ისრაელის სამხედროებმა 12 ოქტომბერს მასიური საჰაერო დარტყმები განახორციელეს ღაზის სექტორზე, რომელსაც „ჰამასი“ მართავს და განაცხადეს, რომ რეგიონის ალყა შენარჩუნდება მანამ, სანამ „ჰამასის“ არ გაათავისუფლებს დაახლოებით 150 მძევალს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის ვიზიტი, აშშ-ის მხრიდან იარაღის მიწოდებასთან ერთად, ძლიერი მწვანე შუქი იყო ისრაელისთვის, რათა გაეგრძელებინა „ჰამასის“ მიმართ შურისძიება შაბათ-კვირის თავდასხმის შემდეგ, წერს AP. ბლინკენმა 12 ოქტომბერს თელ-ავივში გამართა პრესკონფერენცია მასპინძელთან... Читать дальше...
Венгерская сторона представила свои предложения по развитию торговых отношений в нашем направлении, заявил глава администрации правительства
На встрече главы МИД с послом были обсуждены необходимость укрепления экономического сотрудничества и ситуация в регионе
Микаутадзе стал автором "покера", забив четыре мяча в ворота соперника, один из них с 11-метрового
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. პარლამენტის წევრი დაინტერესდა ყოფილი ხელისუფლების იმ თანამდებობის პირების საკითხით, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნგრეთში ცხოვრობდნენ. „ა) მომაწოდეთ საქართველოში ძებნილ იმ პირთა სრული ჩამონათვალი, რომელთაც 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ უნგრეთის მიერ მიენიჭათ პოლიტიკური თავშესაფარი. Читать дальше...
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად შეძლო ერთ თამაშში რვა გოლის გატანა და ამასთან, დიდი ანგარიშით მოგების ახალი რეკორდიც დაამყარა. გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტაილანდის ნაკრებს უმასპინძლა ამხანაგურ შეხვედრაში და ანგარიშით 8:0 დაამარცხა. რვა გოლიდან ოთხი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა, რითაც ისიც ახალი რეკორდსმენი გახდა. აქამდე, ერთ მატჩში, საქართველოს ნაკრების არც ერთ ფეხბურთელს არ შეუსრულებია „პოკერი“. მიქაუტაძის გარდა, კიდევ სამმა ქართველმა ფეხბურთელმა შეძლო ტაილანდელთა კარის აღება. Читать дальше...
7 ოქტომბერს, რუსმა კომენტატორმა მარატ ბულატოვმა, რომელიც კრემლის მომხრე შოვინისტრი ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის არხზე, გადაცემა „ Z -ს დღე“-ს ( «День Z“) უძღვება, შოუ რუსეთის პრეზიდენტისთვის 71-ე დაბადების დღის მილოცვით დაიწყო.
უეფამ, ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ გადადო 2024 წლის ევროპის საკვალიფიკაციო მატჩი კოსოვოსა და ისრაელს შორის, რომელიც 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. გადადების მიზეზი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტია, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა 7 ოქტომბრის შემდეგ. უეფამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა გაეუქმებინა მატჩი, რომელიც დაგეგმილი იყო კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში, „რადგან ისრაელის ხელისუფლება ამჟამად არ აძლევს ეროვნული გუნდის მოთამაშეებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას“. Читать дальше...
5 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც დირექტორთა არჩევნები გაიმართება. ამ დღეს გაირკვა, რომ საქართველოს 927 სკოლაში დირექტორების არჩევნები ფაქტობრივად არ ჩატარდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში სტუმრობისას შეხვედრები გამართა ამ ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლებთან და ღაზის სექტორში დარჩენილი მოსახლეობის „ჰუმანიტარული მოთხოვნილებები “ განიხილა „განვიხილეთ გზები, როგორ დაკმაყოფილდეს ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჰუმანიტარული მოთხოვნები იმისთვის, რომ დავიცვათ ისინი ზიანისგან, მაშინ, როცა ისრაელი ატარებს თავის ლეგიტიმურ ოპერაციას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა დაიცვას თავი ტერორიზმისგან და რათა მსგავსი არასოდეს განმეორდეს“, განახადა ბლინკენმა... Читать дальше...
საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღეს აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი ორბელიანების სასახლეში შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და რწმუნებათა სიგელი გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიალის შემდეგ ელჩსა და პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა გამართა. ოფიციალური ინფოცმაციით, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის. Читать дальше...
ღაზა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ტერიტორიაა, სადაც უძველესი სავაჭრო და სანაოსნო გზები გადიოდა. 1917 წლამდე მას ოსმალეთის იმპერია ფლობდა.
პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ხუთი დღის შემდეგ მას მერე, რაც რადიკალ-ისლამისტურმა გასამხედროებულმა გაერთიანება, „ჰამასმა“ იერიში მიტანა ისრაელზე, პირველი განცხადება გააკეთა. პალესტინური მედიის თანახმად, აბასმა, რომელიც იორდანიის მეფეს, აბდულა II-ს შეხვდა, თქვა, რომ მის მიმართ მტრული „ჰამასის“ გეგმების შესახებ მან არაფერი იცოდა. „ჩვენ უარვყოფთ სამოქალაქო პირების დახოცვას და არასათანადო მოპყრობას ორივე მხარეს, რადგან ეს მორალის, რელიგიის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა,“თქვა აბასმა... Читать дальше...
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ორ თვეში ამოქმედდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანია გათავისუფლებული ციხიდან.
Мировое турне "Сыграй с шахматной королевой" стартует с поездки в Палермо 31 октября
გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს ჰააგაში სომხეთმა ადრე მიმართა თხოვნით, მიიღოს ზომები, რათა აზერბაიჯანს ვერ განახორციელებინა „ეთნიკური წმენდა“ მთიან ყარაბაღში და დაცული ყოფილიყო რეგიონში ეთნიკური სომხების უფლებები. აზერბაიჯანის სწრაფმა სამხედრო იერიშმა სექტემბერში აიძულა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გაქცეულიყო და რეგიონი დაეტოვებინა. მოსმენები საქმეში „სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ ჰააგაში დაიწყო 12 ოქტომბერს ორივე მხარის წარმომადგენლების განცხადებებით. სომხეთი მოითხოვს აზერბაიჯანისგან, შეწყვიტოს... Читать дальше...
Сезонный грипп – это острая респираторная инфекция, вызываемая вирусами гриппа, которые циркулируют во всем мире
აითაჯ შახმაროვა 13 წლის იყო, როცა გასული წლის შემოდგომაზე, დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს და მოზარდი მასზე გაცილებით უფროს და შეძლებულ კაცზე, 27 წლის ასიმ ასლანოვზე დანიშნეს - 11 ოქტომბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მადონა მაისურაძემ, ასე გააცნო მათ მიმართ წარდგენილი ბრალის შინაარსი აითაჯის დედას, ეგანე მაგარამოვასა და მის ძმას, ნადიკ მაგარამოვს. ბრალდება და-ძმას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება - ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. Читать дальше...
„გადარევა შეიძლება“, „გააჩერეთ ეს ხალხი“, - აფხაზური საზოგადოება ასლან ბჟანიას იდეამ აღაშფოთა. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, სოხუმში მინისტრთა საბჭოს შენობა შეიძლება სასტუმროდ გადაკეთდეს. აფხაზებისთვის ეს შენობა ომში გამარჯვების სიმბოლოა. მინისტრთა საბჭოს შენობა აფხაზეთის ომის შემდეგ დამწვარი დგას. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში, აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, რომ მის ადგილას შესაძლოა სასტუმრო „პრეზიდენტ ოტელი“ გაიხსნას. „არიან ინვესტორები, რომლებიც... Читать дальше...
საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ ილაპარაკა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. როგორც მან თქვა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ღირებული და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. „საქართველოში ჩამობრძანებული ამერიკის ახალი ელჩი დარწმუნებული ვარ, შეიტანს თავის ღირებულ წვლილს, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, - აღნიშნა დარჩიაშვილმა და დაამატა, - ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქალბატონი ელჩი შეიტანს თავის ძალიან ღირებულ როლს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს... Читать дальше...
У ЕС есть интересы связаться с Кавказским регионом, лучшим решением является связаться через Грузию, считает Орбан
სირიის სახელმწიფო მედიის თანახმად, 12 ოქტომბერს საჰაერო დარტყმა განხორციელდა ამ ქვეყნის უდიდეს, დამასკისა და ალეპოს აეროპორტებზე. სირიის სააგენტოები ეყრდნობიან სამხედრო წყაროებს და იტყობინებიან, რომ თავდასხმები განახორციელა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა. დარტყმის შედეგად დაზიანდა ასაფრენი და დასაჯდომი ზოლები. არსებული ცნობით, ორივე აეროპორტმა შეწყვიტა მუშაობა. ინფორმაციას სირიის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ დასავლეთის სააგენტოები. დამასკს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ინფორმაცია ამ დარტყმების შესახებ. Читать дальше...
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და პატიმრობაში დატოვა ორი ნოტარიუსი და ერთ-ერთის თანაშემწე - მათ გამოძიება ედავება კლიენტებისთვის მოტყუებით სასესხო შეთანხმებების დადებას, იპოთეკური ხელშეკრულებების ნაცვლად. ამ საქმეში 94 დაზარალებულია, ზარალი შადგენს 2 686 700 ლარს. ნოტარიუსების, ნუნუ გინტურისა და ზაალ ბათუაშვილის, საქმე განიხილა მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა. დაკავებულებს შორის იყო ბათუაშვილის თანაშემწე მარინა ინასარიძე, რომელსაც ამავე მოსამართლის გადაწყვეტილებით შეეფარდა პატიმრობა. Читать дальше...
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე განმცხადებელმა გამოთქვა, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასს" საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციაში განუცხადეს. კვოტა იყო 200 ადგილი. სწავლა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. საქართველოდან აბიტურიენტების მისაღებად მზადაა რუსეთის ნებისმიერი უნივერსიტეტი, გარდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (МГУ ) და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტისა (МГИМО). Читать дальше...
Губернатор Белгородской области Вячеслав Гладков сообщил, что три человека, в том числе ребенок, погибли в результате падения беспилотника на частные дома на окраине Белгорода, а двое находятся в тяжелом состоянии