რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაიშალა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. გუშინ საღამოს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ სწორედ კარვებში დაელოდებიან საპროტესტო მოძრაობის წევრები 24 მაისის 12:00 საათს. ეს ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმია. თუ „რიონის ხეობის მცველების“ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქცია უფრო მასშტაბური გახდება. „აქ ვრჩებით და ხვალ 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს, ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან... Читать дальше...
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბელარუსისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვენ ათენიდან ლიეტუვისკენ მიმავალი თვითმფრინავის მინსკში დასმისთვის, სადაც ხელისუფლებამ დააპატიმრა ერთ-ერთი მგზავრი - ოპოზიციონერი აქტივისტი რამან პრატასევიჩი. ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ კომერციული რეისის თვითმფრინავი „ძალით“ დასვეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კი ინციდენტს „სახელმწიფო ტერორიზმის გასაკიცხი აქტი“ უწოდა. ნაუსედამ დაგმო პრატასევიჩის დაპატიმრება და თქვა, რომ საერთაშორისო... Читать дальше...
ქარელის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ქარელი-ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს, ზაალ დუგლაძეს და პარტია "ევროპული საქართველოს" წევრ, ბესიკ დონაძეს შორის. დუგლაძემ დონაძეს შეაგინა, რასაც აქციის მონაწილეთა მძაფრი რეაქცია მოჰყვა. სოფელ მოხისის მოსახლეობამ დილიდან სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია სახნავ-სათესი მიწის აუქციონის წესით გასხვისების გამო გამართა. მოხისელები 24 წლის განმავლობაში მიწას იჯარით ფლობდნენ, თუმცა წელს მათ იჯარა აღარ გაუგრძელეს. Читать дальше...
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის 209-ე დღეს „რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები ქუთაისიდან გაეშურნენ თბილისისკენ, სადაც 14.00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციაა დანიშნული. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, რომელიც 23 მაისს თბილისში იმართება, ქუთაისიდან რამდენიმე ასეული აქტივისტი შეუერთდა. ავტომანქანებით, მიკროავტობუსებითა და ავტობუსით მოქალაქეები ქუთაისის სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და კოლონად დაწყობილი, საქართველოს ეროვნული დროშებითა და საყვირების გაბმული სიგნალით... Читать дальше...