Мы в Telegram
Добавить новость

«Песнь летящей стрелы»

Москвичей предупредили о мошенниках, представляющихся коммунальщиками

Полиция Чехии отложила дело о взрывах на складах боеприпасов во Врбетице

Глава Химок вручил первые паспорта юным жителям



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2021

Новости за 08.05.2021

Radiotavisupleba.ge 

ზურაბ დათუნაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ჩაებმება მედლისთვის ბრძოლაში. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა გობაძე ხალიჩაზე საქართველოს დროშის ქვეშ გავა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი კი სერბეთის სახელით იჭიდავებს. გობაძემ ოლიმპიადის საგზური რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა, ბუდაპეშტში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე. დათუნაშვილმა კი დღეს გაინაღდა ლიცენზია, სოფიაში ჯერ კიდევ მიმდინარე შეჯიბრზე, ფინალში გასვლით. ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის ნაკრებში 2020 წლის დასაწყისში გადავიდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიტროპოლიტმა ანტონმა მთავარი არხის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ეპარქიაში მისვლა აუკრძალა. შემთხვევის შესახებ ტელეკომპანიამ კადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტს აგრესიულად ესაუბრება, შემდეგ მიკროფონს ღრუბელს აძრობს, ისვრის და ჟურნალისტს ფიზიკურად ეხება, ყელში სწვდება. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, შემთხვევა, რომელიც გადაცემაში „მთავარი შაბათს“ გაშუქდა, 7 მაისს მოხდა მაშინ, როდესაც ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იერუსალიმში შეტაკებების შემდეგ ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ისრაელმა 8 მაისს განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს პალესტინელ დემონსტრანტებთან კონფრონტაციის მოლოდინის გამო. დაძაბულობა მაღალი რჩება მას შემდეგ, რაც წინა დღით იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად დაიჭრა 200-ზე მეტი ადამიანი.  პოლიციის კომისრის, იააკოვ შაბთაის თქმით, იერუსალიმის ქუჩებში უსაფრთხოების დამატებითი ძალები გავიდნენ, მუსლიმთათვის წმინდა ღამის, ლაილათ ალ-ყადრის წინ.  "პროტესტის უფლება დაცული იქნება, მაგრამ არეულობას მტკიცე პასუხი გაეცემა, ნულოვანი ტოლერანტობით" - ამბობს შაბთაი განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ათობით ადამიანი ემსხვერპლა ქაბულში, სკოლასთან მომხდარ აფეთქებას

სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერთ-ერთ სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად - აცხადებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.  სამინისტროს პრესმდივნის, ტარიყ არიანის განცხადებით, აფეთქება მოხდა ადგილობრივი დროით საღამოს 4 საათსა და 27 წუთზე, სიედ ალ-შაჰდას სკოლასთან, ქაბულის დასავლეთში მდებარე, ძირითადად შიიტებით დასახლებულ უბანში. დაღუპულთა უმეტესობა მოსწავლეები არიან, ამბობს არიანი და დასძენს, რომ მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.  განათლების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიოლა ფონ კრამონი მელიასთვის გირაოს გადახდაზე: კარგია, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა პირობა

ევროკავშირის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის 40 000 ლარის მოცულობის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ გამოეხმაურა. „მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამან  გზა უნდა გაუხსნას ყველას საპარლამენტო მუშაობისკენ, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“, - დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა. ევროკავშირმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს აღარ მიმართავს

საქართველოს გენერალური პროკურატურა საქალაქო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დღეს არ მიმართავს. როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს პროკურატურაში, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა ვეღარ მოესწრო იმის გამო, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან“ ნიკა მელიას გირაოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გვიან მიიღეს. „თითქმის 18 საათი ხდებოდა, როდესაც "საიასგან" მეილი მივიღეთ და დღეს ვერ მოვასწარით“, - განმარტეს პროკურატურაში. მანამდე უწყებაში აღნიშნავდნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რიონის ხეობის მცველები" ნამოხვანში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელების მისვლას ითხოვენ

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები სოფელ ნამოხვანში იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც კომპანია „ენკა“ სამუშაოებს აწარმოებს. აქტივისტები ადგილზე კომპანიის წარმომადგენლის და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ. აქტივისტებმა მოთხოვნები სოციალურ ქსელში ლაივსტრიმის მეშვეობით გაავრცელეს და ცხელ ხაზზე დარეკეს, სპეციალისტების ადგილზე მისვლის განცხადებით. „რიონის ხეობის მცველები“ სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ დღეს ცაგერსა და ამბროლაურში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა მელიას საქმეზე: სასამართლოს მივმართავთ მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა ანგარიშზე აისახება, ან ჩარიცხვის დოკუმენტს წარგვიდგენენ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ძალაშია უწყების წინადადება იმის შესახებ, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. უწყებისვე ცნობით, სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართავენ, რაც გირაოსთვის განკუთვნილი თანხა შესაბამის ანგარიშზე აისახება, ან შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენენ. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ... Читать дальше...

News.ge 

გივი მიქანაძე: მელია სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სცენარის მსხვერპლი გახდა

ნიკანორ მელია გახდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სცენარის მსხვერპლი და ის ნებსით თუ უნებლიედ გაება მახეში; აღარ იცოდა რა ფორმით დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც მიქანაძე აღნიშნავს, ევროკავშირის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის გირაოს თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნიკანორ მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს. „ნიკანორ მელია და მისი გუნდის წარმომადგენლები ამ თვეების მანძილზე ერთხმად აცხადებდნენ, ...

News.ge 

ნიკა სიმონიშვილმა პროკურატურას ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მან რამდენიმე წუთის წინ, პროკურატურას ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაუგზავნა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სიმონიშვილი განმარტავს, მან აღნიშნული დოკუმენტაცია პროკურატურის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა. ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ როგორც კი, ნიკა მელიას სასარგებლოდ გადარიცხული თანხა შესაბამის ანგარიშზე აისახებოდა, ან შესაბამის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაზა გახელაძის პატიმრობის 300 დღე. გადადებული საპროტესტო აქცია

13 მაისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაურკვეველი ვადით გადაიდო. ეს გადაწყვეტილება ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.




Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის პრემიერი ევროპულ საბჭოს სთხოვს, დაგმოს რუსეთის მონაწილეობა იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებაში

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში ამბობს, რომ ევროპულ საბჭოს მიმართა თხოვნით, დაგმოს რუსეთი მისი მონაწილეობისთვის 2014 წელს, ჩეხეთის მიწაზე, იარაღის საწყობში მომხდარ სისხლიან აფეთქებაში. 8 მაისს, ჟურნალისტების შეკითხვას, წამოჭრა თუ არა აფეთქების საკითხი ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ, ორდღიან სამიტზე პორტუგალიაში, ბაბიშმა უპასუხა, რომ მან ევროპულ საბჭოს "მოუწოდა, დაგმოს და მიუღებლად გამოაცხადოს მსგავსი ნაბიჯები", როცა დასკვნით განცხადებას წარადგენს ამ თვეში, ბრიუსელში დანიშნულ ევროკავშირის სამიტზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

40 წლის წინ

რამაზ შენგელიამ, 1981 წლის 13 მაისს დუსელდორფში ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალურ მატჩში გამარჯვებული თბილისის დინამოს ცენტრფორვარდმა, თანაგუნდელები, დინამო, კარიერის საინტერესო ეპიზოდები გაიხსენა 2012 წლის იანვრის ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებს მოისმენენ რადიომსმენელები.

Radiotavisupleba.ge 

საია: ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ მელიას გირაოსთვის გადახდილი თანხა ბიუჯეტამდე მისულიყო

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ევროკავშირის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდა საია-ს დახმარებით. როგორც მედიასთან ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, მედიატორის თხოვნა იყო, რომ თანხა საქართველოს ბიუჯეტში ისეთი ორგანიზაციის გავლით ასახულიყო, რომლის დამოუკიდებლობასa და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. „ეს თანხა წამოვიდა „ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი კონდახიშვილი: პროცედურით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად პროკურატურამ ახლა სასამართლოს უნდა მიმართოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის ჩარიცხვის შემდგომი პროცედურის განმარტებისას ამბობს, რომ ვინაიდან ნიკა მელია ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ახლა საჭიროა სასამართლომ მისი პატიმრობა გააუქმოს. „პროკურატურამ ახლა უნდა მიმართოს სასამართლოს, ვინაიდან ნიკა მელია ამჟამად იმყოფება პატიმრობის ქვეშ და სასამართლომ ეს პატიმრობა უნდა გააუქმოს. შესაბამისად, როგორც კი პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და ჩაინიშნება პროცესი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინი და მერკელი აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) წევრ სახელმწიფოებს მილოცვა გაუგზავნა მათი მიერ შესრულებული როლისთვის მოკავშირეთა გამარჯვებაში მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, და გამოვიდა მოწოდებით, "ძმურმა მეგობრობამ და ურთიერთდახმარებამ" გაამყაროს სამომავლო ურთიერთობები ამ ქვეყნებს შორის. ომის დასრულების 76-ე წლისთავს დასავლეთ ევროპაში 8 მაისს აღნიშნავენ, ერთი დღით ადრე, სანამ მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ჩატარდება. გერმანიის კანცლერი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი აცხადებს Pfizer/BioNTech-თან ვაქცინების მასშტაბური კონტრაქტის შესახებ

პორტუგალიაში თავშეყრილმა ევროკავშირის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ Pfizer/BioNTech-თან მიაღწიეს კონტრაქტს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 1,8 მილიარდი დოზის თაობაზე. 8 მაისს გამოცხადებული შეთანხმება ითვალისწინებს არა მხოლოდ ვაქცინების წარმოებას, არამედ იმის უზრუნველყოფასაც, რომ წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტები ევროკავშირში იქნება მოპოვებული. განცხადების ფონია სკეპტიციზმი, რომელიც გაჩნდა აშშ-ის წინადადების გარშემო პატენტის მოხსნის თაობაზე ვაქცინების საწარმოებლად. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა... Читать дальше...

News.ge 

პაატა ქურდაძე: იმის თქმა მინდა, რომ ქართველებს ისედაც გვახასიათებს გადახტომამდე “ჰოპ”-დაძახება, მაგრამ ვაქცინაციის დღესვე თავისუფლების ყიჟინა …

“აპრილში, საფრანგეთში, ქვეყანაში, სადაც დღეში ასი ათასობით ადამიანი იცრება, ფაიზერის ორივე დოზის გაკეთების წინ გამაფრთხილეს, რომ ამით ჩემთვის არაფერი იცვლებოდა, ისევე უნდა დამეცვა ყველა რეგულაცია როგორც აცრამდე და ფურცელი მომცეს სადაც ვაქცინაციის შემდეგ საკუთარი ან სხვისი დაინფიცირების ყველა რისკი განმარტებული იყო. ისრაელმა პირბადეების ტარების ვალდებულება მხოლოდ მას შემდეგ მოხსნა რაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრა. ...

News.ge 

სუბარი: კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და „შალვას ფანჩატურიდან“ გამოვიდნენ

თავისთავად ძალიან კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და შალვას ფანჩატურიდან გამოვიდნენ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განუცხადა. როგორც სუბარმა აღნიშნა, პრეზიდენტი უმრავლესობას არ დაეთანხმა კანონის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობაში, თუმცა გაიზიარა ხედვა, რომ ეს ცვლილებები აბსოლუტურად დემოკრატიულია. „სალომე ზურაბიშვილი არის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობა შეეფარდა 26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ პირს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ კაცს. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, თავად ბრალდებულს სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ ჰყოლია. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მარიამ ნიკოლაიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ ბრალდების მხარემ დაასაბუთა, რომ არსებობდა ფაქტობრივი გარემოებები და ფორმალური საფუძვლები იმისთვის... Читать дальше...

News.ge 

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საია-მ გადასცა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. როგორც წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. „დღეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა ნიკა მელიას სასარგებლოდ 40 000 ლარის ოდენობის გირაო გადაიხადა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. ევროკავშირი აღნიშნულთან დაკავშირებით მადლობას უხდის ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე. ეს ორგანიზაციებია "ევროპული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქცია წნორში - მოსახლეობა ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო მათ საძოვრებს ყიდის

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის თემს მიერთებული ორი სოფლის, კვენაკელისა და ასანურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტრომ ის მიწის ნაკვეთები, რომელსაც მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში საძოვრად იყენებდა, გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მათი ინფორმაციით, საერთო ჯამში ლაპარაკია ორ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დაახლოებით 90 ჰექტარს შეადგენს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის გამოცხადებამდე მიწის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მთავრობამ მოიპოვა იმ ჟურნალისტების სატელეფონო მონაცემები, რომლებიც აშუქებდნენ ტრამპის კამპანიის კავშირებს რუსეთთან

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ 7 მაისს წერს, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საიდუმლო გზით მოიპოვა სატელეფონო მონაცემები მისი სამი რეპორტიორისა, რომლებიც აშუქებდნენ ფედერალურ გამოძიებას კავშირებზე რუსეთსა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიას შორის. როგორც ჩანს, ამ ნაბიჯის მიზანი იყო იმ წყაროების დადგენა, რომლებსაც რეპორტიორები ეყრდნობოდნენ 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიებში. ეს მასალები იბეჭდებოდა ტრამპის ადმინისტრაციის პირველ თვეებში, მაშინ, როცა ფედერალური გამომძიებლები იკვლევდნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ესეც 9 მაისია!

„მე ვყვირი, ვღრიალებ... ზურგს უკან ხმა მესმის - ვხვდები, სარდაფის კარი ჩაკეტეს. ორიდან (წითელარმიელიდან) ერთ-ერთმა მაჯებში ჩამავლო ხელი და გასასვლელში გამიყვანა. მეორემ ხელი ყელში წამავლო და ისე მიმათრევს. დახრჩობის შიშით ყვირილი შევწყვიტე. ძირს მაგდებენ. ჯიბიდან რაღაც მივარდება. ხმაზე ვხვდები, რომ სახლის გასაღებების აცმაა. თავით მიბჯენილი ვარ სარდაფის კიბის უკანასკნელ კიბეს, ზურგით კი - ცივ ნესტიან ქვას. მაშინ, როცა ერთ-ერთი ქვედა საცვალს მახევს და ჩემზე ძალადობს, მე ვცდილობ სინათლის სხივს ვუყურო, რომელიც ჭუჭრუტანიდან ანათებს. Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Переезд с комфортом. Реновация в столице идёт полным ходом

Коды 250 и 550 появятся на автомобильных номерах в Московской области

Не хотела при нем мерить джинсы. Абьюзер в Москве при всех покромсал бывшую

В Соединенных Штатах признали проблемы с тестированием гиперзвукового оружия

Музыкальные новости

Регистрация Авторского права. Регистрация объекта авторского права. Регистрация Авторского права на книгу. Регистрация Авторского права на музыку.

"Динамо" и "Зенит" назвали стартовые составы на матч 26-го тура РПЛ

«Динамо» подложило под «Зенит» бомбу! «Краснодар» может возглавить РПЛ за четыре тура до конца

ЦСКА проиграл «Балтике» в гостевом матче 26-го тура РПЛ

Новости России

В Соединенных Штатах признали проблемы с тестированием гиперзвукового оружия

Коды 250 и 550 появятся на автомобильных номерах в Московской области

АРМЕНИЯ. В Армении заявили о сохраняющихся проблемах в отношениях с Россией

МЧС РФ: в общежитии РУДН в Москве произошло короткое замыкание

Экология в России и мире

Актерское агентство Киноактер. Актерское агентство в Москве.

«1418»: выставка секции «Арт-фото» ТСХР в зале «Лаврушинский`15»

Новые коллекции Gods Passion и Kolchuga

Куда поехать на майские праздники в России: топ-7 направлений

Спорт в России и мире

Шиманович пробилась в ⅛ финала теннисного турнира в Сен-Мало

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 

16-летняя теннисистка Андреева обновила рекорд турниров WTA-1000

Россиянка Полина Михайлова стала чемпионкой Франции по настольному теннису

Moscow.media

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Военные следователи провели в Судаке проверку лиц, не вставших на воинский учет

Заря на Колодозере....

Google вложит 2 миллиарда долларов в дата-центр в Индиане











Топ новостей на этот час

Rss.plus






Собянин: Столичные школьники и студенты вернулись из Большой арктической экспедиции

"Можно безопасно загорать": Вильфанд представил прогноз на майские праздники

Названы регионы России с самой развитой инфраструктурой для электромобилей

* * *