Мы в Telegram
Добавить новость

Почти 6 тыс книг забронировано в сервисе «Библиотеки Подмосковья» за апрель

Эксперт Петягова: покупку жилья без нотариуса могут признать недействительной

Автобусы начнут напрямую курсировать из Нижнего Новгорода в Йошкар-Олу

Синоптик Позднякова предупредила о дожде 7 мая в некоторых районах Москвы



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ახალი მეფე - რა იქნება ახლა?

ახალი მეფე - რა იქნება ახლა?

პრინციპით „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“ პრინცი ჩარლზი ავტომატურად გახდა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი - ჩარლზ მესამე. მისი ოფიციალური კორონაცია მოგვიანებით გაიმართება. რა შეიცვლება მონარქის ცვლილებით ბრიტანეთში?

ელისაბედ მეორის უფროსი ვაჟი ჩარლზი 1948 წლის 14 ნოემბერს არის დაბადებული, ორიოდე თვეში მას 74 წელი უსრულდება. ის ყველაზე მხცოვანი ადამიანია, რომელიც ბრიტანეთის ტახტზე ავიდა.

ისევე, როგორც სამეფო პირების უმეტესობას, ჩარლზსაც რამდენიმე სახელი აქვს - ჩარლზი, ფილიპი, არტური, ჯორჯი. მას შეეძლო ამ სახელებიდან ერთ-ერთი აერჩია და მეფედ სწორედ ამ სახელით ეკურთხათ. ჩარლზმა აირჩია - ჩარლზი და, შესაბამისად, ახლა ის ჩარლზ მესამეა.

მხცოვანმა პრინცმა საზოგადოებას თავი მეუღლესთან, პრინცესა დიანასთან განქორწინებითა და კამილა პარკერ ბოულზთან ქორწინებით დაამახსოვრა. პირველი ქორწინებიდან ჩარლზს ორი შვილი ჰყავს, პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი. ტახტზე ასვლის შემდეგ კამილა პარკერი დედოფალ კონსორტის სტატუსს მიიღებს, რაც მეფის მეუღლეს ნიშნავს. ტახტის მემკვიდრე ხდება პრინცი უილიამი. ის და მისი მეუღლე ქეითი ამის შემდეგ მიიღებენ ტიტულს კორნუოლის ჰერცოგი და ჰერცოგინია. სავარადოდ, ისინი საცხოვრებლადაც ბუკინგემის სასახლეში გადმოვლენ.

ამჯერად დიდ ბრიტანეთში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული, დაშვებულია დროშები, ხალხი კი სასახლესთან მიდის და  ყვავილები მიაქვს. დედოფალი ელისაბედი ხუთი დღის განმავლობაში ბუკინგემის სასახლეში იქნება დასვენებული, კიდევ სამი დღე ვესტმინსტერის სააბატოში, სადაც ყველას შეეძლება მივიდეს და დედოფალს გამოემშვიდობოს. დაკრძალვის ცერემონია სავარაუდოდ გაიმართება გარდაცვალებიდან მეათე ან მეთერთმეტე დღეს. მანამდე შედგება დაკრძალვის ოფიციალური პროტოკოლი, გეგმა. როგორც წესი, სამეფო ოჯახის დაკრძალვის ცერემონია საკმაოდ პომპეზურია, თუმცა 2021 წელს კოვიდპანდემიის გამო დედოფლის მეუღლის, პრინც ფილიპის დაკრძალვას მხოლოდ უახლოესი ახლობლები ესწრებოდნენ.  

მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზ მესამე უკვე მეფეა, მისი ოფიციალური კორონაცია მალე არ მოხდება. მოსამზადებელი სამუშაოების გამო ამას შეიძლება წელზე მეტიც დასჭირდეს. თუმცა, მანამდე მას მაინც გამოაცხადებენ მეფედ. ეს რიტუალი ლონდონის სანტ ჯოისის სასახლეში ჩატარდება.  

რაც შეეხება კორონაციას, ის გაიმართება ვესტმინსტერის სააბატოში, სადაც ბოლო 900 წელია ბრიტანელ მონარქებს აკურთხებენ. აქ კენტემბერის არქიეპისკოპოსი ჩარლზ მესამეს ძვირფასი თვლებით მოოჭვილ გვირგვინს დაადგამს. როგორც წესი, ამ გვირგვინს მხოლოდ კორონაციისას იყენებენ.  

მონარქის შეცვლასთან ერთად სახელმწიფო ჰიმნში ფრაზა „ღმერთო, დაიფარე დედოფალი“ შეიცვლება ფრაზით: „ღმერთო, დაიფარე მეფე“. მონეტები, რომლებიც დედოფლის გამოსახულებითაა გამოსული, კვლავაც დარჩება მიმოქცევაში, თუმცა ახალი ფული უკვე ჩარლზ მესამის გამოსახულებით დაიბეჭდება. ჩარლზ მესამე იქნება გამოსახული საფოსტო მარკებზეც. ძალაში რჩება დედოფალ ელისაბედის პერიოდში გაცემული პასპორტებიც.

წელს დედოფლის გამეფების 70 წლისთავთან დაკავშირებით ბრიტანეთში ჩატარდა გამოკითხვა, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნიათ ბრიტანელებს თანამედროვე სამყაროში მონარქიის, როგორც ინსტიტუტის შენარჩუნება. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 62 პროცენტი ამ იდეის მომხრე რჩება. რამდენად არის შესაძლებელი, რომ დედოფლის სიკვდილით მონარქიის არსებობაც დასრულდეს? უნივერსიტეტ ქვინსის მეცნიერ-თანამშრომელი ალექსანდრ ტიტოვი  „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში ამბობს, რომ ამის ალბათობა არსებობს, თუმცა, არა უახლოეს წლებში.

„პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ერთ-ერთ კონფერენციაზე სწორედ მონარქიის გაუქმების მოწოდებით გამოვიდა. თუმცა, მონარქია საკმაოდ პოპულარული ინსტიტუტია ბრიტანეთში, მას გამაერთიანებელი რგოლის ფუნქცია აქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ დღემდე მონარქია სწორედ დედოფალთან იყო ასოცირებული. ის ძალიან კარგად ახერხებდა, ეს ინსტიტუტი თანამედროვეობისთვის მოერგო. პრინცი ჩარლზი ნაკლებად დიპლომატიურია, არც მისი მეუღლეა დიდად პოპულარული. აქამდე ისე გამოვიდა, რომ დიდი ცვლილებების პერიოდში ტახტზე პოპულარული და უნარიანი მონარქი იჯდა, გაუგებარია, რამდენად შეძლებს პრინცი ჩარლზი იმავეს გაკეთებას, თან კიდევ უფრო დიდი ცვლილებების პერიოდში. თუმცა, უახლოეს მომავალში მონარქიას ნამდვილად არაფერი ემუქრება, - ამბობს ალექსანდ ტიტოვი, - ელისაბედ მეორე იმდენი ხანი იყო ხელისუფლებაში, რომ ხალხი მას უყურებდა, როგორც მუდმივ ინსტიტუტს. ამ 70 წლის განმავლობაში ინგლისმა გრძელი გზა გაიარა, თავდაპირველად ის იყო იმპერია, შემდეგ დემოკრატიული ქვეყანა, შევიდა ევროკავშირში, გამოვიდა. სინამდვილეში გაერთიანებულ სამეფოში ცოტაა ისეთი ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც ყველას გააერთიანებდა. მონარქია ერთ-ერთი მათგანია. დედოფალი პოპულარული გახლდათ. რამდენად შეძლებენ მისი მემკვიდრეები, მათ შორის ჩარლზი, რომელიც დიდად არ მოსწონთ, ამ პოპულარობის შენარჩუნებას, ვფიქრობ, ახლა ეს არის მთავარი კითხვა“.

დედოფალი ელისაბედ მეორე (ელისაბედ, ალექსანდრა, მერი) დიდი ბრიტანეთის ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, მამის ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ. მაშინ ის 25 წლის იყო. ტახტზე დაჰყო 70 წელი. მისი მეფობის პერიოდში დიდმა ბრიტანეთმა 15 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. აქედან პირველი იყო უინსტონ ჩერჩილი, უკანასკნელი კი ლიზ ტრასი, რომელიც გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე სასახლეში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მიიწვია. დედოფალი გარდაიცვალა 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Бывший глава центра оценки техногенного воздействия при Росприроднадзоре Новиков арестован в Москве

Больше 14 пирамид Хеопса. В Якутии расширяются «Ворота в преисподнюю»

Убившего россиянку Двизову в Турции мужчину задержали в Германии

Пельмени "Амур" разные заведения смогут готовить только после получения права

Музыкальные новости

РБК: в Москве нашли мертвым экс-председателя совета директоров «Норникеля»

Песня под Ключ. Купить Песню под Ключ. Запись Песни под Ключ.

Михаил Галустян отказался от шашлыка и похудел на 14 килограммов

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?

Новости России

Подозреваемый в убийстве русской модели в Турции схвачен в Германии: Подробности громкого дела

Владимир Путин вступил в должность президента РФ на новый шестилетний срок

BP столкнулась со снижением чистой прибыли на 45% в первом квартале

Пельмени "Амур" разные заведения смогут готовить только после получения права

Экология в России и мире

Неделю с 6 по 12 мая 2024 года Министерство здравоохранения Российской Федерации объявило Неделей сохранения здоровья легких

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?

Экзаменационный центр «Воронеж-НК» на базе Воронежского ТРЗ Желдорреммаш сертифицирует до 200 дефектоскопистов ежегодно.

Легкие весенние образы на все случаи жизни

Спорт в России и мире

Павлюченкова официально аккредитовала на турнир в Риме двух своих собак

Соболенко уступила Свентек в финале турнира WTA-1000 в Мадриде

WTA огорчила Елену Рыбакину после турнира в Мадриде

Свентек выиграла титул WTA в Мадриде

Moscow.media

От детских шкафчиков – до медицинского оборудования: какие переезды выполняет «Грузовичкоф»

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?

Кирилл Купченко, Директор по послепродажному обслуживанию ABTOДОМ МКАД рассказал о сервисном обслуживании электромобилей Zeekr

Клыки Босжиры











Топ новостей на этот час

Rss.plus






Пельмени "Амур" разные заведения смогут готовить только после получения права

Бывший глава центра оценки техногенного воздействия при Росприроднадзоре Новиков арестован в Москве

Владимир Путин вступил в должность президента РФ на новый шестилетний срок

BP столкнулась со снижением чистой прибыли на 45% в первом квартале