რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ორშაბათს, საღამოს გამოაცხადა, რომ დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი, დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლოვახში ცხრა ადამიანის მკვლელობის საქმესთან კავშირით. დაკავებულები არიან რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები შორეული აღმოსავლეთიდან, რომლებიც ჯარში კონტრაქტის საფუძველზე მსახურობენ. მიმდინარეობს გამოძიება, სავარაუდო მოტივად ითვლება ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი. ვოლნოვახი მდებარეობს დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ კონტროლირებულ არეალში. 27 ოქტომბერს ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს ცხრა ადამიანის... Читать дальше...
კონსერვატორიის მე-17 რექტორს, ნანა შარიქაძეს ამ პოსტზე მუშაობის ბოლო თვეებში არაერთხელ მოუწია მოესმინა კულტურის მინისტრისგან საჯარო კრიტიკა და შეურაცხყოფა. რექტორის 4 წლიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე სამინისტრომ არჩევნების პროცესი შეაჩერა.
30 ოქტომბერს ოდესის გემთსაშენ ობიექტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ოთხი თანამშრომლის დაჭრა მოჰყვა, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და აღჭურვილობა - აცხადებს რეგიონის გენერალური პროკურატურა. რეგიონის გუბერნატორმა, ოლეჰ კიპერმა თავიდან თქვა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიჭრა გემთსაშენის ორი თანამშრომელი, თუმცა შემდეგ გამოცხადდა, რომ ოთხმა პირმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები და ორი მათგანი საავადმყოფოში მოათავსეს. უკრაინის გენერალურმა შტაბმა მანამდე გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ღამით... Читать дальше...
Целью EPTA является развитие сотрудничества, которое улучшает начальное и непрерывное обучение персонала исправительных учреждений
Второе место в рейтинге военной мощи заняли США, третье - Китай.
Движение транспортных средств будет ограничено от площади Горгасали до моста Метехи и подъема Метехи в направлении площади Европы
25 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინი რელიგიურ ლიდერებს შეხვდა, ისრაელ-ღაზის კონფლიქტზე ესაუბრა და, ამის საპირწონედ, რუსეთი სხვადასხვა რელიგიის ჰარმონიული თანაცხოვრების ნათელ მაგალითად წარმოაჩინა. ოთხ დღეში დაღესტანში გააფთრებულმა ბრბომ ანტისემიტური ლოზუნგებით ებრაელების ლინჩის წესით გასამართლება მოინდომა.
Все клиники могут продолжить ту деятельность, по которой имеют соответствующие разрешения, заявил министр
ხუთი თვის წინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მთელ ფრონტზე წამოიწყეს კონტრშეტევები რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, უკრაინის სარდლობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, თავდაპირველად, წარმოადგენდა ბერდიანსკისა და მელიტოპოლის განთავისუფლება.
რუსეთის ებრაელთა თემების ფედერაციის ხელმძღვანელმა ხელისუფლებას მოუწოდა გამოიძიოს და დასაჯოს პირები, რომლებიც 29 ოქტომბერს ძირითადად მუსლიმებით დასახლებული დაღესტნის დედაქალაქის, მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ, სკანდირებდნენ ანტისემიტურ ლოზუნგებს და ალყა შემოარტყეს თელ-ავივიდან ჩამოფრენილ რეისს. მაჰაჩყალის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა ათობით პირი, რომლებიც გაბრაზებულები იყვნენ ისრაელსა და "ჰამასის" რადიკალებს შორის ომით შექმნილი ვითარების გამო. აეროპორტში გაგზავნეს პოლიციის და ეროვნული გვარდიის საგანგებო დანაყოფები... Читать дальше...
ავტორი: ეკა მაღალდაძე, "ამერიკის ხმა" საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ლიდერებმა საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში უნდა მიიღონ, თუმცა მანამდე ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს და გადაწყვეტილებაც დიდწილად ამ შეფასებებს დაეფუძნება. ანგარიშის გამოქვეყნებამდე კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება. საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი კვლავ ამბობენ, რომ იმედი აქვთ, ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და რეკომენდაციების შესრულების კუთხით... Читать дальше...
ისრაელის არმიის განცხადებით, ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის ფონზე მოხერხდა ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე ქალის გათავისუფლება მძევლობიდან, რომელშიც ის იმყოფებოდა 7 ოქტომბერს, პალესტინური რადიკალური ჯგუფის, "ჰამასის" მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ. საქმე ეხება სახმელეთო ომის პირობებში პირველ გათავისუფლებულ მძევალს, და პირველ გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეს. მანამდე "ჰამასმა" გაათავისუფლა ოთხი ქალი, სამოქალაქო პირები. ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობით, გათავისუფლებული ქალი... Читать дальше...
30 ოქტომბერს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლომ 1 მოწმე დაკითხა, გამოიკვლია ვიდეომტკიცებულებები და გრიგორიადისის ტელეფონიდან ამოღებული ჩანაწერები იმ ჯგუფიდან, სადაც აქციებზე მოსიარულე ადამიანები ერთმანეთს უსაფრთხოების და თავდაცვის წესებს უზიარებდნენ.
სოფელ არხილოსკალოში, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, "ვეფხი და მოყმის" ძეგლი, საპოლიციო ლენტითაა შემოსაზღვრული. იქვე არიან სამართალდამცავები. ერთი დღით ადრე ძეგლს მოტეხილი მძიმე ფრაგმენტი 3 წლის გაბრიელს დაეცა და ფაქტობრივად ადგილზე მოკლა.
Согласно официальным задекларированным данным, в январе-сентябре 2023 года в Грузии было выдано 8 169 разрешений, что на 1,1% больше по сравнению с аналогичным периодом прошлого года
Сегодня в оппозиции заняты разоблачением друг друга и бегством с тонущего корабля, заявил спикер парламента
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა საფრანგეთის მაუწყებკის რადიოსადგურ RMC-სს 30 ოქტომბერს უთხრა, რომ პარიზი აპირებს რუსეთის 39 მოქალაქის დეპორტირებას - მათი, ვინც, საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, რადიკალური ისლამის მიმდევრები არიან. გაურკვეველია ეს 39 მოქალაქე თუ მოიცავს იმ ოთხ თინეიჯერს, მათ შორის რუსეთის ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკების მცხოვრებთ, რომლებიც გასულ კვირაში პარიზში დააკავეს ეჭვით, რომ ისინი პარიზში ისრაელის საელჩოზე გეგმავდნენ თავდასხმას. Читать дальше...
რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა ადამმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში რიგით მესამე სახელმწიფო ჯილდო მიიღო: 25 ოქტომბერს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რაშიდ თემრეზოვმა ადამ კადიროვს გადასცა რესპუბლიკის ღირსების ორდენი.
პატიმრობაში მყოფი რუსი პოლიტიკოსები - მათ შორის კრემლის კრიტიკოსები, ალექსეი ნავალნი და ვლადიმირ კარა-მურზა - სხვა აქტივისტებთან ერთად 30 ოქტომბერს მართავენ ერთდღიანი შიმშილობის აქციას, რათა პატივი მიაგონ პოლიტპატიმრებს. პარალელურად, რუსეთის რამდენიმე რეგიონში მოქალაქეები აღნიშნავენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. შიმშილობის აქციის ინიციატორები იყვნენ ნავალნი, კარა-მურზა და სხვები, მათ შორის ლილია ჩანიშევა, დანიელ ხოლოდნი, ვადიმ ოსტანინი, მიხაილ კრიგერი - ყველა მათგანი პოლიტპატიმრებად... Читать дальше...
Совместная азербайджано-узбекская компания создаст соответствующий комплекс на территории Гаджигабульского промышленного квартала, там будут трудоустроены 1200 человек
ირანის მოქალაქეები, გაფრთხილების მიუხედავად, რამდენიმე ქალაქში მართავენ მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს და აპროტესტებენ არმიტა გარავანდის სიკვდილს. 17 წლის გოგო სასიკვდილოდ დაშავდა თეირანის მეტროში, სადაც, სავარაუდოდ, მას მორალის პოლიცია დაუპირისპირდა, რადგან ჰიჯაბის გარეშე იყო. არმიტა გარავანდი 29 ოქტომბერს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიის პარალელურად დააკავეს სამოქალაქო უფლებების რამდენიმე დამცველი. თეირანსა და სხვა ქალაქებში ჩნდება ანტისამთავრობო და გარავანდის ხსოვნის პატივისცემის შინაარსის წარწერები. Читать дальше...
მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური ქირურგია, როგორც გეგმური ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა. ისინი ფინანსდებიან „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა... Читать дальше...
ოკუპირებული აფხაზეთის „სამთავრობო დელეგაცია“ მინსკში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია „ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების გამართვა“. „დელეგაციის“ შემადგენლობაში შედიან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა, „შინაგან საქმეთა მინისტრი“ რობერტ კიუტი, „ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი“ ედუარდ ბუტბა, „კულტურის მინისტრი“ დინარა სმირი, „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ ლევ კვიცინია, სოხუმის „ადმინისტრაციის უფროსი“ ბესლან ეშბა, „ახალგაზრდობის... Читать дальше...
პალესტინელები ღაზის სექტორში ინტენსიურ საჰაერო და საარტილერიო დარტყმებზე იუწყებიან. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ისრაელის სამხედროები ანკლავში სახმელეთო ოპერაციას ახორციელებენ და სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო იზრდება საერთაშორისო მოწოდებების რაოდენობა. ისრაელის არმიის განცხადებით, ბოლო დღეებში მან ექსტრემისტთა 600-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა დარტყმა და განაგრძობს სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას ღაზაში, სადაც კონფლიქტის დაწყებიდან მეოთხე კვირაში მოსახლეობას მწვავედ ესაჭიროება საწვავი, საკვები და სასმელი წყალი. Читать дальше...
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ სააგენტო "როიტერსს" 30 ოქტომბერს უთხრა, რომ მისი ქვეყანა მუშაობს ღაზის ომში ჰუმანიტარული პაუზის მისაღწევად, რათა მოსახლეობას დახმარება მიეწოდოს. "აქტიურად ვმუშაობთ ეგვიპტელებთან, ისრაელელებთან და სხვებთან, რათა შევეცადოთ ჰუმანიტარული პაუზის, დროებითი პაუზის მიღწევას იმისთვის, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს იმ ადამიანებამდე, ვისაც ის სჭირდება", - უთხრა კლევერლიმ "როიტერსს" აბუ-დაბიში ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში. "[დახმარება] ცოტ-ცოტა შედის... Читать дальше...