„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პერსონალურმა ფინანსისტმა გიორგი ბაჩიაშვილმა, - რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის განცხადების საფუძველზე საქმეა აღძრული კრიპტოვალუტების საქმეზე, - ყოფილი დამსაქმებლის ადვოკატს უპასუხა და მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს „ცუდად შეკერილი“ უწოდა.