პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საქმეში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შესწავლის მიზნით, „ევროპული საქართველო“ დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. დღეს, 30 ოქტომბერს, ბრიფინგზე დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გამოძიების დაწყებიდან ერთი თვის თავზე შუალედური ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ არ არსებობს, არც პრეზიდენტი დაკითხულა. ამიტომ „ევროპული საქართველო“ ითხოვს, საკითხმა განსახილველად პარლამენტში გადაინაცვლოს: „სამწუხაროდ... Читать дальше...
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მომავალმა ელჩმა კელი დეგნანმა პირველივე გამოსვლაში სამ მთავარ პრიორიტეტს შორის დაასახელა თავისუფალი არჩევნების ჩატარება. „ელჩობის კანდიდატმა დასვა აბსოლუტურად სწორი სამი აქცენტი. ეს არის ის პრიორიტეტები, რომელიც ამერიკას ექნება საქართველოში: უსაფრთხოების დაცვა და რუსული აგრესიის შეკავება, ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა და ქვეყნის შიდა დემოკრატიის მხარდაჭერა, მათ შორის, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“... Читать дальше...
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ანაკლიიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ანტისახალხოა. მან უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ მთავრობის წარმომადგენლები არ დაესწრნენ პარლამენტში გამართულ შეხვედრას, რომელზეც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს, ლევან ახვლედიანს მოუსმინეს. ფოფხაძის თქმით, უნდა იყოს რამდენიმე თემა, რომელზეც დალაპარაკება პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად უნდა შეგვეძლოს. „ქვეყანა ზარალდება, ასეთი პროექტები საქართველოს უახლოეს ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელია“... Читать дальше...
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უარს ამბობს ეთერში აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე. პირველი არხის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას. „მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია... Читать дальше...
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის ნამდვილად გარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობები ვერ გაუმკლავდნენ დღემდე, მათ შორის ჩვენც ვერ გავუმკლავდით ბოლომდე იმ ამოცანას, რასაც ჰქვია წყალტუბოს ასეთი სისტემური მიდგომის მეშვეობით აღორძინება, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით. მინისტრმა დადებითად შეაფასა ინიციატივა და აღნიშნა, რომ როგორც კი კონკრეტული ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) შსს-მიერ რეგისტრირებულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა. დროის ამავე მონაკვეთში, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 ამხილეს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი... Читать дальше...
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობაში დადანაშაულებულ რუს დიპლომატს 24 საათი მისცა ბულგარეთის დასატოვებლად, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ რუსეთმა არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა ამ პირის 28 ოქტომბრამდე გაწვევის შესახებ. პირველ ეტაპზე სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სოფიაში განთავსებული რუსეთის საელჩოს ცხრა პირველი მდივნიდან ერთ-ერთმა ბულგარეთი 28 ოქტომბერს დატოვა. რუსეთის საელჩომ 30 ოქტომბერს დაადასტურა წერილის მიღება, რომელშიც რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი "პერსონა ნონ გრატად" იყო გამოცხადებული და რომლის თანახმადაც... Читать дальше...
„საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა“ გაავრცელეს პეტიციის ტექსტი, რომლითაც მოითხოვენ, რომ თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს იმედი აქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩის დასამტკიცებლად დარჩენილი პროცედურები სწრაფად დასრულდება და კელი დეგნანს ექნება შესაძლებლობა საქართველოში საქმიანობას დაუყოვნებლივ შეუდგეს. 29 ოქტომბერს კელი დეგნანს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში მოუსმინეს. დავით ზალკალიანის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ელჩობის კანდიდატმა აქცენტები გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ სიტუაციაზე და აშშ-ის მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორული... Читать дальше...
დედაქალაქში პარკირების წესის დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები ავტობუსების პარკის სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება, - უთხრა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, დარღვევისთვის მძღოლები სავარაუდოდ წლის ბოლოდან ან მომავალი წლის დასაწყისიდან დაჯარიმდებიან: „პარკირების ჯარიმების ამოქმედება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ ავტოპარკის ახალი ავტობუსებით ჩანაცვლებას. დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. როგორც კი გვეყოლება ახალი ევროპული ტიპის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს რეგულაცია. Читать дальше...
მინდა, ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში – ეს არის სამარცხვინო, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან პარლამენტის წევრებს აზარტული თამაშების წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდა. „მე უბრალოდ, მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. ეს არის სამარცხვინო, სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, ...
აშშ-ის კონგრესში დემოკრატები აცხადებენ, რომ ჩვენებამ, რომელიც თეთრი სახლის მოქმედმა ოფიციალურმა პირმა მისცა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მოკვლევის ფარგლებში "დაადასტურა ამბის ის ცენტრალური ფაქტები, რომელთა შესახებ მოსმენილი გვქონდა". რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მხარდამჭერებმა მოწმის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს. ალექსანდერ ვინდმანმა - არმიის მაღალჩინოსანმა და ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპული საქმეების განყოფილების დირექტორმა - 29 ოქტომბერს... Читать дальше...
პარკირების წესის დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები ავტობუსების პარკის სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯარიმები შესაძლოა, წლის ბოლოდან ან მომავალი წლიდან ამოქმედდეს. „პარკირების ჯარიმების ამოქმედება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ ავტოპარკის ახალი ავტობუსებით ჩანაცვლებას. დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. როგორც კი გვეყოლება ახალი ევროპული ტიპის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს ...
საქართველოს საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე მიიჩნევს, რომ ეკლესიაში განვითარებულ პროცესებს სკანდალის სახე რომ არ მიეღო, საჭირო იყო პროცესებში უშიშროების სამსახური ჩარეულიყო. მისი თქმით, ასეთი პრობლემები ნებისმიერ ქვეყანაში უშიშროების სამსახურის მიერ წყდება, თუ ეს სამსახური ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება: „ნებისმიერი გაუგებრობა, რომელიც ლახავს ქვეყნის იმიჯს და მით უმეტეს, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციის, როგორიც არის საპატრიარქოს იმიჯი, გვარდება სხვანაირად და არა ასეთი სკანდალებით. Читать дальше...
მახსოვს, რომ ანალოგიური შინაარსის გზავნილი მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და წინა ხელისუფლებამაც, რაც ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი უნდა მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს სჭირდება ქვეყნის დემოკრატიას და სახელმწიფოს რათა წინ ...
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რამდენიმე დღის წინ ქართულ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, ეს დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება და 21-ე საუკუნის „მძიმე მიმართულებაა“. „ეს ყველა ქვეყანაში ხდება - დაწყებული აშშ-დან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა“, - თქვა მან. შს მინისტრის განცხადებით, გამოძიებაში ადგილობრივ სტრუქტურებთან ერთად ჩართული არიან უცხოელი სპეციალისტებიც. „იყო, რა თქმა უნდა, შეტევა და მუშაობენ... Читать дальше...
30 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბუდაპეშტს ეწვევა და შეხვედრას გამართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომლის დროსაც მთავარი განსახილველი საკითხი ენერგეტიკა იქნება. პუტინიც და ორბანიც უარყოფენ დასავლურ, ლიბერალურ ღირებულებებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა, ორბანი პუტინს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ ხვდება, 2017 წელს მათ ორი შეხვედრა გამართეს. ამავე დროს, ორბანი გამოდის მოწოდებით, შემსუბუქდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. Читать дальше...
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა სამარცხვინო უწოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ აზარტული თამაშების კომპანიის პრიზის მოგებას. „მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. ეს არის სამარცხვინო!“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა, 30 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მან დეპუტატებს მოუწოდა, იერიში მიიტანონ სიკვდილის ინდუსტრიაზე: „სანამ ეს სივრცე, ეს სიკვდილის ინდუსტრია არსებობს... Читать дальше...
ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ, ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს. კითხვაზე, არის თუ არა ეს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, გომელაურმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები ყველა ქვეყანაში ხდება, დაწყებული აშშ-დან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. „ეს 21-ე ...
ყველა განცხადება, ბოლო შანსებზე, ვადებზე არის არაკონსტრუქციული მიდგომა, რიტორიკაც სხვა უნდა იყოს და მიდგომებიც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მედიას პარლამენტში განუცხადა. ლევან ახვლედიანის თქმით, ის დღეს პარლამენტში მოვიდა, რომ ისაუბროს იმ საკითხებზე, რომელიც ღიად არის დარჩენილი ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო, რათა საზოგადოებას დაანახოს, თუ რამდენად “მცირე ...
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვედიანმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე იმ სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას უშლის ხელს. ყველა ინვესტორი ითხოვს მთავრობისგან მხარდაჭერას, რაც არ არის. კომპანია „ესესეი მარინი“ ითხოვს, მთავრობამ არ გაუწიოს კონკურენცია სხვა ღრმაწყლოვან პორტში ინვესტირებით, სანამ ანაკლია არ მიაღწევს 70 პროცენტით უტილიზაციას. ბანკები ითხოვენ გარანტიას სესხის ნაწილობრივ გადახდაზე. ეს არ ემსახურება ანაკლიის ინვესტორების კომერციული რისკის დაზღვევას. Читать дальше...
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ინსპექტორისსაგამოძიებო მიმართულების ამოქმედებასთან დაკავშირებით „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორს – ლონდა თოლორაიას და აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს წარმატება უსურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “მე მინდა, პირველ რიგში, ქალბატონ ლონდას მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა... Читать дальше...
ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა. ეს ცვლილება გუშინ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ცვლილებაზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მან განაცხადა, რომ ჯარიმის ოდენობის გაზრდის კანონპროექტი პარლამენტს თბილისის მერიამ წარუდგინა: „პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის განმაპირობებელი ფაქტორი სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და ის გარემოებაა, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კახა კალაძემ. Читать дальше...
პარლამენტში იმართება შეხვედრა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურ დირექტორთან, ლევან ახვლედიანთან. თავის შესავალ სიტყვაში ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ანაკლიის პორტი მოიცავს 340 ჰა ტერიტორიას და ეს არის 100 მილიონი ტვირთბრუნვის რესურსი. „ამგვარი ინფრასტრუქტურისთვის საჭიროა ძალიან ბევრი მიწა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ანაკლიის გარდა ასეთი პორტი ვერსად გაკეთდება. ფოთის პორტი წელიწადში 100 დღე დაკეტილია, ჩვენ ვერ ვიღებთ შავ ზღვაში მოცურავე გემების 75 პროცენტს. Читать дальше...