Мы в Telegram
Добавить новость

В Астрахань прибыли еще 358 тонн иранского изюма

Королевский биограф: принц и принцесса Уэльские стали ближе после новости о раке

В Удмуртии дом сгорел из-за удара молнии в распределительный щиток

Российский ученый-биолог Михаил Кривошеев скончался в Уфе



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2022

Новости за 09.09.2022

News.ge 

სალომე სამადაშვილი: ლილუაშვილი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი არ არის, ის ივანიშვილის ოჯახის უსაფრთხოებისთვის არის დაქირავებული

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაქირავებული ადამიანია, რომელიც ასრულებს იმ დავალებებს, რასაც ივანიშვილი აძლევს. როგორც სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, რადგან ის კითხვებს მაინც არ უპასუხებს. „არ ვაპირებ, რომ პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენაში მონაწილეობა მივიღო იმიტომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ატომურ ელექტროსადგურთან სროლა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ შეთანხმდეს ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონა" - IAEA-ს გენერალური დირექტორი

რაფაელ მარიანო გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურში შექმნილი საფრთხის შესახებ ვიდეომიმართვას აქვეყნებს. მისი განცხადებით, დროის დაკარგვა არ შეიძლება.  „სროლამ გამოიწვია ენერგოდარის სრული ჩაბნელება და საფრთხე შეუქმნა მასთან ახლოს მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მუშაობას. ახლა მცირე შესაძლებლობაა, რომ აღდგეს სადგურისთვის ელექტროენერგიის სანდრო მიწოდება გარე წყაროდან. სროლა საფრთხეს უქმნის სადგურის ოპერატორებსა და მათ ოჯახებს... Читать дальше...

News.ge 

გრიგოლ ლილუაშვილი: თუ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ეჭვი აქვს, რომ უსმენენ, შეუძლია კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ეჭვი აქვს იმის თაობაზე, რომ უსმენენ, შეუძლია კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს. როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები საუბრობენ იმაზე, თითქოს უსმენენ. „ეს შეგრძნება მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ან მათთან დაახლოებულ ტელე-მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შევატყვე. შესაბამისად, შეგრძნებებზე და წარმოდგენებზე საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლილუაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილმა დასვა შეკითხვები და პასუხებს აღარ დაელოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილმა მისი ანგარიშის მოსმენის დახურული ნაწილის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეკითხვები და სვა, თუმცა პასუხებს არ დაელოდა.  „ოპოზიციის ქმედება იგივე იყო, რაც წინა, იმის წინა წელს და ა.შ, თუმცა, ტრადიციულად, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ალბათ, განუვითარებელშიც ( ჩვენ განვითარებული სამყაროს ნაწილი ვართ), უსაფრთხოების და უშიშროების საკითხების მოსმენა როცა ხდება საკანონმდებლო ორგანოში, ყოველთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაკფოლი და კასპაროვი წერენ რუსეთისთვის სანქციების გაფართოების გზებზე, ახსენებენ საქართველოს და ივანიშვილს

9 სექტემბერს Washington Post-ში ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს გარი კასპაროვმა, ჭადრაკში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა და ამჟამად ორგანიზაციების - დემოკრატიის განახლების ინიციატივის და ადამიანის უფლებების ფონდის - ხელმძღვანელმა და მაიკლ მაკფოლმა, რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ამერიკელმა დიპლომატმა, სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ცენტრის მკვლევარმა. მაკფოლი ამასთანავე რუსეთის სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორია. ავტორები წერილში განიხილავენ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაკლოვანებებს და მათი შევსების გზებს. Читать дальше...

News.ge 

ირაკლი ზარქუა: ეს „გიჟი ჯაფარა“ ცდილობს, რომ …

ეს „გიჟი ჯაფარა“ ცდილობს, რომ იმიჯი შეიქმნას ვითომ-რადიკალის და ვითომ-ოპოზიციონერი ლიდერის, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის საპროტესტო აქციებს აანონსებს. ირაკლი ზარქუა მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციას, რადგან ამ ქვეყანას დაძაბულობის ნაცვლად მშვიდობა სჭირდება. „გიჟი ჯაფარას“ ვეძახი, თვითონაც ასე ეძახიან, აი ...

News.ge 

ცოტნე კობერიძე: კვარაცხელიამ ლივერპულის ნახევარდაცვა მოატყუა, კობახიძემ – შარლ მიშელი

,გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი საკრებულოში – ცოტნე კობერიძე ,,ქართული ოცნების” წევრებს მიმართავს: კვარაცხელიამ ლივერპულის ნახევარდაცვა მოატყუა, კობახიძემ – შარლ მიშელი. კვარაცხელია შეძლებს და თავის გუნდს ნახევარ ფინალშიც მოახვედრებს და ყველგან, სადაც საჭიროა. თქვენ თუ მოახვედრებთ საქართველოს ევროკავშირში? ეგ არის საქმე.

Radiotavisupleba.ge 

გორბაჩოვის სიკვდილი და მისი დატოვებული თავისუფლების ღალატი

მიხაილ გორბაჩოვის გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვის ომმა უკრაინასთან და რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ხაზი გადაუსვა მის მიღწევებს. პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი დამატებითი ზეწოლის ქვეშაა, ყოფილ ჟურნალისტს 22-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს და გაზეთი, რომლის შექმნასაც გორბაჩოვი დაეხმარა, ისევ და ისევ სახელმწიფოს სამიზნეა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებიც ბოლო ხანებში მოხდა რუსეთში, და ასევე, რამდენიმე დასკვნა მომავლისათვის. დიდი უკუსვლა მიხაილ გორბაჩოვის მემკვიდრეობა... Читать дальше...

News.ge 

ფილმები ბრიტანეთის სამეფოს ისტორიაზე

ბრიტანეთის სამეფო კარის ცხოვრება ყოველთვის დიდი ინტერესის ქვეშ ექცეოდა, განსაკუთრებით გასული საუკუნის მიწურულს, როდესაც პრინცესა დაიანას ყოველდღიურობა განხილვის მუდმივი საგანი იყო. მისი გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა, თუმცა ეს ინტერესი კვლავ არ დამცხრალა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ყველა ახალი ამბავი სამეფო ოჯახის მდგომარეობაზე გვიამბობს. დედოფალი ელისაბედის გარდაცვალება დიდ და ტრაგიკულ მოვლენად იქცა. ახლა ყველა მზერა მისი ...

News.ge 

ვინ მეფობდა ყველაზე დიდხანს მსოფლიოს ისტორიაში

დიდი ბრიტანეთის ყველაზე გრძელვადიანი მონარქი ელისაბედ II იყო. იგი საკუთარ ქვეყანას 70 წლის განმავლობაში ემსახურებოდა და 8 სექტემბერს შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გარდაიცვალა. მაგრამ ვინ მეფობდა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდხანს? ლუი XIV, რომელიც 1643-1715 წლებში წლებში მართავდა საფრანგეთს. მან სულ 72 წლის და 110 დღის განმავლობაში იმეფა. იგი ვერსალის სასახლეში გარდაიცვალა. ლუი XIV აბსოლუტური მონარქიის და ...

News.ge 

მეფე ჩარლზის პირველი საჯარო გამოჩენა დედოფლის გარდაცვალების შემდეგ

მეფე ჩარლზ III ახალი სამეფო ტიტულის მიღების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 73 წლის მონარქი სამეფო რეზიდენციის გარეთ შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა. შავებით შემოსილ მეფეს და დედოფალს გულშემატკივრები სიმღერით შეხვდნენ, “ღმერთო დაიფარე მეფე”. ჩარლზი საზოგადოებას ადგილობრივი დროით 6 საათზე მიმართავს, სატელევიზიო გამოსვლისას, ხოლო მეფის სტატუსს, ოფიციალურად, შაბათს სენტ ჯეიმსის სასახლეში მიიღებს, გაწევრიანების საბჭოზე. ღონისძიება ტელევიზიით პირველად გადაიცემა.  ...




Radiotavisupleba.ge 

კიევი აპირებს მოსკოვს ზარალის კომპენსაციისთვის მოსთხოვოს 300 მილიარდი დოლარი

უკრაინა იბრძოლებს საიმისოდ, რომ რუსეთისგან რეპარაციის ფორმით მიიღოს 300 მილიარდი დოლარი - აცხადებს უკრაინის იუსტიციის მინისტრი.  განცხადებებში, რომლებიც 9 სექტემბერს გამოაქვეყნა გერმანულმა მედიაჯგუფმა, Funke-მა, დენის მალიუსკა ამბობს, რომ კიევი ემხრობა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას საერთაშორისო საკომპენსაციო მექანიზმის დასადგენად.  უკრაინისთვის რუსეთის სამხედრო შეჭრით მიყენებული ზარალის მოცულობა დიდი თანხით, 300 მილიარდი დოლარითაა შეფასებული, რაც მოიცავს რუსეთის ეროვნული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ფინანსური სანქციები" აქტივისტებს - ათასობით ლარის ჯარიმა და დაყადაღებული ანგარიშები

“14 899 ლარის ჯარიმები მაქვს გადასახდელი. ბარათები გაუქმებული მაქვს, ანგარიშები დაყადაღებული, მუშაობას ვერ ვიწყებ, ხელფასი რომ ჩამერიცხოს, მთლიანად სახელმწიფო წაიღებს, სანამ ამ თანხას არ დავფარავ. ვერც ერთ საბანკო სერვისს ვერ ვიყენებ, სტუდენტური ბარათის გამოყენებაც კი არ შემიძლია, რომლითაც გარკვეული შეღავათები მეკუთვნოდა, მათ შორის, ტრანსპორტით მგზავრობაზე”, - გვიყვება ნიკა ფარულავა, 24 წლის აქტივისტი. მან 15 ათას ლარამდე ჯარიმა ბოლო 2 წელიწადში დააგროვა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის მეფე ჩარლზი დებს პირობას, რომ დარჩენილ ცხოვრებას მიუძღვნის ხალხის მსახურებას

დედის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ ილაპარაკა "ღრმა მწუხარებაზე", რომელსაც დედის გარდაცვალების გამო გრძნობს, და გამოვიდა პირობით, რომ დედის მსგავსად ისიც უერთგულებს თავის ფუნქციებს.  ჩარლზი, რომელიც მეფე გახდა დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, 8 სექტემბერს, ამბობს, რომ მთელ სიცოცხლეს მიუძღვნის გაერთიანებული სამეფოს ხალხს.  "ისევე, როგორც დედოფალი აკეთებდა ამას, ურყევი ერთგულებით, ახლა მეც გულწრფელად ვდებ პირობას, რომ იმ დარჩენილ დროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა ახსნა-განმარტება გამოაქვეყნა შენგენის ვიზებზე რუსეთის მოქალაქეებისთვის

ევროპულმა კომისიამ 9 სექტემბერს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ახსნილია რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემის ახალი პროცედურის პრაქტიკული დეტალები. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ვიზებზე განაცხადების განხილვის დრო თვენახევრამდე გაიზრდება, გამკაცრდება დოკუმენტების შემოწმება, ხოლო იმ განმცხადებლებს, რომელთა ევროპაში ვიზიტის მიზანიც - მაგალითად, ტურიზმი - პრიორიტეტული არ არის, შესაძლოა ვიზაზე უარი ეთქვას. ამავდროულად, გაფართოვდა შენგენის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების საელჩოებისა და საკონსულოების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანული თვითმფრინავი საქართველოს ცაში მოსკოვისკენ - რა იწვევს ეჭვებს?

მაშინ, როცა ირანი რუსეთს, დიდი ალბათობით, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო დრონებით ამარაგებს, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მოსკოვში მიფრინავს ირანული თვითმფრინავი, რომელსაც "უცნობი ტვირთი" გადააქვს.

Radiotavisupleba.ge 

12 წლის გოგოს მიმართ სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ 63 წლის კაცს გორის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 1959 წელს ნ.ბ.-ს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, 6 სექტემბერს, ბრალდებული 12 წლის დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვნის გაუპატიურებას შეეცადა.  პოლიციამ ნ.ბ. 8 სექტემბერს დააკავა.  ნ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IAEA იუწყება ელექტროენერგიის თითქმის სრულ გამორთვაზე უკრაინაში, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის სიახლოვეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურთან ახლოს სროლამ გამოიწვია ელექტროენერგიის თითქმის სრული გამორთვა, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს შეშფოთებას სადგურის უსაფრთხოების გარშემო.  როგორც რაფაელ გროსი 9 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, წინა ღამით ელექტოენერგიის გამორთვის შესახებ მან სააგენტოს თანამშრომლებისგან შეიტყო. სროლამ გაანადგურა ქალაქ ენერგოდარისთვის ელექტოენერგიის მიმწოდებელი ინფრასტრუქტურის ქსელი, რასაც თითქმის... Читать дальше...

News.ge 

ლევან ბერძენიშვილი: გაანებეთ ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს თავი, თქვენ უკვე ხვიჩას დასაკუთრება კი არა, მამა ღმერთიც ვერ გიშველით

“მე, ხვიჩა კვარაცხელიას თავგადაკლულ ფანს, გარეწარი შალვა რამიშვილი და მისი ე.წ. „ტელევიზია“ დამონტაჟებული მასალით ამ საყვარელი კაცის მტრობას მწამებს. ქოცებო, შალვებო და სხვა ნაძირლებო, გაანებეთ ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს თავი, თქვენ უკვე ხვიჩას დასაკუთრება კი არა, მამა ღმერთიც ვერ გიშველით,” – წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

Radiotavisupleba.ge 

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში წითელი ჯვრის მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

დღეს, 9 სექტემბერს, ერგნეთში გაიმართა 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათ შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მე-17 შეხვედრა. საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC), როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა. ამ ჰუმანიტარული პლატფორმის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც ერთად იკრიბებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, ხდება ინფორმაციის გაზიარება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენმ გრიგოლ ლილუაშვილის დახურულ ფორმატში მოსმენას მართებულად არ მიიჩნევს

პარლამენტში დახურულ ფორმატში გრძელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა. საჯარო იყო გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დეპუტატების შეკითხვებს ის დახურულ ფორმატში პასუხობს.  სხდომის დახურვას არ დაეთანხმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია". ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ კითხვები ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან.  „ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არსებობა არის უმძიმესი პრობლემა, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ გახდა კვარაცხელია კვარადონა და კვარავაჯო და მე - კვაროლოგი

სპორტი არ მიყვარს. მიზეზი პირადულია, მოდით, ასე ვიტყვი, საფუძვლად ერთგვარი ეჭვიანობა უდევს. შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, გვერდს ვუვლი ყველა სპორტსმენს, სპორტულ ამბავს თუ ღონისძიებას. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ისეთი რამ ჩავიდინე, რისი ახსნაც ბოლომდე მაინც ვერ შევძელი. მოკლედ, გვიანია. თერთმეტს გადასცა. ეს ის დროა, როცა ტელევიზორის წინ, სავარძელში მიმჯდარს, ტელეფონით ხელში, ყველაზე გემრიელად გთვლემს და უცებ ამ შენს გემრიელ თვლემას არღვევს ღრიალი - რაღაც მომენტში ვაცნობიერებ, რომ ხმა გარედან შემოდის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს მოქალაქე გიორგი ქუჯოშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ქუჯოშვილი მიმდინარე წლის 26 მარტს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ქუჯოშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს. „2022 წლის 26 მარტს, ცხინვალის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარედ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის, სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოს თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქუჯოშვილი გიორგი, 1994 წელს დაბადებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“უპირატესობას მკვლელებს ანიჭებენ” - უკრაინასთან ომში რუსეთი პატიმრებს აგზავნის

რუსი უფლებადამცველების თქმით, კრემლმა უკრაინაში საომრად, სულ ცოტა, რამდენიმე ათასი პატიმარი გააგზავნა. უმრავლესობას დაჰპირდნენ ამნისტიას და დიდ ანაზღაურებას. ზოგის დასაბრუნებლად ოჯახები იბრძვიან, მაგრამ ბევრისთვის 200 ათასი რუბლი (12 ათასი ლარი) კარგი გასამრჯელოა შვილის ომში გაშვების სანაცვლოდ.

Radiotavisupleba.ge 

ახალი მეფე - რა იქნება ახლა?

პრინციპით „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“ პრინცი ჩარლზი ავტომატურად გახდა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი - ჩარლზ მესამე. მისი ოფიციალური კორონაცია მოგვიანებით გაიმართება. რა შეიცვლება მონარქის ცვლილებით ბრიტანეთში? ელისაბედ მეორის უფროსი ვაჟი ჩარლზი 1948 წლის 14 ნოემბერს არის დაბადებული, ორიოდე თვეში მას 74 წელი უსრულდება. ის ყველაზე მხცოვანი ადამიანია, რომელიც ბრიტანეთის ტახტზე ავიდა. ისევე, როგორც სამეფო პირების უმეტესობას, ჩარლზსაც რამდენიმე სახელი აქვს - ჩარლზი, ფილიპი, არტური, ჯორჯი. Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Тетерин победил Манжуева в бою турнира «Бойцовского клуба РЕН ТВ»

Подмосковные врачи выходили 130 новорожденных детей с начала года

"Два золота, серебро и две бронзы": Молодые борцы из Якутии отлично выступили на первенстве России

Ямальский горнолыжный курорт вошел в число крупнейших туристических инвестиционных проектов страны

Музыкальные новости

«Поборол это гнусное чувство». Актер Галкин — о своей маленькой дочке, зависти и настоящей любви

Школьники могут принять участие в конкурсе видеороликов «Байкал без пластика»

Каршеринг BelkaCar и картографический сервис 2ГИС запустили серию совместных маршрутов

Путешествовать по России в майские праздники будут 2,8 миллиона туристов

Новости России

Андрей Мидловец выиграл якутский финал на первенстве России

Минэнерго готовится к проведению конкурсов на строительство новых энергетических объектов

Суров победил Скобенко в бою новой суперсерии «Бойцовского клуба РЕН ТВ»

Глава минобороны Ирана: теракты в России произошли из-за поддержки терроризма от США

Экология в России и мире

Туроператоры назвали направления, куда россияне поедут отдыхать на майские праздники: некоторые страны удивили

Сергей Трофимов выступит с летним концертом в Зеленом Театре ВДНХ

Специалист по организации праздников Катерина Кузина: тренды свадебного декора 2024 года

5 лучших бьюти-средств для тела на весну

Спорт в России и мире

Мирра Андреева замыкает год // 16-летняя российская теннисистка успешно стартовала на крупном турнире WTA в Мадриде

Теннисистка Касаткина заявила, что скучает по России, но пока не может приехать

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде

«Был риск завершить борьбу еще в первом матче». В России оценили победу Рыбакиной в Штутгарте

Moscow.media

Военные следователи провели очередной рейд по бывшим мигрантам в городе Армянске Республики Крым

Премьер-министра Эстонии Каю Каллас уже не остановить: она намерена увеличить военный бюджет страны до 5% ВВП

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

ИТ Альянс объявляет о графике работы в майские праздники











Топ новостей на этот час

Rss.plus






Сотрудники ФСБ пришли с обысками в музей современного искусства «Гараж» в Москве

Суров победил Скобенко в бою новой суперсерии «Бойцовского клуба РЕН ТВ»

«Искусство объединяет мир»: российские художники приняли участие в Венецианской биеннале-2024

В Котельниках написали «Диктант Победы»