“დაწყნარდით ქალბატონო ქეთევან. უადგილო იყო თქვენი გამოხტომა. შეიძლება შეგვეშალა რომ არ შეგითანხმეთ, შეგეძლოთ გულისტკენა გამოგეხატათ. ამის ნაცვლად, დაგვლანძღეთ და ახლა უფრო ღრმად ეფლობით, მაჯლაჯუნა თავი გაბიათ!” – ასე ეხმიანება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მუსიკოს ქეთათო პოპიაშვილს, რომელმაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების უნებართვოდ გაშვების გამო ორგანიზატორების მიმართ პრეტენზია გამოთქვა. “როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს […]
Читать дальше...ძლიერი აფეთქების შედეგად დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა მაიამის გარეუბანში, ფლორიდის შტატში. ინცინდენტის შედეგად შენობა ჩამოიშალა. „ბიბისის“ ცნობით, დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა სერიოზულია. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება. აფეთქების შედეგად დაზიანდა ათობით სატრანსპორტო საშუალება. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ინცინდენტი გამოიწვია გაზსადენის აფეთქებამ.
ირანის გავლენიანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ კორპუსის ერთ-ერთი ლიდერი მოსხენ რევზაი აცხადებს, რომ ირანმა ხელთ უნდა იგდოს ბრიტანული ტანკერი, თუ დიდი ბრიტანეთი არ გაათავისუფლებს გიბრალტარის მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში შეპყრობილ ირანულ ტანკერს. 4 ივლისს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის დანაყოფმა გიბრალტარში დააკავა ტანკერი „Grace 1“, რომელსაც, ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“. ეს დაკავება მოხდა აშშ-ის თხოვნით. Читать дальше...
„ამ ეტაპზე, მოწმის სახით ვიყავი დაბარებული და როგორც მითხრეს, კითხვები ამოწურეს, თუ რამე არ შეცვალეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა, რომელიც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გია ბარამიძე გამოიკითხებიან სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. Читать дальше...
შეკვეთილში, სადაც თბილისის პარალელურად ასევე იმართება საპროტესტო აქცია, აქტივისტების ჯგუფი მსვლელობას მართავს. ისინი დენდროლოგიური პარკისკენ მიემართებიან. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მსვლელობაში მონაწილეები მეგაფონებით ხელში სკანდირებენ ,,ძირს ოლიგარქი", „გახარია, წადი!" ,,არა ოკუპანტს” . ისინი შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან. აქციაში ოპოზიციური ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. Читать дальше...
აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ზალმაი ხალილზადი, რომელიც მთავარი შუამავალია თალიბანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში, აცხადებს, რომ მორიგი რაუნდი „ყველაზე შედეგიანია“ მანამდე გამართულ შეხვედრათაგან. აღნიშნული კომენატარი ამერიკელმა დიპლომატმა 6 ივლისს გააკეთა ყატარში, სადაც ე.წ. შიდა ავღანური დიალოგის კონფერენციაში, თალიბანის გარდა ავღანეთის 60 კაციანი დელეგაცია მონაწილეობს, პოლიტიკოსების, ქალი აქტივისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. „ეს ექვსი დღე იყო ყველაზე შედეგიანი... Читать дальше...
ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ავტორის მტკიცებით, მასალა გადაღებულია დაბა შეკვეთილში, ნაც.მოძრაობის მოშიმშილეთა კარვის ტერიტორიაზე, სადაც საკვები მიიტანეს. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ შიმშილობენ.
Читать дальше...ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, ლუგანსკის ოლქში ჩავლენ, შემდეგ კი კიევში გაიმართება უკრაინა-ევროკავშირის სამიტი. დონალდ ტუსკის ვიზიტი, გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივლისს იგეგმება. იუწყებიან, რომ ტუსკი და ზელენსკი გაეცნობიან ვითარებას გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, რომელსაც ადრე ეწოდებაოდა ანტიტეორისტული ოპერაციის ზონა. ლიდერები დაათვალიერებენ სტანიცა ლუგანსკაიას, შეხვდებიან ეუთოს წარმომადგენლებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს. Читать дальше...
საქართველოს პარლამენტის წინ განახლდა აქცია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. #სირცხვილია აქციების სერიის ფარგლებში, სავარაუდოდ, 21 საათზე დაიწყება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ. პარლამენტთან არიან შეკრებილი ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. აქციას შეუერთდა ნაციონალური მოძრაობის ასობით მხარდამჭერიც, რომელთაც წინ მიუძღვებოდნენ პარტიის ლიდერები.
ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი არ ამჟღავნებს არავითარ ნიშანს იმისა, რომ დაიცავს შეიარაღების კონტროლის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას, რაშიც კრემლს მრავალი წელია ადანაშაულებენ ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები. „ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა დაუბრუნდეს ხელშეკრულების შესრულებას, არადა დრო იწურება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 5 ივლისს, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მოსკოვი კი კვლავაც უარყოფს ბრალდებებს, თითქოს ევროპის საზღვართან... Читать дальше...
რუსთავის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ 10 პირს. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არც ერთ მსჯავრდებულს არ დაუკმაყოფილა. შს სამინისტროში 6 ივლისს განაცხადეს, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ამ უწყების ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს... Читать дальше...
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ნათესავები ესწრებოდნენ 14 რუსი სამხედრო მეზღვაურის დაკრძალვას, რომლებიც ხანძრის შედეგად 1 ივლისს დაიღუპნენ ბარენცის ზღვაში. თავდაცვის სამინისტრომ კატასტროფის მიზეზად დაასახელა სააკუმულატორო განყოფილებაში მომხდარი ხანძარი, მაგრამ არაფერი უთქვამს თავად აპარატზე, რომელშიც ავარია მოხდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ეს არის ატომური წყალქვეშა ნავი АС-31, „ლოშარიკის“ სახელით ცნობილი ხომალდი, რომელიც რუსეთის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული პროექტია. ... Читать дальше...
რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც წინა დღით რუსეთის პრეზიდენტის უმასპინძლა, მეორე დღეს ვატიკანში უკრაინელ ეპისკოპოსებთან შეხვედრაზე დაგმო დონბასში მიმდინარე ჰიბრიდული ომი. ამ რეგიონში გაჩაღებულია ჰიბრიდული ომი, რომელსაც თან ახლავს პროპაგანდისტული სიცრუე და მანიპულაციები, მცდელობა, საქმეში ჩაითრიონ რელიგიური ასპექტი, - განაცხადა რომის ეკლესიის მეთაურმა. ამასთან რომის პაპს არ უხსენებია რუსეთი. როგორც "უკრაინსკა პრავდა" იუწყება, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ფრანცისკე შეხვდა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელებს. Читать дальше...
პოლონეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო მთავრობის ყოფილი თანამშრომელი რუსეთის სამხედრო დაზვერვისათვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გადაცემისათვის. ვარშავის საოლქო სასამართლომ 5 ივლისს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც მარეკ ვ. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად მსჯავრდებული 2018 წლის დასაწყისში მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში, როდესაც დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის, რუსეთის სამხედრო დაზვერვისათვის (GRU) გადაცემაში. Читать дальше...
საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგულ სატელევიზიო შოუში "სულიკო" იმღერა ცნობილ ფრანგ არტისტთან ერთად. The Grand Échiquier - ასე ჰქვია გადაცემას, რომელშიც ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა 4 ივლისს, პირდაპირ ეთერში. გადაცემაში მონაწილეობდა ფრანგი მსახიობი, სცენარისტი და კინორეჟისორი გიომ გალიენიც - საფრანგეთის ეროვნული ფილმის ჯილდოს "ცეზარის" მფლობელი არტისტი. პირველი კითხვა, რომელიც წამყვანმა ანა-სოფი ლაპიქსმა დასვა იყო: "ესპანურად საუბრობ? რა არის ესპანური შენთვის?"... Читать дальше...
ლიბიაში დაკავებულ ერთ-ერთ რუს მოქალაქეს, რომელიც ეჭვმიტანილია არჩევნებში ჩარევისთვის, კავშირი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის მზარეულად ცნობილ, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურებთან. გამოცემა „პროექტისა“ და „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის თანახმად, რუსს ჰქვია მაქსიმ შუგალეი, სანქტ-პეტერბურგელი პოლიტტექნოლოგი მადაგასკარის საპრეზიდენტო არჩევნებში პრიგოჟინის ინტერესებისათვის მუშაობდა. მეორე დაკავებული, ასევე რუსეთის მოქალაქეა არაბული წარმომავლობის სამერ ჰასან სუეიფანი, რომელიც თარჯიმნად მუშაობდა. Читать дальше...
სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა შიიტურ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. თავდასხმა 6 ივლისს მოხდა ავღანეთის ქალაქ ღაზნიში, მოჰამადიას შიიტურ მეჩეთში, სადაც მორწმუნეები დილის ლოცვაზე იკრიბებოდნენ. აფეთქების დროს შენობაში დაახლოებით 70 მლოცველი იმყოფებოდა ღაზნის პროვინცია დღეისათვის წარმოადგენს დაპირისპირების ადგილს ავღანეთის მთავრობას და თალიბანს შორის. მაგრამ ორგანიზაცია თალიბანმა უარყო აფეთქებაში თავისი მონაწილეობა და დაგმო მეჩეთზე მომხდარი თავდასხმა. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს... Читать дальше...
ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, სამხრეთ კალიფორნიის რეგიონში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები უდაბნოს რეგიონში დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ რიჯკრესტთან ახლოს, ლოს-ანჯელესიდან 240 კილომეტრის დაშორებით იყო. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში ცალკეულ დასახლებებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივი მედია, ძლიერი ბიძგების შედეგად შენობების დაზიანების შესახებაც იუწყება. ამასთან, მიწისძვრამ ქალაქ რიჯკრესტში რამდენიმე ადგილას ხანძრის პროვოცირება მოახდინა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. Читать дальше...
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი საუბრობს მინსკში გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების წარმატებების შესახებ.
მოლდოვის საპარლამენტო კომისიამ გამოაქვეყნა გამოძიების მეორე ნაწილის მასალები, რომელიც შეეხება ქვეყნის საბანკო სექტორიდან დაკარგული ერთი მილიარდი დოლარის ისტორიას, რაც ნეგატიურად აისახება ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის ეკონომიკაზე. მოლდოვის პარლამენტის სპიკერის მოადგილემ, ალექსანდრ სლუსარიმ, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა პროკურატურა დაადანაშაულა იმაში, რომ 4 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში არ არის დასახელებული იმ პირის ვინაობა, ვინც არის პასუხისმგებელი ამ თანხების გაუჩინარებაზე. ანგარიშის მეორე ნაწილში... Читать дальше...
"ამ ფეიკის მომგონებლებსაც და ამგორებლებსაც: მტყუნის ….. ……!" - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ბაჩო ქაჯაიას საკითხს. ის ავადმყოფს უწოდებს მათ, ვისაც ჰგონია, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის დაძახების გამო, ქაჯაიას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. ვასილ მაღლაფერიძის კომენტარში, რომელსაც თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, არაფერი წერია აქციის დაშლასთან ქაჯაიას დამოკიდებულებაზე. მაღლაფერიძე მხოლოდ ოკუპაციას უსვამს ხაზს: "ცხადია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვინც ეს მხოლოდ დღეს გაიგო და ამით სპეკულირებს, ნაგავია! Читать дальше...