Мы в Telegram
Добавить новость

Ефимов: Почти 10% строящейся нежилой недвижимости приходится на социальную инфраструктуру

Волгоградский треш-блогер разделся и станцевал в одних трусах на фоне Кремля

Директор Московского академического театра сатиры Игорь Берлин покидает свой пост

Тарасова назвала баннер с фото Исинбаевой в Париже рекламой российского спорта

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2023

Новости за 27.05.2023

Radiotavisupleba.ge 

როჯერ უოტერსი: ნაცისტური ფორმის მსგავსი კოსტუმი ბერლინის კონცერტზე ანტი-ფაშიზმს გამოხატავდა

ლეგენდარული როკ-ჯგუფის Pink Floyd-ის თანადამაარსებელმა, როჯერ უოტერსმა განაცხადა, რომ ფაშიზმისა და ფანატიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, როცა ბერლინში, კონცერტზე ნაცისტური სტილის კოსტიუმი ეცვა, რის გამოც გერმანიის პოლიციამ ბრიტანელი მუსიკოსის მიმართ გამოძიება დაიწყო. 79 წლის მუსიკოსმა თქვა, რომ ბერლინის „მერსედეს ბენცის“, არენაზე თავისი გამოსვლის ელემენტები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, "სრულიად ცხადად" იყო განცხადება ფაშიზმის, უსამართლობისა და ფანატიზმის წინააღმდეგ. 17 მაისის კონცერტის ფოტოებზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ ფრანგი რეჟისორის ფილმს მიანიჭეს

საფრანგეთის ქალაქ კანში დასრულდა საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მიენიჭა ფრანგი კინორეჟისორის, ჟიუსტინ ტრიეს ფილმს, „დაცემის ანატომია“. ამის შესახებ კინოფესტივალის ჟიურიმ გამოაცხადა 27 მაისის საღამოს. ფილმი საუკეთესოდ აღიარეს სხვა 20 სურათს შორის. ტრიე მესამე ქალია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიგო.

News.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო (ფოტოები)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და 26 მაისი მიულოცა. სახელმწიფო მიღებაზე სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

News.ge 

გედევან ფოფხაძე: საქართველო ვერ წავა პრორუსული მიმართულებით, რუსულ ორბიტაზე ვერ დარჩება – ქვეყანა და ნიკა გვარამიაც ძალიან მალე გათავისუფლდება

თეორიულად გამოვრიცხავ იმას, რომ ნიკა შესაძლოა წლის ბოლომდე პატიმრობაში დარჩეს. მგონია, ძალიან მალე ნიკა თავისუფალი იქნება. გასაგებია, რომ ნიკა ციხეშია. მაშინ, ალბათ, ნიკა მარტო აღარ იქნება ციხეში, ბევრი სხვა მივემატებით მას და ეს იქნება ფართო მასშტაბიანი რეპრესიების წინაპირობა, პუტინის სტილში, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც „მთავარი არხის“ ...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურული სფეროს მუშაკების გაძევებას

რუსეთი მომავალ თვეში დაიწყებს გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლების და გერმანული კულტურული ინსტიტუტების თანამშრომლების გაძევებას, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამწვავებს ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს, რომელიც საკმაოდ გართულდა გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ეს ნაბიჯი და მოახლოებულ გაძევებას "ცალმხრივი, გაუმართლებელი და გაუგებარი გადაწყვეტილება" უწოდა.

Radiotavisupleba.ge 

ირანელმა მესაზღვრეებმა და თალიბანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, დაძაბულობა წყალთან დაკავშირებული უთანხმოებას მოწყვა

ირანელმა მეომრებმა და თალიბანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს ირანის და ავღანეთის საზღვარზე - ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე წყლის უფლებებთან დაკავშირებით, იტყობინება ირანული და ავღანური მედია 27 მაისს. ოფიციალურ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მოჰყავს ბრიგადის გენერლის, ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილის, ქასემ რეზაის სიტყვები იმის შესახებ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანის სასაზღვრო პუნქტზე "ძლიერი თავდასხმა" მოხდა თალიბანის მხრიდან, რასაც "გადამწყვეტი და მამაცი წინააღმდეგობა" გაუწიეს ირანელმა მესაზღვრეებმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა ბახმუტიდან გასვლა დაიწყეს. რუსეთი ახალ თავდასხმებს და საჰაერო იერიშს იწყებს

უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირების და ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, "ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა დაიწყეს გადაადგილება თავიანთი ზოგიერთი პოზიციიდან ქალაქ ბახმუტსა და შემოგარენში, ომის ეპიცენტრში. ევგენი პრიგოჟინმა, „ვაგნერის“ მეთაურმა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბახმუტზე იერიშს, 25 მაისს განაცხადა, რომ მისი მებრძოლები იწყებდნენ ქალაქიდან გასვლას და მათ რეგულარული რუსული ჯარები ჩაანაცვლებდნენ. პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ მისმა მებრძოლებმა დაიპყრეს ბახმუტი, თუმცა ამ მტკიცებას უარყოფდნენ კიევის ოფიციალური პირები... Читать дальше...

News.ge 

ბრაზილიის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს რუსეთში ვიზიტზე უარი უთხრა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ უარით უპასუხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევას, სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმზე დასწრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა. „მას მადლობა გადავუხადე სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის და ვუპასუხე, რომ ახლა არ შემიძლია რუსეთში ჩასვლა“, – წერს ბრაზილიის პრეზიდენტი.

News.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს, ამერიკელი ხალხის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს, ამერიკელი ხალხის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქით ავრცელებს. “ამერიკელი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს თქვენ და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა ხელს უწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებას რეგიონში და ...

News.ge 

თავისუფლება ნიკა გვარამიას – პრეზიდენტის სასახლესთან აქცია იმართება

მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, ჩუბინაშვილის ქუჩიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მსვლელობით მიდიან. მათ ხელში პლაკატები უჭირავთ ნიკა გვარამიას გამოსახულებით და ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნები აქვთ ჩართული. მსვლელობის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მანამ 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს მიმართავს, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს. „პრეზიდენტს... Читать дальше...

News.ge 

ნიკა მელია: შეწყალება სალომე ზურაბიშვილის უფლებაა და არა ვალდებულება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ არასწორია, ერთი მხრივ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვდე და მეორე მხრივ, მას ლანძღავდე. ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა ათონელის რეზიდენციისკენ მსვლელობის დროს, რომლის მონაწილეებიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გვარამიას შეწყალების თხოვნით მიდიან. „მე არ მინდა განვეკუთვნებოდე იმ ადამიანთა რიგებს, რომლებიც ერთი მხრივ, მოელიან ქალბატონი ზურაბიშვილისგან სწორი, ...




News.ge 

BBC: კორეის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც Asiana Airlines-ის თვითმფრინავში ფრენის დროს კარები გახსნა

კორეის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც Asiana Airlines-ის თვითმფრინავში ფრენის დროს კარები გახსნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ინციდენტი ტეგუს საერთაშორისო აეროპორტთან მოხდა, თვითმფრინავში 194 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა გადარჩა. რამდენიმე მგზავრმა გონება დაკარგა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ბევრმა შოკი განიცადა, რადგანაც ავიალაინერს ღია კარით რამდენიმე წუთის განმავლობაში ფრენა მოუწია. დაკითხვის დროს კაცმა პოლიციას უთხრა, რომ მან მოულოდნელად თავი ცუდად ...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან "მთავარი არხის" დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. მოქალაქეები და ტელეარხის თანამშრომლები ტელევიზიის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის ორგანიზატორი "ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობაა". აქცია მას შემდეგ დაინიშნა, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს გეგმავს ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფსკოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, დრონებმა ნავთობსადენის შენობა დააზიანა

რუსეთის ფსკოვის რეგიონში ნავთობსადენის მინიმუმ, ერთი ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა 27 მაისს, აფეთქების შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო ორი დრონის თავდასხმით, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, მიხაილ ვედერნიკოვმა ტელეგრამის არხით, მაგრამ არაფერი უთქვამს დრონების წარმომავლობაზე. აფეთქება მოხდა სოფელ ლიტვინოვოს მახლობლად, ლატვიისა და ბელარუსის საზღვრებთან ახლოს. ვედერნიკოვმა თქვა, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. Baza-ს ტელეგრამის არხის ცნობით, „ტრანსნეფტის“ ნავთობის სატუმბ სადგურს ორი „თვითმკვლელი დრონი“ დაეცა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოროშენკო: "უკრაინაში მტკიცე მშვიდობას მხოლოდ ნატო და ევროკავშირი უზრუნველყოფენ"

25-26 მაისს, კიევის უსაფრთხოების ფორუმზე, გამოჩენილმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა განიხილეს მშვიდობის მიღწევისა და უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის შესაძლებლობები. "მოვიგოთ ომი და არ წავაგოთ მშვიდობა" - მთავარი ფორმულაა უკრაინის მომავლისთვის, მიიჩნევს ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. მას მიაჩნია, რომ დემოკრატიული განვითარება, რეფორმების გატარება, ინვესტიციების მოზიდვა და სახელმწიფოს აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინა ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანდება. წინააღმდეგ შემთხვევაში... Читать дальше...

News.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი: ერი და ბერი, ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისათვის, ვინაიდან ვაცნობიერებთ ამ მატერიალური ძეგლის უწმინდეს სულიერ იდეას

„საერო და სასულიერო მმართველობა, მეცნიერები და მოძღვრები, ერი და ბერი, ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისათვის ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მატერიალური ძეგლის უწმინდეს სულიერ იდეას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გელათი უნივერსალური სულიერი იდეის მატერიალური ძეგლია, სადაც მეცნიერება და რწმენა ...

News.ge 

რუსეთი გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების გაძევებას იწყებს

რუსეთი მომავალ თვეში გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურის სფეროს დაწესებულებების თანამშრომლების გაძევებას იწყებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და „ცალმხრივ, გაუმართლებელ და გაუგებარ გადაწყვეტილებად“ შეაფასა. Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, გაძევება შეეხება გერმანიის რამდენიმე ასეულ სახელმწიფო მოხელეს, მათ შორის გოეთეს ინსტიტუტის მასწავლებლებსა და პერსონალს. რუსეთმა გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურული დაწესებულებების თანამშრომლების... Читать дальше...

News.ge 

მეუფე შიო: გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები

გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები – ბატონი სტივენ რიკერბი და ქალბატონი ლიზა შეკედე, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოდიან. ისინი მეცნიერულად შეისწავლიან არსებულ ვითარებას და მოგვცემენ პირველ რეკომენდაციებს, თუ როგორი საკონსერვაციო მიდგომებით გვმართებს მოქმედება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის ...

Radiotavisupleba.ge 

ნატო კოსოვოს სერბეთთან დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს

ნატომ 27 მაისს მოუწოდა კოსოვოს სერბეთთან დაძაბულობის განმუხტვისკენ მას მერე, რაც ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის მთავრობა ერთი დღის წინ ძალით შეიჭრა მუნიციპალურ შენობებში იმისთვის, რომ მერები დაენიშნა ეთნიკური სერბებით დასახლებულ რაიონებში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, იტყობინება Reuters-ის სააგენტო. 26 მაისს კოსოვოს მთავრობის ამ ნაბიჯს მოჰყვა შეტაკებები კოსოვოს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის, რომლებმაც ეთნიკურად ალბანელი მერების დანიშვნის მიმართ პროტესტი გამოხატეს. სერბეთმა თავისი არმია სრულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილის თქმით, პუტინი ფრენებზე საუბრის დროს სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უარყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩართული იყო რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებებში. ირაკლი ღარიბაშვილს დიასპორის ფორუმში მონაწილეობის შემდეგ კითხვები "TV პირველის" ჟურნალისტმა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე - რომელიც პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საქართველოს ხელისუფლების სურვილზე ამახვილებდა ყურადღებას. "თქვენ ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ არ გვქონია, ოფიციალურ მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში განახლდება ბიომეტრიკული პასპორტების გაცემა

რუსეთში 1 ივნისიდან განახლდება ბიომეტრიკული პასპორტების მიღებისთვის განცხადების შეტანა. ეს პასპორტები ათი წლის ვადით გაიცემა. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო. პორტალმა „გოსუსლუგი“ განცხადებების მიღება ბიოპასპორტების მსურველთაგან შეწყვიტა 2 თებერვალს. სახელმწიფო სიმბოლოების და ნიშნების ორგანიზაციის, „გოზნაკის“ თანახმად, განცხადებების მიღება შეწყდა, რადგან ძალიან გაიზარდა მოთხოვნა საზღვარგარეთის პასპორტებზე და შესაბამისად - მათთვის საჭირო მიკროსქემებზე. 2022 წელს რუსეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წალკაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - არის მსხვერპლი

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წალკაში ე.წ. ტექნიკური მატარებელი რელსებიდან გადავიდა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ სამუშაოებს ატარებდა აზერბაიჯანული კომპანია - დაშავებულებიც და გარდაცვლილიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. შემთხვევა გუშინ, 26 მაისს მოხდა - საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით. ამ მუხლით რკინიგზის უსაფრთხოების წესების დარღვევა, თუ ამას მსხვერპლი მოჰყვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვედომოსტი“: რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს კანონპროექტს სქესის შეცვლის სრული აკრძალვის შესახებ

რუსეთის სახელმწიფო დუმაში მომზადდა კანონპროექტი სქესის შეცვლის სრული აკრძალვის შესახებ, ამის შესახებ იტყობინება გამოცემა „ვედომოსტი“. კანონპროექტის ავტორის, ვლადისლავ დავანკოვის (ფრაქცია „ახალი ხალხი“) წინადადებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ სქესის შეცვლა სამედიცინო პროცედურებით, თუ მათ ფსიქიკური დაავადების და ქცევითი დარღვევების დიაგნოზი დაუსვეს. „ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც არ იძლევა სქესის შეცვლის საშუალებას პირველ რიგში ადამიანის მოთხოვნით და მოვამზადეთ გადაწყვეტილება... Читать дальше...

News.ge 

ილია მეორე დიასპორის წარმომადგენლებს: თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან, იმედიც

თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან, იმედიც, რადგან მრავალი ოჯახის ფიზიკური არსებობა თქვენი შრომის შედეგია, – ამის შესახებ დიასპორის წარმომადგენლებისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული. როგორც პატრიარქი მიმართვაში ამბობს, უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ქართული ენა, ქართული სული, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეუნარჩუნოთ. „ჩვენო ...

News.ge 

ღარიბაშვილი: ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება

ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს. ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ბოლო ორი წელია, აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. „ახლა რაც შეეხება ...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Ефимов: Почти 10% строящейся нежилой недвижимости приходится на социальную инфраструктуру

Названы самая низкая и самая высокая плата за аренду жилья в Подмосковье

Путин прямо предупредил Эрдогана, что сидение на двух стульях закончится потерями для экономики, несопоставимыми с «помидорным» эмбарго

Москва. Проблемы Гольяново обсудили в Госдуме: диалог о дорогах и реновации на Байкальской

Музыкальные новости

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ

Финал областной школьной Олимпиады по шахматам состоялся в Опочке

«Солнечная Азбука» в особом семейном центре «Семь-Я»

Новости России

Названы самая низкая и самая высокая плата за аренду жилья в Подмосковье

Директор Московского академического театра сатиры Игорь Берлин покидает свой пост

Волгоградский треш-блогер разделся и станцевал в одних трусах на фоне Кремля

В селе Шаховское простятся с бойцов СВО

Экология в России и мире

Немцы решили элегантно кинуть турецкие отели: гостиницы Анталии уже в шоке и угрожают массовыми удержанием туристов

История без фальсификации: Шемахи в первой половине XVIII века

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия

CЛД «Печора» филиала «Северный» ООО «ЛокоТех-Сервис» получило сертификацию для технического обслуживания локомотивов серии 2ТЭ25КМ в объёме ТО-2.

Спорт в России и мире

Андреевой предрекли борьбу за топ-10 рейтинга WTA в текущем сезоне

«Он никогда не снимается с турниров». Циципас прокомментировал травму Джоковича

«Сейчас даже счёт не помню»: Андреева сенсационно победила Соболенко и вышла в полуфинал «Ролан Гаррос»

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки

Moscow.media

Гора Бабырган

В Забайкалье пятерых мигрантов задержали за групповое изнасилование девочки-подростка

Работать там, где удобно: беспроводная гарнитура Fstyler BH230 от A4Tech

Остров Огой.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Директор Московского академического театра сатиры Игорь Берлин покидает свой пост

Военно-спортивную игру для юнармейцев провели в Домодедове

Ефимов: Почти 10% строящейся нежилой недвижимости приходится на социальную инфраструктуру

«Российская газета»: Депутат Госдумы Сергей Гаврилов предложил усилить защиту жилищных и имущественных прав детей