Мы в Telegram
Добавить новость

В Петербурге чиновника лишили водительских прав за пьяное ДТП

Байкер Хирург: соблюдение ПДД зависит от понимания человеком своей роли на дороге

В округе Люберцы демонтирован незаконный торговый павильон

Более 3 млн руб. заработали художники в секциях АКИ на маркетах и ярмарках современного искусства



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2022

Новости за 04.09.2022

Radiotavisupleba.ge 

3-წლიანი მუშაობის შემდეგ - ბათუმი/თბილისის რუსული სკოლით სახელმწიფო დაინტერესდა

რუსულენოვან სასწავლო დაწესებულებას “School Club Georgia”-ს, რომელიც, განათლების სამინისტროს შეფასებით, სავარაუდოდ კანონთან შეუსაბამო საქმიანობას ეწევა, საქართველოში მესამე წელია მუშაობს და მოსწავლეებს თბილისის ფილიალშიც იწვევს - ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია დაწესებულების ფეისბუკგვერდზე ქვეყნდება.

Radiotavisupleba.ge 

წავკისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

წყნეთის მსგავსად, ხანძარი ლიკვიდირებულია ნაფეტვრებში, ხოლო წავკისში ამ ეტაპისთვის ხანძარი მხოლოდ ლოკალიზებულია - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიაწოდეს. სახანძრო ჯგუფები 4 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, თბილისსა და მის შემოგარენში ხანძარს ერთდროულად სამი მიმართულებით ებრძოდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წავკისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ გრძელდება.

Radiotavisupleba.ge 

კვლავაც დიდია ზაპოროჟიეს აეს-ის უსაფრთხოების გამო შეშფოთება

რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ხელისუფლების მოხელემ ქალაქ ენერგოდარში, რომელშიც მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, 4 სექტემბერს რუსეთის მედიას უთხრა, რომ რეგიონში არ ყოფილა ახალი სროლა, თუმცა შესაძლო ეკოლოგიური კატასტროფის შიში კვლავაც დიდია. როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ თქვა 3 სექტემბერს, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ აეს-ში ჩასულმა IAEA-ის ექსპერტებმა თქვეს, რომ ელექტროგადაცემის მეოთხე და უკანასკნელი ხაზი მწყობრიდანაა გამოსული. Читать дальше...

News.ge 

ფილმების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში

ფილმები ადამიანს უფრო გამბედავს ხდის. ჩვენი საყვარელი პერსონაჟები, სუპერგმირები ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვიტარებენ, ან პირიქით გვაჩვენებენ, როგორ არ უნდა მოვიქცეთ და როგორები არ უნდა ვიყოთ. ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უპოვია საერთო მახასიათებლები რომელიმე გმირთან. ის ფაქტი, რომ ვიღაც ჩვენნაირად ცხოვრობს ან ფიქრობს, სიცარიელეს გვივსებს და გვაჩვენებს, რომ მარტონი არ ვართ. გარდა ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ ფილმის ...

News.ge 

გლობალური დათბობა როგორც მსოფლიო გამოწვევა

გლობალური დათბობა დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატებაა, რაც უდიდეს პრობლემებს უქმნის პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას, რადგან თან ახლავს სითბური ტალღები, ტყის ხანძრები და უდაბნოების გაფართოება. იწვევს არქტიკული ყინულების დნობას და წყლის დონის საგრძნობლად მატებას. დღევანდელი მსოფლიო აქტიურად დგას ამ გამოწვევების წინაშე. გლობალური დათბობის მთავარი გამომწვევი ფაქტორი წიაღისეული საწვავის წვაა. ეს ნახშირწყალბადები ათბობს პლანეტას სათბურის ...

News.ge 

ტეილორ სვიფტი შესაძლოა “კრუელას” მეორე ნაწილში გამოჩნდეს

ტეილორ სვიფტისთვის დიდ ეკრანზე გამოჩენა უცხო არ არის, თუმცა ამჯერად იგი შესაძლოა დიდ კინოშიც ვიხილოთ. ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ მომღერალი, შესაძლოა, ფილმ “კრუელას” მეორე ნაწილში მონაწილეობდეს. ამის მიზეზი გახდა ფოტო გადასაღები მოედნიდან, სადაც კრუელას ოთახში მის კედელზე არსებული კოლაჟია გამოსახული. კოლაჟიდან ერთ-ერთ სურათზე აღბეჭდილია ქალი წითელი თმით და პომადით, რომელიც ...

Radiotavisupleba.ge 

ხანძარია წყნეთში, ნაფეტვრებსა და წავკისში

თბილისსა და მის შემოგარენში, 4 სექტემბერს, ხანძარს ერთდროულად სამი მიმართულებით ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „სახანძრო ჯგუფები მუშაობენ სამივე მიმართულებით - წყნეთში, წავკისსა და ნაფეტვრებში“. დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.   თვითმხილველების ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილზე ცეცხლი მოედო საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიას, კაკლების დასახლებისკენ გადასახვევთან.

Radiotavisupleba.ge 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ჯარებმა აიღეს დაბა ვისოკოპოლიე ხერსონის ოლქში

უკრაინის ხერსონის ოლქიდან ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის ჯარების იერიში გრძელდება და მათ ხელში გადავიდა ოლქის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი ვისოკოპოლიე. ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია არც უკრაინის გენერალურ შტაბს, არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ ისინი მოდის წყაროებიდან, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარესთანაა დაკავშირებული. კერძოდ, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა იური მისიაჰინმა კვირას გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, მისი სიტყვებით, აღბეჭდილია, როგორ აღმართავენ უკრაინელი ჯარისკაცები დროშას ვისიკოპოლიეს საავადმყოფოს სახურავზე. Читать дальше...

News.ge 

Financial Times: უკრაინელ ჰაკერთა ჯგუფმა ლამაზი გოგონების ფოტოების წყალობით რუსი დამპყრობლების პოზიციების შესახებ ინფორმაცია მოტყუებით მიიღეს

უკრაინელ ჰაკერთა ჯგუფმა Hackyourmom მიმზიდველი გოგონების ფოტოების წყალობით მიიღეს ინფორმაცია რუსი დამპყრობლების პოზიციების შესახებ. ამის შესახებ Financial Times წერს. პროგრამისტებმა სოციალურ ქსელებში გოგონების ყალბი ანგარიშები შექმნეს, რომლის საშუალებითაც დამპყრობლებს გაეცნენ. ომის დასაწყისში ხარკოვის მკვიდრმა ნიკიტა კნიშმა დააარსა 30 კაცისგან შემდგარი ახალი ჰაკერული სტრუქტურა რუს დამპყრობლებთან საბრძოლველად. მისი თქმით, მათ შეძლეს მელიტოპოლის მახლობლად რუსი დამპყრობლების ბაზის ...

Radiotavisupleba.ge 

ისტორიული შედეგი - საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. წყალბურთელთა გუნდმა პლეი ოფში ნიდერლანდების ნაკრებს მოუგო, ანგარიშით 12:8 და მეოთხედფინალში გავიდა. ქართველი წყალბურთელები ამ შედეგით კონტინენტის რვა უძლიერეს გუნდს შორის მოხვედნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე, პლეი ოფამდე ჯგუფური ეტაპის სამი თამაში ჩაატარა. წააგო მონტენეგროსთან (11:14) და იტალიასთან (8:18), მოუგო სლოვაკეთს (16:11) და ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა. Читать дальше...

News.ge 

ანდრია ჯაღმაიძე: დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოველში ლიტურგიის რუსულ ენაზე შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს. „დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში, ამჯერად „მთავარი არხისგან“, „რომ სვეტიცხოველში რუსული ლოცვა ისმოდა”. განვმარტავ კიდევ ერთხელ: ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში. Читать дальше...




News.ge 

სოფელ ბოდბეში ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ქალი თავდაპირველად, წნორის არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს, თუმცა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერ- ჯერობით უცნობია.

News.ge 

ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ცნობისთვის, ნაფეტვრებთან ხანძარი გუშინაც იყო, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის რეგიონის "შსს" სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. ოკუპირებული რეგიონის სკოლებში ახალი სასწავლო წელი 5 სექტემბერს იწყება. გამოცხადებულია, რომ ყველა საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებაში დე ფაქტო შსს-ს ასობით თანამშრომელი „უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას“. დე ფაქტო შსს-ს მიერ შემუშავებული გეგმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის, გერმანია ელექტროენერგიით მოამარაგოს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა, რომელიც გერმანიას სტუმრობს, განაცხადა, რომ კიევი მზად არის, გერმანია ელექტროენერგიით მოამარაგოს, რათა ევროპის უდიდეს ეკონომიკას დაეხმაროს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში. „ამჟამად უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს აწარმოებს მოლდოვაში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და პოლონეთში. მაგრამ სავსებით მზად ვართ, გერმანიაზეც გავავრცელოთ ჩვენი ექსპორტი,“ უთხრა შმიჰალმა გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa-ს. „უკრაინაში ელექტროენერგია საკმარისად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის მთავრობა ეკონომიკური დახმარების პირობას იძლევა ინფლაციასთან საბრძოლველად

გერმანიის მთავრობამ პირობა დადო, გაუთვალისწინებელი გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენოს იმისთვის, რომ დაეხმაროს მომხმარებლებს ენერგომატარებლებზე მზარდ ფასებთან გამკლავებაში მაშინ, როცა ქვეყანა თავს აღწევს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ მთავრობა 1,5 მილიარდ ევროს გამოყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუბსიდირებისთვის და ზოგიერთ სოციალურ შემწეობას ინფლაციის შესაბამისად გაუკეთებს კორექტირებას. მთლიანობაში პაკეტი შეადგენს 65 მილიონ ევროს ეკონომიკური მხარდაჭერის სახით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ომბუდსმენი: რუსეთში 7 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიყვანეს, მხოლოდ 51 დაბრუნდა

რუსეთში უკანონოდ გადიყვანეს 7 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში - ომბუდსმენმა, დმიტრი ლუბინეცმა. მისი თქმით, ეს ფაქტი უკრაინელების გენოციდზე მიუთითებს. „რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ბავშვები აღარ დაბრუნდნენ ჩვენთან და თავიანთი კანონმდებლობაც კი შეარბილეს ამისთვის. ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მკაფიო მაგალითი, რომ რუსეთის ფედერაცია ახდენს უკრაინელი ერის გენოციდს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შილდაში, ხანძრთან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ძალა ჩართეს

ჯერ ისევ ვერ ხერხდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებში 1 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა.  მთის ფერდობზე, სხვადასხვა ადგილას, დაახლოებით 20 ჰექტარ ფართობზე, ამ ეტაპზე ხანძრის 15-მდე კერაა. უკვე ორი დღეა, ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობებ: სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, თავდაცვის სამინისტროს ძალები, მეხანძრე მაშველები და ადგილობრივები. დღეს დილიდან პროცესში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობიდან კიდევ 100 სამხედრო ჩაერთო. 4 სექტემბრის მონაცემებით ხანძრის ჩაქრობას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სატელევიზიო პრემია Emmy მოიპოვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სატელევიზიო პრემია Emmy-ის ლაურეატი გახდა „საუკეთესო მთხრობლის“ ნომინაციაში. მან გაახმოვანა Netflix-ის სერიალი „ჩვენი დიადი ეროვნული პარკები“. პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ობამამ დააარსა საპროდიუსერო კომპანია Higher Ground Productions-ი, რომელიც ამ სერიალის შექმნაზე მუშაობდა. ფილმი ხუთი სერიისგან შედგება და მოგვითხრობს მთელი მსოფლიოს ბუნებრივ ეროვნულ პარკებზე კალიფორნიიდან კენიასა და ინდონეზიამდე. ეს მედიის სფეროში ობამას პირველი ჯილდო არ არის. პოლიტიკური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ არ ემხრობა ევროკავშირის გეგმას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე

აშშ არ ემხრობა ევროკავშირის გეგმას რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. ამის თაობაზე ტელეარხ „დოჟდს“ ესაუბრა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორი ჯონ კირბი. მრჩევლის თქმით, ვაშინგტონმა შეზღუდვები შემოიღო რუსეთის ცალკეული მოქალაქეების წინააღმდეგ და ეს ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, პასუხი აგონ რუსეთის პრეზიდენტის მომხრეებმა, რომლებიც უკრაინასთან ომში არიან ჩართული. „მაგრამ ჩვენ პროდუქტიულ ზომად არ მიგვაჩნია, რომ პუტინის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დიდება უკრაინას!" - თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - „დიდება უკრაინას!" - მონაწილეები, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდნენ. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი; ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი და კონფერენციის სხვა მონაწილეები. თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკვე მეექვსედ ტარდება და წელს კონფერენცია ეძღვნება უკრაინას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.  ქართველმა ნიჩბოსანმა უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, 18-წლამდელთა შორის, ხუთას მეტრზე გაცურვაში გაიმარჯვა. დასაწყისისთვის, ნახევარი დისტანციის გავლის შემდეგ, მესამე ადგილზე იყო და ორ უმთავრეს კონკურენტს - ესპანელ და მოლდოველ ნიჩბოსნებს მთელი კორპუსით ჩამორჩებოდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად შარშან მოიპოვა, პორტუგალიაში, ასევე ნახევარკილომეტრიან დისტანციაზე. 2021 წელს ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი გახდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოთხი ბავშვი დაიღუპა და სამი დაიჭრა ჭურვის აფეთქების შედეგად ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში

ოთხი ბავშვი დაიღუპა და სამი დაიჭრა აუფეთქებელი ჭურვის აფეთქების შედეგად ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში. პოლიციამ და ადგილობრივმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვებმა ჭურვი თავიანთ სასულიერო სასწავლებელში მიიტანეს და ასაფეთქებელი მოწყობილობით თამაში დაიწყეს. პოლიცია იტყობინება, რომ ბავშვები 7-დან 14 წლამდე ასაკის იყვნენ. სამი მათგანი მაშინვე დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით გარდაიცვალა პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ-გაჰის საავადმყოფოში. ომით გაჩანაგებულ ავღანეთში ბავშვები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არესტოვიჩი: ხერსონის მიმართულებით "პაუზა არ არის", უკრაინის ჯარი "წინ მიიწევს"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი, ღია წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინის არმია "წინ მიიწევს" ხერსონის მიმართულებით წამოწყებული კონტრშეტევის ფარგლებში. „არ გამართლდა რუსეთის იმედი - ხერსონის მიმართულებით პაუზასთა დაკავშირებით. მათ იჩქარეს გამარჯვების გამოცხადება. დელიკატურად რომ ვთქვათ, მებრძოლების მიერ ღია წყაროებში გავრცელებული ვიდეოების რაოდენობა და ასევე ადგილები და წინ წაწევა, აჩვენებს, რომ ჩვენი ჯარი აქტიურად მოქმედებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუჩაში დაგვტოვა - რუსი ოჯახი ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

რუსი ოჯახი ცნობილ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს. ოჯახმა ადვოკატების დახმარებით გამოძიების დაწყებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს - პოლიციასა და პროკურატურას უკვე მიმართა.


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Москве мальчик хотел покончить с собой после ссоры с отцом

Священник Снегирев назвал четыре вещи, которые необходимо сделать на Пасху

Киркорова оштрафовали за уклонение от оплаты парковки

На рынок недвижимости вышла компания «БН Групп»

Музыкальные новости

Было бы сесть предложено // Александр Шохин с почестями принял на своем съезде Владимира Путина

Москва, Питер, Сочи и многие другие города. Фильм «Карина» выходит в российский прокат

Олимпиада по финансовой грамотности МГУ проходит при поддержке СберСтрахования жизни

Патрушев заявил, что нелегальная миграция связана с угрозами терроризма

Новости России

Совладелица музея темноты Екатерина Гусева раскрыла особенности социального бизнеса

На рынок недвижимости вышла компания «БН Групп»

Священник Снегирев назвал четыре вещи, которые необходимо сделать на Пасху

В Москве мальчик хотел покончить с собой после ссоры с отцом

Экология в России и мире

Почему люди боятся обращаться к психиатру?

5 лучших бьюти-средств для тела на весну

Специалист по организации праздников Катерина Кузина: тренды свадебного декора 2024 года

Wildberries может выйти на рынок ОАЭ

Спорт в России и мире

«Был риск завершить борьбу еще в первом матче». В России оценили победу Рыбакиной в Штутгарте

Теннисистка Касаткина заявила, что скучает по России, но пока не может приехать

Россиянин Сафиуллин потерял четыре места в рейтинге ATP

Линетт сыграет против Соболенко во втором круге турнира WTA в Мадриде

Moscow.media

Портативный сканер штрих-кодов Heroje C1271 промышленного класса

ТСД промышленного класса Saotron RT-Т510

Врач-гигиенист сети клиник «Мегастом» Ольга Жидких: как правильно ухаживать на полостью рта и зубов

Специалист по организации праздников Катерина Кузина: тренды свадебного декора 2024 года











Топ новостей на этот час

Rss.plus






Всероссийский праздник фронтовой поэзии пройдёт в Великолукском районе в начале мая

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие

Закупка на проектирование Минздрава Подмосковья не прошла проверку

Бубнов раскритиковал дерби ЦСКА - «Спартак»