Мы в Telegram
Добавить новость

В российском городе мужчина похитил криптовалюту на 16 миллионов рублей и купил дом

В Пензу 20 июня доставят Казанскую икону Божией Матери XVI века

Телефонные мошенники в Москве получили условные сроки

Состояние мамы Заворотнюк заметно ухудшилось



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2019

Новости за 20.10.2019

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ჰილარი კლინტონი შეიშალა” – დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეიშალა. „ის კონგრესმენ თულსი ჰაბარდს რუსეთის ფავორიტს უწოდებს, ჯილი სთაინს – რუსეთის აგენტს. თქვენ, ალბათ, გსმენიათ, რომ მეც მიწოდეს რუსეთის დიდი მოყვარული (სინამდვილეში მომწონს რუსი ხალხი! მე ყველა ხალხი მიყვარს!). ჰილარი შეიშალა!“ – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე.

Source

Radiotavisupleba.ge 

პატიმრების შეწყალება პატარა საქართველოში

რა ნიშნით ხდებოდა და ხდება მსჯავრდებულების შეწყალება საქართველოში? აქამდე ამ კითხვას იშვიათად სვამდნენ. რას ამბობენ ადამიანები, რომლებმაც პატიმრების შეწყალების პროცესში მიიღეს მონაწილეობა? გვიყურეთ ყოველ კვირას რადიო თავისუფლების ფეისბუკისა და იუტუბის არხებზე.

Radiotavisupleba.ge 

ლიბანში მეოთხე დღეა საპროტესტო გამოსვლებია, დემონსტრანტები რევოლუციას ითხოვენ

ლიბანის მასშტაბით ასიათასობით მოქალაქე გავიდა ქუჩებში კორუფციის და ქვეყანაში პოლიტიკური უძრაობის გასაპროტესტებლად.  ბეირუთის, ტრიპოლის, საპორტო ქალაქ ტირეს და სხვა ქალაქების  ქუჩებში გასული დემონსტრანტები დროშებს აფრიალებდნენ, სკანდირებდნენ სიტყვას "რევოლუცია" და გამოდიოდნენ "რეჟიმის დასრულების" მოწოდებებით.  ეს ყველაზე მასშტაბური აქცია იყო მას შემდეგ, რაც 17 ოქტომბერს საზოგადოების ბრაზი ქუჩებს მოედო, იმ ფონზე, როცა მთავრობამ ახალი გადასახადის დაწესება მოითხოვა WhatsApp-ით და სხვა აპლიკაციებით გაკეთებულ ზარებზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თელავში ხელისუფლებას "წითელი ბარათები" უჩვენეს

აქცია თელავში, ერეკლე მეფის ძეგლთან, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლებისათვის წითელი ბარათების ჩვენებით დასრულდა. აქციაზე, რომელიც საღამოს 18 საათიდან მიმდინარეობდა, შეკრებილებს მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ორგანიზატორები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მიმართავდნენ. ისინი თავიანთ გამოსვლებში შეეხნენ "რუსულ ოკუპაციას, ერთპიროვნულ მმართველობას, 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს, ყურძნის დაბალ ფასსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს". აქციის მონაწილის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰონგ-კონგში კვლავ შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებს და პოლიციას შორის

ორი კვირის განმავლობაში გაგრძელებული მეტ-ნაკლები სიმშვიდის შემდეგ, პროდემოკრატიულმა ძალებმა ჰონგ-კონგში კვლავ გამართეს უნებართვო დემონსტრაცია, რომელსაც ათიათასობით ადამიანი შეუერთდა ქუჩებში.  20 ოქტომბრის აქციაზე მოხდა შეხლა-შემოხლა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რომელმაც ცრემლმდენი გაზი და შეღებილი წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. აქციის ზოგიერთი მონაწილე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისროდა და ქუჩებში ცეცხლმოკიდებულ ბარიერებს დგამდა.  დაშავებულების ან დაპატიმრების შემთხვევების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიგი წერეთელი: „ამ საკითხზე ევროპის ლიდერებს დაველაპარაკები“

სოფელ ატოცში ჩავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, რომელიც ადგილზე ეცნობა საოკუპაციო ძალების მიერ საზღვრის უკანონო მშენებლობის შედეგებს. „რაც აქ ხდება, ეს არის აბსოლუტურად უკანონო. ეს არის გაგრძელება იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რასაც „ბორდერიზაცია“ წარმოადგენს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „ვფიქრობ, ამ პროცესს, რომელსაც სწრაფად ვერავინ გადაწყვეტს, სჭირდება დიდი აქტიურობა და ზეწოლა. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მომავალ კვირას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველებისადმი წერილში აღნიშნავს, რომ გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ ისინი არ უნდა შეუშინდნენ განსაცდელს და სწორი პასუხი უნდა გასცენ გამოწვევებს. ილია მეორე ასევე მადლობას უხდის ამერიკის ხელისუფლებას და იმ პირებს, ვინც უსამშობლოდ ყოფნა შეუმსუბუქა და თანადგომა გაუწია ემიგრაციაში მყოფ ქართველებს. „გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემამულენი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრბოს კრიტერიუმი

მართალია, ჰამლეტს ყველა შეშლილად მიიჩნევს შექსპირის პიესაში, მაგრამ ავტორი არაორაზროვნად მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა სწორედ სამყაროა შეშლილი და არა ჰამლეტი, რომელსაც ეს სამყარო მიიჩნევს შეშლილად... ვინ "დაკარგა გონი" - სამყარომ თუ ადამიანმა? ჰამლეტმა თუ დანიის სამეფომ? ძალაუფლება აგიჟებს ადამიანს თუ სწორედ შეშლილები მიიწევენ ძალაუფლებისკენ? ვინ-ვინ და შექსპირი საქმის ცოდნით აღწერს "პოლიტიკის ფსიქოპათებს" - პატივმოყვარეობით გონშერყეულ პრაგმატულ დიქტატორებს, იღბლიანად და ხალისით რომ იწყებენ თავიანთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ავღანეთის დედაქალაქში ჩავიდა, პირველად მას შემდეგ, რაც ივლისში ეს თანამდებობა დაიკავა. მისი ვიზიტი შესაძლოა ნიშნავდეს აშშ-ის მხრიდან ძალისხმევის განახლებას ავღანეთის ომის დასრულების მიზნით.  გავრცელებული ცნობებით, ესპერი შეხვედრებს გამართავს ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან და მოინახულებს ავღანეთში კვლავაც დისლოცირებული 14,000 სამხედროს ნაწილს. აშშ უკვე 18 წელია სამხედრო თვალსაზრისით ავღანეთში იმყოფება, მას შემდეგ, რაც უხელმძღვანელა საერთაშორისო კოალიციას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რაგბიში მსოფლიო თასისთვის ბრძოლას ოთხი ნაკრები შემორჩა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე რაგბიში, ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ მეოთხედფინალებიც გაიმართა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი ქვეყნის ნაკრებები აგრძელებენ. ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს ინგლისმა, ახალმა ზელანდიამ, უელსმა და სამხრეთ აფრიკამ. ინგლისმა მეოთხედფინალში ავსტრალია დაამარცხა, ანგარიშით 40:16, ახალმა ზელანდიამ ირლანდიას აჯობა (46:14), უელსმა - საფრანგეთს (20:19), ხოლო სამხრეთ აფრიკამ - იაპონიას (26:3). ნახევარფინალები 26 და 27 ოქტომბერს გაიმართება. ინგლისი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება... Читать дальше...




Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ბარსელონა-თბილისის გადადებული რეისის მგზავრებს გამოფრენის ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზეს

ბარსელონა-თბილისის გადადებული რეისის მგზავრებს შეუძლიათ, ოთხშაბათის რეისს დაელოდონ ან სხვა ავიაკომპანიის საშუალებით გამოფრინდნენ, რომლის ბილეთის ღირებულებაც აუნაზღაურდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოდან აცნობეს. როგორც საკონსულოს წერილობით კომენტარშია ნათქვამი, გადადებული რეისის მგზავრთა ნაწილმა საკითხი უკვე მოაგვარა. „20 ოქტომბერს, დილით უნდა განხორციელებულიყო ბარსელონა-თბილისის რეისი, მაგრამ ქართულმა ავიახაზებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ბარსელონაში შექმნილი სიტუაციის გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თელავში მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას მართავს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილია“, თელავში, ერეკლე მეფის ძეგლთან აქციის გამართვისთვის ემზადება. უკვე დასრულებულია სცენისა და ხმის გამაძლიერებლების მონტაჟი. სიტყვით გამოსვლები 17.00 საათზე დაიწყება, მანამდე კი მოძრაობის აქტივისტები თელავის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობს, თელაველებს სიტყვით მიმართავენ როგორც „სირცხვილიას“ წევრები, ასევე რიგითი თელაველებიც, რომლებიც რეგიონში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკებენ. თელავში ასევე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო აქციის მონაწილეები ატოცში არ შეუშვეს

მოძრაობის „შეცვალე“ წევრები, რომლებიც სოფელ ატოცში საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ღობის მშენებლობის გასაპროტესტებლად მიდიოდნენ, ქარელის რაიონის სოფელ შაქშაქეთთან რჩებიან. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კობა ცერცვაძის გადაწყვეტილებით, მოძრაობის წევრებს შეუზღუდათ გადაადგილების უფლება. აქციის მონაწილეები და შს სამინისტროს წარმომადგენელი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კობა ცერცვაძემ მოიშველია პოლიციის შესახებ კანონი, რომელიც, მისი თქმით, ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის გადაადგილების უფლების შეზღუდვას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დინამო“ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე პირველად გამოდის

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. თბილისის „დინამომ“ ისევ სტუმრად ითამაშა და ამჯერადაც დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონმა ხორვატიაში, „მლადოსტთან“ ანგარიშით 11:20 წააგო. „დინამო“ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე პირველად გამოდის. პირველ წრეში ქართველი წყალბურთელები ესპანეთში დაუპირისპირდნენ „ტერასას“ და ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ - 5:9. შემდეგ შეხვედრას კი „დინამო“ თბილისში გამართავს - 30 ოქტომბერს „ბუდაპეშტს“ უმასპინძლებს.

Radiotavisupleba.ge 

ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ პირველობაზე გამოსვლა ხუთი მედლით დაასრულა. ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) და ლაშა ბექაური (90 კგ) მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ილია სულამანიძეს (100 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა. საქართველოს ნაკრები საერთო შედეგით გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა 81 ქვეყნის ნაკრებს შორის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მედვედევის თქმით, სერბია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებს ევრაზიულ კავშირთან

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა 19 ოქტომბერს ვიზიტი დაიწყო სერბიაში, სადაც სამხედრო აღლუმს დაესწრო და სერბიის პარლამენტს საგანგებო სესიაზე სიტყვით მიმართა.  თავის გამოსვლაში მედვედევმა თქვა, რომ, მისი მოლოდინით, სერბიის პრემიერ-მინისტრი, ანა ბრნაბიჩი ხელს მოაწერს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან, როცა ის 25 ოქტომბერს მოსკოვს ეწვევა.  სერბიაში გამომავალი გაზეთისთვის 18 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში, მედვედევმა შეერთებული შტატები გააკრიტიკა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაფხულის კრიზისის შემდეგ, მოლდოვაში პირველი არჩევნები იმართება

მოლდოვაში ადგილობრივი არჩევნები იმართება, რომელიც პირველი ელექტორალური ტესტია მას შემდეგ, რაც ოთხი თვის წინ ძალაუფლება მოიპოვა პროდასავლურმა მთავრობამ, მწვავე კონსტიტუციური კრიზისის ფონზე.  კენჭი ეყრება მერების 900-მდე თანამდებობას და ადგილობრივი საბჭოების 11,000-ზე მეტ მანდატს. პროდასავლური "ახალი პლატფორმის" წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ ამ კვირაში კიდევ ერთხელ გაიმეორა "თავისუფალი და სამართლიანი" არჩევნების გამართვის პირობა და, ამასთან, გამოვიდა გაფრთხილებით შესაძლო "პროვოკაციების" თაობაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ატოცის მკვიდრი: "35 მეტრით დავიხიე უკან..."

სოფელ ატოცის მკვიდრი, იოსებ ზარნაძე ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ აშენებული ღობისგამო, იძულებული გახდა 35 მეტრით უკან დაეწია, რადგანაც მისი 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უშუალოდ საოკუპაციო ზოლს ებჯინება. „ძველ ტრაქტორს ვახნევინებ სასიმინდედ, გაზაფხულისთვის მინდა. ბოძებთან ძალიან ახლოს გადის ჩემი ნაკვეთის ბოლო. ღობის აშენების შემდეგ, უკან დავწიე 35 მეტრით.აქამდე 1 ჰექტარზე ცოტა მეტი გამოდიოდა, ახლა ავზომე და 80 მეასედიღა დარჩა“, - უთხრა სოფელ ატოცის მკვიდრმა იოსებ ზარნაძემ გოგა აფციაურს, რადიო თავისუფლების კორესპონდენტს გორში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სირიელი ქურთების ლიდერი ამბობს, რომ მისმა ძალებმა შესაძლოა დატოვონ სასაზღვრო რეგიონი

სირიელი ქურთების გასამხედროებული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ისინი შესაძლოა გავიდნენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის სასაზღვრო რეგიონიდან, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები სხვა ქურთ ძალებს და სამოქალაქო მოსახლეობას ქალაქის დატოვების საშუალებას მისცემენ.  ამ განცხადების ფონია გავრცელებული ცნობები შეთანხმების დარღვევის შესახებ თურქეთ-სირიის საზღვარზე, ორ დღეში მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი განიხილავს ნაბიჯებს ჯონსონის თხოვნაზე ბრექსიტის გადავადების შესახებ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ამბობს, რომ მალე დაიწყებს "კონსულტაციებს ევროკავშირის ლიდერებთან იმის შესახებ, თუ რა რეაგირება უნდა მიეცეს" ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ თხოვნას ბრექსიტის გადავადების შესახებ.  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი იძულებული გახდა, სამთვიანი ვადით ეთხოვა ევროკავშირიდან მისი ქვეყნის გამოსვლის გახანგრძლივება, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 19 ოქტომბერს გადადო კენჭისყრა შესაძლო გაყრის შესახებ.  ჯონსონმა ამ თანამდებობაზე მუშაობა ივლისს დაიწყო, დაპირებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ატოცში აღმართულ ღობესთან საოკუპაციო ძალები „ნივებით“ პატრულირებენ

საქართველოს შს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 20 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მივიდნენ საოკუპაციო ხაზთან, სადაც 19 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში საოკუპაციო ძალები ღობეებს ამონტაჟებდნენ. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გორში, გოგა აფციაური იტყობინება, სოფელ ატოციდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 19 ოქტომბერს დაყენებული ღობის გასწვრივ, დილიდან პატრულირებენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები „ნივის“ მარკის ავტომობილებით. სოფელ ატოცის მიმდებარე მინდორში საოკუპაციო ძალებმა 19 ოქტომბერს განაახლეს ე.

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი დაესწრება იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას

„საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება“, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ​„საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან. სალომე ზურაბიშვილი შეხვდება: იაპონიის პრემიერ-მინისტრს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერი თანახმაა ბრიუსელს წერილით მიმართოს ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადატანის თაობაზე

19 ოქტომბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მიმართავს ბრიუსელს წერილით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის მოგვიანებით გასვლის თარიღის გადავადების შესახებ, 31 ოქტომბრის შემდეგ. თუმცა პრემიერი იტოვებს შესაძლებლობას, მომავალ კვირაში შეეცადოს მიღებულ იქნეს კანონების პაკეტი, რომელიც საჭიროა 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან გასვლის გასაფორმებლად, და „არც ერთი დღით გვიან“. ბრიტანეთის პარლამენტმა 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ბრექსიტის შეთანხმების დამტკიცების გადადებას იმ დრომდე... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Три дня звезды в прыжках в воду будут биться за медали Игр БРИКС в Казани

"Не доверяйте Китаю!": Правду о том, как запугивали людей в пандемию, раскрыли через 3 года

Подготовка к школьному выпускному обойдётся россиянам в сумму до 19 тысяч рублей

Доходность частных домов в Амурской области выше, чем по России

Музыкальные новости

Курорт «Горячинск» поддерживает «Балет на Байкале. Бурятия»

Биометрии расширяют границы // Подтвердить персональные данные станет проще

LG ДЕМОНСТРИРУЕТ ПРОФЕССИОНАЛЬНЫЕ ДИСПЛЕИ С УЛУЧШЕННЫМИ ВОЗМОЖНОСТЯМИ ИСКУССТВЕННОГО ИНТЕЛЛЕКТА НА ВЫСТАВКЕ INFOCOMM 2024

В Московской области сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже электроинструментов

Новости России

Подготовка к школьному выпускному обойдётся россиянам в сумму до 19 тысяч рублей

"Не доверяйте Китаю!": Правду о том, как запугивали людей в пандемию, раскрыли через 3 года

Тяжелое заболевание появилось у жителей российского города после употребления готовой еды

Синоптик предупредил о возможном образовании смерчей в Москве этим летом

Экология в России и мире

Волосы не выпадают, они стали гуще, а на лице разгладились морщины. Затрачивать можно 5 минут на массаж затылка, лба и головы

Назван российский город, откуда в Турцию срочно увеличивают число рейсов, впервые поставив широкофюзеляжный самолет Airbus 330

Dior Resort 2025

Завершилась первая цикловая встреча региональных руководителей компании AlfaBiom

Спорт в России и мире

Елена Рыбакина «заменила» Геннадия Головкина

«ITF решила пойти по пути WTA и ATP, которые давно допускают россиян» — Янчук

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024

Кирилл Скачков из Новокузнецка стал победителем Игр стран БРИКС-2024

Moscow.media

Прощайте, я от вас улетаю

ТСД промышленного класса Saotron RT-Т510

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Heroje H288BW- портативный сканер штрих-кодов с интерфейсом Bluetooth











Топ новостей на этот час

Rss.plus






Три дня звезды в прыжках в воду будут биться за медали Игр БРИКС в Казани

Доходность частных домов в Амурской области выше, чем по России

Ивановский учитель на уроках географии использует философию айкидо

Синоптик предупредил о возможном образовании смерчей в Москве этим летом