იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრად 32 კანდიდატია წარდგენილი. ხუთივე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით უნდა აირჩიონ. კანდიდატების სია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა: 1. გოგა კიკილაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი); წარმდგენი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 2. თეიმურაზ ჯერვალიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ-კონსულტანტი. წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;... Читать дальше...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ხერსონის ოლქში დროებით დაპყრობილ ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო ძალების დანაკარგის შესავსებად და ფრონტის ხაზზე ქვედანაყოფების გასაძლიერებლად ჩაიყვანა 2000-მდე მობილიზებული. გენშტაბის ცნობითვე, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებამ გასცა მის მიერ გახსნილი „საბანკო დაწესებულებების“ ევაკუაციისთვის მზადების განკარგულება და ევაკუაციისთვის მოამზადა რუსეთიდან ჩაყვანილი სამედიცინო პერსონალის და მასწავლებლების სიები. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად... Читать дальше...
ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს მსახიობი ენტონი რეპი. მსაჯულების თანახმად, რეპმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ, ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო სპეისის უდანაშაულოდ გამოცხადების ფორმალური გადაწყვეტილება და საქმე დახურა. ენტონი რეპმა კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ, პირველად 2017 წელს განაცხადა. რეპის თანახმად... Читать дальше...
ევროკავშირის შემდეგ, ირანს ახალი სანქციები დაუწესა დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც. უკრაინის წინააღმდეგ საომრად რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის გამო, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები აამოქმედა ე.წ. კამიკაძე-დრონების მწარმოებელი ირანული კომპანიის, Shahed Aviation-ის და სამი სამხედრო მაღალჩინოსნის - ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ აეროკოსმოსური ძალების მეთაურის და თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკური სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. მათ მიმართ... Читать дальше...
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელები დაადანაშაულა იმაში, რომ ვერ ერკვევიან ამერიკის საგარეო პოლიტიკაში და ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დაფინანსებას. 8 ნოემბერს, აშშ-ში ჩატარდება კონგრესის შუალედური არჩევნები, რომლის შედეგები გადაწყვეტს, შეინარჩუნებენ თუ არა დემოკრატები უმრავლესობას სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერმა კევინ მაკარტიმ, მისი პარტიის კანდიდატთა გამარჯვების შემთხვევაში... Читать дальше...