9 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის დაბადების დღის აღნიშვნას კონცერტით გეგმავს და ძირითადად ახალგაზრდებს ელოდება. ხელისუფლების ანტიდასავლურად და პრორუსულად განწყობილი მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილს უტევენ და შეახსენებენ, რომ ის „არალეგიტიმური“ პრეზიდენტია.
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე ერთი პირი 1 000 ლარით დააჯარიმეს. „ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას“, – აცხადებენ შსს-ში. ცნობისთვის, შემთხვევა 7 მაისს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჯარიმებულია პირი, რომელმაც ვაკის პარკში უკრაინის დროშა ჩამოხია. პოლიციამ სამართალწარმოება დაიწყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, რომელშიც ჩანს, რომ კაცი აზიანებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნის დროშას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით, თუ ადამიანი შებღალავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე რომელიმე ქვეყნის დროშას ან გერბს, რომელიც საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს აღმართული, 1000 ლარით დაჯარიმდება. Читать дальше...
უკრაინასთან ომის მომხრე რუსი მწერლის, ზახარ პრილეპინის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულ პირს, ალექსანდრ პერმიაკოვს, 8 მაისს რუსეთის სასამართლომ ორი თვით მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა. მას ბრალი ედება ტერორისტული აქტის მოწყობასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ გადატანაში.
ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბოლნისის სტადიონზე ორ მამაკაცს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება, მკვლელობით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულს ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული, ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
საქართველოს მთავრობას თბილისთან ახლოს ახალი აეროპორტის აშენება სურს. ამ პროექტის მიმართ მთავრობის ინტერესის შესახებ პრემიერ მინისტრმა 3 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რა საჭიროება დგას ახალი აეროპორტის აშენების, როცა თბილისში საერთაშორისო დონის აეროპორტი უკვე გვაქვს, ამაზე დამატებით განმარტებები ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამხრეთ კორეაში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე ყოფნის დროს გააკეთა. მინისტრის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ...
პოლონეთმა უკრაინას გადასცა MiG-29-ის ტიპის 10 საბრძოლო თვითმფრინავი, იმ ფონზე, როცა კიევი კონტრშეტევისთვის ემზადება. თვითმფრინავების გადაცემის შესახებ განცხადება ვარშავამ 8 მაისს გააკეთა. მარტში პოლონეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემდა მის არსენალში მყოფ საბჭოთა პერიოდის საბრძოლო თვითმფრინავებს, და ოთხი მათგანი უკრაინას უკვე მიაწოდა გასული თვის დასაწყისში. უკრაინა კვლავ ითხოვს საბრძოლო თვითმფრინავებს, მომდევნო კვირებში კონტრშეტევისთვის მზადების ფონზე. საბრძოლო თვითმფრინავები განუყოფელი... Читать дальше...
შუა აზიის ქვეყნების სულ მცირე ოთხი ლიდერი დაესწრება მოსკოვში, წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს 9 მაისს - იმ ფონზე, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ევროპაში აწარმოებს ყველაზე მასშტაბურ ომს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზოევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი და ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი ადასტურებენ თავიანთ დასწრებას აღლუმზე. თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუხამედოვს... Читать дальше...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დადგენილებას ამნისტიის გამოცხადების შესახებ. მათ ეს ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს მიუძღვნეს. -ამის შესახებ ოსური მედია იუწყება. დე ფაქტო პარლამენტის კანონიერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ალან გაგლოევის ინფორმაციით, ამნისტია შეეხება და საპატიმროს დატოვებს დაახლოებით 50 პირი, ვინც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვისაა მსჯავრდებული. დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა საკითხზე... Читать дальше...
ოპტიმისტი, ლაღი, პოზიტიური მშვილდოსანი გულში წყენას არასდროს ინახავს. მას უბრალოდ არ შეუძლია ნეგატიურ ემოციებთან ერთად ცხოვრება. მისი მოთხოვნილებაა, რომ ბედნიერი იყოს. ამიტომ თუ რამის თქმა სურს, ქარაგმებით ლაპარაკს არ დაიწყებს, პირდაპირ იტყის სიმართლეს. ვერძი ცნობილია თავისი ტემპერამენტით, პირდაპირობით, შემტევი ხასიათით. მისთვის ბრძოლა უფრო მიმზიდველია, ვიდრე თამაში. ამიტომ თავის შეხედულებებს, აზრებს და იდეებს ყოველთვის ღიად აფიქსირებს, ...
2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მინისტრის გადაწყვეტილებით, 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა თანამშრომლების სოციალურ დახმარებაზე, ფულად ჯილდოებსა და სახელფასო დანამატებზე. ეს თანხა დაუსაბუთებლად გაიცა - მიიჩნევს აუდიტის სამსახური.
6 მაისს ვესტმინსტერის სააბატოში გამართული კორონაციის შემდეგ, სამეფო ოჯახი აგრძელებს სახალხო ტურს. უელსის პრინცი და პრინცესა შვილებთან ერთად სკაუტების ასოციაციას შეუერთდა და სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთო. წყარო: People ფოტო: PHOTO: DANIEL LEAL/POOL/AFP VIA GETTY IMAGES
2022 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2022 წლის Lend-lease აქტს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნის შესახებ. 2001 წელს განაში ჭყლეტას 129 ადამიანი ემსხვერპლა. Accra Sports Stadium-ზე, განას ორი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის გამოც ჭყლეტა დაიწყო. 1960 წელს შეერთებული შტატები გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ლეგალიზება ...
Wings for Life World Run-ის ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო რბენას სამწლიანი პაუზის შემდეგ ისევ კახეთმა უმასპინძლა. „თეგეტა ჰოლდინგის“ 200-ამდე თანამშრომელმა, მსოფლიოსთან ერთად, მეათე საიუბილეო გარბენში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ჩართულობით სამედიცინო კვლევების დაფინანსებაში შეიტანა წვლილი. „თეგეტას“ გუნდიდან, მამაკაცებში ყველაზე მეტი ვახტანგ ლობჟანიძემ გაირბინა. „თეგეტა მოტორსის“ მთავარმა მექანიკოსმა 15 კმ დაფარა. ქალებს შორის კი საუკეთესო შედეგი „თეგეტა ...
ფრიდონ ინჯია მე – 10 მოწვევის პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შევიდა და ახლა საპარლამენტო ჯგუფ “ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთი ლიდერია. დეკლარაციაში ინჯიას მხოლოდ მეუღლე, ლალი რუხია ჰყავს შეყვანილი. დეპუტატმა დეკლარაცია 2023 წლის 30 მარტს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, თავად ბიზნესმენი დეპუტატი ფლობს 7 საცხოვრებელ სახლს თბილისსა და რეგიონებში, 34 მიწის ნაკვეთს და 2 არასაცხოვრებელ ფართს. უძრავი ქონებიდან ...
ბრიუსელში ახლა ყველა ხშირად ერთ შეკითხვას სვამენ: რამდენად ეფექტიანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები? ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციების 10 რაუნდი მიიღო, თუმცა ამ ზომებს კრემლის საომარ განწყობაზე გავლენა არ მოუხდენია. შარშან რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით შემცირა.
„რაც შეეხება დავით არახამიას, ვინ არის საერთოდ ეს პერსონა, რა ესაქმება ჩვენს საქმეებთან ამ ადამიანს? ერთადერთი, გვარი აქვს ქართული, დანარჩენი, წესით, არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეს ჩვენ სახელმწიფოსთან“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არახამიას დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეურაცხმყოფელია და ამას ოპოზიციის წევრებიც არ უნდა ...
არსებული ინფორმაციით, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მამამ შვილზე იძალადა. გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც სექსუალურ ძალადობას ედავებიან, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია, მსხვერპლი კი მერვე კლასელი გოგონაა. ადგილობრივები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ორშაბათ ღამით ოდესაში სროლის შედეგად დაიწვა უკრაინის "წითელი ჯვრის" საწყობი. 1 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ინახებოდა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც სრულად განადგურდა. ამასთან, "წითელი ჯვრის" ინფორმაციით, ნიკოლაევსკის ოლქში დაზიანდა მობილური ჰოსპიტალი. სამედიცინო აღჭურვილობის და ავეჯის ნაწილი აღდგენას არ ექვემდებარება. უკრაინის "წითელი ჯვრის" ოდესის განყოფილების მუშაობა ჰუმანიტარულ სფეროში დროებით შეჩერებულია. 7-8 მაისის ღამით რუსეთის ძალებმა ოდესაზე და მის შემოგარენზე იერიში მიიტანეს Х-22 ტიპის რაკეტებით. Читать дальше...
მარტის აქციების მონაწილის, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა 18 მაისს, 11 საათზე ჩაინიშნა. ამ საქმეს მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს. 2019 წლიდან იგი უვადოდ არის განწესებული, საპენსიო ასაკის მიღწევამდე. გახმაურებული საქმეებიდან ზვიად შარაძე განიხილავდა "კარტოგრაფების საქმეს". ამ საქმეზე მან დაცვის მხარეს უარი უთხრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწმის სახით სასამართლოში გამოკითხვაზე და 2020 წლის 30 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა ორივე ბრალდებული მაშინ... Читать дальше...
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესის ცვლილებაზე "ქართლი ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტი უფრო მეტად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და "უკიდურესად დააკნინებს" პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში. ISFED-ში აცხადებენ, რომ ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის... Читать дальше...
ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას და ამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საია-ს განცხადებაშია აღნიშნული. “მიმდინარე წლის 8 მაისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში ბიუროზე დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს. არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა კი არსებული 2/3-ის... Читать дальше...
საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზარდია, თუმცა ამ განწყობის წინააღმდეგ მუშაობს და თავისი შედეგები მოაქვს პროპაგანდას და კონსპირაციულ გზავნილებს - ამბობს Zinc Network-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც მათი დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.