შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს საღამოს თეთრ სახლში გამოსვლისას ისაუბრა პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელსა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ. ბაიდენმა თქვა, რომ „ჰამასის“ ქმედებები მოგვაგონებს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ ყველაზე სისხლიან ტერორისტულ თავდასხმებს და „სუფთა სახის ბოროტება“ უწოდა მათ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის უფლებებს... Читать дальше...
შეიძლება თუ არა, რუსეთს ეთამაშა როლი ისრაელში „ჰამასის“ შეჭრაში - მოვლენაში, რომელიც რეგიონულ ომში გადაზრდის საფრთხეს შეიცავდა?
ისრაელის და უცხოელი ჟურნალისტები სამშაბათს ჩავიდნენ კიბუც კფარ აზაში - ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის პატარა სოფელში, რომელიც შაბათს რამდენიმე საათით ჩაიგდეს ხელთ პალესტინელთა ექტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებმა. ჟურნალისტთა ინფორმაცით, კიბუცში სასტიკად დახოცეს სამოქალაქო პირები. ასახელებენ სხვადასხვა რიცხვს - 70-დან 200-მდე. i24NEWS-ის თანახმად, აღმოჩნდა 40 ბავშვის, მათ შორის ჩვილების გვამები. მათ შორის იყვნენ ნაწამები და თავმოჭრილებიც. თავმოჭრილი ბავშვების გვამების აღმოჩენის... Читать дальше...
საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს, ანიკო ლევაის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად უმასპინძლა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში“ გაიმართა. ოფიციალური ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს. ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ეკლესიაშიც იმყოფებოდა. Читать дальше...
„ვფიქრობ, ამერიკას თელ-ავივი და კიევი სხვადასხვა რამეს სთხოვენ, ასე რომ, უახლოეს მომავალში ამ დილემის წინაშე არ აღმოვჩნდებით. მაგრამ თუ ისრაელის კონფლიქტი გაიწელა, გაიზრდება ამის [რესურსების კონფლიქტის] რისკიც, განსაკუთრებით, როდესაც საქმე შეეხება საჰაერო თავდაცვასა და მისთვის საჭირო საბრძოლო მასალებს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის თავდაცვის მინისტრის კაბინეტის უფროსი 2019-2022 წლებში, ნიკო ლანგე. ვაჟა თავბერიძემ მასთან ინტერვიუ ომის ახალ თეატრზე საუბრით დაიწყო. რადიო თავისუფლება... Читать дальше...
Кинофестиваль открылся показом дебютного фильма режиссера Наны Джанелидзе "Семья" (1985)
რუსეთმა ვერ შეძლო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნება. მან სამშაბათს გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე ნაკლები ხმა მოიპოვა, ვიდრე მისმა აღმოსავლეთევროპელმა მეტოქეებმა, ალბანეთმა და ბულგარეთმა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთმა გაეროს 83 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო, ალბანეთს ხმა მისცა 123-მა ქვეყანამ, ხოლო ბულგარეთს - 160-მა. კენჭისყრა ფარული იყო. ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი წევრები სამი წლის ვადით აირჩიეს, 2024 წლიდან 2026 წლამდე. საბჭოში 47 ადგილია. რუსეთი შედიოდა მის შემადგენლობაში... Читать дальше...
შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს გამოწვევად რჩება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე. ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო პორტის გახსნის გეგმა შავი ზღვის მთელი რეგიონის საფრთხედ განიხილება. „ქართული ოცნებისთვის“ კი ეს თემა პოლიტიკური ოპონენტების „არაადეკვატურ წამოკნავლებად“ მიიჩნევა.
Согласно приговору, юридическое лицо, проходящее по этому же делу, было оштрафовано на 200 тысяч лари
По словам экс-депутата, авторы сюжета использовали эмоциональные кадры трагических фактов и многократно упомянули его имя
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას არაფერი უთქვამს ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მედია და განსაკუთრებით კი Telegram-არხები აქტიურად განიხილავენ როგორც ჰამასის თავდასხმას ისრაელის ქალაქებზე, ასევე ისრაელის არმიის საპასუხო იერიშს ღაზის სექტორზე.
უკრაინის ომში ხალხის გადაბირებისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვა (გრუ) იყენებს მის მიერვე შექმნილ ფიქტიურ კერძო სამხედრო კომპანია „რედუტს“, რომელიც არანაკლებ 20 გასამხედროებულ ფორმირებას აერთიანებს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რადიო თავისუფლების უკრაინული და რუსულენოვანი საგამოძიებო პროექტები „სქემები“ და „სისტემა“ ერთ-ერთი ფორმირების „ვოლკის“ ("მგლები") დოკუმენტაციისა და ტყვედ ჩავარდნილი დაქირავებული მებრძოლების ჩვენებების გაანალიზების შემდეგ. 2022 წლის სექტემბერში, როდესაც უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში უკან დაახევინა რუსეთის ქვედანაყოფებს... Читать дальше...
Парламент Грузии продолжит консультации с Европейской комиссией и готов принять во внимание все рекомендации, которые будут четко определены, заявил депутат
სამშაბათს დილიდან ვრცელდება ცნობები რუსეთის ჯარების მიერ ავდეევკის მასიური დაბომბვის შესახებ. დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ამ ქალაქის აღებას რუსეთის ჯარები გასული წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინის ჯარებმა ქალაქი შეინარჩუნეს. ბოლო თვეების განმავლობაში იქ არ ყოფილა აქტიური საიერიშო ოპერაციები. როგორც რუსული, ასევე უკრაინული წყაროები იუწყებიან ძლიერი დაბომბვის შესახებ. „RBC-უკრაინა“ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დარტყმები დილის 5 საათზე დაიწყო. Читать дальше...
10 ოქტომბერს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოში ორი პოლიციელი დაიკითხა. რობერტ ბზიშვილმა და გაიოზ გაგნიძემ სასამართლოს უთხრეს, რომ მშვიდობიანი აქცია მათ თვალწინ გადაიქცა ძალადობრივად და ხალხის მასამ არ მისცა საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევები.
После вступления соглашения в силу 97,5% грузинской продукции будет экспортироваться из Грузии в Эмираты без пошлин
„ჩემს გარშემო ბევრს აქვს კოვიდი“, „თქვენ გარშემოც ყველა გაციებულია?“, „ვეღარ გავიგე, უნდა გავიკეთოთ ეს პირბადეები ისევ?“ „საერთოდ, ვინმე იტესტება კიდევ ამ კოვიდზე?“ „კი, მქონდა რაღაც ვირუსი, მაგრამ რა იყო, არ ვიცი“, „ხალხო, გაუფრთხილდით თავს, კოვიდი შემხვდა და ძალიან ცუდად ვიყავი“, „გრიპის საწინააღმდეგო რამე ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში?“ „დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზე ვერაფერი ვნახე აცრებზე“- ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ პოსტებისა და კომენტარებისა, რომლებიც ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში იწერება. Читать дальше...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსეთის პირველი არხის ეთერში კომენტარი გააკეთა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ვითარებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით უადგილოა „ყარაბაღსა და აფხაზეთს შორის პარალელები“. „მთიანი ყარაბაღი გაეროს არც ერთი წევრისთვის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არ ყოფილა. სომხეთსაც არ უღიარებია და არ დაუმყარებია დიპლომატიური ურთიერთობები მთიან ყარაბაღთან მთელი ამ წლების განმავლობაში... მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ უადგილოა პარალელები... Читать дальше...
ბლოკადა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების წვდომას პირველადი აუცილებლობის საქონელზე, „აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით“, განაცხადა სამშაბათს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა რავინა შამდასანიმ. მისი კომენტარი მოჰყვა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის გუშინდელ განკარგულებას, ღაზის სექტორის „სრული იზოლაციის“ შესახებ. გალანტის თქმით, პალესტინელთა ანკლავს სრულიად შეუწყდება ელექტროენერგიით, სურსათით, წყლითა და საწვავით მომარაგება მას შემდეგ, რაც პალესტინელთა... Читать дальше...
მიხეილ აჯიაშვილი (მიხაილ არდენ) საქართველოდან ისრაელში 22 წლის წინ გადასახლდა, როცა 17 წლისა იყო. დღეს ის ისრაელის მოქალაქეა, თელ-ავივთან ახლოს ცხოვრობს და როგორც ისრაელის ყველა მოქალაქე, ვისაც სამხედრო სამსახური აქვს გავლილი, ისიც მოელის ომში გაწვევას, თუ ეს ქვეყანას დასჭირდა.
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) უარი თქვა გეგმებზე, რომ საერთაშორისო ტურნირებზე დააბრუნოს რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები, რომლებშიც 17 წლამდე სპორტსმენები თამაშობენ. ინფორმაციას Sky News-ის ჟურნალისტი რობ ჰარისი ავრცელებს. უეფამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ „ვერ შეძლეს ტექნიკური გადაწყვეტის პოვნა, რომელიც რუსეთის გუნდებს თამაშის საშუალებას მისცემდა“. მანამდე ორგანიზაციამ რუსეთის ვაჟთა და ქალთა ახალგაზრდულ გუნდებს საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება მისცა. Читать дальше...
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, შაბათს ისრაელზე რადიკალური პალესტინული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდახმის შემდეგ მომხდარს პირველად გამოეხმაურა. ერაყის პრემიერ-მინისტრთან მოჰამედ ალ სუდანისთანან შეხვედრაზე მან წუხილი გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში „ვითარების მკვეთრი გამწვავების“ გამო და მომხდარი აშშ-ის პოლიტიკასთან დააკავშირა. "ვფიქრობ ბევრი დამეთანხმება, რომ ეს ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის მარცხის მაგალითია, სურდათ დარეგულირების საკითხის მონოპოლიზება, მაგრამ სამწუხაროდ, ორივე მხარისთვის... Читать дальше...
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში მორიგი ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და დაინტერესება გამოხატა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა დაადასტურა, რომ კვიპროსში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებელთან, დავით კეზერაშვილთან. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას, მხარდამჭერი ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს შორის მოსალოდნელ შეხვედრას უარყოფითად აფასებს. „ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მენეჯმენტის არჩევანი, გზა. მე სულ სხვა არჩევანი და გზა მაქვს - პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს... Читать дальше...
Данная вакцина рекомендована Всемирной организацией здравоохранения (ВОЗ)