Мы в Telegram
Добавить новость

Горожан пригласили отпраздновать открытие летней навигации на Южном речном вокзале

Адвокат: суд арестовал счета замминистра Тимура Иванова по делу о взятке

День спорта состоялся на стенде Подмосковья выставки-форума «Россия» на ВДНХ

Пенсионерка из Москвы отдала мошенникам 34 миллиона рублей



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2022

Новости за 13.10.2022

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქოს განცხადებით, მცხეთობის დღესასწაულის ​ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, ცნობა გაავრცელა. ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმით​ 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო 14 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო. „ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო", - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. Читать дальше...

News.ge 

დევი მეზურნიშვილმა ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა

კაცი, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს, ორი ბავშვი გადაარჩინა, ,,ეკო სერვისის” თანამშრომელი დევი მეზურნიშვილია. ის ვაკის პარკში უფროსი მებაღეა. არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ...

News.ge 

ალექსეი გონჩარენკო: მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. ვთვლი, რომ ის პოლიტიკური პატიმარია

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სააკაშვილი ძალიან არ უყვარს და ციხეში მისი ჯდომით ბედნიერია. „მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. ვთვლი, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ცხადია, ვლადიმერ პუტინს მიხეილ სააკაშვილი ძალიან არ უყვარს და ბედნიერია, რომ ის ...

Radiotavisupleba.ge 

კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში აფეთქებები მოხდა. რუსეთის მხარე უკრაინას ადანაშაულებს

ხუთშაბათ საღამოს უკრაინის საზღვარზე მდებარე კურსკის რეგიონში ელექტრო ქვესადგურში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად უშუქოდ დარჩნენ სოფლები ტეტკინო და პოპოვო-ლეჟაჩი. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა. გუბერნატორის თქმით, აფეთქების მიზეზი უკრაინის მხრიდან განხორციელებული დაბომბვა გახდა. სულ ტეტკინოსა და პოპოვო-ლეჟაჩიში 15 ჭურვის დაცემა დაფიქსირდა. ადგილობრივ მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის. სტაროვოიტისვე თქმით ხუთშაბათს ჭურვი ჩავარდა სოფელ გუევოში მდებარე კულტურის სახლის წინ, რომელსაც მინები ჩაემსხვრა. Читать дальше...

News.ge 

ნიკა გვარამია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: გახსოვთ როგორ მთავრდება ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”?

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარს უცხადებს. ამავე წერილში ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ მომხდარზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასადგენია და სავსებით შესაძლებელია, მერის სამსახურებრივი გულგრილობა დადგინდეს. ხოლო კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი სრულიად ცალსახა და მკაფიოა. “უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ვაკის პარკში. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, ...

News.ge 

ანგელა მერკელი: რუსეთისგან გაზის მიღება თავის დროზე ძალიან რაციონალური იყო

გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის აზრით, რუსეთისგან გაზის მიღება თავის დროზე “ძალიან რაციონალური იყო”. ამის შესახებ მან ლისაბონში განაცხადა. “თქვენ ყოველთვის მოქმედებთ იმ პერიოდში, რომელშიც იმყოფებით”,- აღნიშნა მერკელმა და დაამატა, რომ იგი თავის გადაწყვეტილებებს არ ნანობს. მისი თქმით, გერმანიას სჭირდებოდა ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია, ვინაიდან, ის შორდებოდა ბურთვულ და ნახშირზე მომუშავე ელექტროენერგიის წარმოებას და გაზი საჭირო იყო ამ ...

News.ge 

ზურაბ ჯაფარიძე: თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ – საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია

“განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა უსისხლო და უსინდისო ნა….ბი ოღონდ მათკენ ხელის გაშვერას აზრი არ აქვს, თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა – ჩვენია თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ – საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია” – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე. შეგასენებთ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა: შეიძლება მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს და ...

News.ge 

ამირან გამყრელიძე: …ღმერთმა არ ქნას, რამე ნაპრალი გაჩნდეს აშშ-სთან ურთიერთობებში

ჩვენი მთავარი პოლიტიკური მიზანი გახლავთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი გავხდეთ და ეს ვერ მოხდება ვერასოდეს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანსიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ ქვეყნის მთავარი პარტნიორი, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასა... Читать дальше...

News.ge 

კახა კალაძე: თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო

თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე, ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული მოზარდი მოინახულა. როგორც კალაძემ განაცხადა, კლინიკაში მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რა დროსაც 13 წლის მოზარდი, მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, კალაძემ აღნიშნა, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ...

Radiotavisupleba.ge 

ბასილაშვილის ძმის ჩვენება სასამართლოში ყოფილი რძლის წინააღმდეგ

13 ოქტომბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო სხდომაზე პირველად მივიდა ჩოგბურთელის ძმა თენგიზ ბასილაშვილი და ჩვენება ყოფილი რძლის წინააღმდეგ მისცა. ბრალდებებს დარბაზში ისმენდა თავად დაზარალებული ნელი დოროყაშვილი. "მთლიანი ჩვენება არის ტყუილი" - თქვა მან დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

Radiotavisupleba.ge 

კალაძე: თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნიუ ჰოსპიტალსში“ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმით​ 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო. კალაძემ განაცხადა, რომ თუ დამნაშავეა, მზად არის კანონის წინაშე პასუხი აგოს. მისი თქმით, გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. „მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ვლადიმერ ყარა-მურზას და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შემდგომი აგრესიის შესახებ, რომელშიც ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად გაათავისუფლოს რუსი ოპოზიციონერი მოღვაწე, ვლადიმერ ყარა-მურზა. რეკომენდაციის იმავე პარაგრაფში ხაზგასმულია ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც. "ასამბლეა ასევე გამოდის მოწოდებით, რომ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეები გადაიხედოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ოლექსანდრ კორნიენკოს შეხვდა. საქართვეოს პარლამენტის ვებსაიტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი დიდი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დაგვიანებულმა რეაგირებამ გამოიწვია..." - ადამიანის უფლებათა ცენტრი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სხვადასხვა ეტაპზე, დაგვიანებულმა რეაგირებამ განაპირობა - ასკვნის ადამიანის უფლებათა ცენტრი. ახალი ანალიტიკური დოკუმენტი ასახავს პრობლემების მთელ ჯაჭვს, რომელზეც პატიმარი ექსპრეზიდენტის ადვოკატები თუ მხარდამჭერები გამუდმებით ლაპარაკობდნენ.

Radiotavisupleba.ge 

ტატულიანი, იგივე "რობსონი", მირელი იგივე მირელაშვილი და საპასპორტო აურზაური აფხაზეთში 

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, შეისწავლოს 2020-2022 წლებში გაცემული დაახლოებით 6693 პასპორტის კანონიერება. მოძრაობის ლიდერმა, ადგურ არძინბამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ დაუსახელა კონკრეტული ადამიანებიც, რომლებისთვისაც მოქალაქეობის მინიჭება, სულ ცოტა, ეჭვს იწვევს. პროკურატურისთვის გადაცემულ სიაში მითითებულია პასპორტის მფლობელთა ეროვნებები. „აფხაზეთის მოქალაქეობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის განუყოფელი ატრიბუტია"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში განაცხადი მხოლოდ ჯაბა სამუშიამ შეიტანა

13 ოქტომბრის 18.00 საათზე დასრულდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია. როგორც უნივერსიტეტის ვებსაიტი იუწყება, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - თსუ-ს პროფესორმა ჯაბა სამუშიამ შემოიტანა განაცხადი. „უახლოეს დღეებში საარჩევნო კომისია განიხილავს კანდიდატის განაცხადს. წარმოდგენილი საბუთების შემოწმების შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკელი ვეტერანი, ხუთი შვილის მამა დაინ პარტრიჯი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის ჯარების მიერ დაბომბვის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად ამერიკელი ვეტერანი, ყოფილი ქვეითი აიდაჰოდან დეინ პარტრიჯი დაიღუპა. გაზეთ Washington Post-ის ცნობით, 34 წლის პარტრიჯი, რომელიც 2007-2009 წლებში ერაყში მსახურობდა, 3 ოქტომბერს ლუგანსკის რაიონის სევეროდონეცკის მახლობლად სატანკო ცეცხლის ქვეშ მოექცა. ამერიკელმა მოხალისემ კისრის არეში მძიმე ჭრილობა მიიღო და ზაპოროჟიეს საავადმყოფოში მის გადასარჩენად სამხედრო ექიმები ერთი კვირის განმავლობაში იბრძოდნენ. დეინ პარტრიჯი 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით​ 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო. ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თბილისის მერს კახა კალაძეს აკისრებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. „არა სიკვდილით სავსე ქალაქს" - ამ სახელწოდებით აქცია სპონტანურად დაიგეგმა. მოქალაქეებს ჰქონდთ პლაკატი წარწერით: „კორუფცია სიცოცხლეს გვართმევს“. „კალაძემ მორიგი კორუფციული სქემით იმსხვერპლა ბავშვის სიცოცხლე! ქალაქის მერი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს კორუფციული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში გამოძიება დაიწყო ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 8 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ადრე აცხადებდნენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი სატვირთო მანქანა სომხეთში უცხოეთიდან შემოვიდა და იქიდან საქართველოს გავლით რუსეთში გაემგზავრა. სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღიძრა საერთაშორისო ტერორიზმში დახმარების, ასევე წინასწარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს

რუსეთმა და უკრაინამ პატიმრების მორიგი გაცვლა განახორციელეს. მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს 20-20 ადამიანი. როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ანდრი ერმაკმა, განაცხადა გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არის 14 სამხედრო მოსამსახურე, ტერიტორიული თავდაცვის 4 წევრი, ერთი ეროვნული გვარდიელი და ერთი მეზღვაური. ზოგიერთი უკრაინელი სამხედრო ტყვეობაში იმყოფებოდა ელენოვკაში, დონეცკის რეგიონში და რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა გაცვლა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ „ვაკის პარკის საქმეზე" ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ბრიფინგი გამართა

ალექსანდრე დარახველიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით ბავშვის დაღუპვის საქმეზე ბრიფინგი გამართა. მან საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. „ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობენ როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტები. ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ახალწვეულები საეჭვო ვითარებაში იღუპებიან

21 სექტემბრის მერე, რუსეთში თითქმის 20 რეზერვისტი დაიღუპა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ძირითადად გულის შეტევას, სუიციდს ან ნარკოტიკებით ზედოზირებას ასახელებენ. მაგრამ ბევრს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობა.

Radiotavisupleba.ge 

ირანელი ექიმები მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზების დამალვაში სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ

ირანის სამედიცინო საბჭოს 800-ზე მეტმა წევრმა ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაადანაშაულა იმაში, რომ სამართალდამცველებს დაეხმარა მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზის "დამალვაში". 11 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფი აცხადებს, რომ ირანის სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელმა მუჰამედ რაიზადემ ორგანიზაციის სახელი და რეპუტაცია გამოიყენა "ე.წ. ფაქტების დამდგენი კომიტეტის ლეგიტიმაციისთვის, რათა დაემალა მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი." ფაქტების შემსწავლელი კომიტეტის სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა "და არ არის სანდო"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქამდეც მოვედით? - რატომ ეჭვობს წალენჯიხის მერი, რომ მანქანა პოლიტიკური საქმიანობის გამო დაუწვეს?

11 ოქტომბერს, ღამის 12 საათი იქნებოდა, როცა წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა სამსახურის შემდეგ, შინ საკუთარი მანქანით დაბრუნდა. საჭესთანაც თავად იჯდა. მერიის სამსახურებრივ ავტომობილს, რომელსაც მისი მძღოლი მართავს, რამდენიმე თვის წინ თბილისში მანქანა დაეჯახა და ჯერ კიდევ არ შეუკეთებიათ. ამ მანქანას, 2009 წლის Jeep Grand Cherokee -ის გია ხარჩილავა ყოველთვის ერთ ადგილას, ჭიშკრის გარეთ აყენებს. ორი დღის წინაც ასე მოიქცა, მანქანა ჩააქრო, ჩაკეტა და სახლში შევიდა. დაახლოებით ღამის ოთხი საათი იქნებოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის გაზ-სატრანსპორტო სისტემაზე მიიტანოს იერიში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა, ევროკავშირის შემდგომი შანტაჟის მიზნით, შესაძლოა უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანოს, რათა შემდეგ ევროკავშირმა Nord Stream-2 დაიწყოს. "მათ მწყობრიდან გამოიყვანეს გაზსადენი Nord Stream-1. ამის მსგავსად ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია. ისინი ამაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ და იერიშს მიიტანენ ჩვენს გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე. იტყვიან-ჩვენ რეაგირება მოვახდინეთო", - აღნიშნა... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Путин призвал обеспечить равные возможности россиянам из разных регионов

Московские производители готовятся выйти на африканский рынок

Гинеколог объяснила, как будут оценивать репродуктивное здоровье россиян

В Подмосковье стал известен график работы медорганизаций в майские праздники

Музыкальные новости

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии

Ведущие «Авторадио» исполнили в Кремле культовую песню о самой масштабной стройке XX века

Расплата за расточительство! ФК «Оренбург» на домашнем поле уступил ФК «Динамо» (Москва) – 1:2

В Московской области сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже дорогостоящего электрооборудования

Новости России

Путин призвал обеспечить равные возможности россиянам из разных регионов

В Подмосковье стал известен график работы медорганизаций в майские праздники

Проект нового воронежского стадиона на 25 тыс. зрителей сделает «ПИ «Арена»

Посадивший самолёт в поле под Новосибирском пилот не может прокормить семью и работает в такси

Экология в России и мире

По запросу Баку в Москве незаконно был задержан известный российский политолог Михаил Александров

Морской кокос во благо красоты

Благотворительный фонд «Гольфстрим» отмечает 13-летие и запускает акцию «Семья это - ...»

Добраться до курортов Сочи станет этим летом намного дороже: озвучена причина и новые цены

Спорт в России и мире

«Был риск завершить борьбу еще в первом матче». В России оценили победу Рыбакиной в Штутгарте

Самсонова победила Осаку и вышла в третий круг турнира WTA 1000 в Мадриде

Свёнтек разгромила Кырстю и вышла в 1/8 финала турнира WTA-1000 в Мадриде

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде

Moscow.media

ТСД промышленного класса Saotron RT-Т510

Строители мостов и дорог удостоены государственных наград

Суд не стал менять приговор экс-главе наркоконтроля Свердловской области

Несколько дорог подтоплено в Абатском районе Тюменской области











Топ новостей на этот час

Rss.plus






Хоккеисты и тренеры МХК "Тамбов" награждены серебряными медалями Кубка регионов

Россияне все чаще стали покупать структурированную икру

Посадивший самолёт в поле под Новосибирском пилот не может прокормить семью и работает в такси

Синоптик Ильин рассказал, когда в Москве закончится дождь