რუსული ავიაკომპანია, Red Wings საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ ამ მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. ამის შესახებ „ტასს“ ავიაკომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ „საქართველოში ფრენების განხორციელება ავიაკომპანიის ძირითადი საოპერაციო ბაზებიდან იგეგმება.“ Red Wings საქართველოში ფრენებს პერსპექტიულად მიიჩნევს არა მხოლოდ ტურისტული ბიზნესის, არამედ საქმიანი ურთიერთობებისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისითაც. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩვენი მგზავრებისთვის მოთხოვნადი... Читать дальше...
რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, [რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის მოხსნა] კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის , ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. როგორც კობახიძემ განაცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და ...
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება ავიარეისების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ საზოგადოების პროდასავლურმა ნაწილმა აღიქვა „მოსკოვის საჩუქრად“, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და სასარგებლო მხოლოდ რუსეთისთვის არის. "ქართული ოცნების" ხელისუფლება პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმა.
სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი: „აბა ომი გინდა”-ს შემდეგი სერია მზადდება… მომდევნო ეპიზოდში ჩვენ მოვისმენთ ისეთ ფრაზებს როგორიცაა – “რუსეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებს”, “რუსეთი სამაჩაბლოს დააბრუნებს”, “ჩვენი მოძმე ერი”, “ერთმორწმუნე ძმა” და ა.შ. – იმედია ამ კეთილ ზღაპრებს არავინ შეჭამს და არ დავგოიმდებით!“
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია: „რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა ხმაურით და თბილისი დაბომბა… “ქართულო ოცნებავ”, თქვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევით, ხოლო ოკუპანტ, ომის საერთაშორისო დამნაშავე, დასანქცირებულ ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვლის ფაქტის ნორმალიზებას ცდილობთ. შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით! ტყუილად წვალობთ, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირში!“
„ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება. ამის ნიშანია დათმობა, რომ ვიზას არ გვთხოვს, ანუ არაა ჩვენთან ომში“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე „ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა. როგორც პაპაშვილმა აღნიშნა, მართალია, რუსეთთან ურთიერთობისას სიფრთხილეა საჭირო, თუმცა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო ...
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს! ეს იქნებოდა სწორი, ადეკვატური და ღირსეული პასუხი! მთავრობა გვყავს და აბა ღირსება სადაა? P.S. ვისაც მიფარჩაკებული პუტინის ეს გადაწყვეტილება გიხარიათ სიამოვნებით შეგკრებდით ...
ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ ისტორიულ მომენტით ისარგებლებს, ვაშინგტონში, ბერლინში, პარიზში იჯდება და შეაწუხებს ყველა პარტნიორს და ეტყვის, თქვენ ადრე შეცდით, ახლა, აღარ უნდა შეცდეთ, თქვენ საქართველო გჭირდებათ, საქართველო არის კულტურულად, ტრადიციულად და ისტორიულად თავისუფალი სამყაროს, ევროპის ნაწილი. ამით უნდა „დავბომბოთ“ ჩვენ დასავლეთი და ამის ნაცვლად ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დისკუსიის საგნად ხდის იმას, რომ ფრენები ...
არის თუ არა ავად ბელარუსის 68 წლის ავტოკრატი ლიდერი? კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოსკოვში, 9 მაისის სამხედრო აღლუმზე სტუმრად ჩასულმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რამდენიმე ასეული მეტრი დამოუკიდებლად ვერ გაიარა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებს განცხადებით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მისი შეფასებით, საქართველოს მმართველმა პარტიამ კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი. „საქართველოს ისტორიული არჩევანი, საქართველოს მომავალი და საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 85 %-ის ნება, ევროპაში და ევროკავშირში ინტეგრაციაა; დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გადასცა. ადმინისტრაცია მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. „2023 წლის 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გაიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიხსნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით და ევროპის დღის მილოცვით. საზეიმო კონცერტის... Читать дальше...
რუსეთი აუქმებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც მონაწილეებისთვის შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებაში, რომელიც გამოქვეყნდა იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე. ტექსტის მიხედვით, პრეზიდენტი პარლამენტში ხელშეკრულების დენონსირების განხილვისას ოფიციალურ წარმომადგენლად ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს. Читать дальше...
65 წლის ედუარდ აბრამიანი, რომლის კუთვნილ ატრაქციონზე ორი თვის წინ ბათუმში ბავშვი დაიღუპა, პატიმრობაში რჩება. 10 მაისს სასამართლოს სხდომაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო. მოსამართლემ ადვოკატის არგუმენტები არ მიიღო. „გამოძიება დასრულებულია და ყველა მტკიცებულება მოპოვებულია. მისი პიროვნული მახასიათებლები გაითვალისწინეთ, მას უმწიკვლო რეპუტაცია აქვს... Читать дальше...
ოთხშაბათს გამოაცხადა ტოკიოში ნატოს ოფისის გახსნის გეგმების შესახებ, იტყობინება CNN-ი. ეს იქნება ნატოს პირველი ოფისი აზიაში. მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ჰაიასიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია გავლენას ახდენს მსოფლიოს სტაბილურობაზე და იაპონიამ უნდა გააძლიეროს თავისი რეგიონის უსაფრთხოება. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა მოლაპარაკებები. მან იაპონიას ალიანსის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ წყნარი... Читать дальше...
რუსეთის სახელმწიფო დუმის „კომუნისტი" დეპუტატი სერგეი გავრილოვი გამოეხმაურა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გაუქმებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ. როგორც გავრილოვი ამბობს, ეს გადაწყვეტილება ათასობით ქართველს სურდა. „ეს უნდოდა ათასობით ქართველს, ეს ხომ ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტების გაფართოებას და ახალგაზრდულ გაცვლას, სავაჭრო პროცედურების გამარტივებას, მთელი რიგი საინვესტიციო პროექტების განბლოკვას, რეალიზაციას... Читать дальше...
ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელიც ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ქართველი ძიუდოისტი დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტატამიზე მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და ტიტული ბრწყინვალე ჭიდაობით შეინარჩუნა. ფინალის გზაზე გრიგალაშვილმა მაროკოელი, ტაჯიკი, ავსტრიელი და სამხრეთკორეელი მეტოქეები დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ბელგიელ მატიას კასეს აჯობა. დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატი 7 მაისს დაიწყო. უკვე... Читать дальше...
9 მაისმა ისე ჩაიარა, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა ბახმუტის მონაკვეთზე, რომლისკენაც იყო მიპყრობილი ყურადღება „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ: პრიგოჟინი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჯერ პოზიციების მიტოვებით, შემდეგ კი ბახმუტის აღებით იმუქრებოდა. რუსი და უკრაინელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ „ვაგნერის“ მეთაური არანაკლები სისასტიკით იბრძვის ძალაუფლებისთვისაც... Читать дальше...
შვეიცარიელმა მეცნიერებმა ალპებსა და არქტიკაში აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელება შეუძლიათ. ეს შეიძლება გარღვევას მოასწავებდეს ნარჩენების გადამუშავების სფეროში. მეცნიერებმა შეაგროვეს ნიმუშები და 19 სახეობის ბაქტერია და 15 სახეობის სოკო გაზარდეს ბნელ ლაბორატორიაში 15°C ტემპერატურაზე. ამის შემდეგ მკვლევრებმა მიკრობებს სხვადასხვა სახის პლასტმასა „აჭამეს“. აღმოჩნდა, რომ მიკრობებმა შეძლეს პოლიურეთანისა და ზოგიერთი პლასტმასის ნარევების მონელება. თუმცა, ვერც ერთმა მიკრობმა ვერ შეძლო გადაემუშავებინა პოლიეთილენი... Читать дальше...
ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე და ამბობს, რომ ეს "საქართველოს მთავრობის "კარგი ქცევის" შედეგია". მისივე სიტყვებით, საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. "[ბიძინა] ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ", - წერს გიორგი გახარია. Читать дальше...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების 2020-2021 წლების საქმიანობა შეისწავლა და ისეთი დარღვევები გამოავლინა, რომელიც შესასწავლად პროკურატურას გადასცა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ერთგული რჩება. მისი თქმით, საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს. „საქართველო რჩება ერთგული იმ გადაწყვეტილების, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ნაწილია საერთაშორისო შეთანხმებების და ჩვენ ფინანსურ სანქციებზე, როდესაც ვსაუბრობთ, იცით... Читать дальше...
მარტის აქციების მონაწილის, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა მტკიცებულებად არ იქნება წარმოდგენილი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არ მიიჩნია საჭიროდ ექსპერტიზის ჩატარება იმის დასადგენად, არის თუ არა ბრალდების მხარის მტკიცებულებებად გამოყენებულ ვიდეოჩანაწერებში მოქმედი პირი და ლაზარე გრიგორიადისი ერთი და იგივე ადამიანი. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება გრიგორიადისის ადვოკატებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა... Читать дальше...
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პასუხობს და ამბობს, რომ თუკი რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლაზე "პროვოკაციაა", "არ ავყვეთ". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. "როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, თუ ეს პროვოკაციაა, მე მოვუწოდებ მასაც და ყველას, პროვოკაციას არ ავყვეთ. ეს არის ნომერ პირველი ანტიდოტი ასეთ შემთხვევაში... საქართველოს არავისთვის უთხოვია რაიმე შეღავათი. ეს მათი გადაწყვეტილებაა. Читать дальше...