თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დებატებში იწვევს დაზარალებულის სტატუსის მქონე თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს. „დღის დასასრულს, ამდენი გაუგებრობის და ქაოსის აღმოსაფხვრელად, მივმართავ ბატონ - ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის! მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ ჟურნალისტი... Читать дальше...
ევროინტეგრაციის უპირატესობებსა და რუსული პროპაგანდის საშიშროების შესახებ სასაუბროდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში 14 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ქეთი დევდარიანი, გიორგი უშიკიშვილი, ზვიად ქორიძე, ეკა გიგაური, ბაია დვალიშვილი, ანა ტყებუჩავა, ლაურა რეხვიაშვილი, გოგა ჩანადირი, დათო ლიკლიკაძე, გიორგი მშვენიერაძე, ანი ჩირაძე და სალომე შარვაძე. კამპანიის „ძალა ევროპაშია“ მიზანია ანტიევროპული და ანტიდასავლური პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ის 20-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. Читать дальше...
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა 2020 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელახალი არჩევნების ალბათობის შესახებ. „თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, შემდეგ პარლამენტში, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს“, - ამბობს კობახიძე და ისრაელის მაგალითი მოჰყავს - „ანუ ჩვენ დაახლოებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს არის ისრაელში, როდესაც ორი არჩევნები ჩატარდა და გამომდინარე იქიდან... Читать дальше...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ...
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ორშაბათს კატალონიის ცხრა სეპარატისტ ლიდერს 9-დან 13 წლამდე ვადით მიუსაჯა პატიმრობა იმ როლისთვის, რომელიც მათ რეგიონის დამოუკიდებლობის წარუმატებელ კამპანიაში შეასრულეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა კატალონიაში.ბუნდოვანია კონფლიქტის სამომავლო პერსპექტივა. ვერდიქტები, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, ნაკლებია პროკურორების მიერ მოთხოვნილ სასჯელებზე (კატალონიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის, ორიოლ ჟუნკერასისთვის, მაგალითად, 25 წლით სურდათ პატიმრობის მისჯა, ამბოხების ბრალდებით). Читать дальше...
პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში: “დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის: ადამიანთა წამება, მასობრივი მკვლელობები, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორება, ძალაუფლების შეტკბობა და ამ ძალაუფლებით ადამიანთა განადგურება, ქართველი ერის ნაცვლად, ახალი ჯიშის მოქალაქის (ურწმუნო, უსქესო, უსამშობლო, უერო) გამოზრდის მცდელობა, რისთვისაც იღწვოდნენ სააკაშვილიც და ბოკერიაც, არაა ღმერთის გზა. ღმერთი, რწმენა, მართლმადიდებლობა, აღსარება და ზიარება თამაში არ არის […]
„თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, შემდეგ პარლამენტში, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „ანუ ჩვენ დაახლოებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს არის ისრაელში, როდესაც ორი არჩევნები ჩატარდა და გამომდინარე იქიდან, რომ არის რადიკალური სხვადასხვაობა მოსაზრებებში, თუ შეხედულებებში კონკრეტულ ...
რაც უფრო იზრდება დაძაბულობა სამეზობლოში, ასევე იზრდება შიში საქართველოშიც. რა ხდება სირიაში? რამდენად დიდია რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების გამწვავების შანსი და არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის?
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რიადში მოლაპარაკება გამართა საუდის არაბეთის მეფესთან და ტახტის მემკვიდრესთან, იმ ფონზე, როცა მოსკოვი ცდილობს გაზარდოს თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში. პუტინი და მეფე სალმანი ხელმძღვანელობდნენ ცერემონიას, რომელზეც ხელი მოეწერა რამდენიმე, მილიარდობით დოლარის საინვესტიციო კონტრაქტს ორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულებები მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა საჰაერო მიმოსვლა, კულტურა, ჯანმრთელობა და განვითარებული ტექნოლოგიები. პუტინის ვიზიტი ემთხვევა პერიოდს, როცა... Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტროში 14 ოქტომბრის მონაცემებით კვლავ მიმდინარეობს გამოძიება 30 სექტემბერს ბაქოს ქუჩაზე მომხდარი ძარცვის შესახებ და კვლავ ეძებენ მძარცველებს, რომლებმაც ახალგაზრდა ქალი ფულის მიღების სანაცვლოდ ორთქლის უთოთი აწამეს და პოლიციაში განცხადების შემთხვევაში შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის გამოძიების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ გასცემენ, მათ შორის არც იმას, რამდენ მძარცველს ეძებს პოლიცია. ძარცვის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალი,... Читать дальше...
მშრალ ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს საფლავის ქვები, რომლებიც ქვაფენილად იყო გამოყენებული. „თბილისის განვითარების ფონდი“ ახლა სპეციალისტების დასკვნას ელოდება, რომ განსაზღვროს სად და როგორ გამოიყენოს ისინი. ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს ქვები ქალაქის ტრაგიკული ისტორიის ერთ-ერთი თავია: „მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, თბილისის პირველი გენგეგმის მიხედვით, ქალაქის იერსახე სრულად შეიცვალა. თბილისისთვის მაშინ ბევრი არეალი დაიკარგა... Читать дальше...
მოსკოვმა სანქციების გამო წარმოშობილი პრობლემის მოსაგვარებლად მარტივ გზას მიმართა და დაიწყო ჩრდილოეთ კორეელი მუშების გაგზავნა საკუთარი ტერიტორიიდან იმ რეგიონებში, სადაც გავლენა აქვს და სადაც, ფაქტობრივ, არ მოქმედებს გაეროს სანქციები.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც რუსეთსა და უკრაინაში მონასტრები მასობრივად იხურებოდა, ბევრმა სასულიერო პირმა თავშესაფარი აფხაზეთის მიუდგომელ მთებში იპოვა. დროთა განმავლობაში აფხაზეთში დაარსდა ე.წ. უდაბნოები, ადგილები, სადაც ღვთისმსახურები რეჟიმისგან ფარულად მოღვაწეობდნენ. აფხაზეთს სასულიერო პირთა მიგრაციის სულ მცირე ორი ტალღა ახსოვს. პირველი დევნა რევოლუციის შემდეგ დაიწყო. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ერთ პერიოდში - 1944 წლიდან სტალინის გარდაცვალებამდე... Читать дальше...
ბიზნესმენი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მორიგ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ეროვნული პოლიტიკა გაატარონ ყველა სფეროში და ლიბერალიზმი მარგინალურ, აკრძალულ იდეოლოგიად გამოაცხადონ: „აი, როგორც მარქსიზმი და ფაშიზმია აკრძალული, ზუსტად ასე უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმიც“, - ამბობს ლევან ვასაძე. „ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, - სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიაზე გვისაუბრია, საგანმანათლებლოზე, სამხედროზე, - გადასაყვანი არის საჩქაროდ ეროვნულ-კონსერვატიულ ლიანდაგებზე. Читать дальше...
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 14 ოქტომბერს საუდის არაბეთში ჩავიდა, სპარსეთის ყურეში მზარდი დაძაბულობის ფონზე. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პუტინი ამ ვიზიტისას სანავთობო ხელშეკრულებებს გააფორმებს. პუტინის ვიზიტი, რომლის დროსაც, გავრცელებული მოლოდინით, ის რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მიზიდვასაც შეეცდება, ემთხვევა პერიოდს, როცა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, მოსკოვმა ვერ შეძლო მიეღწია დასახული მიზნისთვის და 3 პროცენტით გაეზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი. ... Читать дальше...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეხმაურება ცნობას იმის შესახებ, რომ მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. „გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და... Читать дальше...
12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს. გახდება თუ არა საქართველოს ეკლესიისთვის ეს საბაბი, მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, კვლავ უცნობია. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სინოდი რას გადაწყვეტს, რთული სათქმელია. სინოდის კრება, რომლის მოწვევაც მხოლოდ პატრიარქს ან მის თანამოსაყდრეს შეუძლია და რომელმაც უნდა გადაწყვიტოს უკრაინის... Читать дальше...
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალ, 15 ოქტომბერს, სამუშაო დღის ბოლოს ეწურება. ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, დავით ჯავახაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, კონსორციუმმა უნდა წარადგინოს მის მიერ კაპიტალის სრულად შევსების დამადასტურებელი სავალდებულო დოკუმენტი და არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც ინვესტორი ბანკების მხრიდან სასესხო დაფინანსების მოპოვებას შეეხება. დავით ჯავახაძის თანახმად... Читать дальше...
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის ვიდეო მიმართავში, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, აცხადებს, რომ დღეს მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ერთიანობის, სულგრძელობისა და მაქსიმალური პატიების მიუხედავად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის დოვლათი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა. „ამნისტიაზე, პატიებაზე, შერიგებაზე… რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ...
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, – ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ინფრასტრუქტურს სამინისტროს განცხადებას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ანაკლიის... Читать дальше...
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში პარიზში შესაძლოა გაიმართოს სამშვიდობო სამიტი და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა მეამბოხეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლის შემდეგ 13 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, - იუწყება „როიტერსი“. პრისტაიკომ „როიტერსს“ 14 ოქტომბერს ინტერვიუში უთხრა, რომ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის შეხვედრა იქნებოდა "უკანასკნელი შანსი" მოსკოვისთვის... Читать дальше...
როგორც შოპენის მეექვსე პრელუდია, კობახიძის ფილმები ჩვენში აჩენს ათას ემოციას, ბადებს ათას იდეას და ამ ყველაფერს ახერხებს უსიტყვოდ ...
„ევროპული საქართველო“ ცდილობს, მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის, – ამგვარად გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების შეცვლას საქართველოში არ უნდა მოჰყვეს შურისძიება. „ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, სრულიად და კატეგორიულად მიუღებელია... Читать дальше...
სირიელი ქურთების ლიდერები აცხადებენ, რომ მოსკოვის შუამავლობით პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმება ამ ეტაპზე კონცენტრირებულია საზღვრის გასწვრივ დისლოცირებულ სირიის არმიაზე და პოლიტიკურ საკითხებს ორი მხარე მოგვიანებით განიხილავს. წამყვანი ქურთი პოლიტიკოსის, ალდარ ხალილის თქმით, ასადის მთავარი მოკავშირის, რუსეთის მეთვალყურეობით შემუშავებული ეს "სასწრაფო ზომა" ემსახურება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში თურქეთის შეტევის ბლოკირებას. აშშ-მა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გაიყვანს 1000 სამხედროს... Читать дальше...
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ისევ ვალერი ბგანბა დანიშნა. ხაჯიმბას მიერ 14 ოქტომბერს ხელმოწერილი განკარგულებით, ბგანბას დაევალა „აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პერსონალური შემადგენლობის წარმოდგენა“. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ვალერი ბგანბას ხელმძღვანელობით 10 ოქტომბერს გადადგა, დე ფაქტო პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული რაულ ხაჯიმბას ე.წ. ინაუგურაციიდან მეორე დღეს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო... Читать дальше...