გლობალური დათბობა დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატებაა, რაც უდიდეს პრობლემებს უქმნის პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას, რადგან თან ახლავს სითბური ტალღები, ტყის ხანძრები და უდაბნოების გაფართოება. იწვევს არქტიკული ყინულების დნობას და წყლის დონის საგრძნობლად მატებას.
დღევანდელი მსოფლიო აქტიურად დგას ამ გამოწვევების წინაშე. გლობალური დათბობის მთავარი გამომწვევი ფაქტორი წიაღისეული საწვავის წვაა. ეს ნახშირწყალბადები ათბობს პლანეტას სათბურის ეფექტის მეშვეობით, რაც გამოწვეულია დედამიწის ატმოსფეროსა და მზის შემომავალ გამოსხივებას შორის ურთიერთქმედებით.
„სათბურის ეფექტის ძირითადი ფიზიკა ასზე მეტი წლის წინ გაარკვია ჭკვიანმა ბიჭმა მხოლოდ ფანქრისა და ქაღალდის გამოყენებით“, განუცხადა Live Science-ს პიტსბურგის უნივერსიტეტის გეოლოგიისა და გარემოსდაცვითი მეცნიერების პროფესორმა ჯოზეფ ვერნემ. ეს “ჭკვიანი ბიჭი” იყო სვანტე არენიუსი, შვედი მეცნიერი და საბოლოოდ ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში. მარტივად რომ ვთქვათ, მზის რადიაცია ურტყამს დედამიწის ზედაპირს და შემდეგ ბრუნდება ატმოსფეროსკენ სითბოს სახით. ატმოსფეროში არსებული აირები იჭერენ ამ სითბოს, რაც ხელს უშლის მის კოსმოსის სიცარიელეში გასვლას. 1895 წელს წარმოდგენილ ნაშრომში არენიუსმა გაარკვია, რომ სათბურის გაზებს, როგორიცაა ნახშირორჟანგი, შეუძლია სითბოს დაჭერა დედამიწის ზედაპირთან ახლოს და რომ ამ აირების რაოდენობის მცირე ცვლილებამ შეიძლება დიდი განსხვავება მოახდინოს სითბოს რაოდენობაზე.
გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კლიმატის ცვლილებების შესახებ, რომელიც 1992 წლიდან მოქმედებს და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასთან ერთად მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის შემცირებას.
წყარო: livescience.co
ფოტო: nasa.com