Мы в Telegram
Добавить новость

Недовольные клиенты начали штурмовать офис криптокомпании в «Москва-Сити»

ММКФ 46: Объявлены победители фестивальной недели

На месте старых складов в Улан-Удэ построят тренировочный комплекс для коммунальных служб

Суд арестовал сотрудника ДПС — он за взятку отпустил убийцу байкера из Люблино

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2022

Новости за 26.10.2022

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის და ისრაელის პრეზიდენტებმა განიხილეს რუსეთისთვის ირანის დრონების მიწოდების საკითხი

ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მათ შორის განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინასთან ომში ირანული წარმოების დრონების გამოყენების საკითხი.    ჰერცოგის თქმით, ირანი მოსკოვს აწვდის იარაღს, რომელსაც მოაქვს "სიკვდილი უკრაინის უდანაშაულო მოქალაქეებისთვის".  ერთი დღით ადრე, ვაშინგტონის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, ისრაელის პრეზიდენტმა წარმოადგინა ფოტოსურათები - რომლებიც, მისი თქმით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ უკრაინაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ ირანს დამატებით სანქციებს უწესებს დემონსტრაციებზე ზეწოლის გამო

აშშ-მა 26 ოქტომბერს დაასახელა ირანის 10 ოფიციალური პირი, მათ შორის თეირანის ევინის ციხის მმართველები, რომლებსაც სანქციები დაუწესდა საინტერნეტო ცენზურისა და იმ საპროტესტო გამოსვლების საწინააღმდეგო რეპრესიების გამო, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა.  სანქციები მოიცავს ფინანსურ ბლოკებს და სხვა სადამსჯელო ზომებს, ისინი დააწესა აშშ-ის ფინანსთა დამინისტროს საგარეო ქონების კონტროლის ოფისმა, რითიც მიზანში ამოიღო ირანის ლიდერები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველის კანდიდატებთან გამართული კითხვა-პასუხი - მეორე ოთხეული პარლამენტში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დღეს, 26 ოქტომბერს სახალხო დამცველის კიდევ 4 კანდიდატს მოუსმინა.

News.ge 

რამზან კადიროვი ბარბაროსულ მუქარაზე გადადის

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა, რომელიც ამას წინათ უკრაინის ქალაქების „პირისაგან მიწისა აღგვის“ მოწოდებით გამოვიდა, 26 ოქტომბერს თავის ტელეგრამის არხიდან ანტონ კრასოვსკის სტილში მორიგი მუქარა გაავრცელა. კადიროვმა ამჯერად მთელი უკრაინა გამოაცხადა რუსეთის ტერიტორიად, უკრაინელებს უწოდა „შაითნები“ და აღნიშნა, რომ მათ ტყვედ კი არ აიყვანენ, არამედ დაწვავენ. ამ და სხვა ასეთი ანტიადამიანური განცხადებების გამო კადიროვი კიევიდან უკვე ...

Radiotavisupleba.ge 

ნაკაიძის თქმით, თინათინ ერქვანიას  მიდგომა სერიოზული პრობლემის შემცველია ქართველი მუსლიმების კონტექსტში

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის" წევრმა ტარიელ ნაკაიძემ „ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა ადამიანის უფლებათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სახალხო დამცველობის კანდიდატის თინათინ ერქვანიას მიერ გაცემული პასუხის შესახებ. ნაკაიძის შეკითხვა ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ეხებოდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ერქვანიას მიდგომა სერიოზული პრობლემის შემცველია ქართველი მუსლიმების კონტექსტში. „ქალბატონმა ერქვანიამ ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე ბათუმის თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის შესახებ, თუ რას ფიქრობდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში მობილიზებულთა ახლობლები ჰყვებიან ფრონტზე არსებულ სავალალო ვითარებაზე

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ სეროვის მაცხოვრებლებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისადმი, რომელშიც ყვებიან თავიანთი ოჯახების წევრების სავალალო მდგომარეობაზე - მათი, ვინც რუსეთის არმიაში მოხვდა გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში და უკრაინაში გაიგზავნა ფრონტზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში. მიმართვაში, რომელიც გამოქვეყნდა ტელეგრამის არხზე SOTA, მობილიზებულთა ახლობლები ყვებიან, რომ პირველ ეტაპზე მათი ოჯახების წევრები გაგზავნილ იქნენ როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოში... Читать дальше...

News.ge 

ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატის, თინათინ ერქვანიას განცხადებით, დავით კეზერაშვილს ოლიგარქად მიიჩნევს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს – არა

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, თინათინ ერქვანიას შეფასებით, დავით კეზერაშვილს ოლიგარქად მიიჩნევს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში ამას ვერ ხედავს. როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ოლიგარქი არის კრიმინალური წარმომავლობის რესურსების მფლობელი პირი, რომელიც შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებს. „ევროპული კავშირის სამართალში ტერმინი ოლიგარქი სამართლებრივად იდენტიფიცირებული არ არის. ეს არის უფრო პოლიტიკური ნიშნულის ცნება, რომელსაც ...

Radiotavisupleba.ge 

კრასოვსკის იდეოლოგიური მიმდევარი - კადიროვი ბარბაროსულ მუქარაზე გადადის

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა, რომელიც ამას წინათ უკრაინის ქალაქების „პირისაგან მიწისა აღგვის“ მოწოდებით გამოვიდა, 26 ოქტომბერს თავის ტელეგრამის არხიდან ანტონ კრასოვსკის სტილში მორიგი მუქარა გაავრცელა.

News.ge 

რატომ არის პასტა მნიშვნელოვანი საკვები

პასტა იტალიური სამზარეულოს მთავარი სიმბოლო და განუყოფელი ნაწილია. თუმცა იგი არა მხოლოდ იტალიაში, მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი ადამიანის საყვარელი კერძია. გავრცელებული და ხელმისაწვდომი პროდუქტია. იგი მარცვლეულისგან მზადდება, რაც ენერგიის მნიშვნელოვანი რესურსია. მისი კერძების დამზადება მარტივია და შეგიძლიათ მრავალფეროვანი გზები გამოიყენოთ. გაამდიდროთ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტებით. მაგალითად, ყველით, თევზით, პომიდორით, ბროკოლით ან სხვა ბოსტნეულით, ...

News.ge 

როგორ გავანაწილოთ დრო ეფექტურად

დროის მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საკითხია. თანამედროვე ცხოვრების ტემპი ძალიან ჩქარი და დატვირთულია, აქედან გამომდინარე, ზოგჯერ გვიჭირს პრიორიტეტების სწორად განაწილება და ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხებისთვის მეტი დროის დათმობა. ხშირად ვფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამ ფიქრში საჭირო დროს ვკარგავთ. თუ კომპლექსური დავალების შესრულება გიწევთ და ამისთვის გაქვთ გარკვეული მოცემულობა, უმჯობესია, მარტივი საფეხურების გავლით დაიწყოთ. ...




News.ge 

ჰასანლუს მისტერია და 2800 წლოვანი ამბორის ისტორია

1972 წელს ირანში, თეფე ჰასანლუში, არქეოლოგიური გათხრების დროს, ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ისინი სამარხში 2800 წლის განმავლობაში იყვნენ განთავსებულნი. პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, წყვილი ერთად გარდაიცვალა ძვ.წ 800 წელს. როდესაც ქალაქი უცნობმა დამპყრობელმა გაანადგურა. ადგილი ჰქონდა მასობრივ ხანძარსაც. სიკვდილის წინ მათ ერთმანეთს უკანასკნელად აკოცეს, რაც მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. ჰასანლუ ...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის "დესატანიზაცია" - რუსეთის ახალი გეგმა

თუკი რუსეთი 24 თებერვალს წამოწყებული ე.წ. სპეცოპერაციის ერთ-ერთ მთავარ მიზნად უკრაინის დენაციფიკაციას ასახელებდა, ახლა, სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, ბრძოლას უკრაინის დესატანიზაციის ლოზუნგით აგრძელებს.

Radiotavisupleba.ge 

კენედისა და ხრუშჩოვის გაკვეთილები პუტინისთვის

60 წლის წინ, 1962 წლის 27 ოქტომბერს, როცა კუბის საჰაერო თავდაცვამ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი U-2 ჩამოაგდო, აშშ და საბჭოთა კავშირი უკვე იდგნენ ბირთვული კატასტროფის ზღვარზე, თვითმფრინავის ჩამოგდებამ კი ომის დაწყება თითქმის გარდაუვალი გახადა, თუმცა სულ ბოლო მომენტში ამერიკის 35-ე პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ უარი თქვა საპასუხო იერიშის მიტანაზე, რასაც მალევე მოჰყვა საბჭოთა კავშირის მაშინდელი ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის შემხვედრი ნაბიჯი, გარკვეული პირობებით, კუბიდან საბჭოთა რაკეტების გატანის თაობაზე. Читать дальше...

News.ge 

ქსენია სობჩაკი, სავარაუდოდ, ლიეტუვაში გაიქცა

ტელეგრამის არხის Baza-ს ცნობით, ტელეწამყვანის დაკავების გადაყვეტილება იყო მიღებული;  სამართალდამცავები მივიდნენ აეროპორტ ვნუკოვო-3 -ში, მაგრამ სობჩაკმა მოახერხა ქვეყნიდან გაფრენა. იგი ლლიეტუვაში ბელორუსის გავლით გაემგზავრა. როგორც TASS-ის წყარო აღნიშნავს,  გამომძიებლებს ხელში ჰქონდათ გადაწყვეტილება სობჩაკის დაკავების შესახებ, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა. ცნობისათვის, სობჩაკის დირექტორს სუხანოვს დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სობჩაკის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო “როსტეხის”... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამი ოპოზიციური პარტია თანამშრომლობაზე შეთანხმდა 

ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა სამი ოპოზიციური პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა". მათი ლიდერების განცხადებით, „ნამდვილად დიდ სინერგიას ვნახულობთ ერთმანეთში, - თქვა „სტრატეგეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და დაამატა, - რომ მჯეროდეს, ცალკე აღებულს ჩვენ შეგვიძლია, ეს დიდი პრორუსული ძალა, რომელიც არის ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი, დავამარცხოთ, დიდი სიამოვნებით, მაგრამ ერთიანობაა გზა. მე იმედი მაქვს, რომ დროც არის ამისთვის. სხვებიც ნახავენ, რომ სხვა გზა და ალტერნატივა არ არსებობს". Читать дальше...

News.ge 

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. ინფორმაცია ამის შესახებ სენატის ვებგვერდზეა განთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული, მას 85-ვე სენატორმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში პოლონეთის სენატი “მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ ...

News.ge 

გია ვოლსკი: განგებ სახალხო დამცველობის ისეთი კანდიდატებია წარმოდგენილი, რომლებზეც ვიცით, რომ მყარი პოლიტიკური პოზიცია აქვთ, რასაც უკიდურესად უხეშ, უზრდელურ და ხეპრულ ფორმებში გამოხატავდნენ

რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო შეთანხმებით განგებ ისეთი კანდიდატებია წარმოდგენილი, რომლებზეც აპრიორი ვიცით, რომ მყარი პოლიტიკური პოზიცია აქვთ, ხოლო ამ პოლიტიკურ პოზიციას უკიდურესად უხეშ, უზრდელურ და ხშირ შემთხვევაში, ხეპრულ ფორმებში გამოხატავდნენ, – აღნიშნული შეფასება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატებთან დაკავშირებით გააკეთა. ვოლსკის თქმით, “საკომიტეტო მოსმენებმა უკვე დაგვანახა, რომ განგებ ისეთი ...

Radiotavisupleba.ge 

ირანში საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდნენ მუშები და გამყიდველები

კიდევ უფრო მეტი მუშა და გამყიდველი შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ირანის მასშტაბით მიმდინარეობს და რომლებითაც 26 ოქტომბერს აღინიშნა მეორმოცე დღე მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილიდან.  ცენტრალური ირანის ქალაქ ისპაანის რამდენიმე კაფემ ინსტაგრამით გამოაქვეყნა განცხადება, რომ 26 ოქტომბერს არ გაიხსნებოდა "ჩვენი დის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღის აღნიშვნის მიზნით" - რომელიც მიემართებოდა 22 წლის ასაკში დაღუპულ ამინის.  თეირანში თავი მოიყარა ათობით მუშამ და გამყიდველმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერქვანია ფემიციდზე: უნდა ვესაუბროთ მოქალაქეებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, სადაც ახლოს არის ისლამური სამყარო

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა თინათინ ერქვანიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ფემიციდის შესამცირებლად გასატარებელ ზომებს. „ფემიციდი, ცხადია, ძალიან დიდი პრობლემაა. მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. აღმოსავლეთ ევროპაში და საერთოდ ჩვენს რეგიონში პრობლემატურია. არის სოციალური პრაქტიკის პრობლემა. რაღაცნაირად გაუნათლებლობის პრობლემაც არის ეს. ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს, მათ შორის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის მთავრობამ დაბლოკა RFE/RL-ის ვებსაიტი

ყირგიზეთის მთავრობამ დაბლოკა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ყირგიზული სამსახურის ვებსაიტი, მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ უარი განაცხადა წაეშალა ვიდეორეპორტაჟი ტაჯიკეთთან საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შესახებ. ყირგიზეთის ინფორმაციის სამინისტრო 26 ოქტომბრის განცხადებაში წერს, რომ ეს ზომა გატარებულ იქნა პასუხად "სანდოობის არმქონე მასალებზე", რომლებიც "წინააღმდეგობაში მოდის ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებთან". სამინისტროს მხედველობაში აქვს, მისი თქმით, არაზუსტი ინფორმაცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა მასირებულ ბირთვულ დარტყმებში სტრატეგიული ძალების წვრთნა ჩაატარა

რუსმა სამხედროებმა დაამუშავეს მოწინააღმდეგის თავდასხმის საპასუხო მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. ”რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასწავლო გეგმის შესაბამისად, თქვენი ხელმძღვანელობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მართვისათვის წვრთნა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება დავალებები სტრატეგიული შეტევითი ძალების მიერ მტრის ბირთვული იერიშის საპასუხო მასიური ბირთვული დარტყმისთვის“, - მოახსენა შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მცხოვრები უკრაინელები დახმარებას ითხოვენ

საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ნაწილი პრემიერს დახმარებას სთხოვს. მათი სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მესამე თვეა, უშედეგოდ ელიან დაპირებულ ფულად დახმარებას. "გაირკვა, რომ ეს შემწეობა, გაცხადებულის საწინააღმდეგოდ, არც სასტუმროში მცხოვრებებს მიუღიათ. მოგმართავთ ბატონ პრემიერ-მინისტრს და ყველას, ვისაც ეს კითხვა ეხება. ჩვენ მადლობელი ვართ იმისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენთვის, მადლობელი ვართ ქართველი ხალხის, მაგრამ გთხოვთ, განიხილოთ შეღავათების საკითხი. თქვენ თვითონ გესმით, რომ ჩვენს მდგომარეობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაკავების საფრთხის გამო ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა

რუსმა ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, 2018 წლის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქსენია სობჩაკმა, რომელიც, შესაძლოა, 26 ოქტომბერს გამოძიებას დაეკავებინა, ქვეყნიდან გამგზავრება შეძლო - ამ ცნობას ანონიმურ წყაროებზე დარყდნობით ავრცელებენ სააგენტოები ТАСС-ი და "База".  ჟურნალისტის გამგზავრებას წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს სახელმწიფო სააგენტო РИА "Новости"-ც. იუწყებიან, რომ სობჩაკი მინსკის გავლით ლიეტუვაში გაემგზავრა. დილით ჩხრეკა დაიწყო სობჩაკის სახლში, რომელიც მდებარეობს მოსკოვის შემოგარენის ელიტურ დასახლებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნება" ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის კანონპროექტს წარადგენს

მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის კანონპროექტზე მუშაობა დაამთავრა. ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა უთხრა, რომ კანონპროექტი ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციურ გაძლიერებას ითვალისწინებს. "სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა წარმართა გამჭვირვალედ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით და ყველა რელევანტური აზრის მოსმენისა და ანალიზის შედეგად, წარმოდგენილია შემდეგი სახის საკანონმდებლო ცვლილებები"... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Гаишника, за взятку отпустившего фигуранта дела об убийстве москвича, уволили

ММКФ 46: Объявлены победители фестивальной недели

В Москве строители-мигранты напали на защитников детской площадки

Новый логотип появился у клинического кожно-венерологического диспансера Подмосковья

Музыкальные новости

Сбер подарил Орлу умный светомузыкальный фонтан

Генерал-полковник Алексей Воробьев высоко оценил подготовку кинологов Росгвардии к предстоящим соревнованиям по профессиональному многоборью

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге про географию экспорта российской рыбы

По запросу Баку в Москве незаконно был задержан известный российский политолог Михаил Александров

Новости России

Дожди и грозы ждут Москву в субботу

В Москве погиб пациент больницы, его не смогли спасти после падения

Гаишника, за взятку отпустившего фигуранта дела об убийстве москвича, уволили

Мексиканская драма «Стыд» завоевала «Золотого Святого Георгия» на ММКФ

Экология в России и мире

5 лучших бьюти-средств для тела на весну

585*ЗОЛОТОЙ» дарит украшения за установку мобильного приложения

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье

День Земли - каждый день

Спорт в России и мире

Как Рыбакиной стать второй ракеткой мира: расклад от WTA

Линетт сыграет против Соболенко во втором круге турнира WTA в Мадриде

Потапова всухую обыграла Шнайдер в 1-м круге турнира в Мадриде

Камбэком обернулся матч вундеркинда из России перед стартом Еленой Рыбакиной в Мадриде

Moscow.media

ИТ Альянс объявляет о графике работы в майские праздники

В Белогорском районе Республики Крым проведен рейд по бывшим мигрантам

Военный следователи провели в Инкермане очередной рейд по выявлению бывших мигрантов, не вставших на воинский учет

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)











Топ новостей на этот час

Rss.plus






ММКФ 46: Объявлены победители фестивальной недели

Нет взятки – нет и наказания? Что угрожает Тимуру Иванову

Диктант победы» впервые провели в Центре для талантливых детей «Спутник» в КЧР

На месте старых складов в Улан-Удэ построят тренировочный комплекс для коммунальных служб