ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 ოქტომბერს რუსეთისგან მოითხოვა დაიცვას ისრაელელები და ებრაელები, და დააკავოს ნებისმიერი პირი, ვინც მათ დაემუქრება - იმ ფონზე, როცა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტი დაიკავა ანტისემიტური აქციის ათასამდე მონაწილემ. "ისრაელი ელის, რომ რუსეთის ხელისუფლება დაიცავს ისრაელის ყველა მოქალაქეს და ებრაელებს, და გადამწყვეტ ზომებს მიიღებს არეულობის გამომწვევთა წინააღმდეგ და ებრაელებისა და ისრაელელების მიმართ ძალადობის წამქეზებელთა წინააღმდეგ" - ვკითხულობთ განცხადებაში. Читать дальше...
უკრაინის დონეცკის რეგიონში, რუსეთის მიერ კონტროლირებული არეალის ქალაქ ვოლნოვახში მოკლულია ათი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. იუწყებიან, რომ მკვლელობა შესაძლოა ჩაიდინა რუსმა სამხედრომ, ოფიციალურად ეს დადასტურებული არ არის. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ახლახან გამოაცხადა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, ორი და მეტი პირის მკვლელობის მუხლით. ცნობაში ნათქვამია, რომ მოკლულთა გვამები აღმოაჩინეს კერძო სახლში, მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ, სახლი ეკუთვნოდა დაღუპულ ოჯახს. Читать дальше...
რუსეთში დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტი ანტისემიტური აქციის ათასამდე მონაწილემ დაიკავა მანამ, სანამ იქ თელ-ავივიდან ჩამოფრინდებოდა თვითმფრინავი - იუწყება kavkazr.com-ი. აქციის მონაწილეები ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდიან და მოითხოვენ რეგიონიდან ებრაელთა გაძევებას. აეროპორტი დახურულია რეისებისთვის, მაჰაჩყალისკენ მიმავალ თვითმფრინავებს სხვა ქალაქებისკენ გზავნიან. ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი მაჰაჩყალის აეროპორტში დაფრინდა ადგილობრივი დროით 7:17 საათზე. ადგილზე მივიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები... Читать дальше...
Внезапно отвалилась часть памятника и упала на находящегося там ребенка
Арочная плотина Ингури ГЭС, одна из крупнейших в мире, официально стала сертифицированным членом Европейского маршрута индустриального наследия
29 ოქტომბერს თეირანში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე დაკრძალეს 17 წლის გოგონა, არმიტა გარავანდი, რომელმაც სასიკვდილო დაზიანებები სავარაუდოდ მიიღო ჰიჯაბის წესების დარღვევის გამო მომხდარ შეტაკებაში მორალის პოლიციასთან. დაუდასტურებელი ცნობებით დაკრძალვაზე დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის გარავანდის ორი ნათესავი. სამოქალაქო უფლებების აქტივისტმა, რეზა ხანდანმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ დაკრძალვაზე სცემეს და დააკავეს მისი ცოლი, ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველი, ნასრინ სოტოუდე. Читать дальше...
დედაჩემი მიყვებოდა, „კეთილი ადამიანების“ კინოთეატრებში ჩვენების შემდეგ საქართველოში გოგოები ორად გავიყავით - ნაწილი ოთარ მეღვინეთ-უხუცესზე იყო შეყვარებული, ნაწილი თენგიზ არჩვაძეზეო. ეს 1961 წელია.
ისრაელს აკისრია პასუხისმგებლობა ღაზაში დაიცვას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 29 ოქტომბერს, პალესტინელ სამოქალაქო პირებში მსხვერპლის შესახებ მზარდი აღშფოთების ფონზე. ღაზის სექტორში მსხვერპლი ათასობით ადამიანს უტოლდება, და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზარდი ზეწოლის ქვეშაა საიმისოდ, რომ განაცხადოს - ისრაელის მიმართ ურყევი მხარდაჭერა არ ნიშნავს უპირობო გამართლებას მისი ყველა ნაბიჯისა ღაზის გაღატაკებულ ანკლავში,... Читать дальше...
ისრაელმა ღაზის სექტორში წყლის მიწოდება ნაწილობრივ განაახლა და ამჟამად, სამიდან ერთი წყალსადენი მილი მოქმედებს. Times of Israel, ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ მიწოდებული წყლის მოცულობა ყოველდღიურად 28.5 მილიონ ლიტრს შეადგენს, რაც უწინ მიწოდებულის დაახლოებით ნახევარია. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცხოელ ჟურნალისტებს ისრაელის მთავრობის საქმიანობის მაკოორდინირებელი სააგენტოს COGAT-ის წარმომადგენელმა, ელად გორენმა, 29 ოქტომბერს მიაწოდა. COGAT-ის შეფასებით, ამჟამად... Читать дальше...
При особых метеорологических условиях полиция вправе установить требование о наличии противоскользящих цепей не менее чем на двух ведущих колесах
თურქეთში აღნიშნავენ ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებიდან ამოზრდილი თანამედროვე, სეკულარული რესპუბლიკის მე-100-ე წლისთავს, ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება, მასშტაბური სამთავრობო მიღების გარეშე. ამ თარიღის მოკრძალებულად აღნიშვნამ უკმაყოფილება გამოიწვია თურქეთის მოქალაქეთა ნაწილში - მათში, ვინც თვლის, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ხელისუფლება ცდილობს ძირი გამოუთხაროს რესპუბლიკის დამფუძნებელი მამის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მემკვიდრეობას. ეს მოქალაქეები საზეიმო ინტენსივობის ნაკლებობაში ხედავენ თურქეთის... Читать дальше...
ღაზაში ათასობით პირი შეიჭრა ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში, ფქვილის და ჰიგიენის საბაზისო პროდუქტების წასაღებად - აცხადებს გაეროს სააგენტო 29 ოქტომბერს, რითიც მიანიშნებს მზარდ სასოწარკვეთაზე და საზოგადოებრივი წესრიგის კოლაფსზე სამ კვირაში ომის დაწყებიდან ისრაელსა და ღაზას მმართველ ექსტრემისტულ "ჰამასს" შორის. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პალესტინელებს შორის მსხვერპლის რიცხვმა გადააჭარბა 8000 ადამიანს, და დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. საწყობებში შეჭრა წარმოადგენს "შემაშფოთებელ ნიშანს... Читать дальше...
В Тбилиси прошел очередной фестиваль уникальных и редких автомобилей. Подробнее – смотрите в видео Sputnik Грузия
უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზი“ აღარ გააგრძელებს ხელშეკრულებას „გაზპრომთან“, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის ევროპისკენ ტრანზიტს გულისხმობს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსეი ჩერნიშოვმა განაცხადა, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში. ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი განპირობებულია ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით, რადგან ისინი ამას საჭიროებენ. ევროკავშირმა განაცხადა... Читать дальше...
29 ოქტომბერს ოთხი უკრაინელი პოლიციელი დაიჭრა რუსეთის ძალების მიერ ნასროლი ჭურვის აფეთქების შედეგად მათ მანქანასთან, ფრონტისპირა ქალაქ სივერსკში, დონეცკის რეგიონში - აცხადებს კიევი. "სამართალდამცავთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეგრამით. მანამდე, 29 ოქტომბერს უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებდნენ, რომ ჩამოაგდეს ირანული წარმოების "შაჰედის" ტიპის ხუთი დრონი, რომლებიც რუსეთის ძალებმა ღამის განმავლობაში გაუშვეს. იერიშების სამიზნეები იყო ხმელნიცკის, ნიკოლაევის... Читать дальше...
Задержанный в целях получения дополнительного дохода обманным путем вывез из Тбилиси в Кутаиси лицо с ОВЗ
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი, იანა ჩერნოხოვა მწვავედ აკრიტიკებს გაეროს, ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებისთვის და უუნარობისთვის, რომ ელემენტარული პრინციპები აამოქმედოს. ჩერნოხოვას განცხადებები მოჰყვა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 27 ოქტომბერს დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც მოიცავს მოწოდებას ღაზის სექტორში „დაუყოვნებელი, მტკიცე და მდგრადი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ. ჩეხი მინისტრის „X“-ზე (ყოფილი ტვიტერი) გაეროს თემასთან დაკავშირებული არაერთი განცხადებაა გამოქვეყნებული. „სამწუხაროდ... Читать дальше...
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის დამომბვის გაგრძელებამ "შესაძლოა ყველას უბიძგოს" მოქმედებისკენ - რაც იყო ჯერჯერობით ბოლო გაფრთხილება, რომლითაც ისლამური რესპუბლიკა გამოვიდა ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის დაწყებიდან. ისრაელი ღაზას ბომბავს მას მერე, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასის" მებრძოლებმა საზღვარი გადაკვეთეს და, ისრაელის თანახმად, დახოცეს 1400 ადამიანი, მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირი. ირანმა, რომელიც "ჰამასს" ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით უჭერს მხარს... Читать дальше...
29 ოქტომბრის დილით ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა შეტევები განახორციელეს ღაზის უდიდესი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საავადმყოფო სავსეა პაციენტებით და ათი ათასობით პალესტინელით, რომლებიც მას თავს აფარებენ. ისრაელს ნათქვამი აქვს, რომ ღაზის ექსტრემისტული მმართველი ჯგუფი, "ჰამასი", საავადმყოფოს ტერიტორიას ბაზად იყენებს, თუმცა ამის მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ერთი დღით ადრე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა "მეორე სტადია" ისრაელის ომისა "ჰამასთან" - სამ კვირაში მას მერე... Читать дальше...
Эксперт и общественный деятель Алмаз Усувалиев рассказал о том, почему Кыргызстан делает ставку на Россию в стратегических вопросах своего развития
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც 28 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს მალტაში უკრაინის მხარდაჭერით გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში - ზელენსკიმ ამ შეხვედრას უწოდა ნიშანი ერთიანობისა, რომელსაც შეუძლია დაასრულოს რუსეთთან ომი. "მსოფლიოში ყველა მათგანის ერთიანობა, ვინც ჩვენთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობს, საერთაშორისო სამართლის ძალის და გაეროს პრინციპებისა და ნორმების რეალური წონის აღსადგენად" ნამდვილად ეფექტიანი იქნება - წერს ზელენსკი პლატფორმაზე X. Читать дальше...
რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოდიან. „მედიაზონა“ იტყობინება, რომ დაღესტანში, ქალაქ ხასავურტის მოსახლეობა ადგილობრივ სასტუმრო „ფლამინგოსთან“ შეიკრიბა - ამ სასტუმროში ისრაელიდან დევნილი პირების ცხოვრების გასაპროტესტებლად. ფოტო და ვიდეომასალა გამოქვეყნებული აქვს ადგილობრივ მედიას. „ЧП ДАГЕСТАН“-ი იტყობინება, რომ 28 ოქტომბერს, დილით სასტუმროსთან შენიშნეს წვერიანი მამაკაცი, რომელიც ადგილობრივებმა ისრაელის მოქალაქეს მიამსგავსეს. გამოცემის თანახმად, სასტუმროსთან შეკრებილები მოითხოვდნენ... Читать дальше...
На данном этапе возобновление полетов авиакомпанией Georgian Airways не обязательно, заявил посол
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ღაზის სექტორში, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ჰამასის 450 ობიექტს დაარტყეს. Times of Israel-ი სამხედრო ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნეს წარმოადგენდა ჰამასის სამეთაურო ცენტრები, სამეთვალყურეო ცენტრები და პოზიციები, საიდანაც მოწინააღმდეგე ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს უშვებს. ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში და დამატებითი ძალა შეიყვანა. ისრაელის მედიის თანახმად, სახმელეთო... Читать дальше...
Сборная ЮАР стала четырехкратным чемпионом мира – пока никто не смог завоевать столько побед на Кубке мира