ნანა ხიზაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახალციხის სოფლებში მოსულმა სტიქიამ დააზარალა. მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში - ანდის, წყალთბილის, სხვილისისა და ვალის მეორე შახტის დასახლებაში - 22 და 23 მაისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. მოსახლეობის ვარაუდით, ხევის ადიდება მთაში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ღვარცოფისგან მოგლეჯილი ხეები და ლოდები წყალმა სოფელში ჩაიტანა და ადგილობრივ მცხოვრებთა ეზოებში შევარდა. მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა საშემოდგომო ნათესები. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter საზოგადოების ნაწილი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან აქციას მართავს და მის დახურვას მოითხოვს. “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა საზოგადოებას 19 საათზე ტელეკომპანიის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა. მან ფეისბუქის მეშვეობით ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ეს ტელეკომპანია გარყვნილების პროპაგანდას ეწევა. ფალავანდიშვილმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გადაცემაში “არჩევანი” რომელიც ცენზურის თემაზე იყო გაკეთებული, მხატვარ ლია უკლებას ნახატი, […]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა გაავრცელა იმ სპორტსმენთა სია, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. ამით უპასუხა ლიპარტელიანმა ქევხიშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეარხზე გაკეთებულ განცხადებას, თითქოს აქციაში მხოლოდ რამდენიმე ძიუდოისტია ჩართული და ნაკრების წევრთა ნაწილი მომავალი შეჯიბრებებისთვის ემზადება, ნაწილი კი მხოლოდ ხათრის გამო დგას აქციის ინიციატორი ძიუდოისტების გვერდით. ვარლამ ლიპარტელიანის მიერ გავრცელებულ სიაშია ეროვნული ნაკრების აბსოლუტურად ყველა წევრი... Читать дальше...
ადვოკატ ბენ ემერსონის კომენტარი კრემლის წნეხსა და მუქარაზე
ფიფამ განაცხადა, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთის გუნდის მოთამაშეები დოპინგისგან თავისუფლები არიან - თუმცა დასძინა, რომ აგრძელებს რუსეთის სხვა ფეხბურთელების შესწავლას. ფიფა გამოძიებას აწარმოებდა იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ გაავრცელა. 22 მაისს ფიფამ განაცხადა, რომ შეისწავლიდა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მიერ მოწოდებულ მასალას, ისევე, როგორც მოსკოვის ლაბორატორიის ყოფილი დირექტორის, გრიგორი როდჩენკოვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ფიფა აცხადებს... Читать дальше...
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 23 მაისს დაასრულა ბოლო ზეპირი მოსმენა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელისა, რომელშიც საქართველო რუსეთს ადანაშაულებს 2008 წლის აგვისტოს ომის და მის შემდგომ პერიოდშიადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში.
Facebook Messenger Viber Twitter თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის უშუალო ამსრულებლის ფ.გ.-ს მიმართ გამოყენებულ სასჯელთან დაკავშირებით და მას სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მკვლელობაში დამხმარე ო.დ.-ისთვის შეფარდებული სასჯელი – 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, უცვლელად დატოვა, – შესაბამის ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, მსჯავრდებულები ო. დ. […]
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი აშშ-ში იმყოფება და მართავს შეხვედრებს, რომელთა თემაა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა და მისი შედეგები. ორი დღით ადრე აშშ-მა განაცხადა, რომ ირანს დაუწესებს "უმკაცრეს სანქციებს". აშშ გადის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ირანთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ამ შეთანხმების ფარგლებში ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნა, ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. აშშ-სა და ირანის გარდა... Читать дальше...
გავრცელებული ცნობებით, პენტაგონმა გენერალ-ლეიტენანტი სკოტ მილერი დანიშნა აშშ-ის და კოალიციური ძალების სარდლად ავღანეთში. სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ სკოტ მილერი შეცვლის არმიის გენერალ ჯონ ნიკოლსონს, რომელსაც ეს პოსტი ეკავა 2016 წლიდან. სკოტ მილერი აშშ-ის არმიის სპეციალური ძალების გაერთიანებული სარდლობის მეთაურია. 2013-14 წლებში იგი სპეციალური ძალების სარდალი იყო ავღანეთში, საბრძოლო ამოცანებს ასრულებდა ასევე ერაყსა და სომალიში.
მაკედონიის სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკოლა გრუევსკის, რომელიც დამნაშავედ იქნა მიჩნეული თანამდებობის ბოროტად გამოყენებით მდიდრული ავტომობილის შეძენაში. ქალაქ სკოპიეს სასამართლოს 23 მაისის დადგენილების თანახმად, გრუევსკიმ, რომელიც ქვეყნის-პრემიერ მინისტრის პოსტზე 2006-დან 2016 წლამდე იმყოფებოდა, ზეწოლა მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაზე, რათა მისთვის შეეძინათ 600 ათას ევროდ ღირებული მერსედესის კლასის ავტომობილი. სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა თავად გრუევსკი... Читать дальше...
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 23 მაისს დაასრულა ბოლო ზეპირი მოსმენა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელისა, რომელშიც საქართველო რუსეთს ადანაშაულებს 2008 წლის აგვისტოს ომის და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში. სხდომის დაწყებამდე საქართველოს მხარე აცხადებდა, რომ რუსეთთან დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები. „რუსული მხარისგან არგუმენტების ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი... Читать дальше...
რუსეთში სააპელაციო სასამართლომ უარყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საჩივარი, რომლითაც ის აპროტესტებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებისთვის მისჯილ, 30-დღიან პატიმრობას. თავად ნავალნი მისთვის წაყენებულ ბრალდებებს "სასაცილოს" უწოდებს. პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსი ერთ-ერთი იყო იმ 1600-ზე მეტი მოქალაქიდან, რომლებიც 5 მაისს დააკავეს ქვეყნის მასშტაბით. 22 მაისს დააკავეს ნავალნის იუტუბის არხის წამყვანი, რუსლან შავედინოვი და ანალოგიური ბრალდებებით მასაც 30 დღით მიუსაჯეს პატიმრობა. Читать дальше...
23 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: გიორგი ჭეხანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო კიკნაძე, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი.
23 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ზოიძე, "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მხარი დაუჭირა „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლას და მისთვის „პირველი რესპუბლიკის მოედნის“ დარქმევას. კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ საკრებულოს ოპოზიციის წევრები, რომლებიც „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლას აფასებენ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად. „გამოსვლა ისეთი ინიციატივით, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ასიათასობით ადამიანს და ქვეყნის ისტორიულ წარსულს, დაუშვებელია. ვარდების რევოლუციამ ძალიან ბევრი რამ... Читать дальше...
კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლი, ზვიად გელბახიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. კლუბ "ბასიანთან" არიან მისი დამფუძნებლები და სამართალდამცველები და ერთობლივად ათვალიერებენ ტერიტორიას, რის შემდეგაც კლუბის გასაღები მის მფლობელებს გადაეცემათ. კლუბი 12 მაისის შემდეგ ამ დრომდე დახურული იყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო. კლუბ "ბასიანის" გახსნამდე ერთი დღით ადრე გაიხსნა 12 მაისის... Читать дальше...
ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც ბორჯომში 2016 წელს 134 ათასი ლარი დაჯდა, კვლავ შეკეთებას საჭიროებს.
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ(ფიფა) რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე განაცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ გროზნოს ოფისის ხელმძვანელის, ოიუბ ტიტიევის გარშემო შექმნილი სიტუაციით. ფიფამ წერილით უპასუხა 14 უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ აპრილში გაგზავნილ მიმართვას, რომელშიც ფედერაცის პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს მოუწოდებდნენ რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგისკენ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა კრიზისული მდგომარეობის და ტიტიევის დაკავების გამო. Читать дальше...
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ გასაუქმებელია სტადიონებზე ქალების ყოფნის აკრძალვა. ირანელ სპორტსმენებთან შეხვედრისას როჰანიმ აღნიშნა, რომ ისლამი მამაკაცების და ქალების გაყოფას არ ითვალისწინებს და ამიტომ, ქალებსაც უნდა ჰქონდეთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება, მით უმეტეს, რომ სპორტით აქტიურად არიან დაკავებულნი და წარმატებებსაც აღწევენ. ირანელ ქალებს სტადიონებზე ყოფნა აუკრძალეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. სასულიერო პირები აკრძალვას იმით ამართლებენ, რომ ქალებს არ უნდა ესმოდეთ სტადიონებზე მამაკაცების გინება. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter „თამარ, 2010-2012 წლებში თქვენ საკმაოდ აქტიურად იყავით ჩართული საზოგადოებრივ და არასამთავრობო სექტორის ცხოვრებაში, სხვა მრავალ პასუხისმგებლობასთან ერთად, თქვენ იყავით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რა გახსენდებათ ყველაზე დიდ გამომწვევად ამ პერიოდში?”, – ჟურნალისტ თათია შარანგიას შეკითვას საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გადაცემაში „სთორი“ უპასუხა: „ეს იყო ძალიან მძიმე წლები, განსაკუთრებით 2012 წელი, […]
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრო მესამე თაობის, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების, „ჯაველინების“ გამოცდას, რომელიც 22 მაისს, საღამოს გაიმართა უკრაინის არმიის ერთ-ერთ პოლიგინზე. პოროშენკომ განაცხადა, რომ ოცნებები სრულდება და ამერიკული „ჯაველინები“ მნიშვნელოვნად გააძლიერებენ უკრაინის საარტილერიო და სარაკეტო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს. პეტრო პოროშენკოს თქმით, „ჯაველინი“ თავდაცვის საშუალებაა და მას გამოიყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეუტევს უკრაინელი სამხედროების პოზიციებს. Читать дальше...
მწერლების, მხატვრების, მუსიკოსებისა თუ რეჟისორების ერთი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით, შესაძლოა, შევიდეს „კანონში კულტურის შესახებ“.
„ანბანით მოთხრობილი საქართველო“ - ეს არის მთავარი კონცეფცია ქართული პავილიონისა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს კვირა წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ბოლო დღეებში დაიღუპა 5 უკრაინელი ჯარისკაცი და ორი სამოქალაქო პირი, მათ შორის 13 წლის ბიჭი. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, აშშ რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესია და შეასრულოს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. სახელმწიფო დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობას კრემლი აკონტროლებს და შესაბამისად... Читать дальше...
24 მაისს პრაღაში რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა უნდა შექმნან სპეციალური სამუშაო ჯგუფი.