შემატებს თუ წაართმევს ძალას დედაქალაქი რიონის ხეობის მცველებს "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს, 25 მაისს თბილისის ქუჩების პიკეტირებას გეგმავენ. ინფორმაცია მედიას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მიაწოდა. მისი თქმით, პიკეტი 4 საათზე დაიწყება. „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობა დედაქალაქში თვისებრივად ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. გუშინ დილით, რესპუბლიკის მოედანზე აქციის იდეოლოგიურად დაპირისპირებულ მონაწილეებს შორის კონფლიქტი ვარლამ გოლეთიანის პატარა გამოცდად იქცა. Читать дальше...
„რიონის ხეობის მცველები” თბილისში მეორე ღამეს გაათევენ. საპროტესტო მოძრაობა დედაქალაქში თვისებრივად ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.
რომ არა გასული კვირის ბოლოს Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დასმა მინსკში, შეიძლება ითქვას, ევროკავშირს წელს ძლიერი ფორმით ეტყობოდა „ბელარუსით დაღლა“. კავშირის აღმოსავლელი მეზობლის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიცია, ბრიუსელში აღარ იქცევს დიდ ყურადღებას - ის დაჩრდილა კორონავირუსის პანდემიამ, რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებამ და, სულ ახლახან, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტმა. ასე იყო, სანამ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი ევროკავშირში რეგისტრირებულ თვითმფრინავს... Читать дальше...
მძლავრი საერთაშორისო პროტესტისა და მსოფლიოს არაერთი ლიდერის მოწოდების მიუხედავად, მინსკი არ ჩქარობს ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის გათავისუფლებას.
სასამართლო სისტემაში გრძელდება პროცესი, რომლის შეჩერების აუცილებლობასაც ხედავენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას ფინანსური დახმარების პირობითობასაც ახსენებენ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, ანზორ ბიწაძე ვარაუდობს, რომ ნამოხვანის ჰესების პროექტზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს ვიღაცამ "წარმატებით ჩააწვეთა" იდეა პოლიტიკოსების არდაშვებაზე: "არ მომწონს ზოგადად, როცა აპრიორი იმის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ პოლიტიკოსები ამაში არ ჩაერთონ".
ორიოდე დღის წინ დაფუძნებული პარტიის - "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ნამოხვანის პროექტთან დაკავშირებულ პროცესებზე მთავარი პასუხისმგებელი, ვისგანაც მოსახლეობას სჭირდება გარანტიები, ხელისუფლებაა. ის ინტერვიუში ლაპარაკობს პარტიის პრიორიტეტებზეც, მათ შორის - ენერგოდამოუკიდებლობაზე.
'მწვანე ალტერნატივის" პროგრამის კოორდინატორი, დავით ჭიპაშვილი აცხადებს, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებული "პროცესისადმი ნდობა არის სრულად დაკარგული როგორც ადგილობრივებს და მთავრობას, ისე სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის".