მეფე ჩარლზ III ახალი სამეფო ტიტულის მიღების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 73 წლის მონარქი სამეფო რეზიდენციის გარეთ შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა. შავებით შემოსილ მეფეს და დედოფალს გულშემატკივრები სიმღერით შეხვდნენ, “ღმერთო დაიფარე მეფე”. ჩარლზი საზოგადოებას ადგილობრივი დროით 6 საათზე მიმართავს, სატელევიზიო გამოსვლისას, ხოლო მეფის სტატუსს, ოფიციალურად, შაბათს სენტ ჯეიმსის სასახლეში მიიღებს, გაწევრიანების საბჭოზე. ღონისძიება ტელევიზიით პირველად გადაიცემა.
დედოფალი ელისაბედი ხუთშაბათს გარდაიცვალა, შოტლანდიის ბალმორალის სასახლეში, სადაც მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილაც იმყოფებოდნენ, დღეს ისინი ბუკინგემის სასახლეში გაემგზავრნენ.
წყარო/ფოტო: people.com