მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. “დღეს მე მეამაყება რომ ქართველი ვარ. პატრიოტთა ალიანსმა და ყველა გაბრაზებულმა ამომრჩეველმა დღეს უკვე ნაწილობრივ გამოხატა თავისი ნება. ირმა ინაშვილი არის ნათელი წერტილი ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ, გაბრზებული ამომრჩევლები, მივდივართ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ სალომე ზურაბიშვილს! ურტყამთ მუშტს ღრანჭში ერის მკვლელობაში დამნაშავე ნაციონალურ მოძრაობას, ურტყამთ სილას კოჰაბიტაციაში დამნაშავე ოცნებას და ვქმნით […]
უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება, რომლითაც ქვეყანაში 30 დღით საომარი მდგომარეობა ცხადდება, მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა ყირიმთან ახლოს ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ ხომალდებს და დააკავეს 23 მეზღვაური. მწვავე დისკუსიის შემდეგ, პარლამენტარები მიემხრნენ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თხოვნას 30 დღით საომარი მდგომარეობის რეჟიმის შემოღების თაობაზე. ეს ზომები მოიცავს ნაწილობრივ მობილიზაციას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და კიდევ გარკვეულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია "კონტრდაზვერვის... Читать дальше...
გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ რუსეთის გააფრთხილა, რომ მის მიერ უკრაინის სამი სამხედრო ხომალდის დაკავება წარმოადგენს "უკრაინის სუვერენული ტერიტორიის აღმაშფოთებელ დარღვევას" და "თავხედურ აქტს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს". 25 ნოემბერს უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ქერჩის სრუტესთან რუსეთის მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ სამხედო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, გემებზე იმყოფებოდა 23 მეზღვაური, რომელთაგან 6 დაჭრილია. Читать дальше...
თბილისში უკრაინის საელჩოსთან შეკრებილმა აქტივისტებმა, სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს განვითარებული მოვლენების გამო რუსული აგრესია დაგმეს. მათ მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება მისცეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ძალადობრივ ქმედებებს.
„დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას“, - აღნიშნავს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო მიმართვაში იგი ამბობს, რომ სამი წელია უკვე აღარ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ეხებათ როგორც აქტიურ პოლიტიკაში ჩართულებს, ისე რიგით მოქალაქეებს. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, „2012 წელს ბიძინა ივანიშვილის... Читать дальше...
"ფონდი ღია საზოგადოება" აცხადებს, რომ მუშაობას აჩერებს და ტოვებს თურქეთს - მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ფონდის დამაარსებელი, მილიარდერი ფილანტროპი, ჯორჯ სოროსი დაადანაშაულა ერების გახლეჩვის მცდელობაში. ფონდი ამბობს, რომ მისთვის თურქეთში მუშაობა შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ის მედიაში გავრცელებულ უსაფუძვლო განცხადებების სამიზნე გახდა და თურქეთის მთავრობამ განაახლა ერდოანის საწინააღმდეგო ხუთი წლის წინანდელი მასობრივი აქციების გამოძიება. ფონდი ამბობს, რომ ქვეყნის... Читать дальше...
სააგენტო "როიტერსის" ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოხატა უკრაინაში შექმნილი ვითარების თაობაზე და თქვა, რომ ვითარება დეესკალაციას საჭიროებს. სააგენტო ამ ცნობას ავრცელებს მერკელის პრესმდივნის განცხადებებზე დაყრდნობით. მერკელი ასევე გამოვიდა დიალოგის საჭიროების მოწოდებით - იუწყება პრესმდივანი. რუსეთი უგულებელყოფს დასავლეთის მოწოდებებს გაათავისუფლოს უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი, რომლებსაც მან ცეცხლი გაუხსნა და დააკავა... Читать дальше...
პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით განათლების სამინისტრო დედა-ენას, როგორც ქართულ საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს. ავტორების თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზანია, „დედა ენა“, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, დაცული იყოს ცვლილებებისგან და მოსწავლეები მას შეუფერხებლად სწავლობდნენ.
პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ერთმანეთს გორში მდებარე რესტორან “ნაჭარმაგევში” შეხვდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იქცა პრობლემად სალომე ზურაბიშვილის ვაჟის მიერ მისი შვილის დებატში გამოწვევა, ვაშაძემ ცინიკურად უპასუხა, ირაკლი ოქრუაშვილმა კი დუმილი არჩია და უკომენტაროდ გაეცალა ტერიტორიას.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე,კერძოდ მაზარი-შარიფისა და ბაგრამის საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა,-განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სამხედროებმა, რომლებიც ავღანეთში არიან დისლოცირებულნი. ორივე სამხედრო ბაზაზე 875 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. „ზოგიერთი სამხედრო არ იმყოფებოდა უშუალოდ სამხედრო ბაზაზე. ისინი სამხედრო პოსტებზე იყვნენ. აქედან გამომდინარე... Читать дальше...
ოთხი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა მას შემდეგ, რაც სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა სტამბოლის ერთ-ერთი უბანში - აცხადებენ ოფიციალური პირები. თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი ამბობს, რომ ვერტმფრენი წვრთნაში იყო ჩართული, როცა ქალაქის აზიურ მხარეს ჩამოვარდა. დაშავებული სამხედროს მდგომარეობა მძიმეა. სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდინარეობს ავარიის შედეგების გამოძიება.
„ქართული ოცნების“ ამოცანაა, არჩევნები სადღაც 200 000 ხმით მოვიგოთ,-განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევების კომენტირებისას. იგი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს, პოზიტიურ ტენდენციას კი პარტიის შიდა კვლევაც ადასტურებს:„ტენდენცია არის ძალიან პოზიტიური. 200 ათასი ხმა ნიშნავს დაახლოებით 56%-ს და ვფიქრობთ, რომ ეს არის რეალისტური მიზანი”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 700-ს გადააჭარბა ერაყის საზღვართან მომხდარი, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. მიწისძვრა 25 ნოემბერს მოხდა იმავე ადგილას, სადაც ერთი წლის წინ მომხდარმა მიწისძვრამ 600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და 9000-ზე მეტის დაშავება გამოიწვია. სასწრაფო დახმარების მონაცემებზე დაყრდნობით სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ დაშავებულია 716 პირი და მათგან 33 საავადმყოფოში რჩება. ირანის სეისმოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, ალი მორადიმ სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა... Читать дальше...
აშშ-მა კვლავ გახსნა მექსიკასთან მთავარი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც რამდენიმე საათით დაიკეტა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მესაზღვრეებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს იმიგრანტების შესაჩერებლად. ინციდენტი მოხდა, როცა აშშ-ის ტერიტორიაზე მოხვედრის იმედით საზღვართან თავმოყრილი ხალხის ნაწილმა სცადა საზღვარზე გადასვლა. სან ისიდროს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აშშ-ს ქალაქ სან დიეგოსა და მექსიკის ქალაქ ტიხუანას შორის მდებარეობს. მექსიკის განცხადებით, დეპორტაცია მოელით მიგრანტებს, რომლებმაც სცადეს „ძალის გამოყენებით“... Читать дальше...
რას მოასწავებს საომარი მდგომარეობის გამოცხადება და რა გავლენას იქონიებს ის უკრაინაში გაზაფხულზე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე?
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დაასრულა ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე მდინარე ენგურთან, „ენგურჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ზურაბიშვილის განცხადებით, სწორედ აქ გადის საოკუპაციო ხაზი, ხოლო მისგან მოშორებით - მდინარე ფსოუზე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელიც ყოველთვის იქნება საქართველოს საზღვარი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ადგილს, სადაც "ენგურჰესი" მდებარეობს, აქვს დიდი სიმბოლური დატვირთვაც... Читать дальше...
ავღანეთში, სულ ცოტა, 20 პოლიციელი დაიღუპა მათ ავტოკოლონაზე თავდასხმის შედეგად. თავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო, დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში მოეწყო. ცნობების თანახმად, დაღუპულებს შორის არის ლაშ-ე ჯუეინის რაიონის პოლიციის ახალი უფროსი. პროვინციის საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ვრცელდება ცნობა სულ 22 დაღუპულის შესახებ. თავდასხმა მოეწყო, როცა ავტოკოლონა მიეშურებოდა ლაშ-ე ჯუეინის რაიონში, პოლიციის ახალი უფროსის წარსადგენად. თალიბანი აცხადებს, რომ გაანადგურა... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას და სალომე ზურაბიშვილს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები ჰქონდათ და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი აზრები ახლაც განსხვავებულია, იგი მას მხარს უჭერს: „მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს; მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს; ვირჩევ მის კომპეტენტურობას და გამოცდილებას; მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის... Читать дальше...
„მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების ეზოში შეგდება რაიმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და მით უმეტეს, "ქართულ ოცნებასთან" იყოს დაკავშირებული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. იგი ამბობს, რომ „ამის გაკეთება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო: "გამოვრიცხავ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების აქეთ-იქით სროლაში "ქართული ოცნების" ჩართულობა არსებობდეს. მით უმეტეს, ბავშვებიან ოჯახს შეუგდო „მოლოტოვის კოქტეილი“ ეს ნიშნავს, რომ თვითმკვლელობა ჩაიდინო ერთი... Читать дальше...
კვირა დღე გათენდა. არსად მეჩქარება - მოსვენებული გონებით ვიღვიძებ და ცალი ხელით ვიზმორები, მეორეთი კი ტელეფონს ვეძებ ტუმბოზე; ვპოულობ, ვხსნი და ვიწყებ “სქროლვას” იმ იმედით, რომ მყისიერად შევიმეცნებ, რა ხდება აქტუალური სამშობლოს და, შემდეგ, მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ნიკომ გადაწყვიტა, ჩამოევლო თავისი საყვარელ ქართველ მუსიკოსებისთვის და ეპოვნა ის სიმღერა, რომელსაც, მისი აზრით, სუსტი ტექსტი აფუჭებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის მხრიდან ცალსახა პროვოკაცია უწოდა ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს. ლავროვის განცხადებით, უკრაინამ დაარღვია არა მხოლოდ საზღვაო სამართლის ნორმები, არამედ საერთაშორისო სამართლის ძირითადი დებულებები, მათ შორის გაეროს წესდება, რომელიც ყველა სახელმწიფოსგან მოითხოვს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას. ლავროვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა ვიწრო სრუტეში განახორციელეს საშიში მანევრი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ამ აკვატორიაში მყოფ გემებს. Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ტელეფონით ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. პოროშენკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია აზოვის და შავი ზღვების აკვატორიაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და კიევის საპასუხო მოქმედებებზე, მათ შორის საომარი მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილებაზე. პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, რათა რუსეთმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურები და გემები. Читать дальше...
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: „ქალბატონო მედიკო, პანკისშიც ვიყავი, მოგისამძიმრეთ კიდეც, თქვენი ტკივილიც გავიზიარე, მუდმივად საჯაროდ მივმართავდი და მივმართავ ხელისუფლებას, რომ ითქვას სიმართლე, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები. არ ვიმსახურებ იმ მიმართვას თქვენგან, რაც წავიკითხე. დღეს დილით სარალიძეს პანაშვიდი გადავუხადე და თქვენი შვილის სახელზე... Читать дальше...
77 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი რეჟისორი და დრამატურგი ბერნარდო ბერტოლუჩი. იტალიური მედიასაშუალებების ინფორმაციით, კიბოთი დაავადებული რეჟისორი ღამით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ბერნარდო ბერტოლუჩი იყო „ოსკარის,“ „ოქროს გლობუსის,“ „ოქროს ლომის“ და სხვა პრესტიჟული კინოპრემიების ლაურეატი.