უკრაინაში ეუთოს მისიის მოქმედი თავმჯდომარისა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა მარტინ საიდაკმა დაადასტურა 29 ოქტომბერს ლუგანსკის ქალაქ ზოლოტოედან ძალთა დაშორიშორების პროცესის დაწყება. „დღეს, სულ ახლახან, მხარეებმა განაახლეს ძალებისა და საშუალებების დაშორიშორება ზოლოტოედან. ამის დასადასტურებლად მათ გაუშვეს თეთრი და მწვანე სასიგნალო რაკეტები. მხარეები დღეს აგრძელებდნენ მოლაპარაკებას ძალებისა და საშუალებების პეტროვსკოეში დაშორიშორების შესახებ“, - განაცხადა საიდაკმა 29 ოქტომბერს მინსკში... Читать дальше...
ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია 75 ათასი ევროთი დაჯარიმდა და მას დაევალა, შინ შემდეგი თამაში ცარიელ სტადიონზე ჩაატაროს. ეს სასჯელი მას დაეკისრა გულშემატკივართა რასისტული ქცევისთვის ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართა. მატჩი ინგლისის ეროვნულმა გუნდმა მოიგო 6:0. 29 ოქტომბერს UEFA-მ ასევე დაადგინა, რომ ბულგარეთმა მეორე მატჩიც დახურულ კარს მიღმა უნდა ითამაშოს, მაგრამ შემდეგ ეს ზომა უკან წაიღო და ის შეცვალა ორწლიანი „გამოსაცდელი პერიოდით“. Читать дальше...
„სახელმწიფო, როგორც სასამართლო, ისე პროკურატურა, გვეუბნება - მაკო გომურმა თვალი რომ დაკარგა, ეს დანაშაული არ არის. იგივე შეგვიძლია ვთქვათ გიორგი [სულაშვილი] მაგალითზე", - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტს, რომელიც წყალტუბოს რეაბილიტაციას ეხება. “ასეც ვიცოდი! ასეც ვიცოდი! ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს “მთავარ არხზე” გადასვლას არ აპატიებდა და მის მშობლიურ სანახებს მიიტაცებდა! ასე ხდება ხოლმე, როცა მშობლიურ მხარეს უპატრონოდ მიატოვებ და მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემებით დაკავდები! აქვე გაფრთხილებთ, რომ ამ შურისძიებას გაგრძელებაც ექნება: “წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალ […]
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წყალტუბოს შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ვიდეომიმართით ეხმაურება. როგორც სააკაშვილი ამბობს, ივანიშვილის განზრახვას პირად ინტერესებს უკავშირებს. „ყველაფერი ერთად არის: აბასთუმანი, საირმე, ქუთაისი, ქუთაისის პარლამენტი, წყალტუბო, შემდეგ გვირაბი სვანეთში და გამავალი გზა. ეს არის ერთი დიდი კომპლექსი და წყალტუბო არის მთავარი ცენტრი ამისი. ივანიშვილმა ეს ყველაფერი გააჩერა და გაანადგურა. დღეს იგივე ივანიშვილი... Читать дальше...
კატალონია, ჩილე, ლიბანი, ეკვადორი, ჰონგ-კონგი: მსოფლიოს ბევრ ქვეყანასა და რეგიონში მოქალაქეები ქუჩებში გადიან საპროტესტო აქციებზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ასევე ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც რანგით მეორე იყო კვირას მოკლული ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შემდეგ. „ახლა დადასტურდა, რომ ამერიკის ჯარებმა გაანადგურეს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ნომერი პირველი შემცვლელი. ის დიდი ალბათობით დაიკავებდა უმაღლეს პოზიციას. ახლა ისიც მოკლულია!“ - დაწერა ტრამპმა ტვიტერით 29 ოქტომბერს. გარდა ამისა, ორშაბათს აშშ-მა დაადასტურა, რომ მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“... Читать дальше...
პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება. როგორც დეკანოზი ამბობს, სხდომას მთავარეპისკოპოსი იაკობი დაესწრება. „წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. ძალიან გთხოვთ, ამასთან დაკავშირებით კითხვებს ნუ დასვამთ. მეუფე იაკობი რჩება წმინდა სინოდის წევრად“, - ამბობს დეკნოზი მიქაელ ბოტკოველი. ... Читать дальше...
კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე 28 ოქტომბრის კიბერშეტევას სხვადასხვა კუთხით აფასებს - რადიო თავისუფლების ეთერში ის ლაპარაკობს როგორც შეტევის ტექნიკური სერიოზულობის ხარისხზე, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტშიც აფასებს ამ მოვლენას:
კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე 28 ოქტომბრის კიბერშეტევას სხვადასხვა კუთხით აფასებს - რადიო თავისუფლების ეთერში ის ლაპარაკობს როგორც შეტევის ტექნიკური სერიოზულობის ხარისხზე, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტშიც აფასებს ამ მოვლენას:
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 20-21 ივნისის მოვლენების ანგარიში წარმოადგინა. ცენტრის შეფასებით, ფაქტები ადასტურებს, რომ სამართალდამცავებმა გადააჭარბეს თავიანთ მოვალეობას.
ყაზახეთში სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვეყნის ბედის“ ლიდერს, ყაირლი ომარს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა ბრალდებებისთვის, რომელთაც ის და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ნურ-სულთანის რაიონულმა სასამართლომ 29 ოქტომბერს ყაირლი ომარი დამნაშავედ ცნო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, გააუქმა ძველი ბრალდება გაფლანგვაში და იმავე დღეს გამოუტანა პატიმრობის განაჩენი. ომარი 2018 წლის ივლისში დააპატიმრეს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ფულის მითვისებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის... Читать дальше...
„დღეს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ქალაქ წყალტუბოს 22 სასტუმრო და 9 სამკურნალო აბანო გამოისყიდოს 27 კერძო ინვესტორისგან. ეს არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება და ამის ავტორი არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი“, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის გვერდზე. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში... Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ „პირველი არხის“ ოპერატორის სანდრო ბერაძის ცხედარი იპოვეს. „პირველი არხის“ ცნობით, ცხედარს ცხვარიჭამიასთან მიაგნეს, სადაც ბერაძე ბოლოს ნახეს. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში გვითხრეს, სანდრო ბერაძის მამა და ძმა ადგილზე იმყოფებიან, დედა კი მიჰყავთ შემთხვევის ადგილზე. სანდრო ბერაძეს 25 ოქტომბრიდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
„ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი - ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი”,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ფეისბუკზე" წყალტუბოს შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას. არჩილ თალაკვაძის თქმით, პროექტის ფარგლებში აღდგება და აშენდება წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც 22 სანატორიუმს და ბალნეოლოგიურ აბანოებს მოიცავს. Читать дальше...
28 ოქტომბერს, ჰაკერული შეტევის შედეგად დაზიანებული საიტები აღდგენილია. ჰოსტინგ-კომპანიის, proservice.ge-ს ფინანსური დირექტორი, რევაზ ნატროშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კომპანიაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შსს-ს წარმომადგენლები.
ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის პორტის პროექტის განხილვას, არ დაესწრება. საკანონმდებლო ორგანოში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განხილვა ხვალ, 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული და მას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი ლევან ახვლედიანი დაესწრება, რაც შეეხება მინისტრს, მან დეპუტატების მიწვევაზე უარი განაცხადა. ამასთან, როგორც სსიპ „ანაკლიის განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა, დავით ჯავახაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა... Читать дальше...
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) მხოლოდ სასულიერო თანამდებობას, ქორეპისკოპოსობას კი არ დაემშვიდობა, მან საპატრიარქოს ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო, საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობაც დატოვა. ვინ შეცვლის იაკობს და ვის ჩააბარებენ ეკლესიის ფინანსების განკარგვას, ჯერ უცნობია. თეოლოგების შეფასებით, პატრიარქის ქორეპისკოპოსს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი გამოაცალეს. რა ხდება ეკლესიის შიგნით - ამაზეც მხოლოდ ვარაუდები არსებობს. და ბევრი კითხვა. საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე მხოლოდ ქორესპისკოპოსი შეიძლება იყოს? Читать дальше...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, გადაეცემა თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად. ამ თემის კომენტირებისას ნათია თურნავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომაქამდე სახელმწიფო მზად იყო თუნდაც 1 ლარად გადაეცა სანატორიუმები ინვესტორისთვის, თუმცა ინვესტორებს ინტერესი არ გამოუთქვამთ. ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ ბიძინა ოვანიშვილს ქონება 1 ლარად გადაეცეს, მინისტრი აცხადებს, რომ მას ეს არ უთქვამს და უბრალოდ აღნიშნა... Читать дальше...
თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებაში აღნიშნულია, რომ პირის დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს, ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიადგა პირს ზიანი: „სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს და თანდართულ მასალებს, შეისწავლა საქმის ყველა გარემოება, შეაფასა გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგები, ასევე, მომავალში ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების აუცილებლობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. Читать дальше...
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომელი ალექსანდერ ვინდმანი დღეს ჩვენებას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. ის ილაპარაკებს იმაზე, თუ როგორ მიმართა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, გამოეძიებინა თავისი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის საქმიანობა უკრაინაში. ვინდმანის განცხადების შავი ვარიანტი გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა. ვინდმანი ეროვნული უშიშროების საბჭოში უკრაინის საკითხების წამყვანი ექსპერტია. Читать дальше...
კეთილსინდისიერი მესაკუთრეებისინტერესები საქართველოში დაცულია”, – ამისშესახებ, „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა ჟურნალისტებთან, სააპელაციო სასამართლოში, „ღვინის ქარხანა#1-ის” სასამართლოს სხდომისდასრულებისას განაცხადა. არჩილ თაბაგარის თქმით, სასამართლომ„სავანე ღვინის ქარხნის” სარჩელი, რომელიცსიცრუეზე იყო აგებული არ დააკმაყოფილა. აქვე დასძენს რომ წარმოდგენილი სარჩელისრული ფალსიფიკაცია იყო. „მინდა დავიწყო იმით რომ დღეს, სასამართლომ ნამდვილად ჩააბარაღირსეულად და წარმატებულად ის ტესტი, რომელზეც მე ვსაუბრობდი. Читать дальше...
კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ რუსმა ჰაკერებმა იერიში განახორციელეს ანტისადოპინგო და სპორტულ ორგანიზაციებზე. როგორც ამერიკული კორპორაცია იტყობინება, თავდასხმა შეეხო, სულ მცირე, 16 ორგანიზაციას მთელ მსოფლიოში. Microsoft-ის მონაცემებით, თავდასხმებთან კავშირი აქვთ ჰაკერებს ჯგუფ Strontium-იდან, რომელიც Fancy Bear-ის სახელითაც არის ცნობილი. ჯგუფს რუსეთის ხელისუფლებას უკავშირებენ. Microsoft-ის ინფორმაციით, თავდასხმები 16 სექტემბერს დაიწყო. ასევე გასულ თვეში მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ აღმოაჩინა... Читать дальше...