Добавить новость

Замглавы Фрязина проверила работу банного комплекса после жалоб жителей

Полиция задержала в Курганской области подозреваемого в двойном убийстве

Спрос на длительную аренду загородного жилья в России вырос летом на 43%

Запрет на посещение лесов в Подмосковье ввели до 1 октября

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2019

Новости за 24.07.2019

Marshalpress.ge (მარშალ) 

ფეისბუქი 5 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა

მომხმარებლების პირადი მონაცემების გაცემის გამო ფეისბუქი 5 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა, ეს არის უპრეცენდენტო რაოდენობის ჯარიმა, რომელიც ამერიკის მარეგულირებელმა კომპანიამ დააწესა. სკანდალი “კემბრიჯ ანალიტიკას” ისტორიით დაიწყო, როდესაც ფეისბუქს, ამ კომპანიისთვის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გადაცემაში დასდეს ბრალი და ითქვა ისიც, რომ აღნიშნული ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის მიზნით იქნა გამოყენებული.

Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუს ოპოზიციონერ ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოსკოვის სასამართლომ

მოსკოვის სიმონოვის რაიონის სასამართლომ პოლიტიკოსს და კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელს, ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა საჯარო ღონისძიების ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევის ბრალდებით. ნავალნის ბრალად დასდეს არასანქცირებული აქციაში მონაწილეობისკენ მოწოდება. აქცია მოსკოვის დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვებას ეძღვნებოდა. ოპოზიცინერმა კანდიდატებმა ამ აქციის მოწყობა განიზრახეს ამომრჩევლებთან შეხვედრის ფორმით 27 ივლისისთვის და მოუწოდეს მათ, მისულიყვნენ მოსკოვის მერიასთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამოძიების დასრულებამდე „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელები თანამდებობებს ტოვებენ

ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი“ ბანკის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობებს ტოვებენ მანამდე, სანამ გამოძიება არ დასრულდება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „როგორც იცით დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმავლობაში მძიმე შედეგი მიაყენა „თიბისი“ ბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ -თებერალში, დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 % გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციონერებმა დღეს 130 მილიონი დოლარით იზარალეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტაშკენტი: 24 ივლისს ბერდიმუჰამედოვი ტელეფონით ესაუბრა მირზიოევს

უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი 24 ივლისს ტელეფონით დაბადების დღე მიულოცა უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიოევს. ეს განცხადება იყო პირველი დამოუკიდებელი ცნობა ბერდიმუხამედოვის საქმიანობაზე მას შემდეგ, რაც 21 ივლისს სოციალურ ქსელებსა და რუსეთის მედიაში გამოჩნდა დაუდასტურებელი ინფორმაცია თურქმენი ლიდერის გარდაცვალების შესახებ. თურქმენეთის სახელმწიფო ტელევიზიამ უჩვენა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს ბერდიმუჰამედოვი მშენებლობას აშხაბადში და დასძინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იტალიის პრემიერმა პარტია „ლიგა“ და შინაგან საქმეთა მინისტრი დაიცვა „Russiagate"-ის სკანდალის საქმეში

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ უარყო, რომ მისი მთავრობა რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. კონტე სენატში პასუხობდა მმართველი ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ თაობაზე ბრალდებებს. 24 ივლისს​ კონტემ განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებით, „ჩვენი პოზიცია იყო თანმიმდევრული, გონივრული და არასოდეს ყოფილა განპირობებული ხელის შემშლელი ფაქტორებით, რომლებსაც ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გადახრა შეიძლებოდა გამოეწვია“. კონტეს პასუხები უკავშირდებოდა მედიის ინფორმაციას, რომ „ლიგასთან“ დაახლოებულმა პირმა სცადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"უფრო მშვიდად ვუყურებ ამ ყველაფერს და არა მგონია ტრაგიკული იყოს. გაცილებით ტრაგიკული რაღაცები ხდება ჩვენს განათლების სისტემაში"

სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ამბავს მოჰყვა ცხარე დისკუსია საზოგადოებაში იმის თაობაზე, რამდენად გამართლებულია დღეს ამ სახელმძღვანელოს გამოყენება ბავშვებისთვის წერა-კითხვის სასწავლებლად.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილი საგანგებო პროკურორი: პასუხისგებაში ტრამპის მიცემა გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის არ შეიძლება, სანამ პრეზიდენტია

რობერტ მიულერმა, რომელიც იკვლევდა აშშ-ში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას, კონგრესის წინაშე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი დასკვნები არ ათავისუფლებს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალდებებისგან.  24 ივლისის მოსმენებისას, რომლის ფონია ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ყოფილმა საგანგებო პროკურორმა თქვა, რომ პრეზიდენტი შეიძლება პასუხისგებაში იქნეს მიცემული მას მერე, როცა დატოვებს პრეზიდენტის პოსტს. „არა, პრეზიდენტი არა არის გამართლებული“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გურამიშვილზე ორი ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლულები.  შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

Radiotavisupleba.ge 

უცნობია, როდის მიმართავს პროკურატურა სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის მიმართავს პროკურატურა სასამართლოს თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუცხადეს. უცნობია ისიც, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით და მოითხოვს თუ არა პროკურატურა მათ პატიმრობას. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ოქრუაშვილის 7 სკანდალური განცხადება

“ქართული პოლიტიკა ჰგავს სოსისს. რომ იცოდეთ რისგან მზადდება, აღარასოდეს შეჭამდით” - ეს ფრაზა პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას თქვა.  მან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდებში მომხდარი არაერთი მოვლენა გაიხსენა. აი, რამდენიმე ხმაურიანი განცხადება თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან:   ოქრუაშვილმა პროკურატურას ჩვენებები ირაკლი შოთაძის მითითებით მისცა  “სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტი მინიშნებას აკეთებს ბრიტანეთთან ტანკერების გაცვლაზე და აშშ-თან მოლაპარაკებაზე

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მინიშნება გააკეთა, რომ თეირანი ღიაა ბრიტანეთთან ტანკერების შესაძლო გაცვლისა და აშშ-თან თავისი ბირთვული პროგრამის და სანქციების გარშემო არაპირდაპირი მოლაპარაკებისთვის. „დაძაბულობა ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან არ გვსურს“ - ამბობს როჰანი თავის კომენტარში, რომელიც მან მთავრობის ოფიციალურ ვებ საიტზე გამოაქვეყნა 24 ივლისს. როჰანის თქმით, თუ ბრიტანეთი „შეწყვეტს არაკორექტულ მოქცევას, როგორიც უკვე გააკეთა, გიბრალტარში ქმედების ჩათვლით, ირანის პასუხი იქნება მათი ქცევის შესაბამისი". Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

ქსენოფობი პროკურორი და მისი მფარველი

“ლენინგორის რაიონის პროკურორის” ალან კულუმბეგოვის ქსენოფობიურმა რეპლიკამ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ფეისბუკ პოსტზე ბევრის ყურადღება მიიქცია. არანაკლები ხმაური მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მცდელობას, მხარი დაეჭირა ქსენოფობი პროკურორისთვის, რითიც ის თავად გახდა კრიტიკის ობიექტი. 22 ივლისს საღამოს, სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა „ეხო კავკაზას“ მასალა, რომელიც იტყობინება, რომ “ლენინგორის რაიონის პროკურორმა” ალან კულუმბეგოვმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დღე 35 - გადაცემა „სირცხვილია“ თიბისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურება

ანტისაოკუპაციო აქციები რუსთაველის გამზირზე საზაფხულო რეჟიმზე გადავიდა და გადაცემების სახით გრძელდება. პროტესტის 35-ე დღეს გადაცემა „სირცხვილია“ თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 24 ივლისს, პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. პროკურატურა თიბისის დამფუძნებლებს ფულის გათეთრებას ედავება. გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმარი იქნება ასევე მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის წინ მოწყობილი ე.წ. ტელე-სტუდიიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელისაბედ მეორემ ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა

ბორის ჯონსონი ოფიციალურად დაამტკიცა დედოფალმა, ელისადებ მეორემ ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად მალევე მას მერე, რაც ტერეზა მეიმ ოფიციალურად ითხოვა თანამდებობიდან დათხოვნა. 24 ივლისის დამტკიცების შედეგად, ჯონსონი გახდა ბრიტანეთის 14-ე პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმსახურებს 93 წლის ელისაბედ მეორის 67 წლიანი დედოფლობის განმავლობაში. მეი გადადგა კონსერვატული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან და პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მას მერე, რაც პარლამენტმა არ მიიღო მისეული შეთანხმება ბრიუსელთან ევროკავშირის დატოვების, ბრექსიტის პროცესის შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაია ბითაძე: თბილისიდან რუსთავამდე მიწისზედა მეტრო მოეწყობა

სხვა ქალაქებიდან, მათ შორის რუსთავიდან თბილისში შემოსული სამგზავრო ტრანსპორტის - მაგალითად, მიკროავტობუსების - საბოლოო ადგილები განისაზღვრება და მოხდება მათი „დაერთება“ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, მეტროსთან, შიდასაქალაქო ავტობუსებსა თუ სამარშრუტო ტაქსებთან. ამის შესახებ განუცხადა რადიო თავისუფლებას თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეფორმირების კონტექსტში 24 ივლისს დედაქალაქის მერიაში ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სისტემა არ არის მზად, რომ დაგვიცვას!“ - მოკლულია აქტივისტი ქალი ელენა გრიგორევა

მოკლული ელენა გრიგორევას სხეული 21 ივლისის საღამოს გამვლელმა აღმოაჩინა პულკოვსკის ქუჩაზე, რომლის მახლობელ სახლშიც უფლებადამცველი ცხოვრობდა. მის სხეულზე აღმოჩნდა დანით მიყენებული 8 ჭრილობა და გაგუდვის კვალი. ელენა გრიგორევა პეტერბურგში დიდი ნოვგოროდიდან ჩავიდა საცხოვრებლად წელიწად-ნახევრის წინ. მშობლიურ ქალაქში მას დარჩა დედა და სრულწლოვანი ქალიშვილი. წლევანდელი წლის დასაწყისში ელენამ პოლიციას მიმართა სექსუალური ძალადობის თაობაზე საჩივრით, მაგრამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი მიიღო. ინტერნეტგაზეთ „ფონტანკას“ ცნობით... Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფასდეს თითოეული პარტიული მხარდამჭერი – თორნიკე რიჟვაძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის ფორმირებასთან დაკავშირებულ ხედვებსა და გეგმებზე თორნიკე რიჟვაძემ ტელეარხ 25-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დაფასდეს თითოეული პარტიული მხარდამჭერი, როგორც ძველი გვარდია, ასევე ჩვენ გვეყოლება ძალიან ბევრი ახალი სახე” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გააკეთებენ ყველაფერს, რომ განვლილი არჩევნების მსგავსად, მომავალშიც ხალხისგან მაღალი ნდობა და […]

Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა ხდება მაშინ, როცა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პროკურატურაში იბარებენ

24 ივლისს დღის 12 საათზე გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. ბრალდების წარსადგენად ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ითქვა ისიც, რომ გენერალური პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავდა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.   “მაინც ავაშენებთ!!!” - დაწერა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერბი ფეხბურთელები და მწვრთნელი ბალგრადის მოთხოვნას დაჰყვნენ და კოსოვოს გუნდთან თამაშზე არ გამოვლენ

ბრატისლავის „სლოვანის“ საფეხბურთო კლუბმა განაცხადა, რომ მისი ორი მოთამაშე და მწვრთნელი, სამივე სერბი, არ ითამაშებენ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში კოსოვოს „ფერონიკელის“ წინააღმეგ მას მერე, რაც ბელგრადიდან გააფრთხილეს ისინი, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ასპარეზობაში. ალექსანდარ ჩავრიჩმა, დეიან დრაჟიჩმა და მწვრთნელმა, ვლადიმირ რადენკოვიჩმა განაცხადეს, რომ მათ სერბეთის მთავრობამ მიუთითა, არ ეთამაშათ 24 ივლისს სლოვაკეთის დედაქალაქში კოსოვოს გუნდის წინააღმდეგ. სერბეთის ყოფილი ოლქი კოსოვო უპირატესად ალბანელებით დასახლებული არეალია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერის მოადგილე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება არ განიხილება

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ 24 ივლისს განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ხმები, თითქოს, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ მგზავრობის საფასური „გაორმაგდება ან მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას“. ავტობუსებით დღეს, დაახლოებით, 48 ათასი ადამიანი მგზავრობს, ასე ვთქვათ, ჭყლეტაში. ამიტომ, ახალი ავტობუსების დამატების შემდეგ, ჩვენი გათვლით, მგზავრთნაკადი 100 ათასამდე გაიზრდება... მაია ბითაძე „ტარიფის გაორმაგებაზე არც ერთ ეტაპზე საუბარი არ ყოფილა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში „რუსთავი2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე 26 ივლისს, 13:00 საათზე, საჯარო ფორმატში შეხვდებიან დამოუკიდებელ დეპუტატებს ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილსა და გედევან ფოფხაძეს. ლევან კობერიძის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი მზად არის, იგივე ფორმატში “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მოუსმინოს. “ჩვენი მიზანია პროცესის საჯარო სივრცეში განხილვა მოხდეს. თემა იმდენად მნიშვნელოვანია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაატა სალია: ხალვაშისგან ვიცი, რომ მას ერთგვერდიან დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია

„ხალვაშისგან ვიცი, რომ მას ერთგვერდიან დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და არც უნახავს. შესაბამისად, რადგან ხალვაშის ხელმოწერაა იქ, ყალბია. ვენდობი ამ ადამიანს, მჯერა და ლოგიკურადაც არ მოაწერდა არავინ ამგვარ ხელშეკრულებას ხელს“, - აცხადებს პაატა სალია, "რუსთავი 2"-ის ახალი მეპატრონის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი.   სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ქიბარ ხალვაშს კალიგრაფიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სკოლა პირველკლასელების გარეშე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის საჯარო სკოლის პირველ კლასში წელს მოსწავლე არ ეყოლებათ. როგორც ირკვევა, საქართველოში ასეთი კიდევ 108 სკოლაა. მძიმე ეკონომიკური პირობების, უმუშევრობისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გამო მაღალმთიან დასახლებებს ხალხი კვლავ მასობრივად ტოვებს. პრობლემების მიუხედავად, კახეთის მაღალმთიანი სოფლების საჯარო სკოლის დირექტორები იმედოვნებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები არ დაიხურება. საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რობერტ მიულერი საჯაროდ პასუხობს კონგრესმენების შეკითხვებს არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემაზე

აშშ-ის ყოფილი სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აცხადებს, რომ კონგრესის საკომიტეტო მოსმენაზე ჩვენების მიცემისას შემოიფარგლება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ თავისი ანგარიშის საჯარო ვერსიით. მისი განმარტებით, მიზეზია ის, რომ დამატებითი ინფორმაციის გამხელამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ამჟამად მიმდინარე გამოძიებას. მიულერი კონგრესმენებს საჯაროდ აძლევს ჩვენებას რუსეთის ჩარევის შესახებ თავისი ორწლიანი გამოძიების შედეგებზე. მიულერის გამოსვლა წინასწარვე დიდ ინტერესს იწვევდა. დღევანდელ ჩვენებაზე გაკეთებულ განცხადებებს შორისაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ხაზარაძე: მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში

„მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში“, - ამ სიტყვებით დატოვა მამუკა ხაზარაძემ, თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პროკურატურის შენობა, სადაც მას და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს, ბრალის დადგენილება გადაეცა: „არ შევუდგები ბრალეულობაზე კომენტარების გაკეთებას, ეს ადვოკატების საქმეა და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი და აბსურდული. ეს არის გაგრძელება ორკესტრირებული შეტევისა, რომელსაც ძალიან ცუდი დირიჟორები და მუსიკოსები ჰყავს. მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ბრიფინგი არის ზუსტად გამეორება იმ წინა ორი ბრიფინგისა... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Реклама на радио точно достигает своей аудитории

Психолог рассказала, как общаться с людьми, у которых всегда все плохо

Художник из Кувейта Махмуд Ашканани представил автобиографический фильм в Музее Победы

Ремонт пяти котельных завершат в Щелкове до конца года

Музыкальные новости

«Химки» и «Локомотив» объявили стартовые составы на матч Кубка России

«Мы прыгнули в олимпийский гребной канал полностью голые»: Дмитрий Губерниев о том, как пустился «во все тяжкие» в Канаде

Задержанные при попытке прорваться в Склиф хотели увезти бойца ММА Чичаева

Суд назначил по 15 суток ареста 13 фигурантам конфликта у офиса Wildberries

Новости России

Ремонт пяти котельных завершат в Щелкове до конца года

Активисты молитвами сорвали публичный сеанс экстрасенса Кашпировского

Полиция задержала в Курганской области подозреваемого в двойном убийстве

Поликлинику № 5 откроют на месте Востряковской амбулатории в Домодедове

Экология в России и мире

Boss, коллекция весна-лето 2025

Лучшие каратисты со всей России собрались в Екатеринбурге

Аделина Панина и ее «Белая книга» получили награду

Jil Sander, коллекция весна-лето 2025

Спорт в России и мире

Полина Кудерметова одержала первую победу в карьере над игроком из топ-50 рейтинга WTA

Карен Хачанов проиграл 124-й ракетке мира во втором круге турнира в Ханчжоу

«Совесть не позволила»: Надежда Гуськова в юности попадала в клубы оригинальным способом

Россиянин Алибек Качмазов вышел в основную сетку турнира ATP-250 в Чэнду

Moscow.media

Массовая авария затруднила движения на бесплатном участке трассы М-4 Дон в Липецкой области

Загоралось утро....

Axenix будет автоматизировать управление производством с помощью решения Exeplant

В Ленобласти отремонтировали участки на Ропшинском и Староприозерском шоссе











Топ новостей на этот час

Rss.plus






Поликлинику № 5 откроют на месте Востряковской амбулатории в Домодедове

Бабьего лета не будет: россиян предупредили и приходе волны заморозков

Свыше трех тысяч молодых москвичей работали летом в студотрядах

Замглавы Фрязина проверила работу банного комплекса после жалоб жителей