Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ-ის სასამართლოში პირველი სარჩელი შევიდა მიგრანტების შვილებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო

ნიუ-ჰემფშირის რაიონულ სასამართლოში პირველი სარჩელი შევიდა თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის წინააღმდეგ იმ დეკრეტის გამო, რომელიც გარკვეული კატეგორიის ემიგრანტი ბავშვებისთვის მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ითვალისწინებს.

დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებიდან პირველ საათებში მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ კონსტიტუციის მე-14 შესწორება "არასდროს ყოფილა ინტერპრეტირებული, როგორც მოქალაქეობის უნივერსალური გავრცელება ყველაზე, ვინც შეერთებულ შტატებში დაიბადა."

ტრამპის განკარგულების თანახმად, მოქალაქეობის უფლება დაბადებით არ ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომელთა მშობლები არალეგალურად იმყოფებიან შეერთებულ შტატებში, ასევე იმ ბავშვზე, რომლის დედა დროებით იმყოფება შეერთებულ შტატებში, მაგალითად, სტუდენტური, სამუშაო ან ტურისტული ვიზით, ხოლო მამა არ არის აშშ-ის მოქალაქე ან არ აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

სასამართლოში მოსარჩელეები არიან ნიუ-იორკის ემიგრანტთა ორგანიზაცია Make the Road New York-ი, ლათინური ამერიკის მოქალაქეების ლიგა და ნიუ-ჰემფშირის ინდონეზიელთა მხარდამჭერი თემი. მას ხელი მოაწერეს ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის (ACLU) ადვოკატებმა. მათ საჩივარი შეიტანეს დაქორწინებული წყვილის სახელით, რომელიც შეერთებულ შტატებში 2023 წელს ჩავიდა.

მათი სარჩელი ამბობს, რომ დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების პრინციპმა ბავშვების მრავალ თაობას საშუალება მისცა, განეხორციელებინათ თავიანთი ოცნებები და აეშენებინათ უფრო ძლიერი ამერიკა: "მე-14 შესწორების შემქმნელებმა სპეციალურად შეიტანეს ეს პრინციპი ჩვენი კონსტიტუციის ტექსტში, რათა გარანტირებული იყოს, რომ ვერავინ, პრეზიდენტმაც კი, ვერ შეძლოს უარი უთხრას [მოქალაქეობაზე] აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს."

20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, თეთრ სახლში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ათობით განკარგულებას.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამარტივებს აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია პრაქტიკაც, როცა სამართალდამცავების მიერ დაკავებულ მიგრანტებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ათავისუფლებდნენ. დონალდ ტრამპი უარს ამბობს წესზეც, რომლის თანახმად, აშშ-ის მოქალაქეობას აძლევენ მიგრანტების შვილებს, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბადნენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus