Добавить новость

«112»: число заболевших ботулизмом в России выросло до 375

В Новосибирске комнаты продаются почти в три раза дешевле студии

Exeed нашел «место силы» в Подмосковье

Школы Красноярского края активно участвуют в проекте «Футбол в школе»

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2019

Новости за 09.10.2019

Radiotavisupleba.ge 

შეუქცევადი ცვლილებების პირისპირ - რეპორტაჟი ხადის ხეობიდან 

ხადის ხეობის მოსახლეობა ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის წინააღმდეგია. ამბობენ, რომ გზა გაანადგურებს ისტორიულ ძეგლებს, სახლებს, ეკოლოგიას და, რაც მთავარია, მოსახლეობა კარგავს ნაკვეთებს, რომლებიც გზების დეპარტამენტმა გზის ასაშენებლად მოიზომა. ხადის ხეობაში ახალმა სატრანზიტო გზამ ქვეშეთ-კობის მონაკვეთზე უნდა გაიაროს. ასფალტ-ბეტონის გზის სიგრძე 22 კმ-ზე მეტი იქნება, 6 ხიდით და 5 გვირაბით. მათ შორის ერთი, 9-კილომეტრიანი გვირაბი, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. ხადის ხეობა თბილისიდან 2-3 საათის სავალზეა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უმაღლესი რადის დეპუტატმა გამოაქვეყნა დოკუმენტები უკრაინაზე აშშ-ის ზეწოლის შესახებ

კიევში გამოქვეყნდა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და აშშ-ის საელჩოს მიმოწერა. დოკუმენტები პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა. ის არის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ სისხლის სამართლის საქმის ინიციატორი. დეპუტატის თქმით, მან ეს მიმოწერა გამომძიებელი ჟურნალისტებისგან მიიღო. დოკუმენტებში ლაპარაკია, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე გიზო უგულავა წლების განმავლობაში აწვდიდა აშშ-ის საელჩოს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიცე-მერი ადასტურებს, რომ თბილისის ზღვის მიმდებარედ კანალიზაციის მილების უკანონო დაერთება ხდება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, კანალიზაციის მილების დაერთების ფაქტები არსებობს, თუმცა ისინი თვალით ხილული არ არის და რთული დასადგენია. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე „თავისუფლების მონიტორის“ პასუხად განაცხადა ირაკლი ხმალაძემ, სირთულიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ფაქტების გამოვლენა ვერ მოხერხდა, თუმცა სამუშაოები დაწყებულია: „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშაოები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა. თინა ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მივიდა. ის იმედოვნებს, რომ ამჯერად ინიციატივა 50 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს. „წინა ჯერზე, როდესაც პარლამენტმა ჩააგდო საგამოძიებო კომისიის საკითხი, საფუძვლად მოიყვანა მთავარი პროკურორის განცხადება, რომ აღნიშნულ საქმეზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შალვა თადუმაძე თავის დიპლომზე: ბოდიშით, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე

"ბოდიშით, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე", - ამ სიტყვებით აფასებს თავისი დიპლომის საკითხს შალვა თადუმაძე. "მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე 90-იანი წლების განათლების სისტემას", - ამბობს პროკურორი. სახალხო დამცველისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ორი დამოუკიდებელი ანგარიშით, თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება და ის შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნას უმაღლესი განათლების შესახებ. შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის მრჩეველი: სასახლის ანტიკვარული ავეჯი საქართველოში შევიძინეთ

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით მოწყობისთვის 1 200 000 ლარი იყო გამოყოფილი. მისი სიტყვებით სასახlისთვის ანტიკვარული ავეჯი კანონმდებლობის სრული დაცვით შესიყიდეს და შესყიდვა მხოლოდ საქართველოში განხორციელდა, ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ის ფაქტი, რომ სასახლე ცარიელი იყო და ინვენტარი იყო შესაძენი, ვფიქრობ არანაირ დისკუსიას არ საჭიროებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"არ ვიცი" - შალვა თადუმაძის პასუხი კითხვაზე, ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა"?

ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა"? -  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ამ კითხვაზე შალვა თადუმაძე პასუხობს, რომ არ იცის. შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ წაიკითხა ციტატა, რომელიც, მისი თქმით, შალვა თადუმაძეს ეკუთვნის: "ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: "როგორც ყველა ქართველს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თადუმაძის დიპლომი

ყალბია თუ ნამდვილი იურისტის დიპლომი, რომელიც მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ეკუთვნის და რომელსაც ახლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს? 9 ოქტომბრის საკომიტეტო მოსმენაზე, პარლამენტში, სადაც თადუმაძე სწორედ მოსამართლეობის კანდიდატად წარსდგა დეპუტატების წინაშე,  მას სწორედ ამის მტკიცება მოუწია. იმ კითხვებზე პასუხის გაცემაც, რომლის თაობაზე ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 7 ოქტომბერს გაავრცელა: კერძოდ ის, რომ თადუმაძის დიპლომში არსებული არაერთი შეუსაბამობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაჯიმბა: რუსეთთან დაახლოების ვექტორი ურყევია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ „აფხაზეთი რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში“. ამის შესახებ მან 9 ოქტომბერს, სოხუმში განაცხადა „პრეზიდენტის ფიცის“ დადების შემდეგ ჯერ აფხაზურ, შემდეგ კი რუსულ ენაზე გამოსვლისას. რაულ ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის სრული მხარდაჭერით სარგებლობს და მოსკოვთან გაფორმებული „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების“ ფარგლებში უკვე მიღწეულია... Читать дальше...

News.ge 

ნაციონალურმა მოძრაობამ” თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა. თინა ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილთნ ერთად მივიდა. თინა ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ ამჯერად ინიციატივა 50 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს. „წინა ჯერზე, როდესაც პარლამენტმა ჩააგდო საგამოძიებო კომისიის საკითხი, საფუძვლად მოიყვანა მთავარი პროკურორის განცხადება, რომ აღნიშნულ... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

ზაზა სარალიძე შსს-ში გაეცნო შვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ მასალებს

ხორავას  ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობასთან დაკავშირებულ მასალებს გაეცნო. საუბარია 4-5 მოზარდის მიმოწერაზე, რომელიც მათ ერთმანეთში აწარმოეს მკვლელობის დღესა და მომდევნო დღეებში.   ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე პირების პირადი მიმოწერის მასალების გაცნობის შემდეგ ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მასალებში არ იყო მკვლელობის დღისა და მომდევნო დღის ჩანაწერები. „ჩანაწერებში ჩვენ არ დაგვხვდა უშუალოდ დანაშაულის დღის ჩანაწერები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტაქსებზე თბილისში დაწესებული რეგულაციები რუსთაველებსაც შეეხოთ

თბილისში “ტაქსების რეფორმის” დაწყების შემდეგ, რუსთაველი ტაქსის მძღოლების ნაწილი მანქანებს თეთრად ღებავს,  ნაწილი კი - ტაქსის აღმნიშვნელ ტრაფარეტებს   ფონიჭალაში ან ორთაჭალაში ხსნის.  რუსთავიდან თბილისში ყოველდღე ასობით ტაქსი და მინივენის ტიპის ავტომობილი მოძრაობს. მგზავრები ტაქსებს თბილისამდე და უკან, რუსთავში, განსაკუთრებით პიკის საათებში აჩერებენ, როცა „ინტერტრანსის“ მიკროავტობუსების დეფიციტი იგრძნობა. „მანქანის თეთრად გადაღებვას არ ვაპირებ, ამ ჯაგლაგში ზედმეტ ფულს ვერ დავხარჯავ. ტრაფარეტს თბილისის შესასვლელში ვხსნი ხოლმე“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შრომის ინსპექციამ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს სამუშაო პროცესი შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ, ხარაგაულში გვირაბის მშენებლობისას დაღუპული მუშის საქმეზე, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს სამუშაო პროცესი შეუჩერა და ობიექტი 50 000 ლარით დააჯარიმა. „მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ.“, - ნათქვამია... Читать дальше...

News.ge 

გიორგი გახარია ილჰამ ალიევს – დარწმუნებული ვართ, ამ ვიზიტით მოყვარეებსაც და მტრებსაც დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გადაუწყვეტელი პრობლემები

პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარია ალიევს: არ არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძმურად გადაუწყვეტელი პრობლემები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის. გიორგი გახარიას თქმით, ამ ვიზიტით მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცებენ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები. „ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები, ძალიან გულწრფელი, ღია საუბრები, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე სამადაშვილი: ბატონო შალვა [თადუმაძე], თქვენ ხართ თაღლითი

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი შალვა თადუმაძეს თაღლითს უწოდებს მისი დიპლომის გარშემო დისკუსიისას. შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი დაინტერესდა შალვა თადუმაძის დიპლომის საკითხით. სამადაშვილმა ირონიულად თქვა, ძალიან მაღალი რეპუტაციის დუმბაძის სახელობის ინსტიტუტზე არაა საუბარი, საუბარია ჰიპოთეტურ შემთხვევაზეო და თადუმაძეს ჰკითხა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძის ჯგუფელები სახინკლეში დაპატიჟა

"მე მინდა მივმართო თქვენს თანაკურსელებს... მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი. ოღონდ არ მომატყუოთ, მე ხელში მექნება ეს თქვენი დიპლომი. ვინც ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში", - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს, მათ შორის - ორ პოლიციელს.  მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა პატიმრობის შეფარდებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა. არცერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის, სამინისტროს 2 თანამშრომელი და ერთი ყოფილი სამართალდამცავი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოეთის აგენტის" სტატუსი მიანიჭა ნავალნის ფონდს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოეთის აგენტის" სტატუსი მიანიჭა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ ფონდს.  „'არაკომერციული ორგანიზაციების' შესახებ ფედერალური კანონის საფუძველზე, არაკომერციული ორგანიზაცია, 'ანტიკორუფციული ფონდი', რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ შეტანილ იქნა იმ არაკომერციული ორგანიზაციების სიაში, რომლებიც უცხოეთის აგენტის სტატუსით მოქმედებენ“, - განაცხადა სამინისტრომ 9 ოქტომბერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობა სამინისტროს მთავარმა დეპარტამენტმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეკა ციმაკურიძე: "წარდგენილი კანდიდატები პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს. არც ერთი მათგანი!“

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს აფასებს და თვლის, რომ პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული კანდიდატები. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ წარმომადგენელი, იურისტი ეკა ციმაკურიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს: „მიუხედავად იმისა, რა პროცესები წარიმართება პარლამენტში, იმდენად აშკარა და უხეში იყო დარღვევები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეტაპზე, რომ ეს ის ოცი კანდიდატი არ არის, რომელიც უნდა აირჩიოს პარლამენტმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რაულ ხაჯიმბამ "პრეზიდენტის ფიცი" დადო

დღეს სოხუმში გაიმართა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია. ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ფიცი დე ფაქტო მთავრობის შენობის დარბაზში დადო. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრნენ რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენლები. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა. გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შალვა თადუმაძე: რომ არა "ნაციონალური მოძრაობა", გენერალური პროკურორი ვერ გავხდებოდი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება რომ არა, იგი გენერალური პროკურორი ვერ გახდებოდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, რომან გოცირიძის კითხვაზე, გახდებოდა თუ არა გენერალური პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული პირი რომ არ ყოფილიყო, მან უპასუხა: „მიფიქრია და პირდაპირ გეტყვით, რომ რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, უმძიმესი ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანების უფლებები დამეცვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შალვა თადუმაძე: არსებითად განსხვავებულია სახელმწიფოს მიდგომა სასამართლო სისტემის მიმართ

შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიდგომა სასამართლო სისტემის მიმართ დღეს არსებითად განსხვავდება 2012 წლამდე არსებულისგან. შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო გოგუაძემ შალვა თადუმაძეს მისი კრიტიკული პოზიცია გაახსენა სასამართლოს მიმართ და ჰკითხა: "თქვენი არჩევის შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ იმ სისტემაში მუშაობა, რომელშიც არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც... Читать дальше...

News.ge 

ლევან ახვლედიანი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, კონსორციუმის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ლევან ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კონსორციუმიდან თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ და გავრცელებული ინფორმაცია არასწორ ინტერპრეტაციას უკავშირდება. „თანამშრომლები არ გაგვიშვია. მუშაობას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ. ასევე, ვაგრძელებთ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას, რაც ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი. რაღაც გაუგებარი... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Данила Козловский заявил, что с «большой нежностью» относится к российской киноиндустрии, несмотря на все сложности

В Зарайске прошел областной семинар для спортивных судей по шахматам

В «Штрубе Рус» рассказали о вегетации подсолнечника

Мошенники обокрали академика РАН и его супругу на 20 млн рублей

Музыкальные новости

В АО "Желдорреммаш" введен единый Стандарт по метрологическому обеспечению в производстве.

ТОП хоккеистов МХЛ, чья карьера связана с Оренбургской областью: статистика и перспективы. Часть II

Компромат на Киркорова: стало известно, за что Успенская угрожает Джугелии

NYT: Визит Путина в КНДР и Вьетнам реализовал худшие опасения США

Новости России

Мошенники обокрали академика РАН и его супругу на 20 млн рублей

Более 1,1 тысячи остановок в Москве обеспечат энергоснабжением в 2024 году

Mash: участниц шоу «Пацанки» Кузнецову и Купер избили в московском баре

В Ростове пассажирский поезд сбил насмерть мужчину

Экология в России и мире

АФК «Система» планирует модернизировать Вологодский текстильный комбинат

Фотопрогулка по советским городам. Отличная серия!

Продолжая добрые традиции: отель Yalta Intourist подарил праздник воспитанникам подшефного центра

Легенда о «300-х русских школах» в Азербайджане

Спорт в России и мире

Тарпищев: У Рублева есть сложности со здоровьем, но он хочет сыграть на Уимблдоне

Калинская выиграла второй матч за день и вышла в финал турнира в Берлине

Уимблдон потребует от российских теннисистов подписать декларацию о нейтралитете

Россия — первая по теннисным отказникам! Почему сразу девять наших сказали «нет» Олимпиаде в Париже

Moscow.media

Audi работает над кроссовером RS Q6 e-tron с агрегатами от Porsche Macan Turbo

Военные следователи приняли участие в патриотической акции «Свеча памяти» в городе-герое Севастополе

Несчастливый перекресток. На трассе "Орел-Брянск" в д. Образцово произошло ДТП

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Феодосии











Топ новостей на этот час

Rss.plus






Предприятия Орехово-Зуева отгрузили товаров на 54 млрд рублей с января по март

Павел Деревянко, Ольга Дибцева, Павел Рассомахин в сериале «Третье сентября»

Школы Красноярского края активно участвуют в проекте «Футбол в школе»

Минобороны предлагает реорганизовать объединённые командования военных округов