგუფის, ჰელსინკის კავშირის წარმომადგენელმა, დარია სვიდიროვამ განაცხადა... Читать дальше...
მოსკოვის ცენტრში მიმდინარე, პუტინის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციამ დააკავა ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები მისი ასობით მხარდამჭერის დაკავების შესახებ. აქციები იმართება ორი დღით ადრე პუტინის მორიგ ინაუგურაციამდე პრეზიდენტად. აქციები დაგეგმილი იყო 90-მდე ქალაქში, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის ჩათვლით, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმემ მიიღო სანქცია ადგილობრივი მთავრობებისგან. აღმოსავლეთ რუსეთისა და ციმბირში გამართული აქციებიდან ვრცელდება ცნობები პოლიციის მიერ ათობით დემონსტრანტის დაკავების შესახებ. Читать дальше...
ქართველმა ძიუდოისტებმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს შეხვედრის დრო და ადგილი დაუნიშნეს. საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრები დღეს ვაკის პარკში შეიკრიბნენ და ფედერაციის პრეზიდენტის სასწრაფოდ გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. სპორტსმენები ძიუდოს აკადემიაში მისვლას ორშაბათს, დღის 12:00 საათზე აპირებენ, რათა გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვდნენ დავით ქევხიშვილს და ღიად მოსთხოვონ პასუხის გაცემა ყველა კრიტიკულ შეკითხვაზე. „ვთხოვთ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს... Читать дальше...
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ დააკავა ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" უჯრედის ხუთი წევრი, რომლებიც რამდენიმე რეგიონში გეგმავდნენ თავდასხმებს და ასევე მოიპოვა მათი შეიარაღება - ამ ცნობას რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. ხუთი ეჭვმიტანილი 3 და 4 მაისს დააკავეს იაროსლავლში, მოსკოვიდან ჩრდილოაღმოსავლეთით - იუწყებიან სააგენტოები ინტერფაქსი და ტასი, უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. რუსეთი, რომლის არმიაც სირიის მთავრობას უჭერს მხარს მიმდინარე სამოქალაქო ომში მეამბოხეების... Читать дальше...
ბელორუსიის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს სულ მცირე 14 ქალი, ისინი ითხოვენ ნარკოდანაშაულში ბრალდებების გამო დაპატიმრებული თავიანთი ოჯახის წევრების გათავისუფლებას ან სასჯელების გადასინჯვას და ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციას. მოშიმშილე ქალები თავიანთ ჯგუფს უწოდებენ სახელს "დედები 328", ბელორუსიის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის გამო, რომლის თანახმადაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული ზოგიერთი დანაშაული ითვალისწინებს ხუთიდან 25 წლამდე პატიმრობას. ქალების უმრავლესობამ შიმშილობა 27 აპრილს დაიწყო. Читать дальше...
ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, თალიბანმა კიდევ ერთი რაიონი დაიკავა ჩრდილოეთის პროვინცია ბადახშანში. 3 მაისს თალიბანის მებრძოლებმა მოულოდნელი თავდასხმა მოაწყვეს კოჰისტანათის რაიონში, რომელიც მდებარეობს პროვინციის დედაქალაქის, ფაიუზ აბადისკენ გზაზე. პროვინციის საბჭოს წევრმა, აბდულა ნაჯი ნაზარიმ 5 მაისს განაცხადა, რომ ერთდღიანი შეტაკების შემდეგ მსხვერპლის თაობაზე ცნობები არ არის. ნაზარიმ დასძინა, რომ რაიონი ახლა უკვე მესამეა, რომელსაც თალიბანი აკონტროლებს. საერთო ჯამში პროვინცია დაახლოებით ორ ათეულ რაიონს აერთიანებს. Читать дальше...
რუსეთის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააკავეს ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ასობით მხარდამჭერი. აქციები იმართება ორი დღით ადრე პუტინის მორიგ ინაუგურაციამდე პრეზიდენტად. აქციები დაგეგმილი იყო 90-მდე ქალაქში, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის ჩათვლით, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმემ მიიღო სანქცია ადგილობრივი მთავრობებისგან. აღმოსავლეთ რუსეთისა და ციმბირში გამართული აქციებიდან ვრცელდება ცნობები პოლიციის მიერ ათობით დემონსტრანტის დაკავების შესახებ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით... Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დადგენილია დრო და ადგილი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მისი საეტაპო მნიშვნელობის შეხვედრისთვის - თუმცა ჯერჯერობით ტრამპი დეტალებს არ აზუსტებს. "უკვე გვაქვს თარიღი და ადგილი. ამას მალე გამოვაცხადებთ" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს 4 მაისს. უფრო ადრე, ტრამპმა მიანიშნა, რომ ორი ლიდერის შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს ორ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში. სხვა შესაძლო ადგილებად ახსენებენ სინგაპურს, მონღოლეთს და შვეიცარიას. შეხვედრისთვის მომზადება... Читать дальше...
რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა უფლებადამცველი ორგანიზაცია მემორიალის გროზნოს დანაყოფის ხელმძღვანელის, ოიუბ ტიტიევის საჩივარი, რომელიც აპროტესტებდა მისთვის წინასწარი პატიმრობის ვადის 9 ივნისამდე გახანგრძლივებას. მემორიალმა 4 მაისს განაცხადა, რომ სასამართლომ ძალაში დატოვა მანამდე არსებული გადაწყვეტილება ტიტიევის პატიმრობაში დატოვების შესახებ, მარიხუანის ფლობის ბრალდებით - რომელიც, თავად ტიტიევის და მისი მოკავშირეების განცხადებით, შეთითხნილია. 60 წლის ტიტიევი 9 იანვარს დააპატიმრეს და მას შემდეგ ციხეში იმყოფება. Читать дальше...
ჩრდილოეთ ატლანტიკაში აშშ-ისა და ნატოს ძალების გასაძლიერებლად პენტაგონი ქმნის ახალ საზღვაო საორგანიზაციო დანაყოფს, და ამის მიზეზად ასახელებს ამ წყლებში რუსეთის მზარდ ყოფნას. "დიდ ძალებს შორის შეჯიბრთან დაბრუნება და მზარდად გააქტიურებული რუსეთი მოითხოვა ნატომ კონცენტრაცია გადაიტანოს ატლანტიკაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონტინენტის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩანდეს შემძლე და მძლავრი შეკავების ეფექტი" - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონი მაიკლმა 4 მაისს. ახალი საორგანიზაციო დანაყოფი უმნიშვნელოვანესი... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ გუდლატის ხელმძღვანელობით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს – , ამის შესახებ კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს. საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული იყო 2017 წელი, რომელიც მათ შორის მაღალი დონის... Читать дальше...
რუსეთში ოპოზიციის ლიდერია, ალექსეი ნავალნის მომხრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ საპროტესტო აქციებს, ორი დღით ადრე ვლადიმირ პუტინის მორიგ ინაუგურაციამდე პრეზიდენტად. აქციები დაგეგმილი იყო 90-მდე ქალაქში, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის ჩათვლით, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმემ მიიღო სანქცია ადგილობრივი მთავრობებისგან. აღმოსავლეთ რუსეთისა და ციმბირში გამართული აქციებიდან ვრცელდება ცნობები პოლიციის მიერ ათობით დემონსტრანტის დაკავების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტობის მეოთხე ვადის დასაწყებად პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს უნდა გაიმართოს... Читать дальше...