“მორჩა კინო! ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის მოსალოდნელ განაჩენს ადეკვატურად აფასებს! დიახ, ტელევიზია კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს! რ2-ის ტელებორდელი ბოლო დღეებს ითვლის!”- ასე ეხმიანება ჟურნალისტი გიორგი გიგაური, “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომელშიც ის ამბობს: ” ხელისუფლება აპირებს ნებისმიერი ფორმით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის მათთვის სასურველი ინტერპრეტაციის მიცემას და არხის ქიბარ ხალვაშზე […]
Читать дальше...სულ ცოტა 7 ათასი კაცი დაიღუპა ვენესუელაში სპეცოპერაციისა თუ სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად ბოლო 18 თვის განმავლობაში. ამის თაობაზე საუბარია ჩილეს ყოფილი პრეზიდენტის მიშელ ბაჩელეტეს მიერ, გაეროს თხოვნით მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში, რომელიც შეეხება ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტებს. ბაჩელეტემ აღნიშნა, რომ ხუთი ათასამდე კაცი დაიღუპა შარშან, ხოლო 1,5 ათასი - წელს. საუბარია ოფიციალურ მონაცემებზე, რომელიც გაეროს ვენესუელის ხელისუფლებამ მიაწოდა.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ორდღიანი ფესტივალი დღეს, 19:00 საათიდან გაიხსნა და 01:00 საათამდე გაგრძელდება. საფესტივალო აქტივობები, 6 ივლისსაც ამავე დროს გაიმართება. ფესტივალი თეატრალიზებული, ცეცხლოვანი შოუთი გაიხსნა, ღონისძიების ფარგლებში, ბაღი სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით გაფორმდა. ღონისძიებაზე სანახაობრივი, შთამბეჭდავი გარემო შექმნეს მოწვეულმა დიჯეიმ... Читать дальше...
კახეთში ალოობა აქტიურ ფაზაში შევიდა. გვალვის გამო წელს მოსავლიანობა დაბალია. სიღნაღსა და დედოფლისწყაროში ყანებს მინდვრის თაგვიც შეესია, რამაც ყანები კიდევ უფრო მეტად დააზიანა. ამ ორ მუნიციპალიტეტში, ჯამში, 120 000 ტონა მოსავალს ელოდებიან. ალოობა 2019-ის დაწყებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილიც დაესწრო. ის ამბობს, რომ წელს ტექნიკის პრობლემა არ არსებობს, რადგან შპს "მექანიზატორმა" დამატებითი კომბაინები შეიძინა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - შირაქის, ალაზნისა და ტარიბანას ველზე - თავთავიანი კულტურების აღება დაიწყეს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება რეალობას თვალს არ გაუსწორებს მას აგრესიის დიდი ტალღა წალეკავს. „ჩემი რჩევაა, რომ გადატრიალებაზე შეთითხნილი ბინძური საქმეების ნაცვლად, შეასრულეთ მოთხოვნები და დავიწყოთ ყველამ ერთად ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი. დადგა დრო, ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. ბურთი მათ მხარეს არის, მოედანიც მათ ხელშია, გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა მოედანი გამოჩნდება, სხვა მოთამაშეები, სხვა მაყურებლები და აღარავინ შეხედავს არც ივანიშვილს... Читать дальше...
5 ივლისს ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსისა და რუსეთის საბჭოს შეხვედრა ელჩების დონეზე. ნატოს საიტის თანახმად, საბჭოზე იმსჯელეს უკრაინის, საშუალო და შორის რადიუსის (INF) რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების, გამჭვირვალობისა და რისკების შემცირების გარშემო. ამ წელს ეს ნატო-რუსეთის საბჭოს მეორე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. „ჩვენი საუბარი იყო გულწრფელი და სავალდებულო. მოკავშირეები და რუსეთი პრინციპულად სხვადასხვა პოზიციებზე ვართ, მაგრამ ჩვენ ვესწრაფვით დიალოგის გაგრძელებას“... Читать дальше...
პოლონეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროკავშირი ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ბლოკში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების გაჭიანურების გამო და მოუწოდა ბრიუსელს, რომ ბალკანეთის ქვეყნებს შესთავაზოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი მკაფიო გზა. ბალკანეთის სახელმწიფოები არ უნდა იყვნენ ჩართული ისეთ რბოლაში, „სადაც ისინი ვერ დაინახავენ ფინიშის ხაზს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ 5 ივლისს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე. დუდას თქმით, ორივე ქვეყანამ გაიარა „რთული რეფორმების გზა“... Читать дальше...
რუსთაველის გამზირზე აქცია მისი ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის სიტყვით განახლდა. მისი თქმით, ამ ზაფხულს რუსთაველის გამზირი გახდება ახალგაზრდობის გულისცემა. და სანამ გიორგი გახარია არ წავა, არც ისინი დაიშლებიან. „ყელში ამოგიყვანთ ყევლაფერს, საჭმელს ვერ შეჭამთ უჩვენოდ. როცა საჭმელად წახვალთ, ჩვენ იქ დაგვხვდებით. ჩვენ ყველგან ვართ, სადაც თქვენ ხართ და იქნებით“. შოთა დიღმელაშვილის სიტყვებით, ამ პროტესტში ისინი ჩართავენ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, ფონდებს, არტისტებს. „პროტესტის ტურიზმს მოვხოდავთ, იმიტომ,რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. Читать дальше...
20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 4 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, გამოძიება მათ სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და კანონის თანახმად 4-დან 6-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
2006 წელს ფრანგმა მებაჟეებმა მიაკვლიეს კონტრაბანდულ ტვირთს - პაკისტანის ბელოუჯისტანის პროვინციაში ნაძარცვ ანტიკურ ნივთებს, რომლებიც 5000 წლის წინანდელია.
20 ივნისის ღამით აქციის დაშლის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვილი შს სამინისტროს თანამშრომლებმა 4 ივლისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ისინი მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას.
რუსეთის ტურისტული ემბარგოს კვალდაკვალ, ქუთაისის სასტუმროებში რუსი ტურისტების 137 ჯავშანი გაუქმდა. ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრირებული სასტუმროებიდან ჯავშნების გაუქმება 16-მა დაადასტურა. რუსი ტურისტების გარდა, 70 ჯავშანი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც გააუქმეს. „16 სასტუმროს მონაცემით, 137 რუსული ჯავშანია გაუქმებული, 70 ჯავშანი კი - სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან. ჯამში, ეს გვაძლევს 207 ჯავშანს. ერთ კვირაში დავკარგეთ 207 ჯავშანი. ეს არის მხოლოდ ჩვენთან შემოსული მონაცემები დ არ ვლაპარაკობ ქალაქში სრულ სურათზე"... Читать дальше...
„ჩვენი ბოიკოტი იქნება ყოვლისმომცველი. ესაა მწერალთა ინდივიდუალური პროტესტი“, - ასე სრულდება მწერლებისა და მთარგმნელების წერილი.
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის აგენტების მიერ სახელმწიფო ღალატისათვის დაკავებული ალექსანდრ ვორობიოვი ურალის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანაშემწე აღმოჩნდა. რუსი მოხელე 4 ივლისს დააკავეს, საქმის დეტალები უცნობია. 39 წლის მოხელის დაპატიმრების შუამდგომლობა სასამართლომ დახურულ რეჟიმში განიხილა, სადაც ვორობიოვი კამუფლირებული ნიღბით შეიყვანეს. ურალის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ნიკოლაი ცუკანოვია. ვორბიოვს კი რეგიონის მთავრობაში წამყვანი თანამდებობა ეკავა. Читать дальше...
„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს დავით ჭიჭინაძეს სასაცილოდ მიაჩნია მმართველი გუნდის არგუმენტები, რომ ოპოზიცია რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობდა. დეპუტატი მოუწოდებს მმართველ გუნდს, ნუ გადაიქცევა პროვოკატორად, რადგან მისი სიტყვებით, „ამ ქვეყანაში ვიღაცამ მართლა რომ გადაწყვიტოს ეგეთი რამ, არავინ აღარავის არაფერს დაუჯერებს“: „არ მგონია, რომ ასეთი სცენარების დაწერა „ქართულ ოცნებას“ სიკეთეს მოუტანს. ყველაფრის პაროდირება არ შეიძლება. ამბოხი არ შეიძლება გახადო დასაცინი საქმე. ამბოხის ხალხს... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტი უცხოელ ტურისტებს საქართველოში ეპატიჟება. ინგლისურ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილი ბათუმის ფონზე ჩანს და სტუმრებს ქართული სტუმართმოყვარეობით დახვედრას ჰპირდება. „ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს ყველაზე მაღალ წერტილში. ჩემს უკან ყველაზე თანამედროვე ქალაქი ბათუმია და სანაპირო... ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უნიკალური ადგილია, სადაც კულტურა ერწყმის სილამაზეს. აქ ახლოს არის არქეოლოგიური ზონა... და ჩვენ ყველანი გელოდებით თქვენ ქართული სტუმართმოყვარეობით. Читать дальше...
„სტალინი კარგად მღეროდა. ლექსებს წერდა. 9 ათასი სახელმწიფო საწარმო გახსნა“ - ძირითადად ასეთ ფაქტებს აცნობენ დამთვალიერებლებს გორში, სტალინის სახლ-მუზეუმშიო - წერს ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა New York Times მოზრდილ სტატიაში, სადაც საქართველოში საბჭოთა ლიდერის მიმართ არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი. ავტორის ცნობით მუზეუმში ყვებიან ღარიბი ბიჭს ისტორიას, რომელმაც რუსეთის იმპერატორის ციხეებში არაერთი ტყვეობის მიუხედავად მოახერხა და ძალაუფლების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ტურის დროს არ ახსენებენ... Читать дальше...
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლევან ალაფიშვილის და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. სადავო ნორმების თანახმად, სატელეფონო აბონენტები იხდიდნენ „112“-ის მომსახურების საფასურს, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის შეადგენდა 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის - 0.50 ლარს. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს „112“-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად... Читать дальше...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ცნობით, მომავალ კვირაში საქართველოს ეწვევიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ბათუმში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. მინისტრის თქმით, კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას... Читать дальше...
დავით გარეჯის თემა პოლიტიკურ დონეზე უნდა დაკონსერვდეს, სხვა შემთხვევაში, კონფრონტაციას ექნება ადგილი ორ ქვეყანას შორის,- ეს განცხადება „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გააკეთა. მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის „გაჯიუტებას“ თავისი პოლიტიკური სარჩული აქვს. „შევიდა თუ არა ჩიხში მოლაპარაკებები?! – მე არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული. ქართული მხარე ან ...
რუსთაველზე მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ჯგუფი ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მართლმსაჯულების რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, 38 დაშავებულ ჟურნალისტს და ასობით დაშავებულ მოქალაქეს და წერილს ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით იწყებენ: „იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. Читать дальше...
ბრაზილიის შტატ რიო-დე-ჟანეიროს ყოფილმა გუბერნატორმა სერჟიუ კაბრალმა განაცხადა, რომ მოისყიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები, რათა მათ ხმა მიეცათ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების, რიოში ჩატარებისათვის. ბრაზილიური მედიაკორპორაცია "O Globo-ს" თანახმად, მოსასყიდად მთლიანობაში დაიხარჯა 2 მილიონი დოლარი. თანხა შუამავლების ხელით გადაეცა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელს ლანმინე დიაკას და მის შვილს. მოლაპარაკებაში, კაბრალის თქმით, მონაწილეობდა ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე კარლუშ არტურ ნუზმანი. Читать дальше...
თინა ცხადაძე ფერმწერია. მაგრამ როდესაც ფერებთან მოთამაშე მხატვრის ცხოვრებაში უცებ შავ-თეთრის დრო დგება - რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ასე იყო თინასთანაც. არ დავარქვათ კონკრეტული სახელი ამ პერიოდს - იყოს, უბრალოდ, რთული დღეები, როდესაც Georgian Dark-ის სერია დაიბადა - თითქოს წარსულიდან მოსული, მაგრამ თან ძალიან თანამედროვე და ძლიერი, შავკაბიანი და თეთრჩიხტიკობიანი ქალების სერია. ქალები, რომლებიც მოულოდნელ სცენებში ჩნდებიან - ცხენზე ამხედრებულები პოლოს ჯოხებით დაჰქრიან, ბოჰემურად მიწოლილები აბოლებენ... Читать дальше...
ბათუმში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი შეხვედრა გამართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ზაზა თავაძესთან და მოსამართლეებთან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა. საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა და თქვა რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დიდი ნდობით სარგებლობს ევროპაში: „როგორც პრეზიდენტი, მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და ამდენად, თანამშრომლობა საკონსტიტუციო სასამართლოსთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მოხარული ვარ იმით... Читать дальше...
„ჯერ რასაც ვხედავთ, პროკურატურა, შსს დაინტერესებული არიან გამოიძიონ ყველა ის სამართალდარღვევა, რომელიც მიმართული იყო „სახელმწიფოს წინააღმდეგ“. პირველი სამიზნეში ამოიღეს ოპოზიციონერი დეპუტატები და პოლიტიკოსები, ერთ-ერთ მათგანს ბრალიც წაუყენეს", - გიორგი მშვენიერაძე.