IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% “ქართულ ოცნებას” არასდროს მისცემდა ხმას, იგივე შეკითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს. 24% - ნაციონალური მოძრაობას ასახელებს. დემოკრატიულ მოძრაობას კი - 10%. 9% ხმას არასოდეს მისცემდა ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გორჩს“. რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს? ამ კითხვის პასუხად 27% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს. 17% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ კი-7%. 5% ხმას მისცემდა „ლეიბორისტულ პარტიას“. შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 10-22 აპრილში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით. კვლევის ცდომილება +/- 2,5%-ია.