Добавить новость


World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Ноябрь
2018

Новости за 21.11.2018

Radiotavisupleba.ge 

55-მდე გაიზარდა ავღანეთში სასულიერო პირებზე თავდასხმის შედეგად დაღუპულების რიცხვი

ავღანეთში 55-მდე გაიზარდა სასულიერო პირთა შეკრების დროს მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპულების რიცხვი. დაიჭრა ათობით ადამიანი. თალიბანი უარყოფს კავშირს 20 ნოემბრის თავდასხმასთან, რომელიც ქაბულში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. მსხვერპლს შორის არიან მუსლიმი სწავლულები მთელი ავღანეთიდან. ისინი ქაბულში მიიწვია „ულემას საბჭომ“ 20 ნოემბერს წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღის აღსანიშნავად. გამომძიებელთა ჯგუფის წევრმა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ ჯერ უცნობია, ექსტრემისტების რომელი ორგანიზაცია დგას თავდასხმის უკან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას და სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ. „გვსურს, ყველა მტკიცებულება გაიხსნას და მერე მოხდეს მასზე მსჯელობა“ - განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მარიამ კუბლაშვილმა. პრესკონფერენციის საფუძველი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის მიერ „კვირის პალიტრისთვის“ ახლახან მიცემული ინტერვიუ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაქარია ქუცნაშვილი: მართლმადიდებელი ქვეყნების გენასამბლეას ვუმასპინძლებთ

2019 წელს მართლმადიდებელი ქვეყნების გენერალური ასამბლეის სხდომა პირველად ჩატარდება თბილისში - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა. „ჩვენ ხუთი წელი ვითხოვდით ამ უფლებას და საბოლოოდ, კაიროში, საერთაშორისო სამდივნოს სხდომაზე დადასტურდა ეს გადაწყვეტილება. საპარლამენტო ასამბლეა გახლავთ ქრისტიანული, არა მხოლოდ მართლმადიდებელი, ქვეყნების საპარლამენტო, პოლიტიკური გაერთიანება. მასში შედიან როგორც კათოლიკეები, ასევე გრიგორიანელები. ეს ძალიან საპატიო მოვლენაა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტაჯიკეთში პატიმრობა შეუფარდეს 15 ადამიანს უცხოელი ველოსიპედისტების მკვლელობისთვის

ტაჯიკეთში სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს მთავარ ეჭვმიტანილს ივლისში ოთხი უცხოელი ველოსიპედისტის მკვლელობაში. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ინფორმაციით, ჰუსეინ აბდუსამადოვი დამნაშავედ ცნეს „უკიდურესი ძალადობით ჩადენილ მკვლელობაში“ და კიდევ რვა მუხლით წარდგენილი ბრალდების საფუძველზე. 21 ნოემბერს პატიმრობა შეუფარდეს სულ 15 ადამიანს, მათგან 12 დამნაშავედ სცნეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში და შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა 12-დან 18 თვემდე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულთაგან ერთადერთი ქალი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სამინისტროში მტკნარი ტყუილი უწოდეს პირადობის მოწმობების გაყალბებას

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში უარყოფენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ, პირადობის ყალბი მოწმობები იბეჭდება პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად. „ამას აბსოლუტურად არაფერი არ აქვს საერთო სიმართლესთან, ეს არის მტკნარი ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს“ - უთხრა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, ჭეშმარიტების დადგენის საუკეთესო ფორმა და გზაა დასახელდეს კონკრეტული ფაქტები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ გვყავს პარტიის მფლობელები“

„ქართული პოლიტიკა, ისევე როგორც მედიაგარემო არის საკმაოდ პოლარიზებული და ბუნებრივია, ეს არჩევნები ამ ფაქტს ვერ გაექცეოდა“,-აღნიშნა რადიო თავისუფლების“დილის საუბრებში“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ. მან წინასაარჩევნო გარემო შეაფასა პარტიების მიერ მედიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევით განპირობებული რისკებისა და თავად პოლიტიკური აქტორების მიზნებისა და ქცევის მიხედვით. „პოლიტიკური პარტიები, როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი ხელისუფლება ამ არჩევნებს განიხილავენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISFED: გამოვლინდა კამპანიის ხელშეშლისა და გაუმჭვირვალე შემოწირულობის პრობლემები  

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შუალედური ანგარიშის თანახმად, მეორე ტურის წინ დაფიქსირდა საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის კამპანიის მიმდინარეობისას, ხოლო „სალომე ზურაბიშვილს ხელის შეშლასთან ერთად შეურაცხყოფაც მიაყენეს.“ ასევე, შუალედური ანგარიშის მიხედვით ვლინდება პრობლემა სავარაუდო  შემოწირულობათა კანონის გვერდის ავლით განხორციელების ჭრილში. „მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას გააქტიურდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წალენჯიხის სერვისების სამსახურის უფროსი მივლინებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია ადასტურებს, რომ მივლინებაშია. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 9 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მივლინებით იმყოფება თბილისში, სააგენტოს გლდანის ოფისში. არკადი ფიფიას თქმით, მას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა თანამშრომლების მსგავსად, მივლინებები ხშირად აქვს და ამაში უჩვეულო არაფერია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პირადობის ყალბი მოწმობები სავარაუდოდ, წალენჯიხაშიც იბეჭდებოდა, არკადი ფიფიას თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„არ მაქვს ეჭვის საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას“

რა მტკიცებულებები აქვთ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულზე რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოს მიმართეს და რამდენად ენდობიან ისინი გამოძიებას?

Radiotavisupleba.ge 

ეკა გიგაური: პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების მტკიცებულებები გამოძიებამ უნდა მოიპოვოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ წარმოადგენენ საარჩევნოდ პირადობის ყალბი მოწმობების დაბეჭდვის მტკიცებულებებს იმ მარტივი მიზეზით, რომ არასამთავრობო სექტორი არ არის საგამოძიებო ორგანო. მთავარ პროკურატურაში გამოკითხვის დაწყებამდე გიგაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად. “მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ საგამოძიებო ორგანოებმა. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფაქტებზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISFED-ის ანგარიშში მოხვდა ამომრჩეველთა მოსყიდვისა და გულის მოგების სავარაუდო შემთხვევები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შუალედური ანგარიშის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვის „უპრეცედენტო მასშტაბის“ სახე აქვს „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას 600,000 მოქალაქისთვის ჯამში მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ.“ გარდა ამისა, ISFED-ის ანგარიშში აღრიცხულია მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, „სადაც სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ... Читать дальше...




Marshalpress.ge (მარშალ) 

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები 21 მილიონი ლარითაა გაზრდილი

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკოლოგიური, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა, რომელიც განსახილველად, თბილისის საკრებულოს გასულ კვირას გადაეგზავნა. „გასულ კვირას, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი წარვადგინეთ, რასაც ოპოზიციის მხრიდან არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISFED-ის ანგარიშის თანახმად, მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო გარემო გაუარესდა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შუალედური ანგარიშის თანახმად, მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო, პირველ ტურთან შედარებით, კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით, ნეგატიური კამპანიითა და უფრო აგრესიული რიტორიკით ხასიათდება. „პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ. მოგვიანებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინტერპოლის პრეზიდენტად რუსი გენერლის არჩევის მოლოდინი არ გამართლდა

დუბაიში, ინტერპოლის გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს სამხრეთ კორეელი კიმ ჩონ იანი. ის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას ორი წლით უხელმძღვანელებს. კიმ ჩონ იანი 2015 წლიდან იკავებდა ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ, ინტერპოლის ხელმძღვანელი, ჩინელი მენ ჰუნვეი თავის სამშობლოში დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მედიასაშუალებების ინფორმაციით, პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა ხობში აფეთქებისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი

თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა ხობის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 66 წლის ქალი. მას, ექიმების ინფორმაციით, სხეულის 85%-ის დამწვრობა ჰქონდა. 20 ნოემბერს გარდაიცვალა აფეთქებისას დაშავებული 67 წლის მამაკაციც. თბილისის დამწვრობის ცენტრში რჩება 3 პაციენტი, მათ შორის ბავშვი. სამივე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება 19 ნოემბერს, საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბენზინის აალებამ გამოიწვია.

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა იწყებს გამოკითხვებს საარჩევნოდ ყალბი მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს. საქმე ეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის პირადობის ყალბი მოწმობების სავარაუდო დაბეჭდვას. 12 საათზე გამოკითხვაზე დაბარებულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, 12:30 საათზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი, 16 საათზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრა

დღეს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელსაც უხელმძღვანელებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალი ფორმატი საგანგებოდ შეიქმნა საქართველოსთვის, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის და მიზნად ისახავს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. დღესვე ბრიუსელში გაფორმდება შეთანხმებები საქართველოსთვის დაახლოებით 231 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა ტრამპმა წერილობით უპასუხა სპეციალური პროკურორის მიულერის შეკითხვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წერილობითი ფორმით გასცა პასუხები სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის შეკითხვებს. მიულერი იძიებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის შესაძლო ჩარევას და ტრამპის საარჩევნო შტაბის და რუსეთის წარმომადგენლების შესაძლო კავშირებს. დონალდ ტრამპის ადვოკატის, რუდოლფ ჯულიანის განცხადებით, პრეზიდენტმა უპრეცედენტო თანამშრომლობა გამოიჩინა და პასუხი გასცა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას. ჯულიანის თქმით, ტრამპის პასუხებში არაფერია ისეთი, რაც მანამდე საჯაროდ არ თქმულა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ს ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეელი კანდიდატის არჩევა სურს

აშშ ინტერპოლის პრეზიდენტის არჩევნებში მხარს დაუჭერს სამხრეთ კორეელ კიმ ჩონ იანს. ამის შესახებ ვაშინგტონში განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. მისი თქმით, ინტერპოლის წევრმა ქვეყნებმა პრეზიდენტად უნდა აირჩიონ სუფთა რეპუტაციის ხელმძღვანელი და აშშ-ს სჯერა, რომ სწორედ კიმ ჩონ იანია ასეთი კანდიდატი. პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი კიმ ჩონ იანი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ ინტერპოლის ხელმძღვანელი, ჩინელი მენ ჰუნვეი თავის სამშობლოში დააკავეს კორუფციის ბრალდებით. Читать дальше...


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus