საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე თამაში ჩაატარა და მეხუთე ქულა მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა 12 ოქტომბერს თბილისში „დინამოარენაზე“ უმასპინძლა ჯგუფის ლიდერს, ირლანდიის ნაკრებს, და უგოლო ფრეს მიაღწია. შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება მესამე საფეხურზე მყოფ შვეიცარიას. მომდევნო თამაშს ქართველი ფეხბურთელები 15 ოქტომბერს გამართავენ სტუმრად გიბრალტარის ნაკრებთან... Читать дальше...
12 ოქტომბერს პრაღამ უმასპინძლა ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) რიგით მერვე სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის წევრებმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოდან ჩამოსულმა სტუდენტებმა. GIMPHA -ს დაარსდა 2012 წლის 27 ოქტომბერს, ამსტერდამში. ის აერთიანებს ევროპაში სხვადასხვა სპეციალობით მომუშავე ქართველ ექიმებს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს საქართველოში მედიცინის სფეროს განვითარების ხელშეწყობას.... Читать дальше...
თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში ვეტერანებს შორის, ბოლოსწინა - მეხუთე საჭიდაო დღე საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. C დივიზიონში, რომელიც 46-დან 50 წლამდე ვეტერან სპორტსმენებს აერთიანებს, 130 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო კონკურენცია ლუკა კურტანიძის ტრიუმფით დასრულდა. მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა ქართველმა მოჭიდავემ, ვეტერანებს შორის მესამედ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ფინალში მან ნახევარ წუთში დაამარცხა მონღოლი მეტოქე ბაიანმუნხ შურა. Читать дальше...
გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაკარგულად ითვლება და 70-ზე მეტი დაშავდა ტოკიოში, ტაიფუნ "ჰაგიბისის" მოახლოების გამო. ტაიფუნმა ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა გამოიწვია. "როიტერსის" თანახმად, სახიფათო რეგიონებიდან შესაძლოა ექვს მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდეს. ქვეყანაში 800 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დახურულია მაღაზიები და ფაბრიკები, არ მოძრაობს მატარებლები, ტოკიოს მეტროს ჩათვლით, გაუქმებულია ავიარეისები. Читать дальше...
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ რეგიონებში გასვლას იწყებს. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პირველი გაჩერება კახეთია, ხოლო მიზანს ქვეყნის სამსახურში მეტი ადამიანის ჩართვა წარმოადგენს. პროცესი 20 ოქტომბერს თელავიდან დაიწყება. „20 ოქტომბერს თელავს მოვუყვებით სამოქალაქო მოძრაობის მიზნებზე, არჩევნებზე წასვლის აუცილებლობაზე, მოვუსმენთ მათ პრობლემებს და გავაცნობთ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზებს. ერთად ერთის წინააღმდეგ!“, - აცხადებს მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჭიროა... Читать дальше...
დავით გარეჯის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ მიმავალი გზა არც სასულიერო პირებისთვის გახსნილა, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა. მისი განმარტებით, 11 ოქტომბერს ასვლა მხოლოდ აღდგომის ტაძრამდე იყო შესაძლებელი და არავის უშვებდნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ. ანანიაშვილი არ აკონკრეტებს, სცადეს თუ არა მონასტრებამდე ასვლა სასულიერო პირებმა 12 ოქტომბერსაც. თუმცა მას არ სმენია ახალი ინფორმაცია გზის გახსნის შესახებ. ამასთან, როგორც ადგილობრივი გიდი ამბობს... Читать дальше...
საფრანგეთმა და არაბთა ლიგამ თურქეთს მოუწოდეს, შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია სირიაში. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ამ ოპერაციას, შესაძლოა, ექსტრემისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღორძინება მოჰყვეს. მაკრონი ამ განცხადებით გამოვიდა სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი 12 ოქტომბერს. მაკრონი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღორძინების არდაშვება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ის ამბობს... Читать дальше...
ერგნეთში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობის“ ინიციატივით გაიმართა საპროტესტო აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ. ახალგაზრდებმა, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც გააპროტესტეს. ღარიბაშვილმა ეს განცხადება 1 ოქტომბერს გააკეთა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ტერიტორიები არ დაკარგულა. „ახალგაზრდა თაობის“ ხელმძღვანელის დავით დონერიანის თქმით, ეს იყო სიმბოლური ისტორიის გაკვეთილი, თავდაცვის მინისტრის განცხადების საპასუხოდ. „უკაცრავად... Читать дальше...
ტოკიოში დავუკავშირდით ფოტოგრაფ ლევან ვერძეულს.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი’’ მეორედ ტარდება. ფესტივალი დღეს გაიხსნა და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. „პურის ფესტივალი“ გაიხსნა თეატრალიზებული წარმოდგენით, სადაც გაცოცხლებული იყო პურის ცხობის ძველი ტრადიციები. დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების... Читать дальше...
ირანი "ლაჩრულ თავდასხმას" უწოდებს ინციდენტს, რომელსაც ირანის მედია აღწერს, როგორც სარაკეტო თავდასხმას ირანის მფლობელობაში მყოფ ნავთობის ტანკერზე. "ამ ლაჩრული თავდასხმის ავტორებს შესაფერისი პასუხი გაეცემათ, მაგრამ ჩვენ დავიცდით, სანამ ამ საქმის ყველა ასპექტი გაირკვევა", - მთავრობის პრესმდივნის, ალი რაბეის ამ სიტყვებს 12 ოქტომბერს ავრცელებს ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA. ირანის მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, ტანკერი მიზანში ამოიღეს 11 ოქტომბერს, წითელი ზღვის წყლებში, საუდის არაბეთთან ახლოს. Читать дальше...
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კვლავ გამოდის მოწოდებით, შეჩერდეს სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია და ამბობს, რომ ამას, შესაძლოა, ექსტრემისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღორძინება მოჰყვეს. მაკრონი ამ განცხადებით გამოვიდა სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი 12 ოქტომბერს. მაკრონი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღორძინების არდაშვება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ის ამბობს, რომ საჭიროა ქურთთა ძალების მხარდაჭერა... Читать дальше...
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სამხედრო სადგურზე აშშ-ის ძალები მოყვნენ თურქეთის ჯარის პოზიციებიდან გახსნილი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, იმ ფონზე, როცა ანკარის ძალები აშშ-ის მოკავშირე სირიელი ქურთი ძალების წინააღმდეგ ახორციელებენ ოპერაციას. პენტაგონმა 11 ოქტომბერს დაადასტურა მანამდე გავრცელებული ცნობები, რომ ქალაქ ქობანის სიახლოვეს აფეთქება მოხდა - რამაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა ის საფრთხე, რომ ამ დაძაბულ რეგიონში შეიძლება შემთხვევით აშშ-ის და თურქეთის ძალებს შორის მოხდეს კონფლიქტი. პენტაგონის განცხადებით... Читать дальше...
კომპანია „თბილისი ენერჯი“ სექტემბრის თვის დარღვევების შემოწმების სტატისტიკას აქვეყნებს. 2019 წლის სექტემბრის თვეში, კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ ...
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ირაკლი დეკანოიძე. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიების თანახმად: "ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა"... Читать дальше...
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი აცხადებს, რომ ამერიკას უარი არ უთქვამს სირიის დემოკრატიული ძალების დახმარებაზე და აგრძელებს თანამშრომლობას სირიის ჩრდილოეთით მოქმედ ქურთების სამხედრო შენაერთებთან. „ჩვენ არ მიგვიტოვებია ქურთები. არავის აუნთია მწვანე შუქი თურქეთის ამ ოპერაციისთვის“, - განაცხადა მარკ ესპერმა პარასკევს, პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე. ბოლო დღეებში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ში მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა მისი მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო, რომ თურქეთთან მოსაზღვრე ტერიტორიიდან გაეყვანა 50 ამერიკელი სამხედრო. Читать дальше...