აშშ-ის ხელისუფლება აფასებს, თუ რა ზარალი შეიძლება მისდგომოდა ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას სამშაბათს ღამით კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ Patriot-ის სისტემა სავარაუდოდ დაზიანდა, მაგრამ არ განადგურებულა. როგორც CNN-ი აღნიშნავს, უკრაინას ამჟამად Patriot-ის ორი სისტემა აქვს - ერთი შეერთებული შტატებიდან, მეორე კი მას გერმანიამ და ნიდერლანდმა გადასცეს. უცნობია, ამ სისტემებიდან რომელი შეიძლება დაზიანებულიყო. Читать дальше...
ანსამბლი “მართვე” მიდიოდა აშშ-ში, 50 ბავშვს სათითაოდ შეატანინეს ვიზაზე მოთხოვნა და საბოლოოდ ანსამბლი დატოვეს ქვეყანაში – ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს-, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე ფიქრობს, ჯობია “თვითონ გადადგან ნაბიჯები, რაც უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას, ...
100%-იანი საჰაერო დაცვა გვჭირდება, მოგვეცით ავიაგამანადგურებლები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეიკიავიკში ევროპის საბჭოს საბიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორშაბათიდან სამშაბათზე ღამით უკრაინამ რუსეთი მიერ გაშვებული რაკეტები 100% ჩამოაგდო. ზელენსკის თქმით, ამას დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეუწყეს ხელი. “ერთი წლის წინ ტერორისტების მიერ გამოშვებული რაკეტების უმრავლესობის ჩამოგდება არ ...
დასავლური თანამეგობრობა მთლიანად დისტანცირდა რუსეთისგან და ახლა რუსეთთან ურთიერთქმედების გაზრდის დრო არ არის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუკი რუსეთთან ფრენები დაიწყება, ეს დასავლეთის მზარდი შეშფოთების საგანი იქნება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ვითარების მონიტორინგი გაგრძელდება და დამატებით ნაბიჯებს აშშ საჭიროების მიხედვით გადადგამს. “ამაზე უკვე ვისაუბრე. საქართველოსა ...
თან ცეცხლის ნიშანია, თან ზოდიაქოს პირველი ნიშანი, ამიტომ მას სიტუაციის კონტროლის და დომინირების მძაფრი სურვილი აქვს ნებისმიერ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, იგი ეგოისტია, მხოლოდ მაშინ უსმენს ადამიანებს, თუ ისინი მიზნების მიღწევაში და სასურველის მიღებაში ეხმარებიან. საკუთარი თავის გარდა ვერაფერს ამჩნევს. კურო ზოდიაქოს ყველაზე ჯიუტი ნიშანია. იგი მიწის სტიქიას ეკუთვნის, ფეხი მყარად უდგას, თუმცა სწორედ ამის გამოა, ...
2003 წლის კანის კინოფესტივალზე ჯონი დეპი კვლავ ყურადღების ცენტრშია. საფრანგეთში მისი ახალი ფრანგულენოვანი ფილმი “Jeanne Du Barry” წარადგინეს, რომელშიც 59 წლის ვარსკვლავი მეფე ლუი XV-ს განასახიერებს. წითელ ხალიჩაზე მისვლამდე დეპი შეჩერდა ავტოგრაფების გასაფორმებლად და თაყვანისმცემლებთან სელფის გადასაღებად. ის და ფილმის სხვა მსახიობები ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ. დეპმა თეატრში გულმხურვალე აპლოდისმენტები მიიღო, როცა ადგილის დასაკავებლად მივიდა. წყარო/ფოტო: People
2015 წელს Blurryface, Twenty One Pilots-ის მეოთხე სტუდიური ალბომი გამოვიდა. 1993 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა ალან ჯექსონმა გამოუშვა თავისი სინგლი “Chattahoochee”. 1984 წელს ჯეკ ტრამიელმა დააარსა Atari. 1971 წელს სტივენ შვარცის მიუზიკლის “Godspell” პრემიერა ბროდვეიში შედგა. 1939 წელს პირველი სატელევიზიო ბეისბოლის თამაში გადაიცა NBC-ზე, რომელშიც პრინსტონმა კოლუმბია 2-1 დაამარცხა. 1861 წელს პირველი ფერადი ფოტო გადაიღეს. 1824 ...
ავიაკომპანია Georgian Airways-მა საკუთარ ვებგვერდზე 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ბილეთების გაყიდვის ველი გახსნა. თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენის ფასები 897 ლარიდან იწყება. პირველი რეისი 20 მაისს 08:00 საათზე შესრულდება, ფრენა 3 საათსა და 15 წუთს გაგრძელდება.
ეს არის კუდის ქიცინი რუსებისთვის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ღირსეული მთავრობა ფრენების აღდგენაზე უარს იტყოდა. „როგორც ჩანს რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ძალიან რეალური გახდა კანდიდატის სტატუსის მოცემა და სავარაუდოდ, ამ პროცესის შეფერხება უნდა. ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობა უარს ...
„შორს ბინძური ხელები „ჯორჯიან ეარვეისისგან!" - ამ სიტყვებით იწყება ავიაკომპანიის თანამშრომლების სახელით გავრცელებული განცხადება. „ჯორჯიან ეარვეისი", რომელიც თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირ ფრენებს იწყებს, 16 მაისს პროტესტის ერთ-ერთი ადრესატი იყო. პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული მოძრაობების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან, სწორედ, ავიაკომპანიის ოფისთან გადაინაცვლეს და გამოხატეს უარყოფითი პოზიცია რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების გამო. „ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლების ღია წერილში ნათქვამია... Читать дальше...
„გული შესტკივა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ის, როგორც ძალიან წარმატებული ქართველი, იბრძვის უკრაინელებისა და ქართველებისთვის, ქართულ პოლიტიკაში მის მოსვლაზე დღეს საუბარი არ არის“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ ქართულ პოლიტიკაში უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას შესაძლო მოსვლის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, არახამია უკრაინულ ...
მოლდოვის ხელისუფლება იწყებს მოსკოვის ორბიტაზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრიდან ქვეყნის გამოყვანის პროცესს, რასაც წინ პროდასავლური ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა.
16 მაისს, მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის შესრულებამდე სამი დღით ადრე, რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა („აზიმუტმა“) რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი - ქვეყნების სიიდან ამოიღო.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა გააპროტესტეს საქართველოს პარლამენტის უკან შეკრებილმა პოლიტიკური პარტიების და მათი ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერი - „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“. დაჩი ნატროშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა განაცხადა: „საქართველოს მოქალაქეები ვართ ღირსეული ადამიანები და ჩვენს თავმოყვარეობას არავის არ შევალახვინებთ". პარტია „დროას" წევრმა შუშანა მაცაბერიძემ თქვა: „მანამ... Читать дальше...
Amnesty International-ის ცნობით, 2022 წელს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა აღირიცხა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში. ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზია ირანი. იქ სიკვდილით დასჯის რაოდენობის ზრდამ გააქარწყლა ექვს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმებით გაჩენილი იმედები. სიკვდილით დასჯის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 16 მაისს გამოქვეყნდა, უფლებადამცველმა ჯგუფმა მიუთითა „შემაშფოთებელ“ ტენდენციაზე: მისი თქმით, მსოფლიოში ჩინეთის ფარგლებს გარეთ დადასტურებული სიკვდილით... Читать дальше...
ჩინეთმა სთხოვა უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც პეკინში უდევთ ბინა, არ გამოიყენონ თავიანთი შენობების გარე კედლები „პოლიტიკური პროპაგანდისთვის“, რაც, როგორც ჩანს, გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნებს. ამის შესახებ იაპონური სააგენტო Kyodo იუწყება წყაროებზე დაყრდნობით. Kyodo აღნიშნავს, რომ პეკინში ბევრმა საელჩომ გამოკიდა უკრაინის დროშის შემცველი აბრები და ჩინურ და ინგლისურ ენებზე წარწერები უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 მაისით დათარიღებული შეტყობინება შეიცავდა მოწოდებას... Читать дальше...
ფრანგულმა მოდის სახლმა Dior ჯონი დეპთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც კაცების პარფიუმერიის ინდუსტრიაში უმსხვილესი ხელშეკრულება გახდა. ამის შესახებ Variety წერს. გამოცემის ინფორმაციით, კონტრაქტი სამწლიანია, მისი თანხა კი 20 მილიონ დოლარს აღემატება. Variety-ს წყაროს ცნობით, ზოგადად ბრენდები წელიწადში 2-4 მილიონის ოდენობის ხელშეკრულებებს აფორმებენ. დეპი Dior Sauvage-ის სახე 2015 წელს გახდა, მაგრამ ბრენდმა მასთან თანამშრომლება მსახიობის ყოფილი ცოლის, ემბერ ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ დევდარიანი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ავრცელებს: “შოკისმომგვრელი ამბავი, ჩვენი უკარგესი და უთბილესი ბესო დევდარიანი გარდაიცვალა, სიტყვებს ვერ ვპოულობ წარმოუდგენელი ამბავია, არც კი ვიცი რა ვთქვა. კიდევ რამდენ სიკეთეს და სითბოს დატოვებდა ამ ქვეყანაზე. Читать дальше...
ოლეჰ ნიკოლენკო, უკრაინის საგარეო სამინისტროს სპიკერი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს „ტვიტერზე" გამოეხმაურა. მან ქართულად დაწერა, რომ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. „მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება. კრემლი კი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია"... Читать дальше...
ნიკა გვარამიას საქმე ივანიშვილის სტანდარტებითაც გამორჩეულია ბევრ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას შორის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან ერთი წლისთავს გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, ნიკა გვარამიას შემთხვევაში აშკარა იყო ივანიშვილის რეჟიმის განაცხადი, რომ ასეთ აბსურდულ ამბავზეც კი წამსვლელები არიან იმისთვის, რომ მათი კრიტიკოსი ციხეში იჯდეს. “ყველას უნდა შევახსენოთ, ადამიანებს ...
რუსეთის დუმის დეპუტატი ზურაბ მაკიევი საავიაციო კომპანია Azimuth Airlines-ის დასჯას და კომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს, ქვეყანათა ჩამონათვალის სიიდან, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და ოკუპირებული აფხაზეთის ამოღების გამო. „რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა წაშალა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან, რომელიც იქ დატანილი იყო ვებსაიტის დარეგისტრირებიდანვე. აირლაინის ტექნიკური მხარდაჭერა სთავაზობს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომ მიუთითონ საკუთარი ეროვნული პასპორტი როგორც საქართველოს მოქალაქის... Читать дальше...
ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმ ოთხმა ადამიანმა, ძირითადად უკვე უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აღმოაჩინა შესაძლო მოწამვლის სიმპტომები ან განიცადა უცნობი პირების მიერ მათ საცხოვრებლებში შეღწევის შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამის შესახებ სამშაბათს წერს გამოცემა „აგენტსტვო“. იგი იუწყება, კერძოდ, ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელზე, ნატალია არნოზე (ბუდაევა), რომელიც ძლიერ სისუსტეს გრძნობდა მიმდინარე წლის მაისის პირველ დღეებში. Читать дальше...
ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOBIT) დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საელჩოები. ისინი კიდევ ერთხელ მიესალმებიან მრავალფეროვნებას და სოლიდარობას უცხადებენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. საელჩოები აღნიშნავენ, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად... Читать дальше...
უკრაინა NATO-ს ერთიანი კიბერთავდაცვის ცენტრის (CCDCOE) წევრი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე წერს. „დღეს, უკრაინის სახელმწიფო დროშა ოფიციალურად აღიმართა ტალინში, ნატოს ერთიანი კიბერთავდაცვის ცენტრის შტაბ-ბინაში“, – აცხადებენ უწყებაში. უკრაინამ ცენტრში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი 2021 წლის აგვისტოში გააკეთა. 2022 წლის მარტში ნატოს 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინისთვის CCDCOE-ს წევრი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება ...
ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, მსჯავრდებული ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გვარამია აღნიშნავს, ციხეში ყოფნით მისი მოტივაცია კიდევ უფრო გაძლიერდა. „დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, ეს „სიმყუდროვე“ ზედმეტად ჰერმეტულია და მოსაწყენი… რა ...