Добавить новость
World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2025

Новости за 21.01.2025

Radiotavisupleba.ge 

რუხაძე: აშშ ვერ დამასანქცირებს, სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას, როგორც აშშ-ის მოქალაქეს "ვერ დაასანქცირებს". რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ამით იგი გამოეხმაურა წერილს, რომელიც შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს. წერილი რადიო თავისუფლებას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. "რა თქმა უნდა, მე სანქციები არ მახარებს. არ მგონია, რომ მე სანქციები მემუქრება, შემიძლია, ვრცლად ავხსნა, რატომ მგონია... მაგრამ საერთოდ, ამ სიტუაციაში რომ ვარ და ამ ფორმაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქტივისტებმა სტიკერები გააკრეს ბათუმის “შერატონში", სადაც პოლიცია მივიდა

“არ არის უსაფრთხო" - ამ წარწერით სტიკერები ბათუმში სასტუმრო შერატონის ფოიეში გააკრეს აქტივისტებმა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა. მათ "შერატონის" მენეჯმენტს კიდევ ერთხელ მოსთხოვეს სასტუმროში 14 იანვარს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადაცემა, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ, ორგანიზაცია „გამჭირვალობა საქართველოს“ კოორდინატორზე თავდასხმა. ადგილზე მივიდა პოლიცია. პარტია "საქართველოსთვის"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკიმ დავოსში მოუწოდა ევროპას შეიძინოს ამერიკული გაზი და მშპ-ის 5%-ით დააფინანსოს თავდაცვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას მხარი დაუჭირა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილს, რათა ნატოს ქვეყნებმა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ზელენსკის თქმით, თუ სათანადო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ი თავდაცვაზე დახარჯოს, "დაე, ეს იყოს 5%"-იდა არ არის სპეკულირება საჭირო იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს მედიცინის ან პენსიების ხარჯზე. ზელენსკის მიჩნია, რომ ევროკავშირი, თავისი სუბიექტობის შესანარჩუნებლად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი: ომის გაგრძელებით, პუტინი „რუსეთს ანადგურებს“

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელებით, ვლადიმირ პუტინი რუსეთს „ანადგურებს“. ლიდერები მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოხატავენ, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერია.

Radiotavisupleba.ge 

America First!

„პირველ რიგში უნდა გადავარჩინოთ ამერიკა, პირველ რიგში ამერიკა უნდა გავხადოთ სტაბილური, პირველ რიგში ამერიკა უნდა ავაყვავოთ, პირველ რიგში ამერიკაზე უნდა ვიფიქროთ, პირველ რიგში ამერიკა უნდა განვადიდოთ, პირველ რიგში ამერიკას უნდა ვეთაყვანოთ!“

Radiotavisupleba.ge 

შეუძლია თუ არა მოლდოვას დნესტრისპირეთის დაბრუნება?

2025 წლის პროგნოზების შესახებ ევროპელ ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებთან საუბრისას მუდმივად ჩნდებოდა ერთი საკმაოდ გასაკვირი პროგნოზი.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა ტრამპის პირველ ვადაში: ჯაველინები, სამხედრო კატარღები, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მსოფლიო ყურადღებით აკვირდება მეორე ვადით არჩეული ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველ ნაბიჯებს, მათ შორის ელოდება გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას აშშ-ის გადაწყვეტილებების მიუხედავად - ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, მიუხედავად აშშ-ში პოლიტიკური ცვლილებებისა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 21 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. "უკრაინას თითქმის 130 მილიარდი ევროთი უკვე დავუჭირეთ მხარი. და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ყოველგვარი ეჭვის გარეშე. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა დამოუკიდებელ... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

„არ გეგონოს, უაზრო იყო შენი სიკვდილი“ - უკრაინაში დაღუპული კახა თილიძე დაკრძალეს

„გამარჯობა, იცი, რაზე ვფიქრობ? ვინმეს გიკეთებიათ საქმე, ყველაზე მაგრად რაც გამოგდით, გინდ პროფესია დავარქვათ, გინდ გატაცება. მოკლედ, საქმე, რაც გისწორდება, იმას რომ აკეთებ და ყველაზე მაგრად რომ გამოგდის ეგ საქმე, ხომ მაგარია? აი, მასე ვარ მეც“...

Radiotavisupleba.ge 

სირიის პორტმა ტარტუსმა კონტრაქტი გაწყვიტა რუსულ კომპანიასთან

სირიის ახალმა ხელისუფლებამ გააუქმა საინვესტიციო შეთანხმება რუსულ კომპანია "სტროიტრანსგაზსა" და სირიის ხმელთაშუა ზღვის პორტ ტარტუსს შორის. ამის შესახებ სირიულ გაზეთ "ალ-ვატანს" ტარტუს საბაჟოს დირექტორმა, რიად ჯუდიმ აცნობა. პუბლიკაციამ გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" ყურადღება მიიპყრო. " "პორტის საქმიანობიდან მიღებული ყველა შემოსავალი ახლა მიმართულია სირიის სახელმწიფოს სასარგებლოდ. პორტში დასაქმებული მუშები სირიის მხარის კონტროლს დაუბრუნდებიან", - ციტირებს გაზეთს ჯუდი. მისი სიტყვებიდან გამომდინარეობს ისიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დიპ სტეიტი“ და „გლოპი“ არაფერ შუაშია - ბაჩიაშვილმა ივანიშვილის ადვოკატს უპასუხა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პერსონალურმა ფინანსისტმა გიორგი ბაჩიაშვილმა, - რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის განცხადების საფუძველზე საქმეა აღძრული კრიპტოვალუტების საქმეზე, - ყოფილი დამსაქმებლის ადვოკატს უპასუხა და მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს „ცუდად შეკერილი“ უწოდა.

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ, 21 იანვრის გადაწყვეტილებასაც - სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი. აქციის მონაწილეები თავიანთი კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ. "მზია ისჯება პროფესიული საქმიანობისთვის. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს. მზია არ იმსახურებს პატიმრობას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორუფციის ბრალდებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი ოლეგ დრუზი დააკავა. ის კორუფციაშია ეჭვმიტანილი. გამომძიებლების თქმით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ექიმი მილიონ აშშ დოლარზე მეტით, უკანონოდ გამდიდრდა. დრუზი არის სამხედრო-სამედიცინო კომისიის უფროსის მოადგილე, რომელიც სამსახურისთვის სამხედრო პერსონალის ვარგისიანობას წყვეტს. ორ წელიწადში მან შეიძინა სახლი კიევის რეგიონში, ორი ბინა კიევში, ბინა ოდესაში, ოთხი BMW-ს მარკის მანქანა და სხვა ქონება, რაც არ აუსახავს დეკლარაციაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ცენტრი უქმდება" - საჯარო სექტორში დასაქმებულები გათავისუფლებას მოელიან

რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს, სალომე ნატროშვილს, მარიამ ჩაჩუას და ნინი ლეჟავას, სხვა კოლეგების თანდასწრებით გამოუცხადეს, რომ ცენტრი უქმდება, რაც ნიშნავს მათი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას. ცენტრის სამმა მოქმედმა თანამშრომელმა, სალომე ნატროშვილმა, მარიამ ჩაჩუამ და ნინი ლეჟავამ, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 20 იანვარს გამოქვეყნდა, ღიად ილაპარაკეს საჯარო სექტორის თანამშრომლების პეტიციის გავრცელებისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის სააპელაციომ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი. როგორც მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველ ორგანიზაციაში, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, მათ ჯერ არ მიუღიათ და, სავარაუდოდ, ხვალ ჩაბარდებათ ამ გადაწყვეტილების დასაბუთება. მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით. მას „პოლიციელზე თავდასხმას“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე, 66 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, - ამის შესახებ გაზეთი Hurriyet-ი შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით იუწყება. ხანძარი 12-სართულიანი ხის სასტუმროს რესტორანში დილის სამ საათზე გაჩნდა. სასტუმროში ამ დროს 237 ადამიანი ცხოვრობდა, პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების ნაწილი ფანჯრებიდან გადმოხტომით ცდილობდა თავის შველას. ამის გამო, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა ათობით სახანძრო და 38 სასწრაფო დახმარების მანქანა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ივანიშვილის ცოლის კომპანიაში ამბობენ, რომ სანქცირებას არ უკავშირდება „ლუსოლის“ დაფუძნება

ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის კომპანია „ლუსოლის“ დაფუძნება არ უკავშირდება მისი ქმრისთვის აშშ-ის მიერ სანქციის დაწესებას - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ვეფხვია დვალმა.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სასამართლოში პირველი სარჩელი შევიდა მიგრანტების შვილებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო

ნიუ-ჰემფშირის რაიონულ სასამართლოში პირველი სარჩელი შევიდა თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის წინააღმდეგ იმ დეკრეტის გამო, რომელიც გარკვეული კატეგორიის ემიგრანტი ბავშვებისთვის მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ითვალისწინებს. დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებიდან პირველ საათებში მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ კონსტიტუციის მე-14 შესწორება "არასდროს ყოფილა ინტერპრეტირებული, როგორც მოქალაქეობის უნივერსალური გავრცელება ყველაზე, ვინც შეერთებულ შტატებში დაიბადა." ტრამპის განკარგულების თანახმად... Читать дальше...


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus